ესეიგი ყოველ 10 ტყვიაზე 20 ბარს ხარჯავდი წნევას, რაც ჩემი აზრით ჰაერის გადახარჯვაა. მე როგორც მასწავლეს საშუალოდ 1 ბარიდან მაქს 1.5 ბარს არ უნდა სცდებოდესო ჰაერის ხარჯი თოთო გასროლაზეო, ანუ ყოველი 10 გასროლის შემდეგ 10-15 ბარი უნდა მოიკლოს.
კიდევ კაი დაამატე განმარტება თორემ როგორ შეიძლება წნევებით ხარჯის გამოთვლა რეზერვუარის მოცულობის გათვალისწინების გარეშე? ჰაჩიკას 180 კუბიანი რეზიკი აქვს, ასე რომ..... 50 გასროლა თითქმის იდეალურ სიბრტყეში.... ქარხნულად 30-40-ს აქეტებს არეულად აქ კიდევ....
მეორეცესერთი გადახარჯვა არანაირად არ იანგარიშება წნევებით, თუ ძალიან გინდა გამოთვლა, ადექი და გამოთვალე რამდენი ჰაერი დაიხარჯა ვთქვათ 10 გასროლაზე და გაყავი მოცულობა ჰაერის რაოდენობაზე, მაგრამ ეგეც არასწორი ანგარიში იქნება, რადგან ურედუქტორი სისტემაში წნევის ცვლილების გამო ძალიან ბევრი ცვლადი შემოდის გამოთვლებში....
ამიტომაც, რეალურად ჰაერის ხარჯის გამოთვლა მართებულია მხოლოდ რედუქტორიან სისტემებში და ისიც კუბურ სანტიმეტრებში არა და არა წნევების მიხედვით.
Mamuka_k
პლატო გადასარევია, მაგრამ სიჩარე ნამეტანი მაღალია, გაითვალისწინე რომ 330 მეტრ წამი არის ხმის ბარიერი უხეშად. შედეგად მაგ დროს ტყვიის წინ ისეთი დონის შეკუმშული ჰაერის ბარიერი დგას რომ მის გადალახვაზე უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს... შედეგად ლულის ჭრილტან კი გიჩვენებს 227 მეტრ წამს, მაგრამ იმდენ ენერგიას ხარჯაბს რომ შეიძლება 25 მერტში გაცილებით ნაკლები ენერგია ჰქონდეს, მაშინ როდესაც პირობითად 270-280-ით დაწყებული სროლისას იგივე 25 მეტრზე შედარებით ნაკლები სიჩქარის ვარდნა ექნება ტყვიას, იმიტომ რომ არ მოუცია საკმაოდ მყარ ჰაერის მასასთან ბრძოლა, რის გამოც ენერგია უფრო ეფექტურად შეინარჩუნა....
მოკლედ იჩალიჩე სიჩქარის დაწევაზე და წესით მაგან ჰაერის ეკონომიაც უნდა გაგიკეთოს, შედეგად შეიძლება 55-60 გასროლამდეც კი ახვიდე