MonSoon ციტატა(bedo @ 4th November 2018 - 09:01 PM)

თქვენ გაგიგიათ ჯპს_ით ნადირობა ? კერძოდ. გიჭირავს ტელეფონი რომელშიც ჩაწერიალია სპეც, პროგრამა და აჩვენებს სად ხარ შენ და სად არის ვთქვათ დათვი.
giga2010 ციტატა(giga2010 @ 4th November 2018 - 09:10 PM)

ალბათ დათვს შებმული აქვს ჯპს, ისე არ არსებობს რომ თავად პროგრამა ეძებდეს ნადირს
ბავშეტა კარგად თუ დააკვირდებით მანდ ჩანს რომ ეკრანზე გარდა მოძრავი მიზნისა არის ასევე რამდენიმე სხვა ობიექტი რომლებსაც მიმართულების მაჩვენებელი ისრებიც კი აქვთ მიხატული...
აქედან გამომდინარე საქმე გაცილებით მარტივადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ.
- პირველი თქვენი მოსაზრების მერე რომ დათვსა აქვს შებმული GPS-ი ეგრევე კიტხვა გამიჩინა - GPS-ი კარგად ხარჯავს ენერგიას, მითუმეტეს ეგრე ჩქარა განახლებადი ტრეკინგით, რომ იყოს ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შეიძლება აკუმულატორი გეყოს 2-3 კვირა, მაგრამ ეგეთი აქტიური ტრეკინგით... ნებისმიერ მობილსაც კი დასვავს, აქედანვე გამომდინარეობს მეორე კითხვა საკუთარ თავთან
- კიმაგრამ რა ზომის აკუმულატორი აქვს დათვს და რამდენიხნის წინ იყო დათვი მარკირებული GPS-ით, ან დათვი მიშვეულია რომ სადმე შტეფსელთან დასატენად მივიდეს ხოლმე

რაც იმედია დამეთანხმებით ცოტა არ იყოს აფსურდული იდეაა

მოკლედ ვიდეოს კარგი დაკვირვებით, იმის გათვალისწინებით რომ პროგრამაში სხვა ობიექტებიც ჩანს, ასევე ერთ ადგილზე ჩანს კადრი თუ როგორ მისდევს ძაღლი დათვს ბალახში... ჩნდება ძალიან მარტივი მუშაობის სქემა, თან ჭკვიანური და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი:
1) ყველა მონადირე აღჭურვილია პერსონალური GPS ტრეკერით და ერთმანეთს ხედავენ ვინ სადაა, საითა არის მიტრიალებული (შედეგად საით ისვრის), ერთმანეთს ფარავენ თუ არა და ვინ უნდა ისროლოს ისე რომ მეორე მონადირე სროლის ხაზზე არ იყოს
2) ძაღლი არის ასევე აღჭურვილი GPS ტრეკერით და ამ ტრეკერს პროგრამა როგორც დათვის გამოსახულებას ისე აღიქვავს, ხოლო ძაღლი თავის მხრივ დათვს მიერეკება და უკან მისდევს შედეგად ხედავ ძირითადი მოძრაობის მიმართულებას, ვის ზონაში გადის და ასე შემდეგ...
- აღწერილი სქემა, უზრუნველყოფს მეტყევის წყრარ ცხოვრებას (ანუ არ უნდა სდიოს სათითაო დათვს და ტრეკერები არ უნდა ჩამოჰკიდოს და მერე ელემენტების საცვლელად არ უნდა სდიოს), მონადირეები კი ერთმანეთს აფიქსირებენ როგორც მიმართულებით ასევე ადგილმდებარეობით... მორჩება ნადირობა და ყველა თავის ტრეკერებიანად შესაბამისი ზონიდან გავლენ და სიწყნარე იქნება

იდეა ჭკვიანურია, პროსტა დათვის მიმართაა ცხოვრება უსამართლო