ციტატა(giorgi @ 14th April 2013 - 11:29 PM)

მდაა 500 ლარი არ დამენანებოდა
კი ეგრე ღირს ეგ ყველაფერი მარა მე დამიჯდა 150 ლარი
ანუ ეგ ველო ერთი ამერიკელიდან ვიყიდე. სამშობლოში მიფრინავდა და ყიდდა სახლიდან ზედმეტ ნივთებს. შვედურ კედელს ყიდდა ეგ ტიპი მაიმარკეტზე 60 ლარად ქარხნულს. როგორც კი დააგდო განცხადება მეც იქვე მეცა სუნი

ერთ გერმანულ ველიკს ყიდდა კიდე 70 ლარად ჩემზე ოდნავ პატარას მარა დამასწრო სხვამ მისვლა და ყიდვა. კიდე კაი ჩემი ველიკი რომარ ნახა
ხოდა რომ მივედი ტურნიკის საყიდლად ვკითხე ველოსიპედზეც. გავყიდეო მიტხრა მარა კიდე მაქვსო და ჯერ მაიმარკეტზე არ დამიდიავოოოოოოოოო

ხოდა მეც ეგრევე ვუთხარი აბა მისტერ მაჩვენეთ თუ შეიძლებათქოოოოოოოო
ჩამიყვანა ავტოფარეხში და მაჩვენა BMX. ეს ჩემმა შვილმა ააწყო თვითონო.300 ლარზე ნაკლებად ვერ მოგცემო. მართლა ძან მაგარი BMX იყო მარა მე ეგ პონტი არ მაინტერესებს საერთოდ. ეგ ტრიუკაჩების ველოა

თან არც 300 ლარის მიმცემი ვიყავი ველოსიპედში საერთოდ.
გამიცრუვდა იმედები

ვუთხარი ეგ ჩემთვის არაა მე მთის ველიკი მინდა ცოტა დიდი ზომისთქო. ესესაა უნდა წამოვსულიყავი და შემთხვევით თვალი მოვკარი ხარახურებში ველოსიპედის რამას. ზემოდან ბრეზენტი ეხურა და ათასი რამ ეყარა იქ კიდე. ეგრევე ვკითხე ეგ რაარის მეთქი? თვითონაც არ ახსოვდა მგონი ისე გაიკვირვა

უი ეგ ჩემი უფროსი ბიჭის ველიკიაო. ის დიდი ხანია გაფრინდა ამერიკაში და ასე დაშლილი დევს აქო. არ მუშაობსო მითხრა, არც კამერები და შინები აქვსო, არც ამორტიზატორი მუშაობსო მარა ძან მჩატეა ვიციო
გადმოვაღებინე და ვფიქრობდი ნეტა თურქული ნაგავი არიყოსმეთქი და ჰოი საოცრებავ "Cannondale ". არ შევიტყვე რომ გამიხარდა და დანარჩენი ნაწილებიც მოვაძებნიე. ყველაფერი საგულდაგულოდ შევამოწმე. რამა, ტორმუზები, დისკები და სიჩქარეების გადაცემა. დეფექტი არაფერს არ უჩანდა აი ამორტიზატორი მართლაც დამჯდარი ქონდა.
მერე შევთავაზე მოეყიდა და მითხრა თუ გესმის ეგეთი რამეები და შეძლებ შეკეტებასო 100 ლარად მოგცემო. მეც ახლა რასვიზამდი ხომარ ვეტყოდი უარს. 100 ლარის დისკებია მარტო მეტი თუარა

წამოვიღე დავშალე, ამორტიზატორს ორი რეზინის სალნიკი ქონდა გახეული და ამის გამო ზეთი ქონდა გასხმული. ვიყიდე ეგ რეზინები ელიავაზე და გამოვცვალე. მერე ახალი კამერები და შინები ვიყიდე სულ 50 ლარი დაჯდა. ესეც მთლიანად 150 ლარი