userman ნუ ფორუმზე ბევრია მონაწილე და შეილება ვინმემ რაიმე ისეთი დაწეროს რაც შენთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ გაითვალისიწნე რომ შენ გზის დასაწყისში ხარ და სხვამ ეგ გზა უკვე გაიარა. ასე რომ რაცხას რჩევისას ჯობია გამოიძიო ხოლმე რატომ გირჩიეს ესა თუ ის ვარიანტი.
მაგალითად ტყვიების გასროლა თავიდან იმიტომაა საჭირო რომ ეგრეთწოდებული ლულის ტყვიით დაფარვა მოხდეს "ასვინცოვკა". ანუ ლულის ზედაირზე მიკრო შრე რჩება ყოველი ტყვიის გასროლის შემდეგ, სწორედ მაგ მიკრო შრეზე მისრიალებს შემდეგი ტყვიები და ისინი უფრო სწორედ მიფრინავენ თუ იგივე შენადნობის ტყვიას აქვს დატოვებული კვალი. იმისათვის რომ სრული კვალი დარჩეს მთელს ლულაში საჭიროა რამდენიმე ათეული გასროა.
თუ არაგჯერავს და წარმოუდგენელია ეგ შენთვის შეგიძლია მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარო. გაისროლე ერთი ფირმის და ერთი ნაირსახეობის ტყვიით ასე 100-200 ტყვია, შემდეგ კი შეცვალე ტყვია და სხვა მწარმოებელზე გადადი, დააფიქსირებ რომ ტყვიები კაცმა არ იცის სად მიფრივანს, მაგრამ როგორც კი ახალი ტყიით აასე 50 გასროლას ასცდები ნელნელა ეს ტყვიაც დაიწყებს გასწორებას და მიზანშI სულ უფრო ზუსტად მოხვდება ხოლმე.
შეიძლება კიდევ ლულის შიდა ზედაპირის გაპრიალება რომ ნადები ნაკლებად რჩებოდეს ლულაში დატყვიის შეცვლისას ნაკლები ეფექტი იჩინოს ზემოთ აღწერილმა მოვლენამ, მაგრამ უმეტესი მწარმოებლები თავსით ლულის გაპრიალებას არ აკეთებენ, ხოლო საკუთარი ძალებით მაგის გაკეთება ძალიან შრომატევადია, ერთხელ მე დავაპირე და 2 დღიანი შომპოლის ქანავის მერე გადავწყვიტე რომ მძრეველთა ჩემპიონატზე 1-ადგილს ავიღებდი, მაგრამ ლულას კაკ მინიმუმ კიდევ ერთი მაგდენი ჩალიჩი უნდოდა, ამიტომაც ჩავიქნიე ხელი მაგ საქმეზე
რაც შეეხება იმას რომ მძიმე ტყვია უფრო სტაბილურად უნდა მიფრინავდეს მცდარი იდეაა. იმიტომ რომ მხოლოდ ერთ პარამეტრს განიხილავ, როგორიცაა სიმძიმე, და გავიწყდება რომ თოფს ენერგიის გამომუშავების ტაკუნები აქვს და არა სიმძიმის შედეგად სტაბილურობის გამოვლენის.
ანუ ვთქვათ შენი თოფი ისვრის ტყვიებს და ანიჭებს პირობითად 30 ჯოულ ენერგიას. ენერგია კი არის, ცნობილი თმააჩეჩილი ფიზიკოსის მიერ მშვენივრად აღწერილი, იმედია გახსოვს MC2, ჩვენ სუფთა ენერგიას არ განვიხილავთ არამედ კინეტიკურ ენერგიას შედეგად მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე და გაყოფილი 2-ზე იქნება კინეტიკური ენერგია.
რადგან ფორუმულა ვიცით და ვიცით მინიმუმ 2 პარამეტრი, მაგალიტად თოფის ენერგიის გამომუშავების ტაკუნები და ტყვიის წონა შეგვიძლია დავიანგარისოთ რა წონის ტყვიას თოფი რა სიჩქარით გაისვრის.
ბევრი რომ არ ვიწვალოთ
აგერაა აირგანელის კონვერტორი, მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ რომ ჩემის მიერ ზემოთ ხსენებულ 0.67 გრამიან ტყვიას შენი თოფი სადღაც ასე 299-300 მეტრ წამით გაისვრის, მაშინ როდესაც შენს მიერ აღებულ 1.02 გრამიან ტყვიას გაისვრის 242 მერ წამით.
ეგ უკვე ერთი თეორია, ახლა მეორე თეორია გავიხსენოთ, ვთქვათ დგეხარ მდინარის პირას და მოგეცი ხელში კენჭი ხომ გაისვრი და მეორე ნაპირზე გადააგდებ? ახლა რიყის ლოდი რომ მოგცე ხომ უფრო მასიურია და მეტად სტაბილურია, მაგრამ მეორე ნაპირზე კი არა 2-3 მეტრს იქეთ ვერ გადააგდებ, იმიტომ რომ შენც თოფივით მხოლოდ გარკვეული ენერგიის გამომუშავება შეგიძლია და ქვის წონის ზრდასთან ერთად ვარდება მისი დიდი სიჩქარით გადაგდების შანსიც.
ანუ უფრო დიდ წონას უფრო მეტი სიჩქარეც უნდა, მაგრამ საიდან იღებ ამ სიჩქარეს თუ არც შენ და არც შენს თოფს მეტი ენერგია რეზერვში არ გაქვთ????
ოღონდ ახლა მთლად მსუბუქ ტყვიებზე არ გადახვიდე, იმიტომ რომ მსუბუქ ტყვიას აქვს მეორე უკიდურესობა, შემხვედრ ჰაერის ნაკადს ვერ უმკლავდება და მალე ჩამოდის დისტანციიდან, ასე რომ შეგიძლია ატარო ექსპერიმენტები, მაგრამ შენამდე არა ერთმა ფორუმელმა და არაერთმა ამ პლანეტის მაცხოვრებელმა გაიარა გზა და მიიღო უტყუარი შედეგი რომ ოპტიმალური ფორმა არის Domed და ოპტიმალური წონა არის 0.67-დან 0.69 გრამამდე.