koknar შეგიძლია შეიძინო, მართალია.
ეგ უკრაინული თვითმფრინავები ულტრალაით კლასს განეკუთვნება, ერთი 5-6 წლის წინ ახალი ღირდა სადღაც 22-26K $, გააჩნია ნავაროტკებს, ეხლა არ ვიცი რა ფასია.
ნატახტარში და აქაც საავიაციო უნივერსიტეტში ვასწავლიდი სტუდენდებს ფრენას მაგ თვითმფრინავით ადრე, ეხლა აღარა მაქ მაგის დრო...
რო იფრინო, საჭიროა ორთვიანი კურსები გაიარო, მერე მოგცემენ მოყვარული პილოტის ლიცენზიას, ასევე მედიცინის მხრივ არ უნდა გქონდეს პრობლემები. ამის შემდეგ შეგიძლია იფრინო არაკონტროლირებად საჰაერო სივრცეში შენ გემოზე, თუ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში მოგინდაბა ფრენა, მაგალითად აფრინდი თბილისიდან და მიდიხარ ბათუმში, მაშინ სპეციალური ფრენის გეგმას უგზავნი ნავიგაციას და ნებართვის მიღების შემდეგ შეგიძლია გაფრინდე,
მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე იხდი საჰაერო ნავიგაციის გადასახდელს, აეროპორტებიდან (საიდანაც აფრინდი და სადაც დაჯდები) აფრენა დაფრენის გადასახადს, პლუს აეროპორტების მომსახურეობის გადასახადს და მოკლედ ოთუს ბირი დაგიჯდება ბათუმში ჩასვლა

ხო, აგერაა ეგ თცითმფრინავი, Aeropract A-22 ჰქვია

ეს ერთი 7-8 წლის წინანდელი სურათია

თელავში მივFრინავდით ორი თვითმფრინავით, გარგად ვიხინკლავეთ იქ და წამოვედით უკან ნატახტარში