Dave ციტატა(Saint Dave @ 7th March 2014 - 05:35 PM)

დიზელი რომ წარმოიქმნება
სად??? PCP-ში? როდის აქეთ????
ციტატა(Saint Dave @ 7th March 2014 - 05:35 PM)

და რეზინებს რომ დედას უფეთქებს
გააჩნია ზეთს, ეგრე რეზინების დასაზეთი ზეთები და ტაოტები რომაა იგივე ნასოსისთვის ეგ რისთვისაა აბა

, მეორეცესერთი რომც გამოიყენო უბრალო ზეთი მაქსიმუმ ერთ რეზინას დაენძრეს და ისიც ლულაში რომელიცაა, მეტი არცერთს არაფერი არ მოუვა და ვაბშე მიკრო რაოდენობაზეა საუბარი და არა.....
მოკლედ პატარა ფიზიკის კურსი:
1) დიზელის ეფექტი წარმოიქმნება მაშინ როდესაც ხდება ნორმალური წნევის მქონე აირის უცებ შეკუმშვა მოცულობაში, შედეგად წნევის მყისიერი ზრდა, მაგ დროს აირი თბება (ზოგჯერ ცხელდება), თუ აირში არის საკმარისი ჟანგბადი და ზეთის ორთქლი ეგეც მზა საფუძველი აალებისთვის. ეს ეხება ზ.დ.პ-ს
2) მარა აი PCP უცებ და დაუფიქრებლობის გამო რომ მიაწერე დიზელი, მუშაობს სულ სხვა პინციპით. PCP-ში ჰაერი უკვე შეკუმშულია და გასროლისას ხდება მისი გაფართოება და არა შეკუმშვა, შესაბამისად ჰაერი კი არ ცხელდება პირიქით ცივდება, ანუ სულ რომ ბენზინის ორთქლი იყოს მაგ დროს აირში არანაირი აალება არ მოხდება

- 2 რადიკალურად განსხვავებული მუშაობის პრინციპია რასაც ბევრი არ ითვალისწინებს. ზ.დ.პ არის ცხელი გასროლის სისტემა, ხოლო PCP არის ცივი გასროლის სისტემა.
3) რეზინას როგორც ვთქვი არ დაერხევა თუ სწორი საპოხი საშუალება იქნება არჩეული და არა ვთქვათ ლულიდან ტყვიის ნადების მოსაცილებელი აგრესიული მჟავის შემცველი ზეთი, ან მანქანის მატორის ზეთი. თუ აიღებ სპეციალურ ზეთს რომელიც მაგალითად გამოიყენება ზ.დ.პ იარაღის დგუშის და პისტონის დასაზეთად, მაშინ ყოლიფერი წესრიგში იქნება
4) ნუ ეს უკვე ფიზიკა აღარაა, უკვე ქიმიაა

, მოკლედ მხოლოდ ჩვენთან ხდება ისე რომ ვიღებთ იარაღს ტყვიას და ეგრევე ლულაში ვტენით, მერე კი ვწუწუნებთ აი 4-ი ერთ წერტილში ხვდება და მე-5ე 40 კილომეტრში გვერდზეო

საქმე იმაშია რომ ნორმალურად ტყვიას უნდა მომზადება, კერძოდ კოლოფის გახსნა, ტყვიას უნდა გარეცხვა (ფრთხილად რომ არ დაიჭეჭყოს) და გაშრობა. შემდეგ კი ჰაერზე ჟანგვა და ოქსიდის აპკის გაკეთება რომ არ დაიწყოს სწორედაც რომ ზეთის თხელი დამცავი ფენა უნდა. არა ისეთი მოცულობით რომ ლიპლიპებდეს და გასროლისას ლულიდან გაზპრომის ტრუბასავით ზეთის ორთქლი გამოდიოდეს

თხელი ფენა არაფერს აფუჭებს, ტყვიას იცავს ჟანგვისგან, ხოლო გასროლისას ეგ მიკრო საფარველი არაფერს აფუჭებს, იმიტომ რომ ხრახნები გაცილებით ღრმად ერჭობა ტყვიაში და მხოლოდ თეთის ფენას არ აცლის რომ სრიალ ხახუნი იყოს უაზროდ. მაგრამ აქ ერთი ორმა იდეა გამოხატა ტეფლონის ზეთით და ტაოტით ლულის დაზეთვისა, ეგ უკვე ნამეტანი უაზრობაა

ჩვენში დარჩეს, ზემოთ აღწერილი გარეცხვა გაშრობა დაზეთვა მხოლოდ სანადიროთაა მიღებული. სპორტის შემთხვევაში ცალკე კიდევ 3 ოპერაციაა გასაკეთებელი 1) ვიზუალური გადარჩევა და არა ისე მოქცევა ჩვენ რომ ვიცით ხოლმე შეჯიბრის დროს დედის გინებით რომ ამოვიღებთ ხოლმე ტყვიას და თან მინდორში ვაგდებთ იმის გამო რომ დაჭეჭყილი აქვს კაბა

შემდეგი ოპერაცია 2) ყველას აწონვა და გადარჩევა წონით, 0.01 გრამი კიდევ ჯანდაბას და ზოგჯერ განსხვავება 0.05 გრამს და მეტს აღწევს ხოლმე შედეგად გადარჩევა საჭიროა. და ბოლოს, ყველა ტყვიის ზომების მიხედვით გადაწყობა ეგრეთწოდებული კალიბრირება! აი ამის მერე თუ ტყვიამ რაღაც სისულელეები დაიწყო ან ლულა გაქვს ჭუჭყიანი, ან დაზიანებული, ან სროლის გაგებაში არ ხარ

მარა სადაა ჩვენთან მაგდენი ჩალიჩი, მაიტა თოფი, ვის გაქვთ ტყვია - მასესხეთ რა... და წაიდა სროლა
ikaaa ციტატა(ikaaa @ 7th March 2014 - 06:53 PM)

ჩემი ევანიქსის რეზერვუარი ადრე დავშალე და შიგნიდან იყო სულ ზეთიანი, ლულაშიც სულ ზეთს იფურთხებოდა, ავდექი და კიდევ ჩავასხი შიგნით
შენ ახლა ნამეტანი გიქნია და მერე იმას ჩივიხარ ჯგუფებს ვერ ვაკეთებო