დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Hatsan AT44w-10 - ენერგია, ხმა და ჰაერი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35
SCORPIONS
ისა და..1000-1500 ლარიან თოფში,რაცხა მეეჭვება,რომ თუნდაც ვალტერის,მაგრამ ძალიან ხარისხიანი ლულა დააყენოს თურქულმა ქარხანამ. რახან ვალტერის ლულაა,ეს იმას ნიშნავს,რომ მაგარია?
name
nikusha
გილოცავ მეგობარო,

თუ მართლა ვალტერის ლულითა, საინტერსოა რა განახლეს თურქბმა hatsan at44-10 long - ში , ისე თუ იგივე ფასი დაჯდებოდა, hatsan BT 65, არ გერჩივნა?
smekosmeko
ვალტერის ლულას კონკრეტული ტყვიები უნდა და ტანჯვაა. სტანდარტულ ატ44-ის ლულა ძალიან კარგია 50 მეტრზე 25მმ ჯგუფი კარგი მსრორელით. არამგონი ვალტერმა 25მმ 15მმ-ზე ჩამოწიოს. აი ახალ მოდელებს რომ ფიქსირებული მოდერი აქვს ეგ ამართლებს? კარგად ახშობს ხმას?

ლონგ-ის ბალანსი მე არ მომეწონა. ისედაც დიდი ატ44-ი მთლად ურჭხულივითაა )
userman
smekosmeko

ციტატა(smekosmeko @ 9th October 2015 - 11:20 AM) *
ვალტერის ლულას კონკრეტული ტყვიები უნდა და ტანჯვაა. სტანდარტულ ატ44-ის ლულა ძალიან კარგია 50 მეტრზე 25მმ ჯგუფი კარგი მსრორელით. არამგონი ვალტერმა 25მმ 15მმ-ზე ჩამოწიოს. აი ახალ მოდელებს რომ ფიქსირებული მოდერი აქვს ეგ ამართლებს? კარგად ახშობს ხმას?


როგორც მე გავიგე ატ-44 -თან შეხება გქონია , მარა ვალტერის ლულიანთან არა. ნუთუ ყველანაირი ტყვიებით ( ანუ შერჩევის გარეშე) 50მეტრზე 25 მმ-იან ჯგუფს იღებდი და თანაც არავალტერის ლულიანით ? მაშინ გეტყვი რომ შენ გქონია ისეთი პნევმო იარაღი , რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს smile.gif smile.gif smile.gif .

ახალ მოდელს რაც შეეხება ფიქსირებული მოდერით და ვალტერის ლულით ( 180 იანი რეზიკით ) მე მაქვს და გეტყვი , რომ ხმასაც კარგად ახშობს და მიზანშიც საუცხოოდ მიდის, მაგრამ შენი ძველი მოდელისგან განსხვავებით ტყვიებს შერჩევა სჭირდება . ტყვიის შერჩევის შემდეგ კი 60 მეტრში 20 მმ-იან ჯგუფს აკეთებს . ამის გაკეთება კი ჩემი პატარა გამოცდილებით შეუძლიათ შემდეგ სახის ტყვიებს:
1) ჯსბ -8,44 გრაინიანიდან ზემოთ ჯსბის ყველა წონიან ტყვიას . თანაც ლულა გაწმენდას არ ითხოვს ტყვიის შეცვლისას ( მხოლოდ ჯსბ -ის სახეობებზე მაქვს საუბარი )
2) პრედატორ პოლიმაგი ( თუმცა ესეც ჯსბ-ის ეკუთვნის )
3) კროსმანის პრემიერები 10,5 გრაინიანი
4) ბარაკუდა 10,65 გრაინიანი
თუმც შეიძლება მსოფლიოში კიდევ იყოს ტყვიის ისეთი სახეობები რომელიც მოეწონებოდა ჩემს თოფს მარა მე მეტი არ ვიცი. იმასაც დავამატებ ამ ტყვიების გარდა დაახლოებით 20-25 სახეობა ტყვიების გამოვცადე. და აღარც სურვილი არ მაქვს ცდების და ექსპერიმენტების ეს ტყვიებიც მაკმაყოფილებს...
smekosmeko
პრემიერები 10.5 გრეინი კარგად ისროლა? რავი ერთს ქონდა და დაიტანჯა ყველა ტყვიაზაე სანამ ბოლოს ჯსბ-ზე არ გადავიდა. კი 25 მმ ჯგუფს თითქმის სისტემატიურად აკეთებდა, ცოტა ტუნინგებით იყო მაგრამ მაინც სტანდარტულთან ახლოს. ჩემს მეგობარსაც ქონდა ეგ მოდელი იმან რამოდენიმეჯერ 18მმ გააკეთებინა, მაგრამ სტანდარტულა 25-30მმ. ამათი ძველი ლულები ნამდვილად არაა ცუდი. მაღაზიიდან რომ აიღებ ძველი ლულით მაქსიმუმ 35მმ გააკეთებინო მცირე ტინინგების გარეშე. ხელის შევლება ყველა ვარიანტში უნდა. ვალტერის ლულაზე ასე ვთქვათ ხელი უკვე შევლებულია როცა ყიდულობ smile.gif ის მაინტერესებს ეს ფიქსირებული მოდერი ისე ახშობს ხმას როგორც ძველ მოდელებზე ხსნადი მოდერი? 60 მეტრში 20მმ ძალიან კარგი შედეგია მითუმეტეს თუ ინტენსიურად კეთდება მასე.
smekosmeko
კანონი თუ მოგვარდა და სანადიროდ დაუშვეს პნევნო მეორე დღესვე შევიძენ ისევ ამ მოდელს, ოღონდ ფიქსირებულო მოდერით. ფურცელზე სროლა კი მაგრამ მე მონადირე ვარ. კანონს ველოდები რახანია.



userman
smekosmeko
ციტატა(smekosmeko @ 12th October 2015 - 09:05 AM) *
ის მაინტერესებს ეს ფიქსირებული მოდერი ისე ახშობს ხმას როგორც ძველ მოდელებზე ხსნადი მოდერი?


ამის გასაგებად საჭიროა, რომ ძველი მოდელიც მქონდეს , მარა სამწუხაროდ არ მაქვს . ამიტომ პასუხიც არ მაქვს მაგ კითხვაზე . ისე კი მე კმაყოფილი ვარ .....
nikusha
ჩამოვიდა როგორც იქნა ფოტოს ხარისხზე ბოდიშით ტელეფონითაა .ვისროლე და მიზანია კაარგადაა არეული სად ასწორებენ და რა ჯდება ხომ არ იცით?

geojorjika
ძირითადად ვასწორებთ საკუთარ დაჩაზე ან რომელიმე გასვლაზე
Multi-Tool
nikusha
გილოცავ! ბევრი სიამოვნება მოეტანოს.
თვითონაც შეძლებ იოლად მაგის გასწორებას.
nikusha
მადლობა.როგორ youtube ვიდეოებით? ისე 100 დან 200მდე ბევრი წვალების გარეშე იტენება ნასოსით.თოფის სიმძიმეს თუ არ ჩავთვლით კმაყოფილი ვარ სრულად .
pilotina
nikusha

გილოცავ Kიდევ ერთხელ.
პირველ რიგში ლულა გაწმინდე კარგად და მერე იფიქრე მიზნის გასწორებაზე.
ნებისმიერ ახალ თოფზე საჭიროა ლულის გაწმენდა: აქ საწყობიო, იქ ტრანსპორტირებაო, პლუს შეიძლება თავისი ქარხნული ზეთიც ჰქონდეს დარჩენილი ლულაში.

SCORPIONS
nikusha იოლად გეტყვი..ამოდი ჩემთან ჟინვალში და გაგასწორებინებ მიზანს!!! smile.gif არაფერიც არ დაგიჯდება,ცეცხლის დანთების გარდა!!!
geojorjika
ვისაც ჰაცან ატ44-ის ლონგ ვერსია გაქვთ, შეგიძლიათ ლულის დიამეტრი გაზომოთ გარედან რამდენია?
ja_ja
რა მნიშვნელობა აქვს ლონგია თუ შOრტია, რინგები ერთიდა და დაცილება რეზერვუარიდან ესეიგი ლულაც ერთი და იგივე დიამეტრისაა
geojorjika
სხვა და სხვა დიამეტრისაა მემგონი რეზიკები, არა? ახლს უფრო დიდი მოცულობა აქვს
userman
geojorjika
ციტატა(giorgi @ 24th November 2015 - 12:47 PM) *
სხვა და სხვა დიამეტრისაა მემგონი რეზიკები, არა? ახლს უფრო დიდი მოცულობა აქვს


ლულებიც ერთი დიამეტრის აქვთ ( ერთნაირ მოდელებში ) და რეზერვუარებიც . აი რეზერვუარების შემთხვევაში ლონგისრეზერვუარი სიგრძეშია მეტი და მაგით იზრდება მისი მოცულობა.
ნიკა
შეიძლება უკვე წერია აქ, მაგრამ 73 გვერდს ნუ წამაკითხებთ ეხლა biggrin.gif ვალტერისა და "ჩვეულებრივ" ლულიანს შორის დიდი განსხვავებაა? ღირს ზედმეტის გადახდა?
pilotina
ნიკა
ციტატა(ნიკა @ 24th November 2015 - 11:37 PM) *
ვალტერისა და "ჩვეულებრივ" ლულიანს შორის დიდი განსხვავებაა? ღირს ზედმეტის გადახდა?


განსხვავებაა, როგორც ოპელსა და ბენტლის შორის... biggrin.gif , ორივე დადის, მაგრამ საკითხავია როგორ ხომ?
ასე რომ, ღირს...
უბრალოდ ფასები რომ შეადარო: ჩვეულებრივი კროსმანის ლულა თუ ღირს 25$, LW ღირს 180$, განსხვავებას ხვდები მე მგონი... smile.gif
ნიკა
უკეთესი რომაა მეც მივხვდი, მაგრამ მასე თუ განსხვავდებოდა არ მეგონა, თან არც ისე მაღალი კლასის იარაღზე biggrin.gif
SCORPIONS
ნიკა
Pლიუს,შეიძლება ისეც აღმოჩნდეს,რომ ორივე ლულამ ერთი შედეგი მოგცეს. რადგან ვალტერისაა,ეს იმას არ ნიშნავს ბოლომდის,რომ სხვებზე უკეთესია. ესაა ჩემი პირადი აზრი,თორე თუ ფული გექნა,ისიც სცადე და ესეც.
ნიკა
SCORPIONS დაახლოებით მეც მასე ვფიქრობდი. ჩვეულებრივ ლულას კი ჯობია მაგრამ ალბათ მაგ იარაღზე დიდად არ შეიმჩნევა
geojorjika
ციტატა(ნიკა @ Nov 24 2015, 11:52 PM) *
SCORPIONS დაახლოებით მეც მასე ვფიქრობდი. ჩვეულებრივ ლულას კი ჯობია მაგრამ ალბათ მაგ იარაღზე დიდად არ შეიმჩნევა


რას ნIშნავს მაგ იარაღზე დიდად არ შეიმჩნევა? შეიმჩნევა ეგ ყველა იარაღზე როცა ისვრი 50+ მანძIლებზე თორემ 25 მეტრზე ყველა ლულა კარგად ისვრის, მე ჰაცანის ლულაც მაქვს და ვალტერისაც, ჰაცანის ცუდად არ ისვრის, ვალტერის კარგად ისვრის smile.gif
ja_ja
ციტატა(giorgi @ 24th November 2015 - 12:47 PM) *
სხვა და სხვა დიამეტრისაა მემგონი რეზიკები, არა? ახლს უფრო დიდი მოცულობა აქვს

როგორ გიყვარს რა საკუთარი თავის წვალება რა smile.gif

კაცო მაი იაშიკი რომ გაქვენ მხრებზე, მანდანე ხელი რომ შეყო და ერთი ორი გამორთული რუბილნიკი რომაა რომ ჩართო არ შაიძლებაააა??? smile.gif (კახური აქცენტით smile.gif)

უკვე გიპასუხეს რომ სიგრძეშია გაჭიმული და მაგითაა მოცულობა გაზრდილი, მარა შენით რომ გენახა მაღაზიაში, დაგემახსოვრებინა რასაც ვწერდით რამდენიმე ათეული გვერდის წინ, რომ გენახა პარტ ლისტში რომ რვიანებს ერთი და იგივე ნომერი აქვს.... კარობკა ერთია, დამრტყმელი სასხლეტი და სხვა კუკუობა.... რაღა მაინცა და მაინც ყველაზე ტვინმოგრეხილი აზრის მიხედვით წახვედი smile.gif

ნიკა
geojorjika ვეღარ გავიგე ვერაფერი, ყველა სხვადასხვას ამბობს biggrin.gif ანუ ვალტერიანის ყიდვა ჯობია ხო?
datka25
ციტატა(ნიკა @ Nov 25 2015, 11:26 AM) *
geojorjika ვეღარ გავიგე ვერაფერი, ყველა სხვადასხვას ამბობს biggrin.gif ანუ ვალტერიანის ყიდვა ჯობია ხო?

აუცილებლად. . .
მქონია შეხება ვალტერისლულიან ატ44-თან (userman-ის ატ-ზე მაქვს საუბარი) და მშვენიერი რამეა. 50 მ-ში 15-20 მმ ჯგუფი აქვს სტაბილურად ჯსბ-ებით. მეც ვალტერი გამოვიწერე გალათიანისთვის და ეგეც მშვენიერი ლულაა (100 მ-ში 28 მმ ჯგუფი 33 გრანიანი ჯსბ-თი). მოკლედ ხაჩიკასთვის ვალტერის ლულა საჭირო ნავაროტკაა smile.gif
ნიკა
datka25 ვიღაცას ეწერა რაღაც სპეციალური ტყვიები უნდაო და მართლა მასეა?
SCORPIONS
datka25
ყოჩაღ..მე რამდენადაც მსმენია,შტეირები აკეთებენ ხოლმე 100 მეტრზე ეგეთ ჯგუფს. ჰატსანზე ეხლა გავიგე.. მალადეც რია
userman
ნიკა
ციტატა(ნიკა @ 24th November 2015 - 11:37 PM) *
შეიძლება უკვე წერია აქ, მაგრამ 73 გვერდს ნუ წამაკითხებთ ეხლა ვალტერისა და "ჩვეულებრივ" ლულიანს შორის დიდი განსხვავებაა? ღირს ზედმეტის გადახდა?


ისე 72 -გვერძეა ვალტერის ლულიანი ურედუქტორო ატ 44 , მარა შენ თუ არ წაიკითხავ თუ არ გაერკვევი აბა მაშ საიდან გაიგებ ? რა სიზმარში ნახავ ? ფასში კი დიდი არაფერი განსხვავება არაა მაგნუმში სულ რაღაც 100 ლარია სხვაობა , რომელსაც თუ გამოიწერ შეიძლება 200 დოლარი და მეტიც დაგიჯდეს . დანარჩენი შენ იცი .
ნიკა
userman არ ვიცოდი რომელ გვერდზე იყო და იმიტომ დავწერე მასე. ვნახავ ეხლა 72-ე გვერდს
datka25
userman
ციტატა(userman @ 25th November 2015 - 02:37 PM) *
თუ გამოიწერ შეიძლება 200 დოლარი და მეტიც დაგიჯდეს . დანარჩენი შენ იცი .

ცოტა მეტიც. . . 480 გელა დამიჯდა მეsad.gif
datka25
ციტატა(SCORPIONS @ Nov 25 2015, 02:23 PM) *
datka25
ყოჩაღ..მე რამდენადაც მსმენია,შტეირები აკეთებენ ხოლმე 100 მეტრზე ეგეთ ჯგუფს. ჰატსანზე ეხლა გავიგე.. მალადეც რია

ჯგუფზე სულ არ ვფიქრობდი, (არც შტეირზე biggrin.gif ) სანადიროდ მინდა მე თოფი და უბრალოდ მაინტერესებდა 100 მეტრზე რომელი მილით უნდა მესროლა. 5ტყვიდან 3 ერთმანეთს გადაება (ეგ 19მმ-ა wink.gif ) და ბოლო ორმა გააფუჭა ჯგუფი. . .
ჟორჟიკას ხელი ჭირდება ჯერ, და მერე უკეთესი ჯგუფიც შეიძლება smile.gif
SCORPIONS
მოკლედ,პცპ შნიკების აზრი გვანტერესებს!

SCORPIONS
არვიცი რა ხდება,მაგრამ ვდეოც ვერ დავდე!!! რაშია საქმე არვიც!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
pilotina
ამ 90 გასროლიდან უნდა ამოირჩიო პლატო სადღაც 265 მ/წმ-და 265 მ/წმ-მდე, ანუ სადღაც 180 ატმოსფეროდან 90-100 ატმომდე. მანდ ალბათ მიიღებთ 40 კარგ გასროლას, რაც სავსებით საკმარისია ნადირობისთვისაც და ქაღალდზე სროლისთვისაც.
ეს პლატო რომ უფრო ზუსტად იპოვო , ყოველი 5 გასროლის მერე შესაბამისი წნევა უნდა დააფიქსირო. ნუ მე რაც ვნახე სადღაც ამ შუალედში ექნება ყველაზე კარგი პლატო 180-90 ატმ.
datka25
რავი რა ვთქვა მე პირადად ძაან არ მომწონს. . . ნამეტანი დაბლიდან იწყებს. 40 მ/წმ-ის ინტერვალშია ეგ 70 გასროლა და არარი ეგ კაი ამბავი ჩემი აზრით smile.gif
კლაპანში ცოტა ძლიერმა ზამბარამ და დამრტყმელის ზამბარის მიჭიმვამ უნდა დაასტაბილუროს წესით. . .

პს. ეგ მანომეტრები მე რაც მინახავს სიზუსტით ვერ გამოირჩევიან . . ეგეც შესამოწმებელია.
pilotina
ციტატა(datka250885 @ 11th January 2016 - 09:30 PM) *
კლაპანში ცოტა ძლიერმა ზამბარამ და დამრტყმელის ზამბარის მიჭიმვამ უნდა დაასტაბილუროს წესით. . .


თუ კლაპანში უფრო ძლიერ ზამბარას ჩააყენებ და დამტრყმელის ზამბარასაც გააძლიერებ ან მოჭიმავ, მაშინ უფრო მაღალ წნევებიდან მიიღებ სასურველ სიჩქარეს.

datka25
ციტატა(pilotina @ Jan 11 2016, 09:36 PM) *
თუ კლაპანში უფრო ძლიერ ზამბარას ჩააყენებ და დამტრყმელის ზამბარასაც გააძლიერებ ან მოჭიმავ, მაშინ უფრო მაღალ წნევებიდან მიიღებ სასურველ სიჩქარეს.

მაგის თქმა მინდოდა ზუსტად. smile.gif
150-დან სადღაც 90-მდე ზის 12 მ/წმ-ში 30 გასროლა. . . მანდ არუშავს, ნორმალური პლატოა. გამოდის რო 150 მაღლა დაბერვა საჭირო აღარაა smile.gif მარა ეგ თოფი 200 ბარზე მუშობს და ისე უნდა დარეგულირდეს რო მაგ 200-დან იწყებდეს ნორმალურად სროლას. სიჩქარეც ცოტა მაღალი იქნება, მაგ შემთხვევაში. 265 რაღაც მეცოტავება ხაჩიკასთვის wink.gif
SCORPIONS
ქე გისმინეთ ეხლა და არ გეთანხმებით არცერთს!!! ფურცელი ნახ! მოკლედ,90 გასროლაა! ჯობია თქვენი ოპტიკები გაიცნოთ უკეთ,ვიდრე ველიკები იგონოთ!!!

90 მომაკვდინებელი სანადირო გასროლაა 40-50+ მეტრზე!
datka25
ციტატა(SCORPIONS @ 11th January 2016 - 10:07 PM) *
ჯობია თქვენი ოპტიკები გაიცნოთ

ეს რას ნიშნავს? smile.gif
რაც გირჩიეთ, მანდ არაფერი არარი ახალი . .
კაცო, თუ ესეთი კაი იყო, სხვისი რჩევა რაღად გინდოდა, ვერც ეგ ვერ გავიგე smile.gif
Sk-box
SCORPIONS
საქართველოში 90 სულიერი სანადირო ობიექტი საერთოდ არაა ... რავი მე ნადირობისას მარადას ორ კლიპს ვერ ვცლი .
ნადირობისთვის ჯობია ცოტა მაგრამ სტაბილური და ზუსტი გასროლა. აი პლინკისთვის 90 კაია smile.gif
geojorjika
ციტატა(SCORPIONS @ Jan 11 2016, 10:07 PM) *
ქე გისმინეთ ეხლა და არ გეთანხმებით არცერთს!!! ფურცელი ნახ! მოკლედ,90 გასროლაა! ჯობია თქვენი ოპტიკები გაიცნოთ უკეთ,ვიდრე ველიკები იგონოთ!!!

90 მომაკვდინებელი სანადირო გასროლაა 40-50+ მეტრზე!


რაღას კითხულობ მაშინ ვერ ვხვდები, სანადიროდო ამბობ და 200 მ/წ ით გინდა ნადირობა? სანადიროდ ენერგია რასოდეს არ არის ზედმეტი,+ ამას რაც ნაკლები სიჩქარე მით უფრო ამოზნექილია ბალისტკური რკალი და ახლოსას პირველი და მეორე ნოლი , ასევე დიდი შესწორებების შეტანა გიწევს და მაგალითად 80 მეტრზე სასროლად შეიძლება სულ არ გეყოს მილდოტების ბადე

ასევე როგორ წარმოგიდგენია ოპტიკის განულება 200 მ/წმ და 275 მ/წმ ტყვისს საწყისი სიჩქარისას 75 მ/წმ-იან "კორიდორში" ? რა მანძილი გექნება ნოლი ერთი ძალიან მაინტერესებს , თუ 200 მ/წმ საკმარისია ნუ პირობითად 13-14 ჯოული , მაშIნ ისე დაარეგულირე რომ ყველა გასროლა მოგცეს მაგ სიჩქარეების დიაპაზონში და უკვე 90 კი არ იქნება მოგცემს 150 გასროლას, რავიცი რავიცი მაშინ ჩვენ გიჟები ვყოფილვაღთ რედუქტორებს რომ ვაკეთებთ და ვაყენებთ ფიშტოებში.
Dave
კლაპანი გამოაჩარხინე ახალი, ნაკლები ნახვრტებით, ჩაქუჩის ზამბარა გამოცვალე ოდნავ ძლიერით და მერე გაქრონე .... სხვა მაგ იარაღს ვერაფერს უზამ... ძალიან დიდი ხანი მქონდა იმისთვის რო ყველა ხერხი მეცადა smile.gif აი რაც შეეხება იმას რომ მარტო გასროლების რაოდენობას უყურებ დააყენე მაშინ კალმის ზამბარა მოგცემს 200 გასროლას და ხოცე ბუზები smile.gif
datka25
10 მ/წმ-ან კორიდორში აქვთ აქ ხალხს 40-50 გასროლა და კიდე რედუქტორებს აყენებენ რო მაქსიმალურად სწორი გრაფიკი მიიღონ. აქ კიდე 40 და 75 მ/წამიო. . . smile.gif რავი ეს თუ კაია, მე არ მცოდნია არაფერი არც პცპ-ზე და არც არაფერზე საერთოდ biggrin.gif

მე მაგალითად 20 გასროლა მაქ (ესეც მაქსიმუმს ვამბობ) და ხშირად მაგასაც ვერ ვისვრი ხოლმე და სადმე თუ ვინმემ იცით მასეთი ადგილი, სადაც 90 გასროლაა საჭირო, მეც მითხარით და ეხლავე მოვდივარ biggrin.gif
SCORPIONS
ქე ვიცოდი,რო აქაც ჩავიქოლებოდი,მაგრამ მიჩვეული ვარ....თქვენი გამკვირვებია!

ოპტიკის უკეთ შეცნობაა საჭირო ჩემი აზრით! 200 მ.წ. 0.67ჯსჯ სავსებით საკმარისია 50-60 მეტრზე სანადიროდ.

ქლიქების ტრიალს და მისი წკაპაწკუპის თვლას არავინ არ გეუბნებათ....მე ვიძახი,რომ უნდა იცოდეს ადამიანმა რა მანძილზე რამილდოტით დაუმიზნოს.

ანუ,უნდა იცნობდე შენ თოფს და ოპტიკას უკეთ და სულ ესაა. ვერც ეხლა? სულ ნოლით ვერ ინადირებთ დამიჯერეთ... მილდოტები რისთვისღაა მაშ ოპტიკაზე? მოკლედ, ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგსაც მისი ცოლი.
userman
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 11th January 2016 - 10:07 PM) *
ქე გისმინეთ ეხლა და არ გეთანხმებით არცერთს!!! ფურცელი ნახ! მოკლედ,90 გასროლაა! ჯობია თქვენი ოპტიკები გაიცნოთ უკეთ,ვიდრე ველიკები იგონოთ!!!

90 მომაკვდინებელი სანადირო გასროლაა 40-50+ მეტრზე


მოგახსენებ ჩემ აზრს :

1 . გეთანხმები მხოლოდ იმაში რომ ეგ ყველა 90 გასროლა მომაკვდინებელია სადღაც 60-70-მეტრში , მარა მორტყმა არ გინდა ?! გამომდინარე არასტაბილური სიჩქარეებიდან. კარგია რომ ამბიციები გაქ და გგონია შეძლებ დამახსოვრებას რა მანძილში როგორ დაუმიზნო ... აქ გარდა იმისა რომ გასათვალისწინებელია ტყვიის ვარდნა ასევე გასათვალისწინებელია ტყვიის სიჩქარის არასტაბილურობა ორივე ერთად რომ გაითვალისწინო ( რასაც შენ ფიქრობ ) ტვინში უნდა გქონდეს ბალისტიკური პროგრამა ჩაწერილი ( ისე კია რა რომ ჭედავდეს biggrin.gif უნდა მუშაობდეს ). მე მაგალითად ნაწილობრივ დავძლიე ეგ პირველ ეტაპზე, მარა გეტყვი რომ ძალიან ძნელია . ჩემი ახლობლებმა მაგალითად ვერ აუღეს ამას ალღო , სულ მეკითხებოდნენ რომელ მილდოტზე დაუმიზნოთო smile.gif მოკლედ სანადირო ობიექტი შემოჯდა 40 მეტრში და გაქ 140 ბარზე უნდა იფიქრო ტყვიის სიჩქარეზე ნულმა სად გადაინაცვლა შემდეგ ამ მანძილზე სად დაუმიზნო და ამ ფიქრებში ობიექტიც გაფრინდება . აბა ამდენი ხალხი გიჟი კი არაა რედუქტორიან თოფებში ორჯერ მეტს რომ იხდიან..... მოკლედ ეგ რაც შენ გინდა ბევრისთვის მიუღწევადია და ძნელია.

2. ცოტა უკეთესი ვარიანტია 150 ბარზე მეტად არ დაბერო და სადღაც 100 ბარამდე გექნება 30 - 40 კაი გასროლა . ( ეს იმ შემთხვევაში თუ რედუქტორის ჩაყენების თავი არ გაქ ) ამის უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ რედუქტორის თანხა 100$ უკან გრჩება და 150 ბარზე დაბერვა ძალიან ადვილია რეზერვუარი და ნასუსიც უსასრულოდ დიდხანს გაგიძლებს.

3. ყველაზე კარგი ვარიანტია რედუქტორის ჩაყენება, რის შემდეგაც ტვინის გადაღლა აღარ მოხდება. ( მარა არც აქ გექნება 30-40 გასროლაზე მეტი 200- დან 100 ბარამდე )

P.S. მეც გავიარე ზუსტად ეგ ეტაპები და ყველა ვარიანტი მაქვს ნაცადი. wink.gif ეს თემა ნახე 72-ე გვერდძე http://www.airgun.ge/forums/index.php?show...294&st=1420
SCORPIONS
userman
+ 1000 ხოოდა ძმაო,მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები,რომელიც ტვინს იჭ*ლეტავს და ისე ისვრის.სამაგიეროდ ერთი დაბერვით 100 გასროლას აკეთებს 40ის ნაცვლად.

შენ გაიხარე!მძლივს რა....თორე აქ ნამეტანი სხვაფრად ჩამომართვეს ოპტიკის უკეთ შეცნობა.
datka25
ციტატა(userman @ 12th January 2016 - 07:49 AM) *
მარა არც აქ გექნება 30-40 გასროლაზე მეტი 200- დან 100 ბარამდე

არცაა საჭირო wink.gif
ja_ja
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 11th January 2016 - 09:21 PM) *
არვიცი რა ხდება,მაგრამ ვდეოც ვერ დავდე!!! რაშია საქმე არვიც!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ეგ პახმელიამ იცის ხოლმე smile.gif

ახლა კი როგორც ჩემი ქვემოთ დაწერილიდან გაიგებ, მიხვდები რომ შენი ვიდეო ბოლომდე ვნახე და არა ისე შენ რომ იცი ხოლმე ზერელედ დაწერა - „არ წამიკითხია, მაგრამ“..... smile.gif

რაც შეეხება ვიდეო... ნუ აქ ხალხმა სწორად გითხრეს... მიუხედავად იმისა რომ შენ იქ კაცს თოფს უქებ, სინამდვილეში ნუ მიწყენ და შეცდომაში შეგყავს კაცი. ანუ კაი კი არა, მაგარი არეულია თოფი და თქვენ რომ გიხარიათ 100-ზე ქვემოთ რომ ჩახვედით და დაჯე 50-ის ქვემოთ ხართ smile.gif აი მაგ დროს თუ დაიძახა რეზერვუარმა ფსსსშშშხხხხხ და დაიცალა აი მერეა ვავა საქმე smile.gif

1) საქმე იმაშია რომ 50 დაჟე ვიტყოდი 70-ის ქვევით ჰაცანის რეზიკის ჩაყვანა არ ღირს ჩემი გამოცდილებით. ჯერ ერთი კალპნის სისტემა აქვს დურაკული და ხშირია როდესaც დაბალ წნევაზე რეზერვუარში ჰაერს ვერ აკავებს კლაპანი, შედეგად დაბალ წნევაზე იხსნება და ფშიკინ ფშიკინით იცლება. ერთი შეხედვით მერე რა მოხდაო, მაგრამ მინდა გაგახსენო რომ თუ სიტყვაზე 20 ატმოსფეროზე დაიწყო დაცლა ეგ იმას ნიშნსავს რომ დატენვისას მინიმუმ მაგ 20-ს უნდა ასცდე რომ დაიჭიროს წნევა.... აბა მიდი ახლა ნასოსით ჰაჩიკას რეზიკი უცებ აიყვანე 20 ატმოსფეროზე ზემოთ smile.gif თან იმის გათვლით რომ ფშიკინ ფშიკინით უკნიდან გასდის smile.gif და რაც შეიყვანე წვალებით ბედნიერად ჰაერში გარბის....

გამომიცდია და ვიცი რასაც ვამბობ, იმენნა 3 კაცი დედას, მამას, თურქეთს და ყველაფერს ვიხსენებდით smile.gif ნასოსი ხომ იმენნა დავბრიდეთ და იქვე დასაშლელ გასაკეთებელი გახდა, იმიტომ რომ ჩქარი და აგრესიული დატენვის გამო მესამე საფეხურის რეზინა დავწვით smile.gif სადთაც 300-320 ბუქნი დაგვჭირდა რომ გაჩერებულიყო რეზიკი და წნევა დაეჭირა smile.gif მიდი აბა მოკლე დროში ქენი ეგეთი ბუქნაობა smile.gif

ასე რომ პირველი რჩევა იქნება შემდეგში აღარ ქნათ ეგეთი რამ და არ ჩახვიდეთ 50-ს ქვევით, სასურველია 70-ს არ ჩასცდეთ.

--------------------------------------------------------
2) ნუ მეორე პირველიდან გამომდინარეობს თუ 70-ზე ქვევით არ უნდა ჩახვიდე, იასნია სამუშაო წნევა მაგის ზემოთ უნდა დამთავრდეს, სასურველია 90-100-ზე რეალურად როგორც წესი ეგ არის 110-120 ატმოსფერო. შესაბამისად 100-ის ქვევით რაც გასროლები გქონდათ ეგრევე გამოაკელით ანუ ეგრევე გამოდის რომ 50 გასროლაზე გაჩერდით, და ამ 50 გასროლაში გქონდათ 236-დან ასვლა 276-ზე და ჩამოსვლა 268-ზე.

რეალურად უნდა იანგარიშო შემდეგნაირად თუ მორჩი სროლას 268-ზე, მაშინ სროლის დასაწყისიც, უნდა იანგარიშო მაგ სიჩქარიდან, ეგ კი თქვენ გამოგივიდათ 24-ე გასროლაზე, ანუ რეალურად თქვენი სროლა არის 24-დან 50-ე გასროლამდე, სულ გამოვიდა მაგ თოფით ადეკვატური და სრულყოფილი გასროლების რაოდენობა 26 ცალი, და ეგაა კარგი? smile.gif

--------------------------------------------------------
3) ჰოო ახლა გადავიდეთ იმაზე რომ 200 მეტრ წამი საკმარისიაო, ნუ მანდ ხარ ცამდე მართალი და 200-ის და 160-იც საკმარისია, და არაერთი პომპიანია თუ Co2 ფიშტო 150-ს ვერ სცდება, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს ხუთიანზე, მაგრამ პატარა დისტანციაზე ასე 20-მაქსიმუმ 30 მეტრი. თოფისთვის კი ეგ მანძილი... ნუუუუუ

თუ არ მიჯერებ მოვიყვან ბალისტიკური კალკულატორის შედეგებს... ტყვია რომელსაც ლულის ჭრილთან აქვს 204 მეტრ წამი, 50 მეტრის მანძილზე უკვე აქვს 165 მეტრ წამი... და თუ ქრონოგრაფთან ნაჩვენებ სიჩქარეზე ტყვიას ჰქონდა 14 ჯოული ენერგია, 50 მეტრში უკვე 9,3 ჯოულია. ამასობაში ტყვიის ვარდნა არის 35 სანტიმეტრი... ანუ კი არის ვთქვათ ბეღურისთვის ისევ სასიკვდილო, მაგრამ ვარდნის გამო გიწევს გამოანგარიშება და კომპენსირება. აი ყვავს თუ ესროლე უკვე აშკარად დაიჩხავლებს თავისებურად და დაგიკიდევს ფეხებზე smile.gif ასე რომ გააჩნია პონტია რა. 204 მეტრ წამი საწყისი სიჩქარით 0,67 გრამიანი ტყვიისთვის მილდოტის ბოლო მეხუთე წერტილი მთავრდება 66 მეტრზე, ენერგია უკვე არის 7,5 ჯოული, მაგრამ ტყვიის ვარდნა უკვე არის 70 სანტიმეტრი.

ასე რომ ნუ მამენტ 100%-იანი ხარ რომ 200 მეტრ წამი საკმარისია, მაგრამ ეფექტური მანძილიც გიმცირდება და მოდი რემბოს სიზმრებზე ნუ ვიკამათებთ რომ იც ბრიუს ლი და ჩაკნორისი დაჟე 90 მეტრზე გაარტყავენ smile.gif, არ გამოვრიცხავ, მაგრამ უმეტესობა მსროლელისთვის და თან იმ ხალხისთვის ვინც მაგ ვიდეოში ჩანს ეგ აშკარად მიუღწეველი ვარიანტი იქნება.


--------------------------------------------------------
4) აი რაც შეეხება ოპტიკის მოხმარება ისწავლეთო, ნუ აი მანდ სუპერ ჩაიჭერი. სუპერ ჩაიჭერი იმიტომ რომ ქე ვიცით შენი ვიდეოების გადამკიდე რომ ნამეტანი ზერელედ უყურებ ამ ყველაფერს და შენთვის მათემატიკა პროსტა ნაგიჟარი ხალხის გამოგონებაა უფრო ნაგიჟარი ფიზიკოსებისთვის, მაგრამ მინდა გული დაგწყვიტო, შეიძლება ფიზიკა მათემატიკოსები, მართლა გიჟები არიან, მაგრამ ეს დედა აფეთქებული პლანეტაც გიჟია და ეს მეცნიერები და დედამიწა ერთმანეთს კარგად უგებენ, დანარჩენი კი მიდის ალახაგბარის დასაძახებლად smile.gif

საქმე იმაშია რომ ოპტიკის მოხმარება რომ იცოდე, უნდა იცოდე ტყვიის ზუსტი და სტაბილური სიჩქარე, უფრო სწორედ განმეორადობა უნდა ჰქონდეს სიჩქარის მხრივ ტყვიას, რომ მუდმივად ერთი და იგივე მაჩვენებელი ჰქონდეს, აი მაგ შემთხვევაში უკვე ოპტიკის გამოყენება ხდება მართებული და ეფექტური.

კერძოდ აქ იგულისხმება შემდეგი რამ, მაგალითად შენ გაქვს აი ეგ ნაქები თოფი, რომელიც ნუ მოდი ბარემ ბოლომდე გავამუქოთ და ვთქვათ რომ სასროლი სიჩქარეები გაქვს 204-დან 277 მეტრ წამამდე, ეგ იმას ნიშნავს რომ:

- 204 მეტრ წამის შემთხვევაში 50 მეტრში ტყვია დაჯდება მეორე ქვედა მილდოტზე
- 277 მეტრ წამის შემთხვევაში კი ტყვია იგივე 50 მეტრზე დაჯდება პირველი ქვედა მილდოტთან არ მისული

აქვე პატარა სტატისტიკა 30 მეტრზე განულებულ ოპტიკაზე:
204-ის შემთხვევაში
-საწყისი ენერგია 13.918 ჯოული
- ენერგია 50 მეტრზე 9.299 ჯოული
- ვარდნა 50 მეტრზე 34.337 სანტიმეტრი
- მაქსიმალური მანძილი მეხუტე ქვედა მილდოტზე 66 მეტრი (სიჩქარე 156 მ/წ, ენერგია 8.174 ჯოული, ვარდნა 62.930 სმ )

277-ის შემთხვევაში
-საწყისი ენერგია 25.661 ჯოული
- ენერგია 50 მეტრზე 17.145 ჯოული
- ვარდნა 50 მეტრზე 18.624 სანტიმეტრი
- მაქსიმალური მანძილი მეხუტე ქვედა მილდოტზე 96 მეტრი (სიჩქარე 188 მ/წ, ენერგია 11.831 ჯოული, ვარდნა 79.874 სმ )

კაიფი ისაა რომ 277-ის შემთხვევაში 50 მეტრზე ტყვიას აქვს უფრო მეტი ენერგია ანუ უხეშად 17 ჯოული, ვიდრე 204-ის შემთხვევაში ვააბშე დასაწყისში აქვს 14 ჯოულის სახით smile.gif


ახლა მითხარი რაფერ უნდა იანგარიშო - როდის, რა მანძილზე, რა მილდოტი უნდა აიღო დასამიზნებლად, თუ შენი ტყვიის სიჩქარე არასტაბილურად იცვლება და ყოველ ახალ გასროლაზე შეაქვს ახალი ცვლადის გარემოება უბრალო მათემატიკურ ფორმულაში? აღარაფერს ვამბობ ენერგიაზე, ვარდნაზე და ასე შემდეგ, თუმცა შეიძლება მაგის ხსენებაც რომ 277-ის დროს, ტყვიის ვარდნა არის 18,6 სანტიმეტრი, როდესაც 204 მეტრ წამის დროს იგივე მანძილზე ტყვიის ვარდნა არის 34,3 სანტიმეტრი....

P.S. ნუ მიწყენ, მაგრამ შენ ჯერ ბევრი, აი ძლიან ბევრი გაქვს წასაკითხი, სასწავლი და დასაღვინებელი, ოღონდ არა კუჭში, არამედ ცოტა მხრებს ზემოთ, აი მაგის შემდეგ უკვე შეგეძლება რეკომენდაციის გაწევა, ან პირიქით სხვისთვის ჭკუის სწავლება, მანამდე კი ეს ყველაფერი პაწა ღიმილს იწვევს განსაკუთრებით მაშინ როდესაც გეუბნებიან რომ ასე და ასეაო და შენ პირიქით შენსას აგრძელებ და იქეთ ასწავლი ხალხს ჭკუას... ნუ რავი მე ვიტყოდი რომ მთელი პლანეტა რატომღაც იმ გზით მიდის რასაც არ ყველა გირჩევს, მარა შენ რატომღაც ყველას უგულველყოფ smile.gif, ნეტაი რატომ???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 12th January 2016 - 12:06 PM) *
ნეტაი რატომ????
იმტომ,რომ რაც ჩემთვის სრულიად მისაღები და მოსაწონია,ის სხვისთვის სრულიად მიუღებელია..P.S მერწყული ვარ!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.