sekurifa
Jun 13 2018, 08:52 PM
ციტატა(ale @ 13th June 2018 - 05:51 PM)

არა გაჩუმება არაა მიზანი, ასეთუისე დამაკმაყოფილებელი ხმააქვს. აგ კითხვის მიზანიც სიზუსტესთანაა დაკავშირებული.
თუ სიზუსტეზეა აქცენტი მაშინ სწორად უთქვამთ შენთვის. შრაუდერის გარეშე ცადე ჯერ.
ციტატა(giga2010 @ 13th June 2018 - 05:56 PM)

მაყუჩი რათქმაუნდა კარგია, მაგრამ ცოცხალ სამიზნეს მაინც დააფრთხობს ჰაერის ნაკადი და ხმა
უმოდეროდ გულისხმობ?
MonSoon
Jun 22 2018, 03:25 PM
ვინმეს ნომერი ხომ არ გაქვთ ვინც თოფის ჩასადებ შალითას კერავს ?? პმ რო მომწეროთ ნომერი ან ადგილი რო მითხრათ.
gela
Jun 22 2018, 03:47 PM
MonSoon ციტატა(bedo @ 22nd June 2018 - 04:25 PM)

ვინმეს ნომერი ხომ არ გაქვთ ვინც თოფის ჩასადებ შალითას კერავს ?? პმ რო მომწეროთ ნომერი ან ადგილი რო მითხრათ.
ვარკეთილში კარინა , პირადში ნახეთ ნომერი
MonSoon
Jun 22 2018, 04:56 PM
gela
გაიხარე, მადლობა.
მსმენია კარინაზე, ძველი პოსტებიდან.
MonSoon
Jun 23 2018, 07:28 PM
ერთი კითხვა მაქვს.
რისი ბრალია როცა 1 ტყვია მკვეთრად წყდება ჯგუფიდან. მოკლედ 30 მეტრიდან ყველა მანძილზე 4 კარგათ ჯდება და ის მეხუთე მკვეთრად უხვევს მიზანს.
ფასკები გაკეთებული აქვს, ლულა კარგათ არის გაწმენდილი. თითქმის იდეალურად. თქვენ რა გქონიათ პრაქტიკაში ?
მაგალითისთვის დავდებ 2 სურათს, ესე შვრება ყველა მანძილზე. 30 დან რო დავიწყე ყველა გაიქცა. მაგ გაქცეული ჯგუფიანად 8-10 სმ გამოდის.

giga2010
Jun 23 2018, 07:43 PM
MonSoon
კარგია გიო, 90 მეტრზე თუ ისროლე, ეგ ტყვია შენც კარგად იცი მსუბუქია. არ გამორიცხო რომ მაგ მანძილზე პატარა სიოზეც შეეცვალოს ტრაექტორია
MonSoon
Jun 23 2018, 07:49 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 23rd June 2018 - 08:43 PM)

კარგია გიო, 90 მეტრზე თუ ისროლე, ეგ ტყვია შენც კარგად იცი მსუბუქია. არ გამორიცხო რომ მაგ მანძილზე პატარა სიოზეც შეეცვალოს ტრაექტორია
კი 90_ზე. ცოტა მეტიც.
მარა ქარი ვაფშე არ იყო. აი 30 მეტრზეც იგივეს შვრება. 4 ერთად ჯდება და ერთი გვერდით გარბის მკვეთრად.
მსუბუქები მოსწონს ვატყობ, თან 90_ის შემდეგ რატომღაც მკვეთრად გაიზარდა ჯგუფი. ალბათ წონის გამო, რავიცი. ოღონდ ჯგუფებზე ბევრი არ მიჩალიჩია. მომავალში კიდე დავაზუსტებ.
ისე კი ზოგადად ეს შედეგი მაკმაყოფილებს, ამდენსაც არ მოველოდი. უბრალოდ ინტერესის გულისთვის ვწერ, იქნებ ვინმეს პრაქტიკაში ჰქონდა ჩემნაირი შედეგი, რა მოიმოქმედა ან რა დასკვნამდე მივიდა.
userman
Jun 23 2018, 07:57 PM
MonSoon ციტატა(bedo @ 23rd June 2018 - 08:49 PM)

უბრალოდ ინტერესის გულისთვის ვწერ, იქნებ ვინმეს პრაქტიკაში ჰქონდა ჩემნაირი შედეგი, რა მოიმოქმედა ან რა დასკვნამდე მივიდა.
დაახლოებით 90 % აქვს მაგნაირი შედეგი , მხოლოდ 50 მეტრზე და უფრო შორს .
დავაზუსტებ : უმეტესად და არა ყოველთვის .
ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ემოცია , ტყვია , თოფზე აღარაფერს ვამბობ

.
MonSoon
Jun 23 2018, 08:07 PM
userman
რატომღაც თოფის ტექნიკური ამბავი მგონია მე. ჩემი თავი ნაკლებად მგონია, არა იმიტო რო "სროლა ვიცი", უბრალოდ ყველა მანძილზე შვრება, თითქმის სულ ყოველთვის. ნუ სასხლეტი სარეგულიროა და ესაც ნაკლებად მგონია. ქრონით შევეცდები გავიგო. წესით გამეორადობა კარგი აქვს, კარგ მოშვებულ ზამბარაზე ვისროდი და შეიძლება მაშინ შვრებოდა რამეს, არ ვიცი მოკლედ.
giga2010
Jun 27 2018, 12:05 AM
სალამი მეგობრებო. ვერ გავერკვიე რა იყიდება და შეგიძლიათ მითხრათ. სათაური ესეთი აქვს M4 Kit for Airforce PCP Air Guns
ეს ლინკია
es
vexam
Jun 27 2018, 09:58 AM
ციტატა(giga2010 @ Jun 27 2018, 01:05 AM)

სალამი მეგობრებო. ვერ გავერკვიე რა იყიდება და შეგიძლიათ მითხრათ. სათაური ესეთი აქვს M4 Kit for Airforce PCP Air Guns
ეს ლინკია
es M4 Kit for Airforce
https://mcsus.com/products/m4-kit-for-airforce-pcp-air-gunsფუნქციურად არაფერი იცვლება- კონდახი და ფალშ-მჭიდი უყენდება. ვიზუალს უცვლიან მაგ კიტით.
კიტში შედის:
This kit comes with:
1 x Butt stock - კონდახი;
1 x Stock guide - კონდახის სამაგრი;
1 x 13ci empty tank - 13 კუბიკიანი ცარიელი რეზიკი;
1 x Rail adapter - რელსიანი გადამყვანი ადაპტერი, რომ წინ ფალშ-მჭიდი დადგეს ზედ;
1 x M4 mock magazine - ფალშ-მჭიდი.
giga2010
Jun 27 2018, 11:47 AM
vexam
მადლობა ყურადღებისთვის
vexam
Jun 27 2018, 01:09 PM
გიგა, ნპ1, სტანდარტული 100 კუბიკიანი რეზერვუარი, რაც ქარხნულად უყენია, დიამეტრი (გარე და შიდა) რამდენი აქვს თუ გახსოვს?
giga2010
Jun 27 2018, 03:04 PM
vexam
გამარჯობა გენაცვალე. ნპ-1 რეზიკის მოცულობა 110 აქვს. თუ არ ვცდები გარე დიამეტრი 33მმ აქვს. ზუსტად აღარ მახსოვს
aleqsa
Jun 27 2018, 06:50 PM
giga2010
vexam
კრალის რეზიკების გარე დიამეტრი 35მმ-ია და ნპ-01 ის მოცულობა 105კბ. აწერია.
giga2010
Jun 27 2018, 06:56 PM
aleqsa
ნამდვილად უფროსო
vexam
Jun 28 2018, 08:05 PM
მადლობა ბიჭებო. ე.ი ეგ არ გამომადგება
giga2010
Jun 28 2018, 08:20 PM
vexam
რომელი პროექტისთვის დაგჭირდათ თუ საიდუმლო არ არის
vexam
Jun 29 2018, 10:09 AM
ჩზ-ს მინდა შევუცვალო რეზერვუარი, რომ წინა დასატენი პორტით იყოს. ვეძებ შესაბამისი დიამტერის რეზერვუარს, რომ ჩზ-ს რეზერვუარის ადგილას დავაყენო.
giga2010
Jun 29 2018, 11:01 AM
vexam
რა დიამეტრის არის ჩზ-ს რეზერვუარი
aleqsa
Jun 29 2018, 11:03 AM
vexam
და ნპ 01 ის დიამეტრი არ გაწყობს თუ მოცულობა?
ნუ მოცულობას კიდევ უშველი 230 კბ. იანს დააყენებ სიგრძეში თუ წავა, თუარადა ახალ ნპ 05 ებს 180კბ. მოცულობის უყენია დიამეტრი მაგისიც იგივეა 35მმ. ხოლოთ სიგრძეში არვიცი რამდენია. მარა მთავარი უკან ნაწილი (კლაპანი) ნემსა რაშიც ზის ის ემთხვევა შენს ჩზ ეს??
vexam
Jun 29 2018, 04:14 PM
ცზ-ს უყენია ავანტის ფირმის რეზერვუარი 122მლ, დიამეტრი არის 28,..მმ. არ აქვს გარე დამტენი პორტი. ანუ უნდა მოხსნა რეზერვუარი, გადამყვანი მოყვება და ბალონზე მაგრდება იმ გადამყვანით დასატენად. ანუ ფაქტიურად, სპოერული პცპ პნევმატიკას, რომ აქვს ისეთი პრინციპია დასატენად (რაც მინახავს სპეორტული პისტოლეტები ასე აქვთ იმათაც). ვეძებ მაგ დიამეტრის ან ცოტა ვიწროც წავა რეზერვუარს. გადავიტან ავანტის "კლაპანს" რეზერვუარიდან (ფაქტიურად საბრძოლო "კლაპანიც" არ არის, გადამშვები "კლაპანია" რასაც ვურურებ და სავარუდოდ კლაპანი შიგნით ექნება ბრენჩში - არ დამიშლია ჯერ. ბაიკერს უკეთ ეცოდინება შიგნით მოწყობის ამბავი) ან ავანტზე გადავიტან გარე დამტენი პორტის ბოლოს თავისი მანომეტრით. ამ გზით მინდა მივიღო რეზერვუარი გარე დამტენი პორტით და შესაძლოა უფრო დიდი მოცულობისაც გამოვიდეს, გააჩნია დონორი რა მოცულობის იქნება. ამ ეტაპზე ესე ვფიქრობ ჯერ. ჰატსანის 180 კუბიკიანი ვიწრო რეზერვუარები რომ არის, ეგ ხომ არ იცით რამდენია დიამეტრში?
aleqsa
Jun 29 2018, 05:02 PM
vexam
ამ რეზერვუარების ცვლას და მერე მთლიან ჩალიჩს არ ჯობია წინა ხუფი მოხსნა და მაგის მიხედვით გააკეთებინო ახალი ხუფი ხოლოთ უკვე ინტეგრირებული სატენი კლაპნით?
ნუ თუ რეზერვუარის მოცულობის გაზრდაცაა მიზანი მაშინ კიბატონო...
vexam
Jun 29 2018, 05:34 PM
ჯერ ესე უფრო მარტივ მზა ვარიანტზე ვფიქრობ. თუ ვერ ვნახე ვერაფერი, მერ დგას რიგში ეგ ვარიანტი.
name
Jul 2 2018, 10:57 AM
ამის ჩამოტანაც არ გამოვა ამ დანგრეულ ქვეყანაში? კაი რაღაცა ჩანს, ან ვინმეს ხოარ ჩამოგიტანიათ მსგავსი შტუკა
https://www.amazon.com/bestsight-Digital-Hu...ht+vision+scope
aleqsa
Jul 6 2018, 09:30 PM
ბიჭებო მაყუჩების ან შრაუდერების და მსგავში მოწყობილობების თემა თუ არის ფორუმზე დამილინკეთ კაცურად ან მომნიშნეთ მაგ თემაში
მადლობა წინასწარ

პ.ს. ხო კიდევ საძიებო ველი სადააქვს ფორუმს? აუ მაგალითად ეს მაყუჩების თემა რომ მინდოდეს დავძებნო როგორ უნდა ვქნა მასწავლეთ?
giga2010
Jul 6 2018, 09:41 PM
aleqsaსადღაც იყო სიჩუმის სახელოსნო ---- ესე ერქვა თემას
შეხვალ ფორუმში და მის ზევით არის ძებნა
აი ისიც, რაც გაინტერესებს
სიჩუმის სახელოსნო
aleqsa
Jul 6 2018, 10:13 PM
giga2010 მადლობა გიგა, ვწერდი მაგ ველში ხოლოთ მოდერის ნაცვლად მაყუჩს ვწერდი და არ მიგდებდა არაფერს და მაგიტო ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა, გაიხარე ძმაო

პ.ს. დაგვიძველდა გიგა გასვლები ხომიცი
giga2010
Jul 6 2018, 10:50 PM
ციტატა(ale @ 6th July 2018 - 11:13 PM)

პ.ს. დაგვიძველდა გიგა გასვლები ხომიცი
გეთანხმები
ja_ja
Jul 11 2018, 04:37 PM
aleqsa ციტატა(ale @ 6th July 2018 - 10:30 PM)

მაყუჩების თემა რომ მინდოდეს
არ არსებობს პნევმატიკაში მაყუჩი, ეს არის ცეცხლსასროლის პრეროგატივა. და საერთოდ მაყუჩის გამოყენებას სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად უყურებს კანონი, ამერიკაში და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში უყურებენ როგორც ხნაურის დაბინძურების მოცილების საშუალებას (ანუ არც ხალხს და მსროლელს უზიანდება ყურის ბარაბანი და არც ცხოველებს უფრთხობენ ცხოვრებას), შედეგად აკრზალული არაა, საკმარისია ლიცენზიის საფასური გადაიხადო და მერე გინდა იყიდე და გინდა შენით აკეთე...
მაგრამ არის ტვინგადატრიალებული ქვეყნები, ერთერთი ჩვენც ვართ სადაც კანონი მაყუჩს უყურებს მხოლოდ როგორც კილერის ინსტრუმენტს რომელსაც კვალის დამალვა უნდა, შედეგად აკრძალულია და მისი გამოყენება, გაყიდვა დამზადება სისხლის სამართლის კადექსით რეგულირდება როგორც დასასვლენებელ პანსიონატში გაშვების მიზეზი...
ასე რომ შეიძლება სიტყვების თამაშად მოგეჩვენოს, მაგრამ სიტყვა მაყუჩს მოეშვით და თუ პნევმატიკაზეა საუბარი გამოიყენეთ სიტყვა მოდერატორი. მოდერატორს ცეცხლსასროლზე ვერ გამოიყენებს ვერავინ, იმიტომ რომ ალუმინის კორპუსი ცეცხლსასროლის წნევას ვერ გაუძლებს, იმიტომ რომ ბიგუდები და ქეჩევი აალებულ დენთს ვერ გაუძლებს და შედეგად კვალს კილერი ვერ დამალავს, ამიტომაც, კანონთან საჩხუბარი ათარ გექნებათ.
შესაბამისად თუ ყველა იყენებს ტერმინს მოდერატორი რაღაც მიზეზი მანდ არის დამალული და ნუ ცდილობთ ჩაანაცვლოთ იმ ტერმინით რომელიც კონფლიქტში მოვა კანონთან, მიუხედავად იმისა რომ შინნარსობრივად შეიძლება ეს საკომფლიქტო ტერმინი მიგაჩნდეთ მართებულად.
aleqsa
Jul 12 2018, 01:15 PM
ja_ja
მდაააა....
არვიცოდი, მადლობა ჯაჯა
giga2010
Jul 12 2018, 09:25 PM
ავატარის შეცვლა როგორ ხდება ხომ ვერ მეტყვით? ვერაფრით ჩავსვი ფოტო ავატარში
MonSoon
Jul 12 2018, 09:40 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 12th July 2018 - 09:25 PM)

ავატარის შეცვლა როგორ ხდება ხომ ვერ მეტყვით? ვერაფრით ჩავსვი ფოტო ავატარში
ფორუმზე შეხვალ.

შემდეგ კაბინეტში

შემდეგ ავატარის რედაქტირება
giga2010
Jul 12 2018, 09:50 PM
MonSoon
მადლობა მეგობარო
aleqsa
Jul 13 2018, 07:33 AM
ბიჭებო მოდერატორის დაყენების შემთხვევაში ჰაერის ხარჯი თითოეულ გასროლაზე იცვლება?
ჩემს შემთხვევაში შევნიშნე თითქოს გაორმაგდა ხარჯი. მანამდის თითო გასროლისას ხარჯი ქონდა დაახლოვებით 1 ბარის ოდენობით ანუ 10 გასროლის შემდეგ რეზერვუარს 10 ბარი აკლდებოდა და ახლა 20 ბარს იკლებს.
ეს შესაძლებელია მოდერმა გამოიწვიოს? ამჯერად მეტი მე არაფერი გადამიკეთებია "გიჟუაზე" , გასროლის ხმამ ძალიან საგრძნობლად მოიკლო, იმდენად რომ დამრტყმელი მექანიზმის ჩხაკუნის ხმა უფრო ისმის ვიდრე გატყორცნილი ჰაერის.
მოდერს რაც შეეხება უბრალო მარტივი სქემა ავირჩიე. პლასმასის ბიგუტებზე თხელი ღრუბლის (გუბკის) ფენა გადავახვიე და შუაში პლასმასის "შაიბა" ( მგონი ქართულად საყელო ქვია) ჩავუდე. ანუ ორ კამერიანი გავაკეთე. შაიბასაც და საცობსაც 6მმ ხვრელიაქვს. თვითონ მოდერი 30მმ ალუმინის მილისგან ავაწყე რომელიც გიჟუას 25მმ. იან შრაუდერზე წამოვაცვი გარედან. შრაუდერში გიჟოს 5 ცალი ალუმინის ჭიქა უზის, კრუგერისვე, მარა ბიჭებმა იციან აქ და დამეთანხმებიან ამ 5 ჭიქის მიუხედავად საკმაოდ დიდი ხმა ქონდა გასროლისას. ქაღალდზე სასროლად კიდევ ხო მარა სანადიროდ საერთოდ არშეიძლებოდა ამის წაღება და მაგიტომ მომიწია მოდერატორზე ფიქრმა.
ja_ja
Jul 13 2018, 11:41 AM
aleqsa ციტატა(ale @ 13th July 2018 - 08:33 AM)

ბიჭებო მოდერატორის დაყენების შემთხვევაში ჰაერის ხარჯი თითოეულ გასროლაზე იცვლება?
მოკლედ პასუხია არა, უფრო გაფართოვებული კი გამოიყურება შემდეგნაირად:
- მოდერატორის დაყენება არ იწვევს ჰაერის ხარჯის გაზრდას, არ იწვევს ტყვიის სიჩქარის შეცვლას, არ იწვევს ტყვიის ტრაექტორიიდან საგრძნობლად გადასვლას.
aleqsa
Jul 13 2018, 12:25 PM
ja_ja მადლობა.
giga2010
Jul 13 2018, 02:40 PM
ციტატა(ja_ja @ 13th July 2018 - 12:41 PM)

მოდერატორის დაყენება არ იწვევს ჰაერის ხარჯის გაზრდას, არ იწვევს ტყვიის სიჩქარის შეცვლას, არ იწვევს ტყვიის ტრაექტორიიდან საგრძნობლად გადასვლას.
მე თუ რამე პცპ სისტემის თოფი მქონია, მოდერატორის გარეშე თუ ვისვრი და ვასწორებ ჯვარს 50 მეტრზე, მოდერატორით უკვე 50 მეტრზე მოხვედრის წერტილი ჩამოდის სადღაც პირველ წერტილზე, ანუ დაბლა
okela84
Jul 13 2018, 04:53 PM
სხვადასხვა მოდერებში სხვადასხვა ტურბულენციის გავლა უწევს ტყვიას, რაც ბალისტიკაზე მოქმედებს, ზოგჯერ შესამჩნევლად ზოგჯერ შეუმჩნევლად
Rolx
Jul 14 2018, 02:46 PM
გამარჯობა ხალხნო, HUMA-AIR ის რეგულატორი გამოვიწერე Kral Puncher Maxi სთვის და თვის ბოლოს მექნება ადგილზე, დასარეგულირებლად მჭირდება ქრონოგრაფი და თუ შეგიძლიათ ვინმეს რომ მათხოვოთ/მომაქირავოთ თვის ბოლოსკენ?
aleqsa
Jul 14 2018, 03:54 PM
ციტატა(Rolx @ Jul 14 2018, 03:46 PM)

გამარჯობა ხალხნო, HUMA-AIR ის რეგულატორი გამოვიწერე Kral Puncher Maxi სთვის და თვის ბოლოს მექნება ადგილზე, დასარეგულირებლად მჭირდება ქრონოგრაფი და თუ შეგიძლიათ ვინმეს რომ მათხოვოთ/მომაქირავოთ თვის ბოლოსკენ?
გაგიმარჯოს! ახალი წვრი ჩანხარ ფორუმის? კეთილი იყოს შენი ფეხი...
როცა დაგჭირდება შემეხმიანე და ან გათხოვებთ ან რომელიმე გასვლაზე შემოგვიერთდი და გაქრონე რამდენიც გინდა
Rolx
Jul 14 2018, 04:14 PM
ციტატა(aleqsa @ Jul 14 2018, 04:54 PM)

გაგიმარჯოს! ახალი წვრი ჩანხარ ფორუმის? კეთილი იყოს შენი ფეხი...
როცა დაგჭირდება შემეხმიანე და ან გათხოვებთ ან რომელიმე გასვლაზე შემოგვიერთდი და გაქრონე რამდენიც გინდა

მადლობა, კი ახალი ვარ, ცოტა ხანია რაც ამ ჰობის შემოუერთდი, სულ მიყვარდა სროლა. უცილებლად შეგეხმიანები, ნომერი მომწერე პირადში და ჩავიწერ. გასვლები რეგულარულად გაქვთ თუ წერთ სადმე?
MonSoon
Aug 8 2018, 04:50 PM
რაღაც მაინტერესებს თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია.
მოკლედ. .22ლრ_დან ანუ ე.წ. გეკოდან სროლის შედეგები ვინმემ იცით ? მაგალითად საშუალოდ საუკეთესო ჯგუფი რა აქვს ამ ტიპის იარაღს 50-100 და მეტ მანძილზე ? ვგულისხმობ კარგათ გამართულ იარაღს და ასევე სამოყვარულო ტიპის იარაღსაც. უფრო საინტერესო ალბათ 100 და მეტი მანძილი იქნება სინტერესო
userman
Aug 8 2018, 07:49 PM
MonSoon ციტატა(bedo @ 8th August 2018 - 05:50 PM)

მოკლედ. .22ლრ_დან ანუ ე.წ. გეკოდან სროლის შედეგები ვინმემ იცით ? მაგალითად საშუალოდ საუკეთესო ჯგუფი რა აქვს ამ ტიპის იარაღს 50-100 და მეტ მანძილზე ? ვგულისხმობ კარგათ გამართულ იარაღს და ასევე სამოყვარულო ტიპის იარაღსაც. უფრო საინტერესო ალბათ 100 და მეტი მანძილი იქნება სინტერესო
გააჩნია , რომელი ფირმისაა . ზოგადად ჩეზეს ლულით ყველაზე უკეთესიაო .
შენმა ზემლიაკმა ჩახსეინამ თქვა, თავის გაკეთებულ გეკოზე , რომელსაც ჩეზეს ლულა აქვს, 50 მეტრში, 5 ნასროლი, ერთ ნატყვიარშიაო.
სავეტსკი გეკოები გამოდგომაზეა , ჩემი ტოზ 8 ,50 მეტრზე 2 დან 3 სანდიმეტრში ჯდება. ზოგი უფრო უკეთესს ჯგუფს აკეთებს.
vexam
Aug 9 2018, 10:57 AM
აქ ვერ ვტვირთავ ვიდეოებს და სურათებს. ლინკს ჩავაგდებ.
https://www.youtube.com/watch?v=coB-HlGWeMc
vexam
Aug 9 2018, 11:09 AM
MonSoon
Aug 22 2018, 12:49 PM
ვინმე რეზბის ზომებში ერკვევით ??
მანომეტრი მოვწყვიტე ძირში. რეზბის გარე დიამეტრია 8 მმ. როგორც მითხრეს რვიანია ზომაშიო.
გამოწერისას რეზბის რა ზომა მივუთითო ?? M8 იქნება თუ სხვა რამე სტანდარტი ???
okela84
Aug 22 2018, 04:28 PM
MonSoon
nabiji unda icode pirvel rigshi. konkretul diametrze, magalitad 8 mm ni sisqis sheidzleba iyos atasnaerebia
MonSoon
Aug 22 2018, 04:34 PM
okela84
ნაბიჯში რას გულისხმობ ??
ბაიკერი
Aug 22 2018, 04:44 PM
MonSoon
ხრახნი. ტვისტი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.