userman
Apr 20 2017, 07:50 AM
ციტატა(giga2010 @ 20th April 2017 - 12:51 AM)

ვითომ გაამართლებს?
ცდა არაა რთული . ანუ საცდელად ღირს . დიდი კონსტრუქციების გაჩარხვას არ მოითხოვს.
ისე შორიდან მგონია ჰაერის გადახარჯვა ექნება , ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ. ანუ ნაკლებ გასროლებს მივიღებთ.
giga2010
Apr 20 2017, 06:33 PM
ციტატა(userman @ Apr 20 2017, 08:50 AM)

ცდა არაა რთული . ანუ საცდელად ღირს . დიდი კონსტრუქციების გაჩარხვას არ მოითხოვს.
ისე შორიდან მგონია ჰაერის გადახარჯვა ექნება , ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ. ანუ ნაკლებ გასროლებს მივიღებთ.
თქვენი რედუქტორით რამდენ გასროლას აკეთებთ? რეზერვუარი 180კბ-ია?
userman
Apr 21 2017, 02:00 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 20th April 2017 - 07:33 PM)

თქვენი რედუქტორით რამდენ გასროლას აკეთებთ? რეზერვუარი 180კბ-ია?
გააჩნია რა სიჩქარეზე დავაყენებ. რეზერვუარი 180 კუბ. სან.
მაგალითად 0.67 გ-ს , როცა ვისვრი 270 მ/წმ-ით მაქვს 40 გასროლა . კიდევ 10 გასროლაა 270-260 მ/წმ-ის შუალედშია.
ისე მინდა გითხრა , რომ ძირითადად ვხმარობ 0.547გ ჯსბ-ის, რომელიც ამჟამად დაყენებული მაქვს 270 მ/წმ-ზე და მაქვს 70 გასროლა .
giga2010
Apr 21 2017, 07:15 PM
ციტატა(userman @ Apr 21 2017, 03:00 PM)

giga2010
გააჩნია რა სიჩქარეზე დავაყენებ. რეზერვუარი 180 კუბ. სან.
მაგალითად 0.67 გ-ს , როცა ვისვრი 270 მ/წმ-ით მაქვს 40 გასროლა . კიდევ 10 გასროლაა 270-260 მ/წმ-ის შუალედშია.
ისე მინდა გითხრა , რომ ძირითადად ვხმარობ 0.547გ ჯსბ-ის, რომელიც ამჟამად დაყენებული მაქვს 270 მ/წმ-ზე და მაქვს 70 გასროლა .
მადლობა ყურადღებისთვის, მშვენიერი შედეგია
userman
May 16 2017, 11:23 AM
ატ 44-ისთვის გარე რედუქტორს ვეძებ , ხოოდა ვინმე გამოსაწერ ლინკს ხომ ვერ მომაწვდის ?
vexam
May 16 2017, 03:59 PM
შარშან ვეძებდი, არ გამომიწერია, მაგრამ მახსოვს 99$ იყო ფასი, თუ ვიპოვნე მოგწერთ ლინკს.
vexam
May 16 2017, 05:09 PM
userman
Oct 4 2017, 03:39 PM
ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და თავისით გამოვიდა მწყობრიდან ანუ ჰაერს აპარებს ისრით მონიშნულ ნახვრეტიდან.
თუ იცით შესაძლებელია თუ არა ამის გარემონტება ?
userman ეგ მგონი სავენტილაციო ხვრელია ისრის ბუდეს ანიავებს ალბათ, შიგ რეზბაში ზის წნევის განმსაზღვრელი და გერმეტულად არის როგორც წესი წნევა ისრის ბუდეში არ იქმნება მანამდეა რეზბის ბოლოს, ხოლო თუ ჰაერი ბუდეში ამოდის რეზერვუარიდან ესეიგი ეგ მანომეტრი გადასაგდებია
ისე მაგის წამალი ტარასამ იცის კითხე როგორ მოაგვარა
userman
Oct 5 2017, 04:08 PM
ციტატა(nrg123 @ 5th October 2017 - 01:44 PM)

ისე მაგის წამალი ტარასამ იცის კითხე როგორ მოაგვარა
ეხლა უკვე მეც ვიცი

. მანომეტრს გავაუქმებ და ეგ იქნება . გავხდები ნასუსის მანომეტრზე დამოკიდებული.
ადრე გუდვილში ჰქონდათ გასაყიდი , თუმცა ამ ეტაბზე აღარ იყო,
userman
ხო დროებით მიაზაგლუშკე მერე კიდე გამოწერე მანომეტრი, ისე რა რეზბაზეა?
bubusicha
Feb 13 2018, 08:22 PM
ბიჭებო ატ44-ის შტუცერს სად ვიშოვი, ანუ რეზერვუარში რაც შედის დატენვის დროს.
ან რომელიმე სხვა მოდელის თუ მიდის, ხომ არ იცით?
bubusicha
Feb 13 2018, 08:29 PM
და შლანგიც მინდა ბალონისთვის მაგრამ ეგ ალიექსპრესზე დაყრილია
datka25
Feb 13 2018, 09:40 PM
ციტატა(NRG @ Oct 5 2017, 05:47 PM)

userman
ხო დროებით მიაზაგლუშკე მერე კიდე გამოწერე მანომეტრი, ისე რა რეზბაზეა?
კრალის შტუცერიც მიდის . . .
ja_ja
Feb 14 2018, 01:21 PM
bubusicha
ცხვირი მოიტა ზომებისთვის და 15 ლარად გაგიკეთებ
bubusicha
Feb 14 2018, 08:31 PM
ja_ja
ზომები არ ვიცი ჯაჯა
თბილისშიც არ ვარ ამჟამად.
პმ-ში შეგეხმიანები.
ja_ja
Feb 15 2018, 04:49 PM
ნუ დიამეტრი კი ვიცი რამხელაც უნდა, მე არ ვიცი სიგრძე რამდენი უნდა იყოს, მინიმუმ 3 ვარიანტია მაგ უბედური თოფის.. მაგის გამო ვეჭედები თორემ გეტყოდი რომ პირდაპირ გავაკეთებდი
sekurifa
Feb 16 2018, 11:48 AM
sekurifa
Feb 16 2018, 11:48 AM
პოსტი ორჯერ გამომეგზავნა მაუსი მიჭედავს.
bubusicha
Feb 17 2018, 11:03 PM
sekurifa
მადლობა ზურა
ja_ja
ჯაჯა ამ ზომების მიხედვით რომ დამიმზადო გამომადგება თუ შეიძლება სხვა ზომისაც არსებობდეს ეგ შტუცერები?
ja_ja
Feb 18 2018, 01:18 PM
თუ შენს ჰაჩიკას გარედან არ აქვს დამტენ პორტზე ხუფი მაშინ წავა ეგეთი პონტი....
გადაიღე სურათი როგორი ცხვირი გაქვენ და თუ შესძლებ დიამეტრი გაზომე... თუ კლასიკური ძველი ანუ პირველი და მეორე თაობის ჰაჩიკა გყავს მაგის დამტენი თავი მაქვს და მისი მიხედვით გავაკეთებ...
კაროჩე სურათი გადაუღე თოფის ცხვირს რომ გავიდოთ რა გაქვენ....
userman
Feb 18 2018, 03:07 PM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 18th February 2018 - 02:18 PM)

თუ შენს ჰაჩიკას გარედან არ აქვს დამტენ პორტზე ხუფი მაშინ წავა ეგეთი პონტი....
მე მგონი ორივე ვარიანტში უნდა წავიდეს. ხუფი გინდა ჰქონდეს და გინდა არა . მაგას რა მნიშვნელობა აქვს . ხუფი უბრალოდ მტვრისაგან იცავს მეტი არაფერი.
მე ორივე ვარიანტის ბალონი მაქვს ძველებურიც ( უხუფო ) და ახლებურიც ( ხუფიანი ). ორივეზე მშვენივრად მიდის .
დაჟე კრალზეც კი მიდის

.
sekurifa
Feb 18 2018, 06:04 PM
ციტატა(ja_ja @ 18th February 2018 - 02:18 PM)

თუ შენს ჰაჩიკას გარედან არ აქვს დამტენ პორტზე ხუფი მაშინ წავა ეგეთი პონტი....
ჯაჯა ეს სურათები რაც დავდე შტუცერის, მიდის თავსახურიან რეზიკზე ხოლო შენ რომ ადრე გამიკეთე ჩემი ძველი ჰაცანისთვის შტუცერი (ბალონზე ბალონზე სახმარად) აი ის შტუცერიც კი მიდის ჩემს ახალ თავსახურიან რეზიკზე მაგრამ რეზინა გამოდის გარეთ ცოტა შახტიდან და სავარაუდოდ გააპარებს.
sekurifa
Feb 18 2018, 07:27 PM
ციტატა(sekurifa @ 18th February 2018 - 07:04 PM)

აი ის შტუცერიც კი მიდის ჩემს ახალ თავსახურიან რეზიკზე მაგრამ რეზინა გამოდის გარეთ
მაპატიეთ შეცდომით დავცერე. ეგ მომენტი სულ სხვა რეზიკზე იყო. ანუ მე მაქვს ხუფიანი რეზიკი ჰაცანის და ორი შტუცერი. ერთი ოდნავ მოკლე და ერთი მოგრძო.
ორივე მიდის ჩემს რეზიკზე. მოგრძო რომელიცაა ის არის ძველი უხუფო რეზიკის.
ja_ja
Feb 18 2018, 08:59 PM
sekurifa ციტატა(sekurifa @ 18th February 2018 - 07:04 PM)

მაგრამ რეზინა გამოდის გარეთ ცოტა შახტიდან და სავარაუდოდ გააპარებს
ზუსტად მანდ ვარ მეც, არ გამოყოს ფეხია თუ რეზინა გარეთ მაგის მეშინია....
userman ციტატა(userman @ 18th February 2018 - 04:07 PM)

მე მგონი ორივე ვარიანტში უნდა წავიდეს. ხუფი გინდა ჰქონდეს და გინდა არა . მაგას რა მნიშვნელობა აქვს .
საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ხუფის გარეშე რაცაა, იმაში რომ შედის შტუცერი ნორმალურ სიგრძეზე, ხუფიანში კი უკვე გარე ხუფი ამატებს დიამეტრს და არარ ამართლებს, იმიტომ რომ პირველი რეზინა უწევს ლამის ცენტრში,ოლო უკანა რეზინა ნამეტანი გარეთაა და მრგვალი რეზერვუარის ფორმის გამო შეიძLება რეზინა გარეთ დარჩეს....
bubusicha მოიკლა ზურამ თავი იმდენნაირი სურათი დადო, რა გაგიხდა შენ ერთი სურათის დადება, მითუმეტეს შენთვის გინდა
userman
Feb 19 2018, 10:07 AM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 18th February 2018 - 09:59 PM)

ზუსტად მანდ ვარ მეც, არ გამოყოს ფეხია თუ რეზინა გარეთ მაგის მეშინია
მერედა შენც პირველ ვერსიას მიაწექი , რაუნდა მაგას

.
თეთრი სალნიკებიანს ანუ ქარხნულს , რომელიც ორივენაირ ბალონზე მუშაობს .
bubusicha
Feb 19 2018, 12:06 PM
ja_ja
არ მაქვს ჯაჯა თან, შაბათ-კვირას თუ მოვახერხე წასვლა გადავუღებ და გამოგიგზავნი
bubusicha
Feb 20 2018, 05:34 PM
ესაა ჯაჯა

ja_ja
Feb 22 2018, 04:22 PM
იასნა რაცაა, გაკეთებადია, როდისთვის გინდა?
bubusicha
Feb 22 2018, 05:05 PM
ja_ja
როცა მიიცლი და გააკეთებ არ მეჩქარება.
Mamuka_k
Jun 19 2018, 01:51 PM
გამარჯობათ.
ატ44-ის სტანდარტულ ვერსიებში (ლონგი რომ არ იყოს) ვალტერის ლულას თუ უყენებენ სერიულად?
vexam
Jun 19 2018, 02:54 PM
ციტატა(Mamuka_kuprashvili @ Jun 19 2018, 02:51 PM)

გამარჯობათ.
ატ44-ის სტანდარტულ ვერსიებში (ლონგი რომ არ იყოს) ვალტერის ლულას თუ უყენებენ სერიულად?
კი, არა - "ლონგ"-ებზეც არის. მაგრამ ვალტერი თუ ჰატსანის ლულა, თუ არ დაარეგულირებ დამრტყმელის ზამბარას, რას სად ისვრის ვერ გაიგებ კაცი.
userman
Jun 19 2018, 11:16 PM
ციტატა(vexam @ 19th June 2018 - 03:54 PM)

კი, არა - "ლონგ"-ებზეც არის. მაგრამ ვალტერი თუ ჰატსანის ლულა, თუ არ დაარეგულირებ დამრტყმელის ზამბარას, რას სად ისვრის ვერ გაიგებ კაცი.
კი არა რას ნიშნავს ?
რა თქმა უნდა უყენებენ ვალტერის ლულას , ნებისმიერ ვერსიებში ...
vexam
Jun 20 2018, 04:24 PM
კი, ანუ არის არალონგებზეც. ანუ იმათზეც, რომლებიც "ლონგები" არ არის.
Mamuka_k
Jul 9 2018, 08:14 PM
გამარჯობათ.
მოკლედ დიდი არჩევანის მერე BT65 SB QE ჩავიგდე ხელში და არის ქარხნული ვერსია.
ძაან დიდი სისიწრაფით ისვრის, აქვს ჰაერის გადახარჯვა და ა.შ. რაც ყველა ქარხნულ ხაჩიკას.
მინდა მივხედო და ფორმაში მოვიყვანო. ბევრი ინფო ვნახე ფორუმზე და ყველა თავისებურად ანავაროტკებს...
იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება გაუკეთდეს ან/და ვის შეიძლება მივმართო იარაღის ფორმაში მოსაყვანად? (დიდად არ მეხერხება დეტალებზე მუშაობა)
მსურს:
სტანდარტული გასროლები მივიღო, კარგი პლატო, იქნება ეს რედუქტორის დახმარებით თუ მის გარეშე.
ფასკის მოჭრა
ლულის პოლირება (როგორც ფორუმზე ვნახე ჯგუფების გაკეთებისთვისაც კარგია და არა მარტო ლულის ხშირად წმენდისაგან თავის ასარიდებლად)
ტყვიის სიჩქარე 10,5 გრანიანებით 280-290 მ.წ.-ის მიღება
გასროლების რაოდენობა მინ. 40 ან მეტი...
ალბათ იმის მიღება მსურს იარაღისაგან რაც ყველა ხაჩიკას მფლობელს.
ამ იარაღის ყიდვა რო გადავწყვიტე, ვიცოდი რომ დიდ საქმეს გამომიჩენდა მისი დანავაროტკება და გამიხარდება აქ თუ არის ისეთი ადამიანი ვინც დასაწყისისთვის დამეხმარება.
მადლობა.
MonSoon
Jul 9 2018, 10:22 PM
Mamuka_k
კარგია. ნაწერიდან გეტყობა რო გააზრებულად გაქვს ნაყიდი.
ტყვიები, ქრონი და უქარო ადგილი დაგჭირდება პირველ როგში.
Mamuka_k
Jul 12 2018, 07:32 PM
მადლობა
MonSoonამ დღეებში ქრონზე გავტესტავ იარაღს და შევეცდები რედუქტორის გარეშე მივიღო ნორმალური პლატო.
კითხვა მაქვს
1 - (ვიცი რეზერვიარის კლაპნის ზამბარა უფრო უხეშით უნდა შევცვალო) საჭიროა თუ არა დამრტყმელი ზამბარის შეცვლაც?
2 - ზამბარის(ების) შეცვლის და დარეგულირების შემთხვევაში შევძლებ თუ არა იგივე პლატოს მიღებას რეზერვუარის ხვრელების წებოთი ამოვსების გარეშე?
3 - წებოს მოშორებას რამდენად შევძლებ ისე, რომ კლაპანი არ დავაზიანო?
4 - რედუქტორის დაყენების შემთხვევაში ეს ზამბარები და ხვრელების მიხედვა მაინც დამჭირდება???
და
5 - ხომ არ მირჩევთ პირდაპირ რედუქტორის დაყენებას?

მადლობა.
giga2010
Jul 12 2018, 08:27 PM
Mamuka_k
არ გირჩევთ ამოვსებას ხვრელების. ჯერ რედუქტორის გარეშე შეარჩიეთ სიჩქარე და ტყვიები, ნახეთ რა სიჩქარეზე მიიღებთ უკეთეს ჯგუფებს და შემდგომ დააყენეთ რედუქტრი
MonSoon
Jul 12 2018, 08:47 PM
Mamuka_k
გიგას მონაწერს დავამატებ რომ თუ სანადიროდაც გინდა, 200 ბარიდან 100 ბარამდე ოპტიკაში წერტილებზე რა შესწორებები მოგიწევს ეგენიც დატესტო. ვგულისხმობ პლატოს გარეთ შეცვლილ სიჩქარეზე ოპტიკაში რა შესწორებაც მოგიწევს.
userman
Jul 12 2018, 09:14 PM
Mamuka_k
ისე ცალკე თემა , რომ გახსნა ბ ტ 65 -ზე არ ჯობია ? თუ გახსნილი არაა უკვე .
რედუქტორი აჯობებს , მაგდენ წვალებას , თუმცა გიჟურ სიჩქარეებს რედუქტორით ვერ მიიღებ და მემგონი არცაა საჭირო.
name
Jul 13 2018, 11:41 AM
Mamuka_k
რა ჯგუფებს აკეთებ დადე აბა სურათები? იქნებ არ უნდა რედუქტორი რედუქტორი არც უნდა მეთუმკითხავ, იმიტო რო რეგულირება მძიმეტყვიებით შეილება, დამრტყმელი ზამბარით, ასევე რეზერვუარში ხვრელი დაპატარავე ნაკლები წნევით რო მიაწვეს კლაპანს, და რავი შეილება მარტივად დაბალანსო ზამბარები იყიდე მაგარი სუსტი საშვალო ჩაუჯექი და ჯგუფებს და დამუღამებ, ფასკა ყველავარიანტში გაუკეთე, სასხლეტიც დაურბილე თუ აქვს საშვალება,
და რავი მერე გვანახე რა მანძილზე რა ჯგუფებს მიღებ და ეგა, ისე BT 65 არ მინახია აქ ვინმეს ნადირობაზე დაედო ან ჯგუფები, ან პლინკი შორმანძილზე
Mamuka_k
Jul 13 2018, 09:20 PM
ანუ giga2010 პირდაპირ რედუქტორის დაყენებას მირჩევ. ვნახავ მაინც ზამბარების დარეგულირებით რას იზავს, მარტივია მისი ზამბარების გამოცვლა და თუ უშველა ხომ კარგი. თუ არა და რედუქტორს დავაყენებ.
MonSoon როგორც მიგიხვდი წნევის ცვლილების შედეგად ტყვიის ტრაექტორიის ცვლილებას გულისხმობ. კი სანადიროდ მინდა ძირითადად და მაგის ტესტირებასაც გავაკეთებ; ძირითადად ბალისტიკური კალკულატორით, მაგრამ პრაქტიკაშიც აუცილებლად მოვსინჯავ.
userman ცალკე თემა არის გახსნილი და ძალიან მცირე ინფოა, ძირითადად ამ თემაშია მისი მონაცემები განხილული. (ალბათ იმიტომ, რომ ამ ორი იარაღის "ნავაროტკა" ემთხვევა ერთმანეთს).
name ზამბარების შეცვლის საშვალებით შევეცდები მივიღო ნორმალური პლატო, ხვრელების დაპატარავება რაღაც არ მომდის თვალში.. ვნახე დროთა განმავლობაში ძვრება წებო და მოვერიდები...
ფასკას გავუკეთებ აუცილებლად.
დამრტყმელის ზამბარაც ქარხნულზე უხეში დავაყენო?
name
Jul 14 2018, 01:00 PM
Mamuka_k
იქ თუ უხეშს დაყენებ მანდ სუსტი დაყენე, თუმცა შეგიძლია კლაპინს ზამბარს შეშვა და დამრტყმელი ზამბარ დაყენო სუსტი, მოკლედ რამ,დენიმე ზამბარის ყიდვა გინდა სულ 2 ან 3 სიძლიერის მიხედვით და გამოგივა, მე მაგალითAდ 200 მარისქვევით დახლოებით 10 ბარით რო ჩამოვა კამფეტივით ისვრის, თან ბევრს არ ვისვრი დროც არ მაქვს რო ვისროდე ხშირად უკეთეს გავხდიდი,
ნუ მოკლედ რაც შეხება ხვრელის თვალში არ მოსვლას, ახალი რო გამოჩარხო 3 ხვრელი გაკეთი უფრო პატარები თუ არ მოგეწონა გადიდე და ქარხნულზე დაყენე, როგორ არ ექნება ექნება მნიშვნელობა ხვრელის დაპატარავებას, მე ეგრე მავს გაკეთებული და ასე დავიმორჩილე, თორე ქარხნული ვერც კლაპნისზამბარა დავიმორჩილე , ვერც დამრტყმელი ზამბარა, მერე შიგნით ხვრელი ახლ;ი გავაკეთე და დავაპატარავე უფრო,
მერე ზამბარებით იქეთ აქეთ დავაბალანსე ფაქტიურად რეფუქტორივით გამოდის ეს პროცესი რავი სჰენი საქმისა შენ იცი,
ეხლა აგერ 90 მეტრზე უბრახუნებ ლიტრიანს და ნახევარ ლიტრიან ბითლს ბანკის ჟესთის თავსახურს, თნ საყრდენი მაქნის კარები მოუხერხებელი ჯდომით თოფის რხევით, crosman premier .177 10.5 გრანიანებს
datka25
Jul 16 2018, 09:42 AM
Mamuka_k ციტატა(Mamuka_kuprashvili @ 13th July 2018 - 10:20 PM)

თუ არა და რედუქტორს დავაყენებ.
რედუქტორის დაუენებას თუ მოიფიქრებ, შემეხმიანე, მაინც უსაქმოდ მაქვს. . .
Mamuka_k
Jul 17 2018, 09:16 PM
მოკლედ, როგორც იქნა, დავტესტე ჩემი იარაღიც და შედეგები არის შემდეგი:
შევცვალე რეზერვუარის კლაპნის ზამბარა უხეშით.
დამრტყმელი ზამბარა ბოლომდე გაშლილი (დამსუბუქებული)
ვისროლე CP 10,5 გრაინიანები
200 ბარი. სიჩქარე- FPS-ში
1 - 1047
2 - 1025
3 - 1049
4 - error
5 - error
6 - 1053
7 - error
8 - 1052
9 - error
10 - 1065
10 გასროლის მერე წნევა დაეცა180 bar-ზე
11 - 1065
12 - error
13 - 1055
14 - 1055
15 - 1073
16 - 1058
17 - errore
18 - 1071
19 - 1056
20 - error
წნევა 160
21 - error
22 - 1065
23 - 1072
24 - error
25 - 1068
26 - 1067
27 - 1071
28 - 1070
29 - 1068
30 - 1073
წნევა 140
31 - 1070
32 - 1067
33 - 1072
34 - 1065
35 - 1073
36 - 1068
37 - 1067
38 - 1068
39 - 1045
40 - 1057
წნევა 120
41 - 1054
42 - 1060
43 - 1046
44 - 1039
45 - 1045
46 - 1029
47 - 1031
48 - 1022
49 - 1014
50 - 1012
წნევა დარჩა 105 ბარი და შევწყვიტე სროლა.
ტყვიის მაქსიმუმი სიჩქარე დაფიქსირდა 1073 fps = 327 ms
ტყვიის მინიმუმი სიჩქარე (45 გასროლის ჩათვლით) 1045 fps = 318 ms
ვფიქრობ, ურედუქტორო და ჯერ კიდევ ჭკუაზე მოსაყვანი ხაჩიკასთვის კარგი პლატოა, 9 ms სხვაობით; +-4,5 ms.
"პროსტა" ამ კალიბრის და ამ წონის ტყვიისათვის დიდი სიჩქარეა და ვფიქრობ არ გამომადგება მიზანში სასროლად. დამრტყმელი ზამბარის შეცვლაც მომიწევს... 270-280 ms-ზე თუ გასროლებმა მოიმატა და ეს პლატო შეინარჩუნა უფრო მეტ გასროლებზე (55-60 გასროლამდე, რაც არ მგონია..) მშვენიერი იქნება სანადირო იარაღისთვის. თუ არა და
datka25 შენს რედუქტორს დავეპატრონები

მადლობა ყველას რჩევისთვის.
giga2010
Jul 17 2018, 09:30 PM
Mamuka_k
სიჩქარე მეც დიდი მეჩვენება. შეეცადეთ არ აცდეთ 280მ.წ-ს. საკმაოდ კარგი პლატოა. რათქმაუნდა თუ სიჩქარეს დააკლებთ გასროლების რაოდენობაც მოიმატებს. ჰატცანს მე როგორც მახსოვს აქვს დამრტყმელი ზამბარის რეგულირების შესაძლებლობა
Mamuka_k
Jul 17 2018, 09:36 PM
ციტატა(giga2010 @ Jul 17 2018, 10:30 PM)

Mamuka_k
სიჩქარე მეც დიდი მეჩვენება. შეეცადეთ არ აცდეთ 280მ.წ-ს. საკმაოდ კარგი პლატოა. რათქმაუნდა თუ სიჩქარეს დააკლებთ გასროლების რაოდენობაც მოიმატებს. ჰატცანს მე როგორც მახსოვს აქვს დამრტყმელი ზამბარის რეგულირების შესაძლებლობა
კი აქვს და ბოლომდე მქონდა მოკლებული ზამბარის ძალა.
ძაან უხეშია ქარხნული ზამბარა.
aleqsa
Jul 17 2018, 11:02 PM
Mamuka_k ესეიგი ყოველ 10 ტყვიაზე 20 ბარს ხარჯავდი წნევას, რაც ჩემი აზრით ჰაერის გადახარჯვაა.
მე როგორც მასწავლეს საშუალოდ 1 ბარიდან მაქს 1.5 ბარს არ უნდა სცდებოდესო ჰაერის ხარჯი თოთო გასროლაზეო, ანუ ყოველი 10 გასროლის შემდეგ 10-15 ბარი უნდა მოიკლოს.
შესაძლოა ტყვიის სიჩქარის დაკლებამ მოგცეთ ეგ, ხარჯის შემცირებაც.
პ.ს. მეც მომხრევარ იმ აზრის რომ 280-285 მ.წმ. ის ფარგლების ზემოთ ტყვიის სიჩქარე უკვე ზედმეტობაა

წარმატებები მომავალშიც!
aleqsa
Jul 18 2018, 07:17 AM
Mamuka_k
ხო, განმარტებას დავამატებ ზემოთ რაც დავწერე იმას. ჰაერის ეგ ხარჯი იმ შემთხვევაში როცა რეზერვუარის მოცულობა 200კუბ მოცულობისაა და ზევით!!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.