რაკი აქ დავიწყე, ბარემ ამ სურათებსაც აქ დავდებ.
მოკლედ, სადღაც ერთი კვირის წინ გვეწვივნენ ყვარელში ბიჭები (ზურა (pilotina), ტარასა (scorpions), და გოჩა (multi-tool))
ბევრის წერას ალბათ ეს ვიდეო ჯობია დავდო

ასე უფრო გასაგები იქნება რა, სად და როგორ იყო . . .
რაც შეეხება შედეგებს, დავიწყოთ ზურას შედეგით. მოკლედ მანძილი ზუსტად 100 მეტრი, ქარი საკმაოდ ძლიერი და ცვალებადი მიმართულების, თოფი AF condor რედუქტორით, ტყვია ჯსბ 25.39 გრანი, სიჩქარე 265 მ/წმ.
რაღაცეები ზედაც მივაწერე. .


აქ არის 2 ჯგუფი მარჯვენა 5 ტყვიიანი და მარცხენა 6 ტყვიიანი, გაზომვის შედეგები ზედ აწერია . .

ესეც ჩემი "გალიას" (ასე ვეძახი გალათიანს

) შედეგი. . მანძილი იგივე 100 მეტრი, თოფი hatsan galatian (რედუქტორით), სიჩქარე 251 მ/წმ, ტყვია ჯსბ 33.95 გრანი, . ჩემი აზრით ქარში ეს ტყვიები უფრო სტაბილურია.
სულ დაბლა 2 ტყვია პირველი ნასროლებია, ნამეტანი დაბლა მომივიდა, მერე ავწიე ცოტა და 8 ტყვია გავუშვი ჯგუფში.


რავი, მგონი ნორმალურია, მაგრამ ერთს დავამატებ მაინც, უქარო ამინდში ორივე თოფს შეუძლია სტაბილურად 25-30 მმ-ში ჩასვას 5 ტყვია 100 მეტრში