cz80 ციტატა(cz80 @ 10th March 2011 - 09:23 AM)

სხვათაშორის მაგაში ბრალი მხოლოდ 20% მიმიძღვის
ჯერ ერთი რო დატენილ იარაღს კეისში არ დებენ
მეორეც კიდე ეგ ვერიკოს სასხლეტი ძალიან ნაზი რაღაცა აღმოჩნდა
როგორც ესეთი კეისში არიდო, უბრალოდ დასადებად კეისი გამოიყენა იარაღმა და არა კედელი (მიყუდება რომ იციანხოლმე)

ციტატა(cz80 @ 10th March 2011 - 09:23 AM)

თემო, ეგ მომხმარებლის მინუსია,
თუ გადატენილია იარაღი და მიზნისკენ არაა მიმართული,აუცილებლად დამცველზე უნდა იყოს....
მოდი ეხლა ჩამოვაყალიბებ (ნუ ვეცდებიმაინც)
პირველ რიგში, პნევმატიკას საქართველოშიც და სხვაგანაც აღიქვამენ როგორც სათამაშოს
ამიტომაც მას უფრო მეტად სჭირდება გართულებული დამცველი (უბრალო მაგალითი, წახვედი ცეოლეურების სოფელში რამოდენიმე დღით (მაგალითად ლაგოდეხის რაიონში

) და სიმამრმა ან ცოლისძმამ გითხრა მასროლინეო, ახსნას დაუწყებ?? არადა იმისთვის იგივეა ეს როგორც 3 ლარიანი ბურთულებიანი პისტოლეტი) ამიტომაც, პნევმოს თანაც 40 ჯოულიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამცველი.
მეორე, თავად თქვენც კი არასერიოზულად აღიქვამთ პნევმატიკას, რატო იციიით. აბა რამდენჯერ გიხმარიათ დამცველი?? 1-2 კაცის გამოკლებით, რადგანაც ის ადამიანი ვინც დამცველს რეგულარურად ხმარობს, იმას არ ექნება ეგეთი რეაქცია, "აუუფ ავტომატური დამცველი, მარაზმია" არადა შეგახსენებთ 40 ჯოული, გეკოს ძალის მესამედი, ნახევარითუარა, სრულიად საკმარისია ადამიანის მოსაკლავად.
რაცუფრო გართულებულია დამცველი მექანიზმი, მითუფრო უსაფრთხოა ის ახალბედის ხელში, ხოლო პატრონს ჩვევაში გადასაზრდელად დიდიხანი არ დასჭირდება, ხოდა ნუ ახურებთ ეხლა.