ხოოო დააააა....
ესეიგი რა ხდება
გემახსოვრებათ ალბათ ჩემი ეს პოსტი:
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&a...ost&p=49423ეს იყო 22 ნოემბერს...
შაბათს, 27 ნოემბერს უსა2–დან დამირეკეს და მითხრეს რომ ორდერები მოიტანეოოო... (მე კი როგორც
იმ პოსტში ვთქვი, უკვე 22–ში მიტანილი მქონდა).
შაბათს მისვლა ვერ მოვახერხე და მივედი დღეს და აი რა ხდება თურმე:
ამანათებში, რომელიც საბაჟომ გააჩერა, სხვა ნივთებთან ერთად დევს
პარკერის ტაოტი და
სილიკონის ტაოტი რომელიც ჩემი ზ.დ.პ.–სათვის მინდოდა და საქართველოში ვერსად ვიპოვე...
აღმოჩნდა თურმე, რომ ტაოტი არის აქციზური და ფოსტის საშუალებით შემოტანა აკრძალულია და ექვემდებარება კონფისკაციას !!!
რა არ ვქენი, იქ საბაჟოვო და მებაჟეებთან ბაზარიო, აქეთ გულუაზე გამაგზავნეს, შემოსავლების სამსახურში, იქნებ იმათმა დაგრთონ ნებაო.... ლაი-ლაი, ბაზარი, აქეთური-იქეთური, მაგრამ ა რ ა ო ო ო ო ო !!! აქციზურია და მორჩა მაგაზე ბაზარი, არ აქვს მნიშვნელობა ნავთობპროდუქტი იქნება თუ სინთეთიკურიო, ერთი და პირადი მოხმარებისათვის იქნება, თუ ასი და გასაყიდადო......
დამაწერინეს განცხადება, რომ ამ ტაოტებს ჩემი ნებით ვჩუქნი სახელმწიფოს (ამითი კიდევ ზედმეტ უსიამოვნებებს აირიდებოოოო

)
ასე დავრჩით უტაოტოდ მეც, ჩემი ზ.დ.პ.-ც რომელსაც არ ეშველა ბოლომდე გამართვა ამ მარტივი მიზეზის გამო და ასევე უტაოტოდ დარჩა ჩემი მარადას ნასოსიიიც

არა და სხვა,
მოლიბდენ- გრაფიტიანი მაღალ წნევაზე მომუშავე ტაოტი, პარასკევს, რაც ეს ზემოთხსენებული ამანათი დააკავა საბაჟომ, მის მერე გამოვიტანე USA2-დან
ასე, რომ გაითვალისწინეთ, თურმე ტაოტი არ შეიძლება რომ გამოვაგზავნოთ !!!
ისევ ისღა დამრჩენია, რომ კიდევ ერთხელ დავურბინო ელიავას და მაღაზიებს იმ იმედით, რომ სილიკონის ტაოტს მაინც ვნახავ სადმე (ამასობაში ჩემი შვებულებაც დამთავრდება და უთოფოდ გაივლის დრო....

, ყველაფერს ბედი უნდა რა..

)
------------------------------------------------------------------
P.S.
მგონი აქ ხალხი იფიქრებს, ამ კაცმა რა გაახურა, სულ პრობლემებზე პოსტავსო, მაგრამ მე ვთვლი რომ ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის მოსალოდნელია ასეთი შემთხვევა და გასათვალისწინებელია ამის ცოდნა (თუ რამეს უშველის -კი

)