ხოო და ესე იგი რა ხდება...
არავინ არ წერს არაფერს...
ვინც წერს, ისიც მხოლოდ სისულელეებზეა ორიენტირებული (ამ პოსტის თამადობით)
პნევმატური იარაღისა და მასთან
რამენაირად დაკავშირებული თემების გარდა, ყველაფერზეა უკვე ლაპარაკი, იხსნება n- რაოდენობის უაზრო და არაფრის მომტანი თემა....
ეს ფორუმი დაემსგავსა forum.ge-ს

სამწუხარო ამბავია ხომ?
კი, ნამდვილად....
ზოგიერთები კი საერთოდ ვერც ხვდებიან რა ხდება... ჩვეულებრივი ამბავია თითქოს....
ახალი თემის გახსნა მინდოდა, მაგრამ ჩვავთვალე, რომ გადამეტებული იქნებოდა....
და რა ხდება?
კვდება airgun.ge და პნევმატიკის მოყვარული საზოგადოება????
არა, გასაგებია, რომ ერთი-ორს ვისვრით, ბოთლებსაც ვარტყამთ.... ზოგი ყვავსა და კაჭკაჭსაც.... ბეღურასაც კი მგონი.....
airgun.ge-ზე რაკეტებზე და საზენიტო დანადგარებზეც კი ვსაუბრობთ ლეპტოპებს, მობილურებს და ტელევიზორებს რომ თავი დავასნებოთ....
თუმცა, ბაზარი არაა, ვიღას რაღად უნდა დაჭირხნული ჰაერის საშუალებით გამოსროლილი ტყვია და მისგან მიღებულ შედეგებზე საუბარი??? - ფაქტი სახეზეა

სამაგიეროდ, ახალ თემას არ ვხსნი და დღევანდელი გასვლის მინი რეპორტს მე დავდებ. რა თქმა უნდა
"პნევმატიკასთან პირდაპირ კავშირში მყოფს"დღეს მე და cz80-მა გადავწყვიტეთ დაგველია ლუდი....
ხო და დავიწყეთ დვიჟენია ვორკეთილიდან....
ვიღაც ვიღაცეებმა გადაგვაგდეს... ზოგი ტიფლისში არ იყო....
ხოოო და 4-4 ბოკალის დალევის შემდეგ ვნახეთ ბატონი გრიგოლი .... და გავაგრძელეთ....
აი ფაქტებიც

:


არც ორაყი მოგვკლებია...
სულ 10-იანებში ვარტყავდით და სულ 50 გრამიან ჯგუფებს ვაკეთებდით.... თავისი ნახევარლიტრიანი მსხვილკალიბრიანის ლუდის ჯგუფებით.....
აი ეს გახდა ჩვენი ფორუმი...
ხერხემალი გაიღუნა კი არა, საერთოდ გადატყდა...
ყველამ ყველაფერი დაიკიდა

გავყიდოთ მაშინ ჩვენი ფიშტოები და 2 თვე ვიგულავებთ რესტორნებში...
რას გავს ეს ყველაფერი?
ფორუმის დღევანდელი სიტუაცია სრულიად დაშორდა მის ძირითად მიზნებს და მიმართულებებს...
წესებზე და პრინციპებზე კი ლაპარაკიც კი აღარ არის.

...
ერთადერთი
"დიდი გასეირნებაა," რაც ფორუმის ინტერესებს და მიზნებს ემსახურება და ისიც 2 კვირაში ჩაკვდება.
დავიჯერ, რომ არავის არ გადარდებთ?
მაშინ გადავარქვათ სახელი და გვქონდეს jonjoli.ge ან pivo+vodka.ge!!!
უბრალოდ გული მწყდება... მე რომ აქ დავრეგისტრირდი, სულ სხვა სიტუაცია იყო, ეხლა კი სრული აურზაურია...
მოდით რა, ისევ დავუბრუნოთ აქაურობას ძველი სახე და ნუ გადავაქცევთ აქაურობას forum.ge-ს ფილიალად.
რა ვიცი, რა ვთქვა, ვიცი, რომ ასეთი პოსტის შემდეგ მინიმუმ 1 თვიანი ბანი უნდა ავიკიდო, მაგრამ ამ ფორუმის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 1 დღეც კი ზედმეტი იქნება....
კომუნისტურია ხომ??? -ყოს, იყოს....
აფსუს, რა ფორუმი გვიბანძდება...