მოგესალმებით ყველას ! როგორც იქნა მოვიცალე და მინდა მოგაწოდოთ პატარა რეპორტაჟი ჩემს ახალ შენაძენზე ჰატსან ატ-44-10-ზე.
ყოველგვარი დატიუნგების გარეშე 200 ბარიდან 100 ბარამდე მქონდა 50 გასროლა 280-310 მ/წმ-ის შუალედში რეზერვუარში შევცვალე კლაპნის ზამბარა სუსტი ძლიერით . რის შემდეგაც ტყვიის სიჩქარემ მოიკლო დაახლოებით 30 მ/წმ-ით, ხოლო გასროლების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა 190 ბარიდან 90 ბარამდე მივიღე 80-85 გასროლა. რაღა ბევრი გავაგრძელო აგერ არის და ნახეთ : ვისვრი ჯსბ 0,67 გრამიანს
პარალელურ რეჟიმში ვესროდი მიშენიაში 30 . 40, 50 , 60, 70მეტრიდან ყველა ამ ჩამოთვლილი მანძილებიდან მივიღე ერთიდაიგივე საუკეთესო შედეგები . ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი ა ბატონო



ეს კი ქრონის ჩვენებები



ე ს კიდევ ყველა ნასროლი ერთად

ნუ რა შეიძლება ითქვას თოფია ქრხნულ მდგომარეობაში , ყოველგვარი დატიუნგების გარეშე ( თუ არ ჩავთვლით რეზერვუარში ზამბარის შეცვლას) მიზანში მიდის საუცხოოდ . ქაღალდზე თუ ასეა სანადიროდ რაღა იქნება

ა ბატონო : სროლა მანქანიდან s-
ამას კი ნადირობა არ ჰქვია , უფრო გართობას და თოფის გამოცდას დავარქმევდი რისთვისაც ჩემდა სამწუხაროდ და ყვავების საბედნიეროდ დრო არ მაქვს ხოლმე. აი ეს კი ის არის რისთვისაცაა ეს მშვენიერება შეძენილი , აი ამ მშვენიერი არსებების დასაძინებლად
P.S. ერთხელ ჯაჯამ მითხრა რა იარაღიც გინდა შეიძინო , რაღაცით მაინც უკმაყოფილო იქნებიო. ბატონო გიორგი უკმაყოფილო ჩემი შენაძენით ვიქნები მხოლოდ მაშინ თუ 177 კალიბრში ამაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს ვინმე თუნდაც უფრო ძვირად-ღირებულით. რაც შეეხება წონას . კაკრას რო საჭიროა ეს წონა დასამიზნებლად რომ არ გაგიტოკდეს. ასე რომ სრულიად კმაყოფილი ვარ . ეხლა რას შვრება ფიშტო და ტიუნინგის( რედუქტორი და სხვა) შემდეგ რაღას იზამს ?!

კომენტარები თქვენთვის მომინდვია....
მადლობთ ყურადღებისათვის...