მოკლედ სანამ ვეცალიჩებოდი ამ პრობლემის მოგვარებას დამარტყა ერთმა იდეამ, მეთქი პირდაპირ airgun.ge-ს რომ ვხსნი კასპერა არ ყვირის მეთქი და თუ Google-ს ვაძებნინებ საიტს და მერე გუგლის მოძებნილ ლინკს ვაჭერ ქე კივის გაუჩერებლივ მეთქი... ჰოოდა მეთქი ეგებ და გავიგო გუგული ბიძია ხომ არ ატრაკებს მეთქი....
მოკლედ შევეცადე გამომეჭირა ლინკი რომმელსაც გუგლი ამუშავებს, თურმე შეიცავს რაცხა აურაცხელ ბმულს რამდენიმე სკრიპტით (თავისთან რომ აღრიცხოს ამან და ამან ამა და ამ ქვეყნიდან ამდენჯერ დააჭირა და ამდენად პოპულარულია და კაროჩე რა....) , ნუ ჩევთვალე რომ მაგ კოდი ჭედავდა.... მერე მეთქი აბა მოდი უფრო გავართულერბ მეთქი საქმეს.
ჩემთან გუგლის აკრეფვისას ავტომატურად გადადის Google.ge-ზე, ნუ ლოკალურ ვერსიაზე, ავდექი და ძალით შევუცვალე ენა, მივეცი საფრანგეთი და აბა ახლა რას იზამს მეთქი. მოვაჩებნინე ისევ Airgun.ge გამოიტანა ჩვენი საიტის ბმული პირველივე, დავაჭერე და უპრობლემოდ შემიშვა

არანაირი ვირუსის ალერტი და კივილი

მერე ვცადე გერმანული გუგლი და ინგლისური ეგენიც ჩუმათ იყვნენ, ბოლოს დავხურე საძიებო ახალი გავხსენი ავტომატურად ისევ Google.ge-ზე გადამიყვანა, ახლა მაგას მოვაძებნინე, გამოტანილ ბმულზე დავაჭირე და .... ჩუმათაა ყველა ანტივირუსი

ნუ იდეაში ჩემი დურაკი გადასახედიდან ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ფორუმის და საიტის ყველა ფააილი გადავამოწმე და ყველა შეუცვლელია, რედაქტირების თარიღი ყველას 2010 წელი აქვს, რაღაც რომ ახლა ჩამატებულიყო კოდში თარიღი უნდა შეცვლილიყო...
ნუ მოკელდ მე ვაღარაფერი გავიგე, თხოვნა მაქვს, თუ ვინმესთან ისევ გამოდის კივილი გუგლით ჩვენს საიტზე გადმოსვლისას შეცვალეთ გუგლის ენა და ისე სინჯეთ ერთი ორჯერ, თუ ამ შემთხვევაში ანტივირუსი და გუგლი არაფერს იტყვიან, ესეიგი ყოლიფერი წესრიგშია და უბრალოდ ქართული გუგლის განყოფილება რაცხას ატრაკებდა, ხოლო თუ თქვენთან მაინც გამეორდა პრობლემა ამ აქ დაწერეთ ან PM-ში მომწერეთ...
P.S. ექსპერიმეტის წინ სასურველია ბროუზერის ქეში გაწმინდოთ, რომ შედეგებზე ტემპორარი ფაილებმა არ იმოქმედოს.