SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 17th April 2015 - 08:50 PM)

იმდღეს მანქანის ნასოსით ვტუმბავდი....კინაღამ ნასოსის ღერძი გავტეხე,მაგრამ 4-5 ატმოზე მეტი ვერ მივიღე
შენა რადაობ თუ რა ხდება
ამ სტატიაში მთელი ფორმულების ნთხევა რომ მაქვს რისთვისაა თუ იცი

აჰა პატარა მათემატიკის და ფიზიკის კურსის ამონარიდი
ციტატა(ja_ja @ 7th March 2014 - 10:02 PM)

გავიხსენოთ და წავიხმაროთ პატარაზე მათემატიკა. მოდით პირობითად ჩავთვალოთ რომ ნასოსში დგუშის დიამეტრი არის 35 მილიმეტრი (3,5 სანტიმეტრი - თუმცა რეალობაში შედარებით მეტი ზომის დიამეტრი აქვს ხოლმე მანქანის ნასოსის დგუშებს). გავიხსენოთ ასევე ფიზიკის კურსი - ჩვეულებრივი წნევა დედამიწის ზედაპირთან (უფრო სწორედ ზღვის პირთან) არის 1 ატმოსფერო, ანუ 1 კილოგრამის ძალა აწვება ყოველ 1 კვადრატულ სანტიმეტრ ზედაპირს. კიდევ ერთი პარამეტრიც შემოვიტანოთ, ეს არის ჩვენი წონა, ვთქვათ ჯანსაღი უღიპო ჯანიანი ადამიანი ვართ და ვიწონით ასე 80-85 კილოგრამს. ახლა კი დავიწყოთ გამოთვლები.
პირველი რაც უნდა გავარკვიოთ - რამდენი კვადრატული სანტიმეტრია ნასოსის დგუშის ზედაპირის ფართობი. დგუშის მრგვალ ზედაპირს, ანუ დიამეტრს, კვადრატულ სანტიმეტრებში პირდაპირ ვერ გავზომავთ, ამიტომაც ვიხსენებთ მათემატიკას, და ვთვლით წრის ფართობს, ამისთვის კი ვიყენებთ შემდეგ ფორმულას - ცილინდრის რადიუსი კვადრატში გამრავლებული P-ზე (3,14-ზე). თუ დგუშის დიამეტრი არის 3,5 სანტიმეტრი, მისი რადიუსი იქნება 1,75 სანტიმეტრი. ესე იგი გამოგვდის 1.75x1.75x3.14= 9,61625 კვადრატული სანტიმეტრი. ანუ მოდით უხეშად ჩავთვალოთ რომ ნასოსის დგუშის აქვს 9,5 კვადრატული სანტიმეტრი ფართობი (არ დაგავიწყდეთ რეალურ ნასოსი ცოტაოდენ მეტი ფართობი აქვს).
დავიწყეთ დატუმბვა - 1 ატმოსფეროს წნევაზე დგუშის ქვემოთ მოძრაობისას, დგუში შეგვეწინააღმდეგება ძალით რომელიც ტოლია 9,5 კილოგრამისა (გვახსოვს ხომ ატმოსფერული წნევის ძალა - 1 კილოგრამი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე). ადამიანისთვის ეს დიდი არაფერია, მითუმეტეს მოძრაობა ძირს, პლიუს საპოხი მასალა და ბედნიერად ვტუმბავთ საბურავს... მაგრამ ავედით 2 ატმოსფეროზე...
ესე იგი ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს უკვე 2 კილოგრამი ძალა აწვება. აქედან გამომდინარე კი საერთო ჯამში უკვე 19 კილოგრამს ვებრძვით. 3 ატმოსფეროზე უკვე 3 კილოგრამი მრავლდება 9,5 სანტიმეტრზე და ვიღებთ 28.5 კილოგრამს, 4 ატმოსფეროზე 38 კილოგრამს, ასე ავედით 8 ატმოსფეროზე და უკვე ვებრძვით 76 კილოგრამ ძალას, ამ წნევაზე ნასოსზე უკვე მთელი ჩვენი წონით დაწოლა გვიწევს, პრაქტიკულად ვეკიდებით ნასოსზე ზემოდან რომ რამენაირად დავძლიოთ.
9 ატმოსფეროზე თანაბრდება ჩვენი წონა და შექმნილი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მივაღწიეთ 85.5 კილოგრამ წინააღმდეგობას, ჩვენი წონა კი თავიდან ჩამოვაყალიბეთ როგორც 85 კილოგრამი. როგორც ხვდებით 10 ატმოსფეროზე ასვლა ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება... ჩვენი მასა წინააღმდეგობას აღარ ყოფნის, საჭიროა გაქანებით ზემოდან დაწოლა....
ერთი შეხედვით გაიფიქრებს კაცი დიდი ამბავი, დავიხმარ მეგობარ-ნათესავებსო... თუმცა ზემოთ მოყვანილი პრინციპი ფიზიკისთვის საყვარელი იდეალური პირობებია... გვავიწყდება ხახუნის კოეფიციენტი (რაც არ უნდა საპოხს ვიყენებდეთ მაინც რჩება რაღაც), ასევე გვავიწყდება ის პირობა რომ წნევის ზრდასთან ერთად იზრდება ზეწოლა დგუშზე, რის გამოც ის კედლებს პრაქტიკულად ერწყმის და ყველანაირად გვეწინააღმდეგება რომ გაინძრეს, ნასოსის დგუშის ღერძი ასეთ დატვირთვებზე გათვლილი არაა, გაიღუნება... და ასე შემდეგ...