pilotina ციტატა(pilotina @ 3rd February 2016 - 02:56 PM)

ეგრეა, მართალს ამბობს. ზდპ რაც შეიძლება მსუბუქად და ერთგვაროვნად უნდა გეჭიროს სროლის დროს
რბილი საყრდენი უფრო მოსწონს ზდპ-ს, (პირადი პრაქტიკიდან ასე ჩანს), ანუ ყოველი გასროლისას რაც უფრო თანაბარი ძალით მოზიდავ მარცხენა ხელით წინა მხარეს საყრდენისკენ მით უფრო დააკომპენსირებ იმ ვიბრაციებს რომლებიც ტყვიის ლულიდან გამოსვლამდე იქმნება.
ციტატა(pilotina @ 3rd February 2016 - 02:56 PM)

ცეცხლსასროლზე არაა ეს ასე აქტუალური, რადგან როცა უკუცემა იწყება, ტყვიას უკვე დატოვებული აქვს ლულა.
ცეცხლსასროლის შემთხვევაშიც არის რაღაც პროცესები, ჰილზის დეტონირების და ტყვიის ლულიდან გამოსვლის შუალედს ვგულისხმობ, რომელშიც ესწრება ლულის მიზნიდან გაწევა იმ მინიმალური მანძილით რომლითაც იდიალური გამოთვლების და დამიზნების შემთვხვევაშიც კი, მხოლოდ არასწორი უკუცემის კონტროლის გამო გამოხვალ დიდი სილუეტიდან. ( ამას უკვე პირადი პრაქტიკიდან არ ვწერ) საკმაოდ ავტორიტეტული ინსტრუქტორები ირწმუნებიან ამას.
ანუ რაც შეიძლება თანაბარი ძალით უნდა მივიბჯინოთ კონდახიო და ასევე თანაბარი ძალით უნდა დაიტვირთოს ( მიიჭიმოს) სოშკები წინა მხარეს. ნუ ერთი სიტყვით იარაღმა სტანოკისგან ვერ უნდა გაგარჩიოს