ამს წინ ვიღაც რუსი , რომ ამბობდა 4.5 კალიბრი ჯობია მომენტებშიო 5.5 კალიბრსო ხოოდა იქვე ჰქონდა დადებული ვიდეო სადაც ჯსბ 0.87 გრამიან ტყვიას ისროდა 280 მ/წმ-ით და 50 მეტრზე კარგ შედეგს იღებდა .
მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და იგივე ვცადე ჩემს ატ-44 ზე . თანაც ვალტერის ლულითაა.
ექსპერიმენტი 1 .
დავარეგულირე ისე , რომ 35 გასროლა მივიღე 280-285 მ/წმ-ის შუალედში 0.87 გრამიანი ტყვიით. რედუქტორის გარეშე . მე მგონი ეს საუკეთესო შედეგია ჩემის აზრით . თუმცა ...
50 მეტრზე აკეთებდა 25-30 მილიმეტრს , მაგრამ მე უფრო შორ მანძილზე მაინტერესებდა . ეს ექპერიმენტიც იმიტომ იყო ჩაფიქრებული , მაგრამ სამწუხაროდ სასურველი შედეგი ვერ მივიღე 60 მ-ზე კიდევ არა უშავრს მაგის იქით სიზუსტე აღარ აქვს , თუმცა რაღაც მომენტებში კი ვიღებდი ჯგუფებს , მარა სტაბილურად არა . 70 მეტრ დინსტანციაზე .
იგივე ვცადე 300 მ/წმ-ით აქაც არ მომეწონა შედეგი.
ექპერიმენტი 2
შემდეგი ექპერიმენტი ჯსბ 1.05 გრამი. გაუშვი 270 მ/წმ-ით ცოტა უკეთესი შედეგი , კი მომცა მარა ისეთი სიზუსტე არა როგორც 0.67-იანს და 0.547-იანს აქვთ.
ასევე ვცადე 280 მ/წმ-ითაც . სიზუსტემ აქაც არ დამაკმაყოფილა . გასროლების რაოდენობა 15-20 .
ექპერიმენტი 3
დიდი ხანია რაც ვხმარობ ჯსბ 0.547 გრამიანებს ვისვრი 290 მ/წმ-ით , მაქვს 40-50 გასროლა რედუქტორზე, რომელიც დაყენებულია 120 ბარზე სავარაუდოთ. სიზუსტესაც არ ვემდური 100 მეტრამდე . ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ექპერიმენტს .გავზარდე რედუქტორის მიღმა წნევა დავაყენე 135 ბარზე დაახლოებით მივიღე 300 მ/წმ სიჩქარე ,გასროლების რაოდენობა კი 30 . სიზუსტეს რაც შეეხება იმათზე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე 0.87 და 1.05 გრამიანების დროს.
ექპერიმენტი 4
ისევ ტყვია ჯსბ 0.547გ. რედუქტორის მიღმა წნევა დავაყენე 90 ბარზე დაახლოებით და მივიღე 270 მ/წმ სიჩქარე და 60 გასროლა ( ზაფხულში ალბათ უფრო მოიმატებს გასროლების რაოდენობა მინიმუმ 10 მ/წმ-ით ). ყველაზე მთავარი ....

სიზუსტე მივიღე არაჩვეულებრივი. ვცადე 20 მეტრიდან 50 მეტრის ჩათვლით .
40 მეტრამდე მივიღე 6-7 მმ. ჯგუფი . 50 მეტრზე 10-15 მმ. უფრო შორ მანძილზე აღარ მიცდია , თუმცა ამ შემთხვევაში ინტერეს მოკლებული იქნება შორ მანძილზე სროლა ნაკლები ენერგეტიკის გამო, მაგრამ მაინც მაინტერესებს შედეგები 50 მ-დან 100 მეტრამდე.
პ.ს. ჩემთვის ამ ეტაპზე მისაღებია ექპერიმენტი ნომერი 4. გამომდინარე იქიდანაც , რომ სანადირო ობიექტები ძირითადად 50-მეტრამდეა . კიდევ იმიტომ , რომ სიზუსტე მეტი მაქვს და კიდევ იმიტომ , რომ გასროლების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
ვწუხვარ თვალსაჩინოებისთვის ფოტო-ვიდეო მასალა, რომ ვერ დაურთე.