დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ღამის მიზანი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150, 151, 152, 153, 154, 155, 156, 157, 158, 159, 160, 161, 162, 163, 164, 165, 166, 167, 168, 169, 170, 171, 172, 173, 174, 175, 176, 177, 178, 179, 180, 181, 182, 183, 184, 185, 186
ბაიკერი
ხალხო ბოლო პერიოდში ოპტიკა ვინმეს ჩამოუტანია? მაგრად გაართულესო როგორც გავიგე. 9X ზე მეტი ვერ შემოდისო და რამდენად მართალია?
pilotina
ბაიკერი

ესეთი რამე არ გამიგია. sad.gif

საიდან ეს ინფო?
ბაიკერი
pilotina
თოფი რომ ვიყიდე 2 დღის წინ იქ ამბობდნენ. სულ გააჩერესო დიდი ზუმითო
gregory
არ გამიკვირდება რომ მართალი იყოს sad.gif
pilotina
მოკლედ დღითი-დღე სულ უფრო და უფრო სახალისო ხდება ცხოვრება ამ ქვეყანაში.
ნეტა თუ გვეშველება ოდესმე რამე?
ბაიკერი
9X ის ზემოთ სამხედროში გადისო თU რაღაც მაგდაგვარ სირობაში. ვისაც რა მოქონდა გააჩერეს და არ აძლევენო.
gregory
უნდა გააჩერონ აბა რა! თორემ ასე ახლო რომ ხედავ დაშორებულ ობიექტს და პლიუს ჯვარში სვამ და მაგ ჯვარს კიდევ რაღაც ჯოხები აქვს, ეგ ხომ საშინელება და ასაკრძალია!
საერთოდ ოპტიკის მაგივრად კალეიდოსკოპების დაყენება უნდა მოითხოვონ: გაიხედები, შეანჟღრევ და ცხოვრება ისევ მხიარული გახდება. ასეა ეს!
ფუ რა მარაზმატიკების ხელში ვართ რა sad.gif
pilotina
ციტატა(ბაიკერი @ 17th January 2016 - 06:51 PM) *
9X ის ზემოთ სამხედროში გადისო თU რაღაც მაგდაგვარ სირობაში. ვისაც რა მოქონდა გააჩერეს და არ აძლევენო.


და რა მაინტერესებს, ამჟამად იარაღების მაღაზიებში, იგივე მაგნუმში არ იყიდება 9X-ზე მეტი ზუმის ოპტიკა?
ბაიკერი
pilotina
რაც გვაქვსო გვაქვსო. და შემოტანით აღარ შეილებაო
userman
ციტატა(ბაიკერი @ 17th January 2016 - 06:36 PM) *
9X ზე მეტი ვერ შემოდისო


მალე ალბად პნევმოებზე ციხე იქნება biggrin.gif
pilotina
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 17th January 2016 - 09:00 PM) *
რაც გვაქვსო გვაქვსო. და შემოტანით აღარ შეილებაო


ვა, მაგარ იზმენებში ჩამაგდე რა... შეკვეთილი მაქ 4X16 ოპტიკა და რავქნა აწი? sad.gif
ისე კი მივწერე ამის შესახებ ონექსს, და ვნახოთ რას მიპასუხებენ.

userman

ციტატა(userman @ 17th January 2016 - 09:05 PM) *
მალე ალბად პნევმოებზე ციხე იქნება


100 % -იანია, თუ გიპოვეს პნევმო, და თან 9x ჯერადობაზე მეტი ოპტიკით, ტერორიზმს შეგტენიან და სამუდამო პატიმრობა გარანტირებულია.... suicide2.gif



ikaaa
სადღაც 2 წლის წინ გავიგე ეგ ლაპარაკი, ლილოს ბაზრობაზე ერთი მაღაზიაა სადაც სათევზაო ინვენტარი იყიდება და მანდ აქვთ ოპტიკებიც ოღონდ სუ 9 ჯერადობის და ქვევით.

მეთქი რატო არ შემოგაქ მაღალი ჯერადობის ოპრიკები, უფრო გაგეყიდებათქო და ვერა ვრისკავო საბაჟომ შეიძლება გაახუროს და არ გამოატაროსო , რავი ესე მითხრა და რაღაც არა მგონია რამე შეცვლილიყო და უფრო გაემკაცრებინათ, უფრო ალბათ დიდ პარტიებზე ახურებენ.
ბაიკერი
pilotina
ქარავანში მითხრეს ეს და არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. იმედია ჭორია.
okela84
ოქტომბერში ააცვავენ და თავიანთ კანონებსაც ავკიდებთ ზურგზე. ისეადც არავინ თავს არ იკლავთ სროლით და ბარემ სექტემბრამდეც მოითმინეთ wink.gif biggrin.gif
ja_ja
okela84
მეეჭვება რაიმე შეიცვალოს ოქტომბერში... ჯერ დარტ ვეიდერის მიმდევრები ბლომად არიან და მაგათ ტვინში ჯერ ლამპოჩკა არ ანთებულა sad.gif
ბაიკერი
ja_ja
ბევრი? არიან საერთოდ? ხალხი მათხოვრად იქცა. ყველა დარტ ვეიდერს აგინებს
gregory
ეხლა ახალი ინფო მომაწოდეს ფანრებს ჭედავენ საბაჟოზეო. ძლიერი თუა ესეიგი ტაქტიკურია და თავდაცვიდან ცნობა მოიტანე რომ სამხედრო დანიშნულება არ აქვსო biggrin.gif
ბაიკერი
gregory
იმედია ეგ მაინც ღადაობაა
gregory
ბაიკერი
არა 100% სიმარლეს ვწერ.
სანამ თავდაცვამ არ უთხრა როს ტაქტიკური რა ტაქტიკურიო არ გამოატამეს. კერძო პირზე არაა საუბარი. ორგანიზაციას შემოქონდა ფენიქსის ფანრები

ja_ja
ისე ამ ჭორაობა ჭორაობაში გამიჩნდა ერთი კითხვა... კიმაგრამ რომელ ორგამოს მოსდის თავში ან რომელ უფროსს ასეთი ნივპაპად იდეები რომ ახალ ახალ პონტში აცხობენ.... მე როგორც უბრალო ადმაინმა საიდან უნდა გავიგო რომ მაგალიტად ხვალიდან იკრძალება პოლისჯოხების შემოტანა რადგანაც ვიღაც კუკუმ ეს სტრატეგიულ ნივთად მიიჩნია, რაიმე საიტი არსებობს ან რაიმე ნუსხა სადაც ჩამოთვლილია ასეთი ინფორმაცია, თუ უნდა მომევლინოს ძIლი ანგელოზი და იმან უნდა მაცნობოს,,,

თუ მაგის მომგონს ჰგონია რომ დეფაქტო უნდა შემაჯახოს რაღაც ახალ იდეოლოგიურ ბალასტთან და სულ ეგაა მაგათი გადმოსახედიდან???
ბაიკერი
ja_ja
იმბიცილები და გონება ცამორჩენილები რომ მართავენ ქვეყანას მაგის ბრალია
temo-777
ციტატა(ბაიკერი @ 17th January 2016 - 06:36 PM) *
ხალხო ბოლო პერიოდში ოპტიკა ვინმეს ჩამოუტანია?

16 დეკემბერს მე ჩამოვიტანე აგერ 24X-იანი და არანაირი პრობლემა არ ყოფილა
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...40&start=40
ბაიკერი
temo-777
ძალიან კარგი. იმედია ჭორია რაც გავიგე
ბაიკერი
ახალი ბიუჯეტური პცპ კროსმანისაგან ბენჯამინ მაქსიმუსი


www.crosman.com/connect/benjamin-airguns-announces-new-entry-level-pcp-rifle/
gregory
ციტატა(ja_ja @ 18th January 2016 - 11:01 PM) *
ან რაიმე ნუსხა სადაც ჩამოთვლილია ასეთი ინფორმაცია

ja_ja
კი არსებობს. მაგალითად ორმაგი დანიშნულების საქონლის ჩამონათვალი და სამხედრო დანიშნულების საქონლის ჩამონათვალი. ეს უკანასკნელი ხომ საერთოდ მარაზმია: მგონო სსრკ-ს დროინდელია, რადგანაც მხოლოდ საბჭოთა შეიარაღებასა და სამხედრო ხელსაწყოებს მოიცავს biggrin.gif



ციტატა(ბაიკერი @ 19th January 2016 - 11:28 AM) *
ახალი ბიუჯეტური პცპ კროსმანისაგან ბენჯამინ მაქსიმუსი

ბაიკერი
"მაქსიმუსის" რა აქვს?! smile.gif
დისკოა რა გაპლასტიკებული smile.gif
geojorjika
MSRP of $199.99 ალბათ დისკოზე იაფი ეღირება
geojorjika
datka25
VO Marksman 3,5-10X40
datka25
ციტატა(geojorjika @ Jan 19 2016, 05:23 PM) *
datka25
VO Marksman 3,5-10X40

ააა, გაჭყეტილი მაქ მგონი მაგ ოპტიკაში ადრე smile.gif . . .
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 19th January 2016 - 10:36 AM) *
დისკოა რა გაპლასტიკებული

ჰო მარა დისკო 200$-ად კაი ფასია, უფროსწორედ სუპერ გადასარევი ფასია, სამწუხაროა რომ აქ მაგი ფასი ვერ გამოვა სიშორისა და გადასახადების გამო sad.gif

ისე მგონი ან დისკოზე გრძელი ლულა აქვს ან დისკოზე მოკლე რეზერვუარი აქვს... სამწუხაროდ ჯერ ზომები არსად წერია sad.gif
ja_ja
geojorjika
შე აბდალა, რა იყო 120 მილიმეტრიანი კანალიზაციის ტრუბა დაგედგა ბარემ ზედ smile.gif

რათ უნდა ბიჯო მაგ თოფს მაგხელა ოპტიკა? ტყუილა დაამძიმებს და მოუქნელს გახდის თოფს.... დააყენე რაიმე 3-9 ან მაქსიმუმ 12x და მორჩა საქმე... სანადირო თოფია ბლინ, შენც ახლა 10-იანები არ მოხსნა 50 მეტრზე smile.gif
geojorjika
ja_ja
ვაი მართლა შე აბდალა მაი ოპტიკა 550 გრამს იწონის.და 10 ზუმითაა, მეტი მჩატე რა.უნდა დავაყენო.ჰა? smile.gif
temo-777
ციტატა(ja_ja @ 19th January 2016 - 11:08 PM) *
სამწუხაროა რომ აქ მაგი ფასი ვერ გამოვა სიშორისა და გადასახადების გამო

აქ რა ღირს დისკო?
ja_ja
აა ეგ ძველი 10-იანია... ჰოოო, მარა რაცხა ნამეტანი გრძელია ბოშო????
datka25
ციტატა(giorgi @ 19th January 2016 - 08:30 PM) *
იეს, შენი ოპტიკა ხომ არ მოგბეზრდა?

კი smile.gif, უფრო სწორად მაგის თრევა მომბეზრდა. . .
14X-ს არ ამიცილებია ჯერ და რისთვის დავათრევ ტყეღრეში ამხელა რაღაცას მეც არ ვიცი. biggrin.gif
geojorjika
datka25
ჩავიბარებ თუ გინდა $$$ biggrin.gif და შენ სხვა იყიდე smile.gif იმედია ეგეც არ დაგიშლია
datka25
ციტატა(geojorjika @ Jan 20 2016, 01:12 AM) *
datka25
ჩავიბარებ თუ გინდა $$$ biggrin.gif და შენ სხვა იყიდე smile.gif იმედია ეგეც არ დაგიშლია

გამოვიყოლებ ერთხელ და შეხედე, თუ გაწყობს, კი ბატონო. . .
ბადის განათება აღარ აქვს იცოდე smile.gif ნუ დაყენება კი შეიძლება.
geojorjika
datka25
წამაიღე ვნახავ smile.gif

აქ გადმოვიტანე პოსტები თორემ აყროლდა თემა smile.gif
datka25
ოკ smile.gif

ერთი ამ ოპტიკას შეხედე აბა? smile.gif რავი მე ასეთი ტურეტებით სხვა საიტზე ვერაფერი ვნახე ჰოვკის და თან ძაან იაფი ღირს unknw.gif
http://www.aliexpress.com/item/DHL-Free-sh...9999.261.Rg93uZ
მეორე თოფისთვის ვეძებ რამე დროებითი სტატუსის ოპტიკას smile.gif
geojorjika
datka25
არ უნდა იყოს ცუდი
datka25
ციტატა(geojorjika @ Jan 20 2016, 01:53 AM) *
datka25
არ უნდა იყოს ცუდი

გამოჩდება რო ჩამოვა wink.gif . . .
pilotina
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 17th January 2016 - 06:36 PM) *
ხალხო ბოლო პერიოდში ოპტიკა ვინმეს ჩამოუტანია? მაგრად გაართულესო როგორც გავიგე. 9X ზე მეტი ვერ შემოდისო და რამდენად მართალია?


ციტატა(pilotina @ 17th January 2016 - 09:16 PM) *
ისე კი მივწერე ამის შესახებ ონექსს, და ვნახოთ რას მიპასუხებენ.


ეს ჩემი წერილი:

გამარჯობათ.
ასეთი კითხვა მაქვს და იმედია გამარკვევთ.
მოკლედ, ესეთი ინფო გავიგე,რომ 9X ჯერადობაზე მაღალი ოპტიკური სამიზნეების შემოტანა შეიზღუდა, თუმცა შარშან თქვენი კომპანიის საშუალებით 24X ჯერადობის ოპტიკური სამიზნეც ჩამომივიდა უპრობლემოდ.
ეხლა შეკვეთილი მაქვს 16X ჯერადობის სამიზნე და მაინტერესებს შემექმნება თუ არა პრობლემა აქ გამოტანაზე?

მოკლედ, მომივიდა დღეს პასუხი onex.ge-დან. აი სიტყვა-სიტყვით რა მიპასუხეს:

" გამარჯობა,

როგორც გვითხრეს ხედვის გაფართოებაზე შეზღუდვა არ ყოფილა არანაირი. მთავარია არ იყოს სითბური და ღამის ხედვის. "

2016-01-18 0:41 GMT+04:00 Online Express <onex@onex.ge>:

ბაიკერი
ძალიან კარგი ინფოა. სასიხარულოა
okela84
რამდენიმე თვეში აბრამსები ჩამოდის გურჯისტანში

pilotina
okela84
ციტატა(aleqsandre @ 20th January 2016 - 10:17 PM) *
რამდენიმე თვეში აბრამსები ჩამოდის გურჯისტანში


ღადაობ? biggrin.gif
ეგენიც თუ ისე ჩამოდის, როგორც F-16 -ები უნდა ჩამოსულიყო ერთი 10 წლის უკან, მაშინ კი... biggrin.gif ,
ja_ja
okela84
ნუ მაგი ძალიან კაი, განსაკუთრებით ლაივშI ნახვის საშუალება თუ ექნება ხალხს ვააბშემც გაასწორებს, მარა მემგონი პროსტა პოლიგონზე ტრენინგისთვის ჩამოვა და ისევ გაიქცევა sad.gif

არა და რამდენი წლის წინანდელი ქმნილებაა და დღემდე ტოპებშია ბლინ.... რუსები ძალიან კი იჭაჭებიან არმატებიო T90-ებია, მაგრამ მგონი ზედმეტი პიარია smile.gif... ჯერ მარტო ის რად ღირს რომ ამრამსის ეკიპაჟი ნიტო ერაყის ნიტო ავღანეთის ომში არ დაბრედილა, მგონი ერაყის ბოლო კამპანიის სტატისტიკა იყო, რამდენიმე ტანკი კი არის აფეთქებული ნაღმებზე,მაგრამ ეკიპაჟს არაფერი მოსვლია smile.gif აი რუსული ტანკი მაჩვენეთ აბა ეგეთი smile.gif
okela84
pilotina
ციტატა(pilotina @ 20th January 2016 - 10:29 PM) *
ეგენიც თუ ისე ჩამოდის, როგორც F-16 -ები უნდა ჩამოსულიყო ერთი 10 წლის უკან, მაშინ კი...

ერტობა მიხვდა ვიღაც რო სისულელეა და მაგიტო არ ჩამოყავთ თორე 2-3 ცალს F22-საც იყიდის თუნდაც ისეთი ღატაკი ქვეყანა როგორიც ჩვენ ვართ, ჩვენს ხელში კუკურუზნიკია ნებისმიერი კლასის მოიერიშე biggrin.gif

ტანკი სხვა თემაა, იქ სადაც აბრამსი და ჯაველინით შეიარაღებული ქვეითები არიან რუსულ T ვერ გამოჩნდება ავიაციის გარეშე
ja_ja
okela84
ციტატა(aleqsandre @ 21st January 2016 - 12:57 AM) *
ერტობა მიხვდა ვიღაც რო სისულელეა და მაგიტო არ ჩამოყავთ თორე 2-3 ცალს F22-საც იყიდის თუნდაც ისეთი ღატაკი ქვეყანა როგორიც ჩვენ ვართ

არამგონია გაქაჩო მაგის ფასი პლიუს მისი მომსახურების საფასური...

ეგრე რამდენადაც ვიცი ოხრად ვერტმფრენები ყრია მომსახურების გარეშე და იმის გამო რომ რესურსი ამოწურული აქვს და მომსახურება უნდა მაგასაც ვერ უკეთებენ ისეთ ძვირ ფუფუნებად მიაჩნიათ smile.gif ახლა F22-ის რესურსი რომ ამოიწურება ვთქვათ 100-200 საათის მერე და პირველივე TO რომ დაჯდება 500 000 ეგრევე დაიკიდებენ და ეგეც მიწაზე მიჯაჭვული ეგდება... რა აზრი აქვს თვითმფრინავს რომელიც არ დაფრინავს?

მფრინავმა სულ უნდა იფრინოს მიუხედავად იმისა არის საჭიროება თუ არა. მუდმივად უნდა იყოს მწყობრში და არ უნდა იყო სსიტუაცია რომ 2-3ჯერ იფრინა დაამუღამა და ახლა ელოდება მიწაზე იმ პერიოდს როდესაც საჭირო გახდება მისი ხელოვნება... ვერ გახდება ხელოვანი და პირიქით დაავიწყდება ყველაფეერი.... ასე რომ ეგ მთლად იაფი და გამოსადეგარი ტექნიკა არაა...

თუმცა კაი კი იქნებოდა რომ გვქონდეს და ნუ შესაბამის მწყობრშიც რომ იყოს... აი ნატოში თუ შეგვტენეს რაენაირად, მერე უკვე აბიზალოვკა იქნება ეგეთი რაცხაები. მაინც ლამის ფრონტის წინა ხაზზე ვართ პრიბალტიკის ქვეყნებივით smile.gif
ბაიკერი
ja_ja
ნატოში შეტენვა და სნაირიადების წვიმა რუსეთიდან გარანტირებული იქნება. ისე აგვაოხრებენ არ დატოვენ არაფერს.
okela84
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st January 2016 - 09:50 AM) *
არამგონია გაქაჩო მაგის ფასი პლიუს მისი მომსახურების საფასური...

ვიცი ხო მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მაგის ყოლას. მაგიტო ვთქვი ჩვენს ხელში უბრალო კუკურუზნიკიათქო



ციტატა(ja_ja @ 20th January 2016 - 10:30 PM) *
ღირს რომ ამრამსის ეკიპაჟი ნიტო ერაყის ნიტო ავღანეთის ომში არ დაბრედილა


ეგ ერაყში იყ 90-ანებში რამდენიმე საათში 200 თუ 300 ტ72 გადაუდნეს და რამდენიმე ათასი კაცი გაუშვეს ალახთან. ისე რო თვითონ არცერთი ტანკი არ დაუკარგიათ, მაგ სატანკო ბრძოლაში და ისე ქალაქში პატრულებისას დღემდე უფეთქებენ მშვიდობიან მოსახლეობას ამოფარებული ტერორისტები და მაგას ტანკის მინუსად ვერ ჩათვლი.
მასეთი შემთხვევების გამომრიცხავი ტაქტიკა არ არსებობს. ტანკი ფასდება ტანკთან ბრძოლაში.

აბრამსის კონკურენტი T არც არასდროს ყოფილა და ამ საკითხში ოდნავ ჩახედულ ხალხში 2 აზრი არც არსებობს.

შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მთავარი კონკურენტი (შესაძლოა უკეთესიც) არის გერმანული ვეფხვი
pilotina
okela84
ციტატა(aleqsandre @ 21st January 2016 - 03:42 PM) *
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მთავარი კონკურენტი (შესაძლოა უკეთესიც) არის გერმანული ვეფხვი


ვეფხვი თუ ლეოპარდი? smile.gif
ლეოპარდ-3 ჩვენი დროის საუკეთესო ტანკად არის მიჩნეული უმრავლესობა ექსპერტების მიერ.

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.