Sk-box ციტატა(shotexa7 @ 31st January 2016 - 09:17 PM)

ვერ ვიტან ფურცლებს, საბუთებს და ზოგადად ბიუროკრატ ჰალსტუხიან ბიძებს. ხოდა ცოტა გამარკვიე..
მოდი უცებ გიპასუხებ:
1) ესეიგი ჯერ გამოცდის ჩაბარება, თავისი საკითხებით (ხრახნლულიანზე, სხვა საკითხებია, გლუზე სხვა და პისტალეტზე სხვა), ნუ ძIრითადი კიტხვები ყველაში ერთია, სხვათაშორის პატრულის საიტზეა მგონი თუ სანებართვოს საიტზე კითხვები თავისი პასუხებით ასე რომ შეგიძLია გადახედო, დიდად რთული ეგ არ არის
2) გამოცდის ჩაბარების შემდეგ და შესაბანმისი იარაღის ყიდვის უფლების მიღების შემდეგ მარაზიაში მიდიხარ და არჩევ სასურველ იარაღს....
3) იქვე გიწერენ მაგ იარაღის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტებს (იარაღის ნომერი, სახელი და ასე შედმეგ), მიდიხარ ამ საბუთით სანებართვოში
3) სანებართვოში გინდა ფორმა 100 - ანუ ჩვენებურად ფსიქო, ან თუ მართვის მოწმობა გაქვს მაშინ ეგ ფორმა 100 აღარ გჭირდება, გარდა ამისა აბარებ იმ ქაღალდებს რაც მაღაზიაში მოგცეს და გაფორმების საფასურს იხდი, მგონი 45 ლარია თუ 60 აღარ მახსოვს
4) 1 კვირის შემდეგ მიდიხარ და გაძლევენ შესაბამის საბუთებს, რომლითაც უკვე ბრუნდები მაღაზიაში და იხდი ფულს ისინი კი გახუტებენ შენს საყვარელ იარაღს
5) მიდიხარ სახლში ან ტყეში შენი სიხარულის გამოსახატავად, ნუ ოღონდ ტყვიების ყიდვა არ დაგავიწყდეს