ციტატა(Blind87 @ 22nd March 2011 - 12:59 AM)

კი დრაჟეებია 1,5 ჯორჯიან ლარგი ღირს სავარაუდოდ 100 დრაზე ,როგორც კამფეტი ისეა ჩაიყრი პირში და ნერწყვში გაიხსნება
არასწორი მიდგომაა... ნერწყვში გახსნით C ვიტამინს ორგანიზმი ვერანაირად ვერ მიიღებს, დრაჟეს გარეგანი საფარველი ზუსტად იმიტომ აქვს, რომ პირის ღრუს, საყლაპავის ტუტე არე და კუჭის მჟავე გადალახოს, და წვრილ ნაწლავში ისე მოხვდეს რომ ც ვიტამინზე არ მოხდეს ზემოქმედება, თორემ ეგ ვიტამინი ადვილად იშლება და არამდგრადია...
ციტატა(George @ 22nd March 2011 - 12:42 AM)

პ.ს ეხლა 3 წამალი დამინიშნა ექიმაა ხველების, ხოდა რაიმე იმუნიტეტის გამაძლიერებელ ვიტამინს ხომ ვერ მირჩევდით?
იმუნიტეტის ასამაღლებლად კონკრეტული მედიკამენტის მირება ასე მარტივად არ ხდება... თუ პროფილაკტიკის მიზნით გინდა იმუნიტეტს ხელი შეუწყო, ჯობია მცენარეული პრეპარატები მიიღო... წამალს არ გირჩევ...
როცა სერიოზული იმუნოდეფიციტია, მაშინ მედიკამენტები ინიშნება, მაგრამ ეგ ჯანმრთელ ადამიანს არ ჭირდება და საკმაოდ ძვირიც ღირს
შენ შემთხვევაში ისევ ჯობია მცენარეული რეცეფტები, რომელიც ბევრნაირია
კარგია, თაფლიანი წყალი ყოველ დილით, კვირაში რამდენჯერმე ჭამე ნიგოზი, სტაფილოს წვენი.
თუ მოამზადებ: აურიე ერთმანეთში 1/2-1/2 ჭიქა ბოლოკისა და სტაფილოს წვენი. დაამატეთ თითო-თითო სუფრის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი და მიიღე დილა-საღამოს თითო სუფრის კოვზი
ც ვიტამინი ბევრს ჯერა რომ იმუნიტეტს ამაღლებს, მაგრამ იდეაში უფრო მცირედ ეხმარება და დიდი ეფექტი არა აქვს, სამაგიეროდ გაზაფხულის მოახლოებისას ავიტამინოზს შველის

შეეშვი ამ მედიკამენტებს, კარგი რომ იყოს კილოგრამობით დავლევდი, ისედაც უფასოდ მაქვს ყველაფერი