pilotina ციტატა(pilotina @ 19th April 2016 - 05:05 PM)

ჩვენს კონსულტანტს 20 წუთის წინ საშიში ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა !!!
საინტერესოა სად მოუხდა!!!

ტანზე, თუ თავზე

ერთი მაგათმა საერთოდ ქართული წერა კითხვა ისწავლონ კარგი იქნება

6 ტილიანი აბზაცი წერია და ნუ გრამატიკაზე საუბარი არ მაქვს ისეთი კოშმარები წერია და უნიჭოდ ვითომ და შეფუთული სახალისო რეკლამა, რომ გულის არევას იწვევს ეგ გოგოც, მისი 135 ლარიანი პამადაც და შვებულებიდან ჩქარი გამოსვლა აი-ვაშლის საყიდლად რომ ტოიოტებს ტარაკნებივით სრისავს გზაში

ისე ლამის კაი 100-150 მეტრით ადრე ჩანს ის ჩემისა რა სისულელეს აკეთებს და ტორმუზი რამე ... არა კაია რომ კიდევ ვიბრო მასაჟს არ იტარებდა, როდესაც ჩქაროსნული ფრენვა ხტუნვით აი-ლეღვის საყიდლად მირბოდა

აუუუ.... ჩემი ქართულის მასწავლებელს რომ ენახა ეს ტექსტი, ალბათ 2 კვირა ვერ გააჩერებდი ისეთ სიცილს დაიწყებდა

-------------------
რაც შეეხება ავარიას... სულმთლად გადაირია ქვეყანა, რაის წესი, რის კანონი, რაის მოძრაობის პრინციპები... პროსტა 90-იანებისგან განსხვავებით კალაშა არ უჭირავს სასტავს ხელში, თორემ დანარჩენი სუფთა წყლის მხედრიონის პონტი მოძრაობაა ქუჩაქში, ვისაც სად მოუვა აზრად იქ ატრიალებს მანქანას, კვეთავს ხაზს, გადადის შემხვედრ ხაზზე, აჩერებს მანქანას, ეგონკავება სასწრაფოს... ხანდახან დავდივარ ვშტერდები, აღარ ვიცი ხოლმე გავიცინო, თუ კაი გემრიელად შევიგინო

P.S. ისე ზუსტად აი ასეთ პონტში ფილარმონიასთან გავიტანე Honda Fit-ი, იმ განსხვავებით რომ ჩემს ზოლში ვიყავი და ვერაზე ასახვევად მარჯვნივ ვიყურებიდი რომ არავის არ შემეწუხებინა და არც მე დავჯახებოდი არც სხვა... ამასობაში ვიღაც ჭკვიანი კვეთავს 2 უწყვეტ ზოლს და გზის შემოკლების მიზნით ჩემს წინ იწყებს მოხვევას

იასნია მე მარჯვნივ ვიყურები, ის კიდევ მხედავს და ელოდება როდის გავჩერდები... მოკლედ კარგად ჩავეხუტეთ ერთმანეთს

, მერე ამბობდა კი ვხედავდი რომ მარჯვნივ უყურებდი მოძრაობასო, მაგრამ იმედი მქონდა რომ გამოიხედავდი, დამინახავდი და გაჩერდებოდიო

ჩემს მანქანას ბამპერზე 5 მილიმეტრიანი წვრილი ნაკაწრი გაუჩნდა, იმას კიდევ ორივე კარები გაეღუნა და მგონი მიყვა პაროგიც და სტოიკაც

გადმოვედი ვიშვერ გაოცებული ხელებს - მეთქვი 5 მეტრა დაგრჩა და შენს წყნარად წახვიდოდი და მეც მეთქი, რა ქენითქო

გასასამათლებელი ტექსტი იცით რა იყო

- მეჩქარებოდაო
და მაგიტომაც მერე ნახევარი საათი ვარჩევდით ვის რა დაუზიანდა

სამწუხაროდ ვიდეო წავშალე ტელეფონის შეცვლის მერე, თორემ კი შეიძლებოდა დაგდება

ისე ტიპმა კი აღიარა მაშინვე რომ ჩემი ბრალიაო და არ დაუზადნია, მანდ ჯიგრულად მოიქცა, თუმცა მეც რომ ვიდეო რეგისტრატორი არ მქონოდა თან არა ვაშლაფონი +-ის ნაირი 199 ლარიანი კი არა მთელი 400$-იანი შეიძლება იმასაც დაეკიდა ეგ ამბავი და აქეთ დაებრალებინა
მორალი - იყიდეთ ხარისხიანი გერმანული მანქანა და არა ქაღალდის სიფრიფანა მოჩვენება თუ ლიხაჩობას აპირებთ, იარეთ გზაზე ისე როგორც გინდათ რომ სხვებმა თქვენთან მიმართებაში იარონ, მოჩქარეს მოუგვიანდესო, და პლიუს კიდევ ვურჩევდი ჩემნაირ ხალხს ჩერნობილში 2-3 თვით გადასახლებას, რომ რადიაციის დახმარებით დამატებითი თვალები გამოიმუშაონ შუბლზე, ქართული რეალობიდან გამომდინარე აშკარად საჭირო რაღაცაა