დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კითხვა ფორუმელებთან
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ატა მანდ რა ხდება იცი? biggrin.gif თან თუ წვიმიანივით ამინდია ხო საერთოდ, დენის შნუტებზე ზიან ბევრნი, ხეს ამოეფარები და ეგაა უბრალოდ ბოდიალი გიწევს, ერთს რომ ჩამოაგდებ სხვები სხვაგან ჯდებიან და უნდა მიყვე სასროლ დისტანციამდე.

ეგეთი ადგილი მეც მინდა ვიცოდე ახლოს სადმე პალატკას რო გაშლი და ზიხარ წყნარად და ყვანჩალებს კენკავ biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
მდაა... კაი მადლობა. ვინმემ ტუ უკეთესი ადგილი იცის შემეხმიანოს biggrin.gif
ja_ja
გლდანის ნაგავსაყრელი... პროსტა ტერიტორიაზე არარ უშვებენ და სუნია საზიზღარი, თორემ ყვავი იმდენია რომ 10 წელი რომ ხოცო ვერ გამოლევ
კ.ვ.ა.დ.რ.ო
FX stx ლულა რომ ვიყიდო არტემის პ15 მოერგება როგორმე?

ლულა ანუ კომპლექტი მარტო ლაინერი არა smile.gif
ja_ja
გააჩნია რა ზომები აქვს ლულას… დიამეტრი თუ აქვს 12 მილიმეტრი ზუსტად დააჯდება…. თუ განსხვავებულია მაშინ გადაკეთება მოუწევს…

ისე გადაკეთებაში მაინც მოყვება რვიანები, ნუ ია ტაკ დუმაიუ
ხ.მ.ე.ლ.ო
მოკლედ, კვადრომ რომ მირჩია იმ ადგილას წავედით გუშინ მე და ჩემი ახლობელი მანქანით. გვიანი იყო, ესე საღამოს 6 საათი და ვიფიქრეთ საერთოდაც აღარ იქნებიან კაჭკაჭები ტყუილად მოვედით თქო, მაგრამ მაინც იყვნენ ასე თუ ისე. შევედით თუ არა არიახდნენ ეს შობელძაღლები, მეთქი ეს სად მოვხვდი biggrin.gif სარამოს 6 საათის კვალობაზე მაინც ბევრნი იყვნენ, მალე დაბნელდა და 2 ის მომუსვრის მეტი ვერ მოვახერხე ჩემი ჰატსანიც გავტესტე ცოტა მსხვილ და ოხერ ფრინველზე, ეგრევე ტოვებს ადგილზე 30-40 მეტრში.

ესეც ფოტო...



პ.ს. ეს პოსტი თავის ფოტოიანად "ნადირობა მავნებლებზე"-ს თემასი რომ გადავიტანოთ უკეთესი იქნება, რადგან ადგილმდებარეობაზე ამ თემასი გვქონდა საუბარი, მაგიტომ ავტვირთე აქვს... smile.gif
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ja_ja

მადლობა smile.gif სამომავლოდ მაქვს გეგმაში და იმედია განვახორციელებ smile.gif


ხ.მ.ე.ლ.ო
ადრე დილით თუ მოახერხო ადი და ნახავ რაც ხდება biggrin.gif
ახლობელი გვყავდა ადრე და რომ დაინახა ვერღარ მოგვყავდა biggrin.gif დენის შნურები რაცაა სულ გადაშავებულია ხოლმე
mister_io
ფოტოს რომელი საიტიდან ტვირთავთ მეგობრებო, radikal.ru დაბლპკილიაქვს ადმინსო.ასე დამიწერა აქ და pix.ge ვეღარ შევდივარ
giga2010
mister_io
მე ამით ვსარგებლობ, იქნებ თქვენც გამოგადგეთ
imgbb
mister_io
giga2010
რომელ ფორმატს უთითებ
giga2010
mister_io
სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს. საიტზე რომ შევდივარ და აიტვირთება, მემგონი BB კოდს ვაკოპირებ
კ.ვ.ა.დ.რ.ო
ერთიც დამეხმარეთ smile.gif

მსუქანი ლულა რომ გამოვწერო ავიღებ ხო ჩვეულებრივად?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(mister_io @ Feb 26 2019, 05:17 PM) *
ფოტოს რომელი საიტიდან ტვირთავთ მეგობრებო, radikal.ru დაბლპკილიაქვს ადმინსო.ასე დამიწერა აქ და pix.ge ვეღარ შევდივარ

კი, რადიკალიდან ვტვირთავ
name



ეს კონკრეტული მოდელი რომელ საიტზე იყოდება ?

https://krugerland.ru. ამ საიტზე ვერ ვნახე
giga2010
name
მართალი ხარ, კრიუგერის არის. მაგრამ თუ არ ვცდები უშვებს ფანტომის სახელწოდებით. აბა მასე მოძებნე.
name
giga2010

ვერაფერი გავიგე ამ რუსების და კრუგერასი.

ან ეს ზაბარადგუშიანი კალაშა სად უდევთ სად ყიდიან. ვინმე თუ მოძებნით ვიდეოს ან განხილვას დამილინკეთ

https://www.google.com/search?q=писто
ხ.მ.ე.ლ.ო



ეს კონკრეტული მოდელი რომელ საიტზე იყოდება ?

https://krugerland.ru. ამ საიტზე ვერ ვნახე

ვა მომეწონა, რა კარგი რამეა smile.gif
aleqsa
name

მე შემიძლია გაგიგო მაგის ავან-ჩავანი, მარა როგორც ვიცი საკმაოდ ძვირი ღირს, და რამდენად გიღირს ეგ შენ გადაწყვიტე smile.gif
NRG
name
მაგას ქვია "პაშკა" კრუგერის არის 16k თუ 17k რუბლი ღირდა 2 წლის წინ , ვაპირებდი ყიდვას, მაგრმ გადავიფიქრე დასახვეწი იყო მე არასანდოდ მომეჩვენა, ეხლა რასაც ვუყურებ კოლოფი შეუცვლიათ და თითქოს აირზამბარაზეა დამრტყმელი? პლასმასის კლიპები 1 თვეში შემომემტვრა ხელით დადენვებზე და ნახ.ავტომატი ჩემი აზრით უფრო მალე დაამტვრევს უკეთესია დურალის კლიპზე იყოს ეგ ფიშტო.
ja_ja
მდაა ვეჩნა ტრიალებს ჰაერში ავტომატური და ნახევრადავტომატურის იდეა, ვეჩნა ხან ის მოდელი გამოდის ხან ეს, მარა რიავიცი, რეალშI ბაზარს ვერცერთმა ვერ გაუძლო, ნუ რაღაც რაოდენობა კი იყიდება, მაგრამ რაიმე მასიური მიგრაცია არ ჩანს

პირველი მგონი FX Munson-ი იყო, ერთი ამბავი იყო 10 წლის წინ, ქუხდა ინტერნეტი, დღეს კი არც ეგ მოდელი აღარ არსებობს და საერთოდ FX-მა მაგ ხაზის განვითარებაზე უარი თქვა… ბევრ სხვა მწარმოებელსაც ჰქონდა ეგეთი ვარიანტები, ზოგი შეეშვა ზოგი მაინც ეჩალიჩება…. რიავიცი, რიავიცი...
koba1973
ციტატა(ja_ja @ 7th March 2019 - 09:12 PM) *
მდაა ვეჩნა ტრიალებს ჰაერში ავტომატური და ნახევრადავტომატურის იდეა, ვეჩნა ხან ის მოდელი გამოდის ხან ეს, მარა რიავიცი, რეალშI ბაზარს ვერცერთმა ვერ გაუძლო, ნუ რაღაც რაოდენობა კი იყიდება, მაგრამ რაიმე მასიური მიგრაცია არ ჩანს

ჩემი აზრით იმიტომ რომ ავტომატიკის მუშაობას ისევ ჰაერი ჭირდება და საიმედო მუშაობას უფრო მეტი ჰაერი. პნევმატურს კი არა მცირეკალიბრიან შაშხანების(.22) ავტომატიკასაც ემდურებიან არასაიმედოაო და ....
რა თქმა უნდა შეიძლება ავტომატიკა ელ.ენერგიის საშუალებით ამუშავო, მაგრამ მაგ შემთხვევაში ელ.ენერგიის წყარო დაგჭირდება.
კ.ვ.ა.დ.რ.ო
koba1973

ეკემენტებზეც არის რაღაც ნახევრად ავტომატი პსპ, ელემენტები თუ დაგიჯდა მდელოზე მაგრად გაერთობი :/

ისე აზრს ვერ ვხვდები ეგეთი პნევმატურის, fx ძალიან მომეწონა, მაგრამ ისევ მექანიკურს ვიყიდდი იმპაქტს ან დრიმლაინს smile.gif

სხვათა შორის fx ტედს ჰოდლოვერი რომაა მაგან ისროლა 50 იარდზე და 1 ხვრელი გააკეთა თოფმა smile.gif

აქაა ვიდეო თუ ვინმეს არ უნახავს smile.gif ლინკის ჩასმა არ ვიცი ისე დავაკოპირებ sad.gif


https://youtu.be/xi8V7pDwoaQ
giga2010
koba1973
ჩემი აზრით, ერთი გამართლებული და დახვეწილი კონსტრუქციით ნახევრად ავტომატი პცპ, huben-ია. არც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა აღენიშნება ხმარებისას, ყოველშემთხვევაში მე არ გამიგია.
ციტატა(დათო123 @ 8th March 2019 - 11:57 AM) *
ეკემენტებზეც არის რაღაც ნახევრად ავტომატი პსპ, ელემენტები თუ დაგიჯდა მდელოზე მაგრად გაერთობი :/

რომელია სრულად ელექტრო? ელექტრო დამრტყმელით არსებობს და მთლიანად ელექტრო მექანიზმით მე არ მინახავს
ja_ja
giga2010
ევანიქსი უშვებს, პროსტა ფორმალობისთვისაა ელექტრო..

კლაპანი და დამრტყმელი ჩვეულებრივი მექანიკაა,,, აირსოფტიდანაა გადატანილი გადამტენი მექანიზმი და შედეგად მატორი ტრიალებს, იჭერს დამტყმელს მიათრევს უკან, მერე ერთი ღწეჩოა კბილში იმაში გაძვრება დამრტმელი ურტყავს კლაპანს და დალშე იგივე პროცესი გრძელდება…

საშინლად არაზუსტია, პროსტა პტიჩკა გაქვს დასმული რომ ავტომატური თოფი გაქვს მაგრამ ნაგარი გამოუდეგარია, მძიმე, უფორმო, არაზუსტი, პლიუს ელემენტები უნდა ათრიო, თითქო და ბალონი საკმარისი არ იყო სათრევად smile.gif

მალე ისე ვხედავ რომ პნევმატურ იარაღს 1 გარაჟი უნდა მიაყოლო დენით, კომპრესორით, სტანოკებით, ინსტრუმენტებით smile.gif
კ.ვ.ა.დ.რ.ო
giga2010

Evanix conquest ელემენტებზეა biggrin.gif

Steyrსაც ქონია რაცხა ნახევრად ავტომატი ლამაზი შაშხანაა მომეწონა smile.gif
name
aleqsa
თუ შეგიძლია კიბატონო მადლობელი დაგრჩები

მოკლედ მე იმის გაგება მინდა კალაშნიკოვს თუ აწყობს პცპ ვარიანტში მექნიკური დატენვით კლიპით , ეს ავტომატური და ელედამრტყმელებზე და გენერატორები არ მინდა, თუ აწყობს პეცეპე კალაშნიკოვი ისე რო დიზაინი არ დაუ,მახინჯოს, და მექნიკური დატნევაც ხდებოდეს ხელით, როგორც მივხდი აქვს მსგავსი ეგზემპლიარები აწყობილი , და რაც მთავარია ფასიც ,აინტერესბს
კ.ვ.ა.დ.რ.ო
3D მოდელირება იცით ვინმემ? FX wildcat-ის კონდახი მინდა პ15-ის ზომებში დამოდელებული smile.gif და დავაბეჭდინებდი biggrin.gif
aleqsa
name


Полуавтоммтч давно нп (აქ ნე უნდა ეწეროს) производятся уже. А про калаш нет такой игрушки. Пусть купит страйкбольный автамат и радуется. (laugh)

აეს მომწერეს მეგობარო smile.gif
MonSoon
ფორუმელებო ან მოდერებო თუ იცით აქვს ფორუმს იმის შესაძლებლობა რომ ვთქვათ დავბლოკო პიროვნება იმ მიზნით რომ მისი პოსტები არ წავიკითხო, არ მაჩვენოს. არის რაიმე მსგავსი შესაძლებლობა ??
ja_ja
არა ეგეთი ფუნქციონალი არ არსებობს მომხარებლისთვის, ვაბშეტა ადმინსაც არ აქვს მაგის ფუნქციონალი. არის შესაძლებლობა მხოლოდ მომხმარებლის დაბლოკვის, მაგრამ მაგას ადმინისტრაცია აკეთებს, და სერიოზული მიზეზი უნდა იყოს...


MonSoon
ფორუმელებო საიტი მირჩიეთ სურათების ასატვირთათ. ბოლოს რაც გამოვიყენე არ გაამართლა.
giga2010
MonSoon
მე ამით ვისარგებლე. აბა ნახე https://imgbb.com/
MonSoon
giga2010
მადლობა გიგა
NRG
MonSoon
https://imgur.com/upload
ესეც კაქია მე ამას ვიყენებ კაი ხანია
NRG
მეგობრებო რჩევა მჭირდება, ლოგოს ვაკეთებ თოფის კონდახზე დასაკრობად დეფექტი აქვს და რომ შევღებო არ მინდა ამიტომ მოვიფიქრე რამე ლოგო დავამზადო და დავაკრა.
მოვიფიქრე ასეთი, მაგრამ თან მომწონს თან არა, რამე ვერსიები შემომთავაზეთ ზომა არის: სიმაღლე 4 სმ. სიგანე 3 სმ

ja_ja
ბორჯღალი მოაცილე არაფერს აკეთებს

NRG
ja_ja
ბორჯღალიც მინდა რომ იყოს, ადგილი მართლა შეუფერებელია ვერ მოვიფიქრე სად დამესვა
ja_ja
თუ ქართული ვარიანტისთვის აკეთებ ქართულად დაწერე და ბორჯღალი წავა, მარა ლათინურთან ბორჯღალი რავიცი, იქაური ვერ გაიგებს მაგის დატვირთვას, აქაური გეტყვის ქართულად რატომ არ გიწერიაო...

კ.ვ.ა.დ.რ.ო
ბიჭებო ერთი ასეთი კითხვა მაქვს smile.gif

ვალტერის ლულებიდან რომლიდან უკეთეს შედეგებს იღებთ პოლიგონალიდან თუ სტანდარტული ხრახნებიანიდან, უჩოკოდ?
NRG
ja_ja
ნიკს ვერ დავწერ ქართულად ისე კი წარწერები ზედმეტია მხოლოდ ნიკი და ბორჯღალი მგონი წავა რა თან ბორჯღალი საქართველოსაც გულისხმობს და თან ლულას წააგავს 7 ნარეზიანს smile.gif



რას იტყვი?
ja_ja
ეს უფრო ზის ვიზუალში
aleqsa
NRG


ხო, აშკარად წონას ეს ჯობი აკაკი, მარა აი რაღაცნაირად თითქოს რაღაც აკლიას გრძნობას მიტოვებს? ... მარა რა აკლია ვერ ვხვდები ... smile.gif
NRG
aleqsa
ხოდა იმიტო დავდე აქ რო თქვენც მომეხმაროთ, მირჩიოთ რა აკლია რა ზედმეტია და ჩამოვყალიბდები მეც smile.gif
თეთრი ფერის კანტები ემბლემაზე იქბება ნიკელის ანუ იკაშკაშებს ვერცხლისფრად, ზომები, ბორჯღალი და ნიკი უცვლელია დანარჩენი ფონტი, ფონი, ფერი და განლაგება შემომთავაზეთ smile.gif
ja_ja
კუთხეებში ვინტების ფორმა დაამატე, გინდა შლიცებიანის, ვინდა ფიგურული, და გინდაც ექვსკუთხედი
NRG




ასეთი გამოვიდა, თუ ვინმეს დაგჭირდებათ მსგავსი რაღაცეები იციდეთ რომ კეთდება.
userman
სტიკერია თუ ?

რა მაინტერესებს კიდევ, ხეზე ნომრები ( 0 -დან 9 -ის ჩათვლით ციფრები ) , რომ ამოვტვიფრო , ან უფრო სწორად ამოვწვა . ასე 4-5 სმ , რომ იყოს სიმაღლეში . მაგის ყალიბი მინდა ალბად ,

ხოოდა სად შეიძლება დავამზადებინო ?
NRG
userman
პლასტმასია, შენ რაც გინდა შეგიძლია შენთვითონ გამოჭრა თხელი თუნუქისაგან დაუმაგრო სახელური გააცხელო და ამოწვა ხეზე ან ერთი მყავს რომელსაც ხეზე ამოსაწვავი აპარატი აქვს და მხატვარია
MonSoon
ფორუმელებო, მონადირეებო და არამარტო.

კითხვა მაქვს ერთი.
ჩასაფრებით ნადირობისას, სპრეების გარდა რა ხალხური მეთოდი არსებობს ადამიანის სუნის მოსაშორებელი. თუ რამე იცით რო გაგვანდოთ.

ერთს ვფიქრობთ ცეცხლის დანთებას და კვამლში დგომას რაღაცა პერიოდი რომ ტანსაცმლი გაიჟღინთოს კვამლის სუნით.
koba1973
MonSoon
ციტატა(bedo @ 19th April 2019 - 01:18 PM) *
ჩასაფრებით ნადირობისას, სპრეების გარდა რა ხალხური მეთოდი არსებობს ადამიანის სუნის მოსაშორებელი. თუ რამე იცით რო გაგვანდოთ.

თუ არის საშუალება ხეზე უნდა ჩასაფრდე 3-4 მეტრის მაღლა და ქარი შენსკენ უნდა უბერავდეს. მე ხეზე არ ჩავსაფრებულვარ, მაგრამ ქარის მინმართულების დადგენა ყოველთვის ამართლებდა.
სუნის მოშორება ნამდვილად არ ვიცი.
MonSoon
koba1973
აჰა კობა ქარის მიმართულება ესეიგი შენ უნდა გიბერავდეს. ეს გასაგებია კი ლოგიკურად. ესეიგი მოდიან მაინც როცა შენ გიბერავს ქარი. იმიტო რო რატომღაც ვიცოდი იმ მიმართულებით ცდილობენ მისვლას მსხვერპლამდე საიდანაც ქარი უბერავთ ანუ შენგან მინაქროლი.

ციტატა(koba1973 @ 19th April 2019 - 01:41 PM) *
მაგრამ ქარის მინმართულების დადგენა ყოველთვის ამართლებდა.

ეს ვერ მივხვდი კარგათ. ცოტა ზუსტად რო მითხრა იმიტო რო მნიშვნელოვანია.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.