bazuka ციტატა(bazuka @ 31st December 2009 - 11:24 AM)

jaja ავიეზე დევს "ვარსკვლავვმფრენი გალაქტიკა" ძაან მაგარი ფანტასტიკური სერიალია.
ეეე მაგი ნაწარმოებადაა კარგი, სერიალი დაღეჭილია, ერთ 5 წუთიანი მონაკვეთი გაჭიმულია 1 საათზე, პროსტა იდეის ირგვლივაა რაღაც საწუწნი გადაღებული, ცრემლების ღვრა და უსასრულო დიალოგები არაფერზე.
აი მაგ ნაწარმოებს რომ წაიკითხავ მთელს ატასწლეულებს გადადიხარ წამებში, დინამიკაა ო-ჰო-ჰოოოო, ლეგენდა, დასახლება, განვითარება, აღმოჩენები, ურთიერთ პლანეტარული ონი, კიდევ აღმოჩენები, ერთმანეთთან დიპლომატია, საილონების გამოგონება, მაგათთან ომი, და ისევ დამარცხება..
იდეაში პატარა ნაწარმოებია, მაგრამ სული და დინამიკაა, სერიალი კი მის ირგვლივ რაღაც ცხოვრების მომენტზე აგებული უსასრულობაა რომელიც კლავს შემართებას.
აგერ გთავაზობთ 2 ვარიანტს (სამწუხაროდ ორივე რუსულადაა), ერთი PDF ფაილად სრული ვერსია (სხვათაშორის ორიგინალში ნაწარმოებს ჰქვია "კობოლის 12 კოლონიის ისტორია" გავრცელებულიდ ა ცნობილი სახელი "Battle ship Galactica" არის ერთერთი გადარჩენილი კოსმოსული ხომალდის სახელი, რომლის ირგვლივაც ტრიალებს სერიალები, მაგრამ ამ ხომალდის გარდა ბევრი სხვა იყო და იყო 12 პლანეტა, რომელბიც საილონების გადამკიდე....)
მეორე აუდიო წიგნად (ბოლომდე არაა, რაღაც მომენტში თავდება). აუდიო წიგნი ცოტა სტრანნი ვარიანტშია გაკეთებული რაღაც ოპერეტას ვარიანტშია, ანუ მოლოგის პონტში წამყვანი კითხულობს ტექსტს, დიდ შუალებებს აკეთებს ფრაზებს (წინადადებებს, აბზაცებს) შორის, ამასობაში ფონად უკრავს შესაბამისი მუსიკა (ლირიკა, ტექნო, ფენტეზი და ტრანსი ერთმანეთში არეული), ფრაზის დამთავრების შემდეგ საშუალება გეძლევა მუსიკის მეშვეობიოთ ფანტაზია გააღვიძო და წარმოიდგინო (წარმოისახო) რაზეა საუბარი.
მუსიკა კარგადაა შერჩეული ზუსტად ურტყავს იდეას. მოკლედ თუ მოთბინება გეყობათ საკმაოდ ისიამოვნებთ, თუმცა კაცზე და გუნებაზე დამოკიდებული, მე მაგრა გამისწორა ამ აუდიო წიგნმა, მაგრამ მაგალითად იგივე ჟანრის მოყვარულ ძმაკაცმა ვერ აიტანა. ასე რომ...
წიგნის გადაკითხვის მერე გაიგებთ რას ეძებენ ასე უსასრულოთ მაგ სერიალის გმირები და რა ჯანდაბაა ეს მე-13 ღმერთი
ესეც არქივი ისე მაგრა გაასწორებდა შესაბამისი ოპერა რომ დაიდგას სადმე, კაი დიდი დარბაზით, სცენაზე ერთადერთი წამყვანი რომელიც მონოლოგს კითხულობს, თავიდან თავზე გადასვლისას სცენას ტოვებს და მეორე გამოდის, ფონად დიდ ეკრანზე შესაბამისი ვიდეო რგოლები, ცვალებადი განათება (ჭერზე, კედლებზე, იატაკზე, ფარებით, ეკრანით) თემის და შინაარსის მიხედვით და რა თქმა უნდა მუსიკა, რომელიც ჩანჩქერივით უნდა იქცეოდეს ზემოდან ქვევით

აი ეგ მაგარი სანახავი იქნებოდა, თან დარბაზში შესასვლელად უნდა იყიდებოდეს გალაქტიკური ბიკლეთები, შესასვლელი კარები კი გაკეთებული იყოს ხომალდის ლუკების ვარიატში, რომელიც ყოველი მაყურებლის შესვლისას გაიღება გაასკანირებს (ნუ რაღაც ლაზერული სხივი ჩამოუვლის და ეკრანზე რაღაც ინფოები გამოვა და ასე შემდეგ, მოკლედ ფანტასტიკის სრულ მუღამში). ჰოლში შესაბამისი სიტუაცია უნდა იყოს, იქ ალფა ცენტავრის ბილეთები იყიდებოდეს, რაღაც უცხოპლანეტარული სასმელები და საჭმელები შესაბამისი გაუგებარი დასახელებებით, ზოგიერთ უჩვეულო და ექსკლუზივობის ვარიანტში, ირგვლის რაღაც ლუკ ბესონის ”მე-5 ელემენტის” აბსურდული სიტუაცია უნდა იყოს, კოსმოპორტი ნაგავი და შესაბამისი მომსახურე პერსონალი.
მოკელდ დარბაზში რომ შეხვალ სრულად დამუხტული იქნება, იქ კიდევ შესაბამისი სცენა, მუსიკა გაფორმება..... მიმიქარავს პლავა-ლაგუნას გამოსვლა

ციტატა(bazuka @ 31st December 2009 - 11:24 AM)

ვარსკვლავური ომები მაინც N1 ეგეთუ მასშტაბური ფილმი მგონი მეორე არაა
ნოუ კომენტ, დას ისტ ფანტასტიშ