მოკლედ მოვაღწიე სახლამდე და კომპიუტერამდე

ესეიგი დავიწყოთ თავიდან, ნუ იასნია ნორიკას რედუქტორის ჩადგმა უნდა, რედუქტორი გავამზადე, მოვარგე, დავტენეთ რეზერვუარის, და სადღაც 110-120 ბარზე გავიგეთ ტფსსსსსს და მერე ვროდე გაჩუმდა ყველაფერი, დავტენეთ 160-მდე და აშკარად ისმის ჩუმად ფსსსსსსსს.
კაროჩე რეზერვუარში არსებული ხვრელიდან გამოდიოდა ჰაერი (ანუ ატმოსფეროსთან კავშირი სადაცაა), მაგრამ საინტერესო ისაა რომ თავიდან არაფერი არ გამოდიოდა, თავიდან იმენნა იმ 120 ბარის მერე გაჩენილმა ხმამ გამოიწვია ჰაერის გაპარვა.... მოკელდ თავი ისე ვიფხანეთ ასე და გუშინ ვერაფერი მოვიფიქრეთ. ბოლოს მეთქი ნორიკ უნდა დატოვო სხვა გზა არაა მეთქი და ვნახავ რა ხდებათქო.
მოკლედ პირველი ტესტი სტული, კატასტროფული ფიასკოთი დამთავრდა... მართალი გითხრათ საკმაოდ გაოცებული და გულნაწყენი დავრჩი, განსაკუთრებით წარმომიდგენია ნორიკას რა დონეზე გავუტეხე მუღამი. ახლა დეტალურად დავიწყებ რა როგორ ვქენით და მერე დღევანდელი შედეგებიც განვიხილოთ.
მაშ ასე ჰაჩიკას რეზერვუარი ვიცით ამ ფორუმზე ბევრგანაა ნახსენები და პირველ პოსტშიც დევს, თუ რედუქტორს ჩავდებთ მაშინ საჭიროა რედუქტორს მიღმა სივრცე, ამიტომაც დამატებითი ჭიქაცაა გასაკეთებელი. ასე იყო თუ ისე დავშალე რეზერვუარი უკნიდან (საბრძოლო კლაპნის მხრიდან). ისე აქვე რეზერვუარის დაშლის მსურველებს ვურჩევ დასაშლელატ ტისკები და კრანის კლუჩები არ გამოიყენონ უაზროდ დაჩხაპნით რეზერვუარს. ყველაზე კარგია გამოიყენოთ ტრუბნოი ტისკი, რეზერვუარს შეამოხვიოთ 2-3 მილიმეტრიანი რეზინა, წრეზე, ჩააყოფინოთ თავი ტრუბნოი ტისკებში და მერე ეჩალიჩოთ წინა ან უკანა პრობკის მოხსნას.
ნუ ისანია სტანოკზე წავიდა ჩალიჩი, სხვათაშორის აღმოვაჩინე რომ სიბნელეში ჩემი ტელეფონის კამერა კაპიკად არ ვარგა... ბლიაძ!, არადა ფოტოაპარატის ჩატანა დამენანა, თან ხელებიც უკვე ჭუჭყიანი მქონდა... ნუ მოკლდ გარაღის სურათები უბანძესი ხარისხითაა რაზეც ბოდიშს ვიხდი

მოკლედ გამოითალა ჭიქის ღერძი, და ამოიღრუტნა ისე რომ 1.6 მილიმეტრის სისქის კედელი დარჩა, შემდგომ გამოვიანგარიშე და სადღაც 9 კუბიკი მოცულობის ჭიქა გამოვიდა, პლიუს კლაპანში არსებული 1.6 კუბიკი და იდეაში რედუქტორს მიღმა სივრცე ნორიკას გამოუვა უხეშად 10.5 კუბიკი. მემგონი ნორიკას მოთხოვნებს უნდა ეყოს.


ნუ დალშე მოვაჭერი ჭიქა, გავატარე რედუქტორიც სტანოკზე და შევამცირე 26.7 მილიმეტრიდან 25 მილიმეტრამდე, ანუ რეზერვუარში შიდა დიამეტრი არის 26 მმ ჰოდა თავისუფლად რომ იმოძრაოს ... ანუ რეზინები ამოშვერული იქნება სადღაც 0.5 მმ-ით.
ჰო რეზინები ნორიკამ მომიტანა რომელიღაც მაღაზიაში იყიდა როგორც 26 მილიმეტრიანი მაგრამ ადგილზე გაზომვისას აღმოჩნდა 25.5 მილიმეტრი, მოკლედ გუშინ ელიავაზე ვიყიდე 26-იანი ბევრი არჩევის მერე. მოვედი სახლში ნორიკამაც დარეკა და მეთქი ამოდი კაკრაზ თითქმის ყველაფერი მზადაათქვა.
დავდე მაგიდაზე ყველაფერი და...

ამოვიდა ნორიკაც, კაკრაზ ყველაფერი დავანახე აკრებილად რა მოთავსდებოდა რეზერვუარში:


ავიღეთ ზომები სად დაგვედო ხვრელი რედუქტორის ატმოსფეროსთან კავშირისთვის, ჩავედით გარაჟში, ავაწყვე კონსტრუქტორი მოფრეზო ელემენტი (იმენნა საშინელებაა, დეტალს დეტალზე ამატებ და მაგონებს "შიშველი პისტოლეტის" კადრებს... ფრენკ დრებენი რომ ეუბნება პარტნიორს დამაზღვიეო და სანამ წინ წავა ტიპი პირტოლეტზე იმდენ დეტალს აყენებს ბოლოს გაუბიცა რომ აქვს აწყობილი

აი რაღაც ეგეთი საშინელი კონსტრუქვია ავაწყვეთ)
ჩავამაგრეთ რეზერვუარი და:

მოკლედ ჩავახუტეთ 0.7 მილიმეტრიანი ბურღი. წყნარი სვლით სადღაც 2-3 წუთში გავხვრიტეთ რეზერვუარი

ავაწყვეთ ეს ყველაფერი დავტენეთ და როგორც უკვე ვთქვი 110-120 ბარზე ტფსსსსსსსსს. ბლიაძ!
მოკლედ გუშინ ნახსენები პრობლემის გამო ვეღარ მოვახერხე ნახვა რა ხდებოდა, დღეს დავშალე რეზერვუარი და.... მოკლედ დედა არ ჰქონდა რედუქტორის ერთ რეზინას, იმენნა გაჭყლეტილი და გახეული იყო. მაიდ ინ ელიავა ბლინ!


რეზინა პრაქტიკულად 11-12 მილიმეტრით გვერდითა მხრიდან გასკდა. ახრენეტ ბლიაძ!
ნუ დარჩენილი 2 რეზინიდან ვამოწმე და აღმოვაჩინე რომ ერთერთ რეზინასაც უკვე აქვს გვერდითა ნაჩხაპნი, ანუ ჯერ არ გამომიყენებია და.. კაროჩე რა, რეზინას რომ ვერ იყიდი კაცი...
ასეა თუ ისე ჯერჯერობით აქ ვართ გაჩერებული, დღეს გამოვცვლი რეზინას და თავიდან ავაწყობ, დავტენი კანკალით და იმ იმედათ რომ ისევ არ გაიხევა რეზინა

აი შეპირებულ ქრონი ტესტებს რა ვუყო აღარ ვიცი ბლინ, დილით სამსახური, საღამოს უკვე ბნელა. ზაფხული გვჭირდება სასწრაფოდ!