დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Hatsan AT44w-10 - ენერგია, ხმა და ჰაერი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35
norica_dragon
ეს თემა ოფისგან რო გაასუფთაოს ვინმემ არავის უნდა? ან მე მომეცით მაგის უფლება smile.gif

მინდა რო ახალ და რევოლუციურ ინფოს ლამაზად დახვდეს smile.gif ჰა?? ნუ შეგეზარებათ მოდერებო და ადმინებო biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
გუშინ შენმა რევოლუციურმა ინფომ შიში მაჭამა... biggrin.gif

ანუ რედუქტორის შესამოწმებელი სადგური გუშინ პირველად დავბერე და თან მეშინოდა ვაი და ბა-ბახი ქნას მეთქი biggrin.gif იდეაში გადავრჩი, მაგრამ ვინმეს რომ ჰიდრო "აპრესოვშიკი" ჰქონოდა დაგვხატავდა. გუშინ პირველად ვინანე რატომ არავის საქართველოში ეგ არ ააქვს გაკეთებული მეთქი smile.gif

მოკლედ შენი რედუქტორი მუშაობს, უბრალოდ ეგაა რომ მუშაობს 60 ბარზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif (პირველი რაც დავაყენე ეგ იყო, შევტენე სადგურში და დავბერე, ეგრევე დაიხურა 60 ბარზე), გუშინ ნერვები აღარ მეყო რეგულირებაზე. დღეს საღამოსა სახლში რომ მივალ, შევუდგები რეგულირებას, ანუ ეგეც კაი ნუდნი პროცესია, დააყენე რაღაც ნიშნულზე, ჩატენე, დაბერე, არ მოგეწონა, დააგდე წნევა და თავიდან დაარეგულირე ენდ ასე შედმეგ, სანამ სასურველ წნევაზე არ დაიკეტება. შედმეგ კი როდესაც მიიღებ სასურველ წნევას უნდა დატოვო მაგ შედეგზე დიდხანს რომ გამოჩნდეს რაიმე ხომ არ ურევს (ანუ ხომ არ აპარებს ნელნელა და ხომ არ იზრდება წნევა).

მოკლედ ბალონია რა დასატენი. უბრალოდ მაგრა დამეზარა გუშინ 1500 ბუქნის გაკეთება smile.gif
Davitus
ja_ja

ემანდ შენ ძაან ნუ გაუთამამდები კაცოუუ, წნევებს არავისთვის მოაქვს კარგი, აგერ საწყალ ბაბუაჩემსაც მაგან მოუღო ბოლო... მაგრამ 90 ისა იყო და... biggrin.gif
norica_dragon
ჯაჯ რა წნევაზე ვაყენბთ რედუქტორს?? 115-120?? 110?
tengo
norica_dragon
ციტატა(Avto @ 9th January 2011 - 10:37 AM) *
რა წნევაზე ვაყენბთ რედუქტორს?? 115-120?? 110?

მემგონი ჯერ შენ უნდა გადაწყვიტო ,რა სიჩქარეებზე გსურს რომ შენმა ხაჩიკამ გაისროლოს მძიმე ტყვიები(10.5გრ).
მე ვფიქრობ რომ შენ დიდი სიჩქარეები გიყვარს( 300-ის ფარგლებში) და 110-120-ზე დაყენება საკმარისი არ იქნება რომ სასურველი სიჩქარე მიიღო.
მე რედუქტორების სპეციალისტი არ ვარ და პირადი გამოცდილება ამ საქმეში არა მაქვს, მაგრამ საერთო პრაქტიკიდან და დაკვირვებებიდან გამომდინარე ,თუ არ ვცდები მინიმუმ 130 ბარზე მაინც უნდა იყოს დაყენებული,რომ გადახარჯვის გარეშე მაღალი სიჩქარეები მიიღო, ეს ჩემი პირადი აზრია.
norica_dragon
სხვათაშორის მაგაზე თენგო მე ამ დილით ვფიქრობდი და იმიტომ მივწერე ჯაჯას ეს....

130 ბრზე რო დაყენდეს კი მივიღებ 300 მეტრწამს მარა 20 გასოლაზე მეტი აღარ დარჩება მემგონი, 30 ასროლა 300 მეტრწამით ჩემითვის საოცნებო შედეგი იქნებოდა.... მარა რეალობ სხვაა biggrin.gif


ჯაჯა შენ რს ფიქრობ? 130 ბარზე 30 გასრლა შესაძლებელი იქნება თუნდაც 205-210 ბარიდან??? რამე ფორმულა არ არსებობს???
Power_VANO
norica_dragon
გადახარჯვას ფორმულაში ხომ ვერ ჩასვამ smile.gif ზუსტად რამდენია ზედმეტი ჰაერის ხარჯი არ იცი. პრაქტიკაზე უნდა ქრონზე გატარება ყველა ვარიანტში smile.gif
norica_dragon
ციტატა(Power_VANO @ 9th January 2011 - 01:52 PM) *
norica_dragon
გადახარჯვას ფორმულაში ხომ ვერ ჩასვამ ზუსტად რამდენია ზედმეტი ჰაერის ხარჯი არ იცი. პრაქტიკაზე უნდა ქრონზე გატარება ყველა ვარიანტში


საქმე იმაშია თუ რამდენად არისშესაძლებელი რო 130 ბარზე დაყენბული რედუქტორით, დარჩეილი 150 კუბით 30 გასროლა მიიღო, თორე ქრონი კი მომაქვს აედან და ხამბარას კი გავაწვალებ biggrin.gif

დარეგულირებით ბევრი შედეგი გვნახავს რუსულ ფორუმებზე, თუ რამდენად შეიძლება გადახარჯვის დარეგულირება ჰაჩIკაზე, გვინხავს 60 გასროლა 290 მეტწამით პატარა კუზით...
Power_VANO
norica_dragon
ეგ შედეგი კი გვინახავს საოცარი გრაფიკით, მაგრამ როგორაა გაკეთებული ხომ არ ვიცით? smile.gif
norica_dragon
ციტატა(Power_VANO @ Jan 9 2011, 02:03 PM) *
norica_dragon
ეგ შედეგი კი გვინახავს საოცარი გრაფიკით, მაგრამ როგორაა გაკეთებული ხომ არ ვიცით? smile.gif


რატომღაც მგონია რო მაქ დამრტყმელიც შეცვლილია და ზაბარაც smile.gif
tengo
ციტატა(Power_VANO @ 9th January 2011 - 02:03 PM) *
ეგ შედეგი კი გვინახავს საოცარი გრაფიკით, მაგრამ როგორაა გაკეთებული ხომ არ ვიცით?

არ ვიცით, მაგრამ ვხდებით რაშია საქმე. ყველაფერს ექსპერიმენტი და პრაქტიკა სჭირდება, ჩამოვა ქრონი და დავიწყებთ ექსპერიმენტებს და შედეგიც იქნება.
bazuka
კიდევ ის გაითვალისწინე, რომ მეტი გაერის ხარჯის გარდა, რედუქტორის სამუშაო შუალედი 200>130 გექნება, და არა 200>110
ანუ მთელი 20 ატმოსფეროა სხვაობა რაც 300მ/წმ შემთხვევაში კაი 7-8 გასროლის ტოლია
tengo
და კიდევ გასათვალისწინებელია ის 30კუბ სმ.-ის მოცულობა ,რომელიც შიდა რედუქტორის დროს იკარგება.
norica_dragon
აუ როგორ მაინტერესებს საერთოდ რა შედეგი ქიენაბა, ნეტა როდის მოახერხებს ჯაჯა მაგის გატესტვას sad.gif
tengo
norica_dragon
წინასწარ შემიძლია გითხრა ,რომ 300მწ-ზე არ იოცნებო. სადღაც 280-290 მწ.იქნება ჩემი ფიქრით 200 დან 130-მდე.
norica_dragon
მშვენბიაერია, მაწყობს, CP თუ 280 იქნება ესეიგი ჯსბ 300 295 biggrin.gif
tengo
ციტატა(norica_dragon @ Jan 9 2011, 07:05 PM) *
მშვენბიაერია, მაწყობს, CP თუ 280 იქნება ესეიგი ჯსბ 300 295 biggrin.gif

რათქმაუნდა, 280 სრულიად საკმარისია, მაგრამ განა ამდენ სხვაობას იძლევა ჯსვ. არ გამისინჯია და არ ვიცი, მგონი სხვაობა 5მწ-ი უნდა იყოს თუ არ ვცდები.
დაზუსტებით იცი რომ ამდენია სხვაობა თუ, ეს შენი ვარაუდია?
Power_VANO
tengo
მსუბუქ JSB-ზე ამბობს ავთო მგონი, 8.4 გრანიანი რომაა. თორემ 10.2 გრანიან JSB-ს +20 მ/წმ-ით ნაღდად ვერ გაისვრის.
norica_dragon
არა 10 იანზე ვამბობ, 160 მტწამზე იძლევა 10- სხვაობას და280 15 არ იქნება?
tengo
ციტატა(norica_dragon @ Jan 9 2011, 07:59 PM) *
არა 10 იანზე ვამბობ, 160 მტწამზე იძლევა 10- სხვაობას და280 15 არ იქნება?

160-ზე არვიცი რას შვრება, მაგრამ მახსოვრობა თუ არ მღალატობს ,რუსულ საიტებზე საუბარი იყო 5-6მწ.სხვაობაზე. რატოღაც ასე მახსოვს.
Power_VANO
ჰოოო, აირგან კონვერტორიც ამბობს, სწორია ავთოო smile.gif

თუ 10.5 გრანიან ტყვიას ფიშტო ისვრის 280 მ/წმ-ით, "გრუბად" 10.2-იანს 299-ით გაისვრისო. http://www.compinfo.ge/download/airgun/Airgun_Convertor.htm

ნუ მთლად 299 არ იქნება, სიმსუბუქის გამო, ცოტა ენერგიას ეგ დააკარგვინებს, მაგრამ ახლოს კი იქნება როგორც ჩანს smile.gif
norica_dragon
კი ვანო წონაც განსხვავბული აქვს, თუმცა კიდე უფრო დიდ განსხვავებას შემადგენლობა აძლევს, CP უფრო მაგარი შედანდობია ვიდრე ჯსბ, ამის გამო კიდე უფრო მაღალ სიჩქარეს იძლევა განსაკუთრებით ჩოკიან ლულებში...

დისკოს ჩოკი არ აქვს მარა 15 მეტრწამამდე აძლევს განსხვავებას, ჩოკის შემთხვევაში არც კი ვიცი რა იქნება biggrin.gif
norica_dragon
აუ ვინმემ ჯაჯას ინტერნეტი ჩაურთეთ რა biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 9th January 2011 - 11:37 AM) *
ჯაჯ რა წნევაზე ვაყენბთ რედუქტორს?? 115-120?? 110?

ავოე smile.gif რაამბავი გიწერიათ იმ საკითხზე რომელზეც არავინ პასუხი არ ვიცით biggrin.gif

მოკლედ დღეს დილით შევეშვი შენს რედუქტორს, თავიდან ვაყენებდი 130-ზე, მაგრამ მაინც დამძლია სული იმ გარემოება რომ HW100-ში 120-ზე ეყენა. მოკლედ გუშინ მთელი დღე შენს რედუქტორს ვარეგულირებდი, ზუსტად 120-ზე ვერ დავსვი smile.gif გამომივიდა 122 ბარი, ატმოსფეროებში გამოდის 120.4 ატმოსფერო, ამის მერე სადღაც 20-30 წამში ხდება გაპარება (რუსულად "ნატეკანიე-ს" ეძახიან) დანარჩენი წნევის, და ისარი ჩერდება 124 ბარზე ანუ 122.37 ატმოსფეროზე.

გუშინ დილიდან ვარეგულირებდი, ნუ ვერაფრით ვერ გავაჩერე 120-ზე smile.gif ცოტა მეტს მოუჭერს და ეგრევე ძირს ჩამოდის მაჩვენებელი ცოტა მოუშვებ და ზემოთ გარბის smile.gif, მართალი გითხრა სულ 4-ჯერ ვცადე, პროსტა დატუმბვა დაცლით დავიღალე და ბოლოს ამ ნიშნულზე გავჩერდი, თუ არ გაწყობს, უფრო ზუსტად დავარეგულირებ. 132 ბარზე გაგიკეთე ნაჩხაპნი, ანუ თუ მოგინდება შეგეძლება შენთვითონ აწიო სასურველ ნიშნულზე.

მოკელდ ბოლოს ბუშინ შუადღეზე დავტენე და დავტოვე სადგურში, მაინტერესებდა რაიმე შეიცვლებოდა თუ არა, დღეს დილით ვნახე და ისარი როგორც იდგა 124-ზე ისე დამხვდა. ანუ ადის 124-ზე და ვსიო დგას ვირივით. ეგ კაი შედეგია, ანუ არ იცვლება მნიშვნელობა დროის განმავლობაში. მოკელდ დღეს დილით სამსახურში გამოვიქეცი და აღარ მისვრია, გუშინ ვაპირებდი, მაგრამ ხან მანქანის ხელოსანთან ვიყავი, ხან დილით წვინდა ჟინჟღლავდა, ხან ელიავაზე ვერჭვე და ვერ მოვახერხე სიჩქარის გაგება. დღეს ღამე თუ ავამუშავე ქრონი სახლის პორობებში გავსინჯავ რა სიჩქარეს მომწემს თუ არა და ხვალ სამსახურში წამოსვლამდე გავსინჯავ.

რაც შეეხება სიჩქარეს და წნევას, 130 ატმოსფეროს ანუ 131.72 ბარს (დამრგვალებულად 132 ბარს) უფრო იყენებენ 0.22 კალიბრისთვის, 0.177-ში ყველა რატომღაც ჩერდება 120 ატმოსფეროზე. თუ სიჩქარე დაბალი იქნება უფრო საჩალიჩო იქნება რედუქტორს მიღმა მოცულობაზე. ამჯერად შენ გაქვს 10 კუბიკი, თუ დაბალი სიჩქარე იქნა რა თქმა უნდა შეიძლება 130-ზე აწევაც, მაგრამ უფრო მართებული იქნებოდა South-ივით კლაპნიდან ხორცის ამოღრუტნვა.

ციტატა(Avto @ 10th January 2011 - 12:20 AM) *
აუ ვინმემ ჯაჯას ინტერნეტი ჩაურთეთ რა

ოღონდ და ეგ ვინმემ ქენით biggrin.gif იმენნა სახლში ყრუმუნჯივით ვზივარ smile.gif
norica_dragon
აუ რა მაგარია, საქმე წინ წასულა, თან სერიოზულად biggrin.gif, ისე როგორც south აკეთებს ისე რო ვიცოდეთ ჩვენ როგორ ამოვჭრათ ვაფშე იმენოი იქნებოდა, წარმოიდიგინე ჩვენ რო სივრცეც დავტოვეთ + მაგას იქ ამოჭრილი კიდე პატარა სივრცე - შედეგი იქნებოდა ზუსტად ის რაც აქვს 122 ბარზე ჰაჩიკიას, ანუ 300 მეტრწამი biggrin.gif ოცნებ... biggrin.gif


ჯაჯა ისე მაგის ამოჭრა ძნელი საემეა? თუ რაც ზემოთ ვთქვი რეალობისგან შორსაა?? smile.gif

მარა ჯერ ისე ვნახოთ რა სიჩქარე ექნება...

აუ ეხლა ჩემი ქრონი დამაგდებია შენთან biggrin.gif, არანაირი მზე biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 10th January 2011 - 05:08 PM) *
ჯაჯა ისე მაგის ამოჭრა ძნელი საემეა? თუ რაც ზემოთ ვთქვი რეალობისგან შორსაა??

პრობლემა ეგ არ არის, შეიძლება თავისუფლად ამოჭრა, პროსტა შეიძლება მაქსიმალურად არ ამოვიღო, ხაზს ვუსვავ არ ამოვიღებ, ანუ არ დამიწერია ვერ ამოვიღებ მეთქი. უბრალოდ არ ვიცი წნევა როგორ მოიქცევა, ასე რომ შედარებით მეტი სისქის კედლებს დავტოვებ და ნაკლებ სიღრმეზე ჩავალ.

მოკლედ ჯერ ეს საწყისი პონტი რას მოგვცემს, იმას ვნახავ და თუ რამე მერე უკვე განვიხილოთ კლაპნის ამოღრუტვნის ვერსია. პროსტა თუ მაგ ადგილს ამოვღრუტნით, მაშIნ ახალი თავი იქნება კლაპნის ზამბარისთვის, ხომ გახსოვს ის თეთრი პლასტმასის ხუფი რომ იყო. მისი შემცვლელი იქნება ჩასასმელი.
norica_dragon
იასნო smile.gif
norica_dragon
ჰოდაა biggrin.gif
ja_ja
ჰოოოდააა.... მდაა... რა ვქმნა, დავწერო რაც მოხდა თუ დავშალო და გადავაგდო ეგ თოფი smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 12th January 2011 - 01:00 PM) *
თუ დავშალო და გადავაგდო ეგ თოფი

rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
ნორიკას გული დაარტყავს ტო biggrin.gif
ja_ja
მოკლედ გადამრია რა ამ თოფმა, ამდენიხანი არაფერზე არ მიჩალიჩია, მაგრამ ხან დრო ხან კურიოზი, ხან რემონტი, ხან უფროსობა, ხან ჩემი დის კნავილი მანქანა გასაკეთებელია რა დროის თოფია....

კაროჩე რა... biggrin.gif გუშინ მეგონა საბოლოოდ მოვრჩი მეთქი, ავაწყვე, დავიწყე რეზერვუარის დატენვა, მაგრამ 150-ზე ზემოთ ვერ ავედი, გავსკდი ბოლი გამივიდა.... გამოვაძრე ნასოსის შტუცერი და.. აპარებს ეს შობელძაღლი რეზიკი, ოღონდ არა რედუქტორის ხვრელიდან (იქ მკვდარი სიჩუმეა, ზეთი დავაწვეთე არაფერი არ გამოდის, საპნიანი ქაფი დავადე არანაირი ბუშტულა არ არის), არამევ დამტენი პორტიდან, თან ისე გემრიელად რომ შიშინის ხმაც ისმოდა. რაფერ გინდა დაცალო biggrin.gif

დავდე გვერდზე და ველოდები სანამ დაიცლება, ტვინი წაითო ლამის 1 საათი შიშინით, ბოლოს დაიცალა რავარც იქნა. დამეზარა მოხსნა კლაპნის ვაყანყალე ვეჩალიჩე, და მეთქი ეგებ და გასწორდეს მეთქი, შევაერთე და ისევ დავტენე.... ჩემი ფეხები ისევ იგივე პონტი იყო, არადა უკვე ღამის პირველი საათი იყო. თან არ გინდა დადო ეს შიშინა მოწყობილობა და დაიძინო ბლიაძ biggrin.gif

მოკლედ კოსმეტიკური ბამბა ავიღე ჩავტენე დამტენ პორტში, ხმა გაქრა... დავდე მაგიდაზე და წავედი დავიძინე smile.gif

დილით დაცლილი დამხვდა, დღეს 12-ზე უნდა მივსულიყავი სამსახურში, ასე რომ 8 საათძე ავდექი და მეთქი დავაი ბოლო რივოკი მე მაგის დედაც ჯეკ. ჩავედი გარაჟში მოვხსენი დამტენი პორტი და დავშალე, ამოვაგდე კლაპანი ვუყურებ არაფერი არ სიჭრს, რეზინა მთელი ჭუჭყი არ არის.... ხრენ ივო ზნაიტ..., მაინც გავწმინდე და ამოვწმინდე, ავაწყვე ჩავახრახნე ავედი სახლში და კიდევ ერთხელ დავტენე.... ჰოი საოცრებავ!!! დაიტენა! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შესაბამისად ჯერ დრო კიდევ იყო, ამიტომაც უცებ ჩაი, ბეკონი მერე საბოდიალო სამოსი, თოფი მხარზე, ქრონი ზურგჩანთაში, ტყვიები ჯიბეში და სირბილით მთაზე ჩემთან ცნობილ პოლიგონზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აი რაც გზაში მე ვინერვიულე, და რაც მე კანკალით პირველი გასროლა გავაკეთე!!! სულ მეგონა დაწერს ახლა 120 მეტრი წამში, ნუ ჰა-ჰა 180 მეტრი წამში.... ავედი გულამოგდებული პოლიგონზე, ამოვყარე ყველაფერი ავაწყვე ქრონი გავტენე პირველი ტყვია და... ბა-ბახ... ვუყურებ ქრონს და.....


1 დღით ადრე
მოკლედ რედუქტორი ტესტირების შემდეგ ამოვიღე ტესტ სადგურიდან. გადავუღე რამდენიმე სურათი რომ შენ წარმოდგენა გქონდეს რაფრა გამოიყურება (ნორიკ შენ გეუბნები).
მოკლედ ეს იყო საწყისი ფორმა, უბრალოდ დავამატე STOP ვინტები, 3 ცალი:


ეს კი სპეც მოწყობილობა რომლითაც მოხდა ზუსტად 3 ვინტის განლაგების გამოთვლა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ეს არის 132 ბარის სურათი, სამწუხაროდ 122-124-ზე დამავიწყდა გადაღება გადავყევი დაცლა დატენვას და sad.gif


ეს არის საბოლოო ფორმა, ნუ შუაწელი ამოვჩარხე რომ ჰაერს თავისუფლად შეეძლოს გარეთ გამოსვლა თუ ასეთ ექნება ადგილი


ეს შენ დაგჭირდება თუ დააპირებ 132-ზე გადასვლას, ანუ დააკვირდი რედუქტორის ერთერთ STOP ვინტის ქვეშ პატარა ნაჩხაპნია, ეგ არის შენი მარკერი, თვითონ რედუქტორის კორპუსზეც არის 2 ნაჩხაპნი ახლა აყენია 120-იანზე, თუ მოგინდება ზედა წნევაზე გადასვლა, მაშინ ამოიღებ რედუქტორს რეზერვუარიდან, რედუქტორზე მოუშვებ 3 ცალ STOP ვინტს, ამის მერე საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოატრიალებ სანამ STOP ვინტის ქვეს არსებული მარკერი არ გაუსწორდება 130-იანის აღმნიშვნელს, ამის მერე მოუჭერ 3 STOP ვინტს და ჩადებ რედუქტორს რეზერვუარში.


მოკლედ რედუქტორს იმედია შენთვითონ დააკონფიგურირებ სურვილის შემთხვევაში. ახლა კი დღევანდელ ტესტირებაზე. როგორც ვთქვი დავტენე შენი რეზიკი (მოკლედ ჩემი თოფის რეზიკის დატენვის ვალი გაქვს, უნდა დამიტენო 3-ჯერ... არა 4-ჯერ smile.gif თან ნოლიდან!) დავტენე ისე როგორც შენ ამბობდი, ანუ 200-ზე ცოტათი მეტით. 210 ბარზე. ნუ ნასოსის სურათი მთლად კარგი არ გამომივიდა, თუ რაიმეს დაინახავ აი ასე გამოიყურება:
[img http://img535.imageshack.us/img535/9788/img5466l.jpg[/img]

ეს რეზერვუარზე როგორ ჩანს იგივე წნევა


მოკლედ ზურგთანთა ერთ ბეჭზე, მეორეზე თოფი და ავედი ჩემს პოლიგონზე. გავამზადე სასწრაფოდ ყველაფერი, ჩავალაგე კლიპში JSB მძიმე 10,5 გრანიანი და....

ჩავისუნთქე ღრმად, და ვესი სასხლეტს. ჩემი ფეხები : სულ დამავიწყდა რომ ავტომატური მცველი აქვს ამ ფიშტოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, გადავწიე მცველი, კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე, გულში გავიფიქრე რომ ნიჩურიტი მაქვს იმედია 120 მეტრ წამი არ იქნება მეთქი, მინიმუმ 220-230-ი მინდოდა. გამოვკარი საბოლოოდ ხელი და ქრონმა თამამად დაწერა 282.4, ნუ ესეიგი რამოდენა ლოდი მომძვრა ვერ აგიხსნი smile.gif, გაამართლა ყველა გათვლამ, ანუ 9-9,5 კუბიკი რედუქტორს მიღმა და 120-122 ატმოსფერო. იმენნა დაგლიჯა! რადგანაც პირველი შედეგი ასეთი კარგი იყო ვეცი და მეორე ტყვიაც გავუშვი 281.2... და... ნუ მერე მივაყარე და მივაყარე, ნუ მივაყარე და... მოკლედ აგერაა სია და ცხრილები:
ეს არის შედეგი JSB 10.2-ისთვის
1) 282.4 – 210 bar
2) 281.2
3) 281.5
4) 280.9
5) 280.5
6) 281.2
7) 280.8
8) 281.5
9) 280.7
10) 279.5
11) 279.9
12) 280
13) 279.7
14) 280.1
15) 280.8
16) 281
17) 281
18) 280.1 - 150 bar
19) 282.1
20) 280
21) 281.6
22) 280.1
23) 279.8
24) 279.9
25) 282.9 - 125 bar
26) 281.6
27) 279.8
28) 279.4
29) 278.4
30) 274.2
31) 268.2
32) 268.2
33) 265
34) 263.4
35) 259.1
36) 259.2
37) 254.5
38) 253 - 100 bar



ესეიგი გასროლებს შორის სადღაც 15 წამია შუალედი (სანამ გადავტენიდი ჩავიწერდი შედეგს და დავუმიზნებდი ქრონს). დერეფანში 210-დან 120-მდე მგონი გამოდის 27 ნუ ჰა-ჰა 28 გასროლა, სუპერ ძალით შეიძლება ჩაწიხლო 29, მაგრამ ეგ უკვე... ნუ მოკლედ შენც ხვდები მეც და ტრიფონაც biggrin.gif. რეალში იღებ 25 სუფთა გასროლას მგონი 3-3.5 მეტრ-წამის დერეფანში (მოკლედ თუ 27 გასროლას ჩავთვლით მაშინ 3,4 მეტრ-წამიანი დერეფანია, თუ 29 გასროლას, მაშინ 4,5 მეტრ-წამიანი დერეფანი). დროთა განმავლობაში მოჯდება რედუქტორი და ალბათ უფრო შემცირდება.

რავი თუ ამ კალკულატორებს დავუჯერებთ 150 კუბიკზე და ამ პარამეტრებით ჰაერის ხარჯი არის 13 კუბიკიდან 15 კუბიკამდე, თუმცა ვერ ვხვდები რაფერ biggrin.gif

ნუ რადი პონტა ვისროლე CP 10.5-იდანაც, ვიცოდი რომ შედარებით დაბალი იქნებოდა და სადღაც 275-ს ველოდებოდი, მივიღე აი ეს შედეგი:
Crosman Premier 10.5
1) 275.7
2) 273.3
3) 275.4
4) 273.7
5) 274
6) 274.6
7) 273.5
8) 273.6
9) 271.9
10) 272.7
ნუ მხოლოდ 10 ცალი ვისროლე, მეტზე დრო აღარ მყოფნიდა, ავალაგე ყველაფერი და სკუპსკუპით დავეშვი სახლისკენ, გადავიბანე, გამოვიცვალე და სამსახურისკენ ჰერი ჰერი smile.gif

P.S. ჰო იმედია წინა კლაპანი აღარ უშვებს, ახლა სახლში დავტოვე დატენილი რეზიკი სადღაც 125-120 ბარზე, სახლში დღეს გვიან მივალ და ვნახავ რაიმე შეიცვლება თუ არა.
Power_VANO
ესეც პირველი "ტუნინგოვი" ჰაჩიკა smile.gif

ვულოცავ ავთოს და ვულოცავ ja_ja-ს დიდი პროექტის წარმატებით დასრულებას smile.gif
norica_dragon
ვაა, საღლო ჯაჯ, ეს ის შედეგია რასაც ველოდებოდი, ის რაც რეალობა და კარგი შედეგი იქნებოდა smile.gif

მაგის სიჩქარე მარტო იმ თავის ამოღრუტნით თუ შეიჩვლება.. უფრო მეტისკენ biggrin.gif, სხვა ვერანაირი ზამბარაზე ჩალიჩი ვერ უშველის, უფრო ვფიქრობ რო სიჩქარე იგივე დარჩება, მხოლოდ გასროლების რაოდენობა მოიმატებს, ისიც მაქსიმუმ 3-5 ით.. smile.gif

ვფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში უფრო ცოტა ჰაერი დაიხარჯება, ტოესტ კლაპანი უფრო მალე დაიხურება...

ჯაჯ შენ რას ფიქრობ? smile.gif
bazuka
ციტატა(Power_VANO @ 12th January 2011 - 06:40 PM) *
ვულოცავ ავთოს და ვულოცავ ja_ja-ს დიდი პროექტის წარმატებით დასრულებას

+1

ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 07:00 PM) *
ჯაჯ შენ რას ფიქრობ?

ჯაჯა ფიქრობს, რომ "ახურებ" ეხლა შენ biggrin.gif
norica_dragon
ციტატა
ჯაჯა ფიქრობს, რომ "ახურებ" ეხლა შენ


ეგეც მართალია biggrin.gif


ისე შენი ფუიშტოს რეზიკის ომცუილობა რამდნეია? 35 გასროლა გაქვს ხო? smile.gif
bazuka
norica_dragon
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 07:13 PM) *
ისე შენი ფუიშტოს რეზიკის ომცუილობა რამდნეია? 35 გასროლა გაქვს ხო?

175-ია, და 35 გასროლა არ აქვს, 2 კლიპს 28-ს ისვრის როგორც მახსოვს wink.gif მარა 300-ით
მოკლე ლულით კი კაი 20 მ/წმ მოაკლდა
giga_st
გილოცავთ ბიჭებო მშვენიერი პროექტი განხორციელდა, ჯაჯა მარადაზე არ ფიქრობ დაყენებას?
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 07:00 PM) *
მაგის სიჩქარე მარტო იმ თავის ამოღრუტნით თუ შეიჩვლება.. უფრო მეტისკენ , სხვა ვერანაირი ზამბარაზე ჩალიჩი ვერ უშველის, უფრო ვფიქრობ რო სიჩქარე იგივე დარჩება, მხოლოდ გასროლების რაოდენობა მოიმატებს, ისიც მაქსიმუმ 3-5 ით..

ვფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში უფრო ცოტა ჰაერი დაიხარჯება, ტოესტ კლაპანი უფრო მალე დაიხურება...

კაცოუ შენ არ იყავი ნეტა 280-ი ჰქონდესო და იმენნა სანთელდანთებულივით და გამოწერილივით ის სიჩქარე მოგვცა რაც გინდოდა

giga_st
ციტატა(giga_st @ 12th January 2011 - 07:37 PM) *
ჯაჯა მარადაზე არ ფიქრობ დაყენებას?

ნუ ჯერ არ მინდა წინასწარ არაფრის თქმა, რაცხაები უკვე გამზადებულია... შეიძლება ამ შაბათ კვირას რაცხა პირველი მონახაზი გამოჩნდეს. მაგრამ ეგ სხვა თემაა და აქ არ გვინდა განხილვა.

bazuka
ციტატა(bazuka @ 12th January 2011 - 07:15 PM) *
175-ია, და 35 გასროლა არ აქვს, 2 კლიპს 28-ს ისვრის როგორც მახსოვს მარა 300-ით
მოკლე ლულით კი კაი 20 მ/წმ მოაკლდა

მაიცა ახლა შენ მე გადამრევ, ანუ შენი HW100-ახლა ნორიკას ჰაჩიკასავით მუშაობს? არა,ჯერავს. სერიოზულად არამჯერავს. მაგ თოფს რედუქტორი აქვს ცალკე პლიუს 175 კუბიკი... როგორ შეიძლება იგივე გასროლების მიღება? სიჩქარეც მთელი 20 მეტრით.... მდააააააააა
cz80
ნორიკ გილოცავ რედუქტორიან ხაჩიკას biggrin.gif wink.gif

ჯაჯა რესპექტ wink.gif

ციტატა(giga_st @ 12th January 2011 - 07:37 PM) *
ჯაჯა მარადაზე არ ფიქრობ დაყენებას?


+1 smile.gif
norica_dragon
სიჩქარე ეხლა 280 ზე აქვს როგორც ვიცი, ანუ ჩემმნაირად...


ამ HW110ს რედუქტორს გარე სივრცე რამდნეი აქვს არავინ იცის?? smile.gif



აუ ისე მაგარი შედეგი მივიღეთ ძაან, ტყუილად ვატრაკებ biggrin.gif, მარა ბოლომდე მინდა გარკვევა biggrin.gif

ჯაჯ ექსპერიმენტს ბოლომდე თუ მივიყვანთ უკვე გეცოდინება რა სირღმეზე დააყენო მარადაში რედუქტორი, და სად რა გახვრითო biggrin.gif
cz80
.........

ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 08:02 PM) *
აუ ისე მაგარი შედეგი მივიღეთ ძაან, ტყუილად ვატრაკებ

ნამდვილად biggrin.gif
norica_dragon
ჯაჯა როგორც ყოველთვის მართალი ხარ, ძაან ზუსტი მოცულობა დაგიყენებია რედუქტორს გაღმა, ტყუილად ვატრაკებდი, როგროც ჩანს WH 300 მეტრწამს ლულის ხარჯზე იღებს, რო ამოკლებ ჰაჩიკასავით ხდება... სიჩქარის გასაზრდელად გადახარჯვაა საჭირო, რაც წარმოუდგენელია რედუქტორს გარე პატარა მოცულობით...

ჩემი აზრით 7 კუბი რო მოუმატო სიჩქარე ავა 300 მდე, საინტერესო ისაა გასროლების რაოდენობა რას იზავს biggrin.gif

როგორც ჩანს HW -ს კიდე უფრო პატარა სივრცე აქვს რედუქტორს გარეთ


ეხლა ერთი კითხა ვარჩა:

გრიგოლის ვალტერის ლულა რამსიგრძეა?

და დისკოზე რა სიჩარე ქონდა იმ ვალტერის ულას?? ვინმემ იცით, სადმე დაიდო აქ იმ ლულით სიჩქარის შედეგი?

ჰაჩიკასი რამსიგრძეა?
Jah
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 07:34 PM) *
HW -ს კიდე უფრო პატარა სივრცე აქვს რედუქტორს გარეთ

7.5 ჯოულიან ვერსიას კი...
38 ჯოულიანს აქვსთუ სწორად მახსოვს 10-15 სმ3
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 08:34 PM) *
ჯაჯა როგორც ყოველთვის მართალი ხარ, ძაან ზუსტი მოცულობა დაგიყენებია რედუქტორს გაღმა, ტყუილად ვატრაკებდი,

ვაა მაგარი ინფო გაჩითე, ბევრი წყარო ვნახე სადაც წერდნენ რომ ენერგიების და მიხედვით HW100-ს რედუქტორს მიღმა სხვადასხვა მოცულობა აქვსო, ახლა მინიმუმ 2 მოცულობა ვიცით, 7.5 ჯოულიანი 3.5 კუბიკი და FAC ვერსია 7.5-8 კუბიკი.

მაგარი ინფოა. რესპეცტ, სად იპოვე, მაგისთანა ინფოს 3 კვირაა მეძებ ამოვაყირავე მთელი ინტერი, თუ რაიმე ფორუმი ვიფოდი და ჩემი ფეხები.... ნორიკამ კი 1 დღეში, უფროსწორედ 1 საათში იპოვა, ახრინეტ! smile.gif
norica_dragon
http://popgun.ru/viewtopic.php?f=23&t=119147

მარა აქ ტიპმა როგორც ვხედავ სივრცე გაზარდა 8 მდე და წნევა გაზარდა 120 მდე, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით ქარხნულს რამდენი აქვს biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 08:34 PM) *
გრიგოლის ვალტერის ლულა რამსიგრძეა?

და დისკოზე რა სიჩარე ქონდა იმ ვალტერის ულას?? ვინმემ იცით, სადმე დაიდო აქ იმ ლულით სიჩქარის შედეგი?

სიგრძე ვიცი რომ დისკოს სიგრძე არ არის, მაგრამ მარადიორის ლულაზე გრძელია, არ გამოზომია, ანუ 50-სმ-ზე მეტია და 60-ზე ნაკლებია.

სიჩქარე სამწუხაროდ არ გაგისინჯია, მაგრამ Tengo-მ ხომ დააყენა დისკოზე მარადიორის ლულა... სიჩქარე არ მახსოვს მაგრამ დაბალი იყო მინიმუმ 30 მეტრ წამით დააგდო. თუმცა შენ რაში გაინტერესებს? დავიჯერო ჰაჩიკას ლულას ჩოკი არ აქვს?????
norica_dragon
ჩოკი კი აქვს მარა სიგრძე ხო მოგ\ქმედებს სიჩქარეზე? მაგალითად ბაზუმაკ ლულის სიგრძე როგორც კი შეამცირა სიჩქარეც უფრო დაბალი მიიღლ, საკითავი ის არის თავიდან რამხელა იყო და რამდენით პატარათი შეცვალა smile.gif
ja_ja
norica_dragon
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 08:47 PM) *
მაგალითად ბაზუმაკ ლულის სიგრძე როგორც კი შეამცირა სიჩქარეც უფრო დაბალი მიიღლ

შეკაცო ბაზუკას 600 მილიმეტრიანი ჰქონდა და 410 მილიმეტრიანი დააყენა, ეგრევე ერთი ხელის მოსმით 190 მილიმეტრი, ანუ თითქმის 20 სანტიმეტრი მოაძრო და....

norica_dragon
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 08:45 PM) *
მარა აქ ტიპმა როგორც ვხედავ სივრცე გაზარდა 8 მდე და წნევა გაზარდა 120 მდე, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით ქარხნულს რამდენი აქვს

ნორიკ წერს კაცი რომ ხელით არ მიჩალიჩია გაზრდაზე პროსტა კოლოფის წინა ნაწილი ავიღე FAC ვერსიისგანო. კაკრაზ ჩალIჩი არ უნდოდა და მარტივი გამოსავალი ნახა ტიპმა.

ციტატა
Заменена передняя часть ствольной коробки от F.A.C. версии (чтобы не заниматься хитрым раздалбыванием заредукторного объема). В итоге: заредукторный объем 7,5-8,0см3
tengo
norica_dragon
ja_ja
გილოცავთ, ვხედავ რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, პირველი შედეგისთვის არაა ცუდი, მაგრამ დახვეწა სჭირდება ,შეიძლება კიდევ უკეთესი შედეგების მიღება.
gregory
ციტატა(Avto @ 12th January 2011 - 08:34 PM) *
გრიგოლის ვალტერის ლულა რამსიგრძეა?

ვალტერის სიგრძე:550 მმ
მარადას სიგრძე: 517 მმ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.