sekurifa თემა არ ვიცი წესით აქვე უნდა იყოს გადახედე აბა წინა გვერდებს...
რაც შეეხება პოლირებას და რამე, არაფერუი არ სჭირდება რეზიკს, იმიტომ რომ უკნიდან და წინიდან რაც ხუფები აქვს, ისინი ბოლოშI არსებული რეზინებითაა გამაგრებული, აი თუ შიგნით დააპირებ რედუქტორის ჩაყენებას, მერე შეიძლება დაგჭირდეს, შიდა ზედაპირის გაპრიალება, ან არ დაგჭირდეს, დამოკიდებულია კონკრეტულ ეგზემპლარზე. მე ერთი ისეთი შემხვდა რომ გავსკდი გაპრიალებით, მაგრამ პაწა ნაჩხაპნი მაინც ემჩნეოდა, ნუ თავიდან ძალიან მოშნი ნაჩხაპნი იყო შიგნიდან.
აი რაც შეეხება კლაპნის გაუმჯობესებას, ნუ მანდ მთავარი პრობლემა ისაა რომ წრეზე აქვს
მაი ყურძნის მტევანივით ხვრელები კლაპანს (რეზიკი მოხსენი და დახედე იმ ნაწილს რაც კოლოფში შედის)...

თეორია და როგორც აჩვენა პრაქტიკამაც, ასეთია, მაგდენი ხვრელი საჭირო არაა, განსაკუთრებით ისინი რომელიც ქვემოთ მიმართული და გვერდებზე მიმართულია. ტყუილა იხარჯება ჰაერი. ნუ თურქებმა იოლი გამოსავალი ნახეს ყველა მხრიდან დადირკეს იმ იმედად რომ მოჭერისას როგორც არ უნდა დადგეს რეზერვუარი, ჰაერი მაინც გამოვა და მიმწოდებლამდე მიაღწევსო.
მოკელდ საჭიროა შემდეგი რამ:
1) მოუჭირე რეზერვუარი კოლოფშI და აიღე მეტკა რა ადგილი ჩერდება ზემოდან (ნულის მხარეს), ფანქარი ან მარკერი გამოიყენე,
2) მერე მოხსენი რეზერვუარი და დაინახავ რომელი ხვრელი უწევს ზემოთ მიმართული, ნუ შეიძLება შუა ადგილმა მოუწიოს და 2 ხვრელი გაინაწილებს რა ადგილს
3) დანარჩენი ზედმეტი ხვრელები უდნა ამოავსო. გამოსავლად იყენებენ ხოლმე ებოქსიტის წებოს, იგივე ორ კომპონენტიან ანუ AB წებოს, იღე ორ ნივთიერებას ურევ ერთმანეთში, მიღებული მასით კი ზედმეტ ხვრელებს ავსებ. 5 წუთში წებო მაგრდება და ფორმას ინარჩუნებს, მაგრამ სრულიგამყარებისთვის 24 საათია საჭირო, ასე რომ სროლა მეორე დრემდე გადაიდება თორემ გამოყრის ყველაფერს გარეთ

4) ნუ ბრინჯაოზე თუ ვერ მოიკიდა ფეხი მაგ წებონ ნელნელა სროლისას დაიწყებს არაჩაწეპებულების ამოყრას, იმ ადგილებს ხელახლა შეავსებ წებოთი, ან რავი თუ რაიმე სხვას მოიფიქრებ კაი იქნება, მე პირადად სხვა ვერაფერი მოვიციქრე და უბრალოდ ტუპად გამოვჩარხე ახალი დეტალი და მხოლოდ ერთი ზემოთ მიმართული დირკა დავუტოვე

კიდე ასევე კაი იქნება შემდეგი მოდიფიკაცია:
1) დაცალე რეზერვუარი და მოხსენი თოფს
2) დააჭირე კლაპანს თითი, დაინახავ რომ ოდნავი შეხებისასაც კი მოძრაობს, მაშIნ როდესაც კლაპანი იმდენად მყარად უნდა იყოს, რომ თითს რომ დააჭერ, ლამის ძვლამდე უნდა ჩავიდეს, გატკინოს და ან საერთოდ არ უნდა დაიძრას, ან ოდნავ უნდა დაიძრას ეს იმაზე მიგინიშნევს რომ ზამბარაა სუსტი და შედეგად გასროლისას დიდხანს იხსნება კლაპანი, აქედან ბევრი უაზრო ჰაერის გამოშვება და გადახარჯვა. სამკურნალოდ
3) მოხსენი უკნიდან კლაპანი რეზერვუარს
4) რომ მოხსნი დაინახავ მაგ ბრინჯაოს დეტალში თეთრი პლასტმასის იმენნა პრობკას

მაგ პრობკის ქვევით არის, კნოპკიანი ავტოკალმის ზამბარა, ნუ კაროჩე ძალიან სუსტი ზამბარაა
5) მოაძრე პლასკაგუფცის, ან დანის გამოყენებით ეგ პრობკა, ოღონდ არ დააზიანო კიდევ დაგჭირდება.
6) ამოიღე ეგ რბილი ზამბარა და გაიქეცი ელიავაზე, შეარჩიე, მაგარი და მაგ ზომების შესაბამისი ზამბარა.
7) დაბრუნდი სახლში და შეუდები ჩასმას, აწყობას და იმ თეთრი პრობკის მორგებას.
შეამოწმე თითოთ, თუ ძლივს მოძრაობს კლაპანი მაშინ კარგადაა საქმე, თუ საერთოდ არ იხსნება, მაშინ ნამეტანი დიდი ზამბარაა, დაიადე და ცოტა ჩამოათალე, ვთქვათ ტაჩილაზე, ან დრემელით, ბალგარკით, კაროჩე რასაც ნახავ

ბოლოს დატენე თოფი და დაიწყე სროლა...
P.S. ამ ოპერაციისთვსი კარგი იქნება ქრონოგრაფი, ან მაიატნიკი, რომ გაარკვიო თავიდან რამდენი გასროლა გქონდა, რა სიჩქარეებით, და ამ ოპერაციის მერე რა სიჩქარეები გაქვს და რამდენი გასროლა.
როგროც წესი სიჩქარეების დერეფანი სწორდება და არარ არის, 40- მდა 50 მეტრ წამიანი სხვაობა დასაწყისიდან დამთავრებამდე, ასევე ცოოტათი კლებულობს სიჩქარე და გააჩნია რა ზამბარა შეარჩიე და რაფერ რა ამოქოლე იმის და მიხედვით გაგეზრდება გასროლების რაოდენობა 10-დან 15-ით