ჩემმა საყვარელმა მობილურმა, გაუძლო რა 3 წლის განმავლობაში ტანჯვა-წამებას, გადაწყვიტა "გაბუტულიყო". მობილურის ფუნქციები და რამე მუშაობს, ისევე როგორც ყველაფერი სხვა დანაცენი, გარდა ერთისა - 16 გიგაბაიტიანი შიდა ფლეშ მეხსიერება ურევს. არევაში ვგულისხმობ იმას, რომ ხანდახან მობილური მას ვეღარ ხედავს. ეს "ხანდახან" საკმაოდ ხშირად ხდება, განსაკუთრებით ნერვებისმომშლელი ხდება მაშინ, როცა ვცდილობ მუსიკის მოსმენას (ცალკე პორტატულ მედიაპლეიერს არ ვხმარობ) და რამდენიმე წუთში, განსაკუთრებით "რეზკი" მოძრაობისას, მუსიკა ჩერდება, მობილური სულმთლად ქლიავდება და არაფერი შველის დარეზეტების გარდა. რატომღაც მგონია, რომ სახეზეა მექანიკური ზიანი, რადგან ეს როგორც უკვე ავღნიშნე ხდება მოძრაობისას (ხან მოძრაობის გარეშეც აკეთებს

)
რაკი სხვა ყველაფერი წესრიგში აქვს და მთავარ ფუნქციას - დარეკვას და ზარების მიღებას 5-იანზე ასრულებს (იმედია, კიდევ რამდენიმე თვე ასე გააგრძელებს), არ მინდა მისი გამოცვლა, უბრალოდ ვფიქრობ ახალი პორტატული მედია-პლეიერის ყიდვაზე. მოთხოვნები ცოტაა, თუმცა თუ ერტ-ერთს მაინც არ აკმაყოფილებს, არ მინდა:
1 - ხმის ხარისხი მინდა იყოს ძალიან მაღალი და არა ისეთი უსიცოცხლო და ზერელე საცოდაობა, რასაც აიპოდები და მისთანები გვთავაზობენ.
2 - აუცილებელია აუდიო ფაილების სხვადასხვა ფორმატების მხარდაჭერა, განსაკუთრებით lossless ფორმატებისა...
3 - ზემოთა პუნქტიდან გამომდინარე, აუცილებელია პლეერს გააჩნდეს დიდი შიდამეხსიერება ან რამე გარე მეხსიერების (sd, microSD) მხარდაჭერა... დიდ მეხსიერებაში ვგულისხმობ 32+ გიგაბაიტს...
4 - იყოს გამძლე და მუშა, ასევე მოსახერხებელი.
5 - თუნდაც 2 სმ დიაგონალის მონოქრომული ეკრანი მაინც, რომ ვიცოდე რას ვუსმენ და სად რა არის. შაფლები და მისი მსგავსი მაიმუნობები რომც მაჩუქონ არ მინდა...
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბევრი ვათვალიერე ინეტი და ბევრი ცნობილი და არაცნობილი ბრენდების მოწყობილობები ვათვალიერე. ყველაფერს აკმაყოფილებს ქოუონის თიტქმის ნებისმიერი მოდელი, და ასევე სანდისკის სანსა კლიპ+. ქოუონები საკმაოდ ძვირებია, ხოლო ყველაზე ძვირფასი სანდისკი 50 დოლარი ღირს ამაზონზე.... ეს საშუალებას მაძლევს დამატებით გამოვიწერო ნორმალური ყურსაცვამები, დაახლოებით 100$-ის ფარგლებში. ქოუონს თუ ვიყიდი ყურსაცვამებს მოცდა მოუწევთ (ერთ-ერთი საუკეთესო ჟრერადობის პლეერის ქონას კი აზრი არ აქვს თუ მას თან ნორმალური ყურსაცვამები არ დაუმშვენებს გვერდს)
მოკლედ, თუ აქამდე წაიკითხეთ, ალბათ მიხვდით, რომ სადისკისაკენ ვიხრები. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სანდისკზე ამაზონზე რამდენიმე განხილვა წავიკითხე სადაც ბევრი უაზრობიდან გამოიფილტრა ერთი საკმაოდ საგანგაშო პრობლემა - შეიძლება შემხვდეს დეფექტიანი პროდუქტი, რომელიც ერთ-ორ კვირაში საკუთარ აკუმლატორთან ყოველგვარ კავშირს გაწყვიტავს (ერთი საწყალი შნური ყოფილა) და მოკვდება. ამ პოსტის მიზანია ისაა, რომ ვისაც შეხება გქონიატ კონკრეტულად ამ მოდელთან :http://www.sandisk.com/products/sansa-music-and-video-players/sandisk-sansa-clipplus-mp3-player მითხრატ თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა.
აქვე სად შეიძლება ვიყიდო იგივე მოდელი დემოკრატიულ ფასად? ვაიდა დეფექტიანი შემხვდეს, გამოვცვლი მაინც. თუ მიმითითებთ მაღაზიაზე, მადლობელი დაგრჩებით.
მადლობა ყუტრადღებისატვის.