MonSoon ციტატა(bedo @ 28th March 2018 - 05:34 PM)

ვაა კატეგორიული ტონი იმჩნეოდა ჩემს ნაწერში ??
არა კაცო რა მკაცრი ტონი იგრძნობოდა, უფრო რაღაც სასოწარკვეთილი ტონი იყო

- არიქა მიშველეთ იზმენებში ვარ და ვინმე მხარში ამომიდექიტ თქვენი რჩევით და დამიდასტურეთ რომ სწორ გზას ვადგევარო

აი ეგ უფრო იგრძნობოდა

მაგიტომ დავწერე მაგხელა რაცხა რომ ნუ ხარ იზმენებში ყველა ერთი ფეხებია და ყველას ერთი ძIრითადი საქმე აკისრიათქვა, დანარჩენი პრიბამბასები კი პროსტა ბონუსებია, რომელიც ზოგს სჭირდება და ზოგს არა...
ციტატა(bedo @ 28th March 2018 - 05:34 PM)

ესეიგი სტრაიკ ბოლის ქრონოგრაფის გარდა გამომადგება ყველა იმ მიზნით რაც დავწერე ზევით ხო ??
კიბატონო, იმიტომ რომ სტრაიკბოლის ქრონოგრაფი გათვლილია პლასტიკატის ბურთულაზე, და არა ლითონის შემცველ ბურთულაზე, ასევე გათვლილია ჯერით ანუ მიყრით სროლაზე, რაც ასე ვთქვათ HARD პნევმატიკაში ჯერჯერობით არ არსებობს, და ბოლოს, სტრაიკბოლის ქრონი გათვლილია ლულის ჭრილთან ახლოს მიტანაზე, რადგან ჰაერის ტალღა მაინდ ნაკლებია და მონაცემებს არ ურებს, ჩვენს HARD პნევმატიკაში ყუვიის წინაც და ტყვიის უკან ხომ განსაკუთრებით, მოდის ისეთი შეკუმშული ჰაერის ტალღა რომ უმეტესობა ქრონოგრაფების მიერ აღიქმებათ თვითონ ტყვიად, შედეგად არასწორი სიჩქარეების ათვლა....
გაითვალისწინე რა ქრონიც არ უნდა იყიდო კარგად წაიკითხე მისი ინსტრუქცია, იმეტესობა ღია კონსტრუქციის ქრონი (ძირითადად ინფრაწითელ რეჟიმში ჩრდილების გამოჭერაზე მუშაობენ) ითხოვს რომ ლულის ჭრილი მინიმუმ 50 სანტიმეტრით იტოს მოცილებული ქრონოგრაფიდან, სასურველი 1 მეტრამდე მაგ მანძილის გაზრდა (ცეცხლსასროლის შემთხვევაში ეს მანძილი 5-7 მეტრამდე იზრდება), წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერის შეკუმშული ტალღაც ინფრაწითელ სპექტრში ასევე ჩრდილად ჩანს და ...... სამაგიეროდ ასეთ ქრონოგრაფებს აქვს ყველაზე დიდი გამოყენების რეინჯი, ანუ ზომავს ყველაფრის სიჩქარეს, იქნება ეს ლაგატკით ნასროლი ქვა, სტრაიკბოლი, პეინტბოლი, პნევმატიკა, ცეცხლსასროლი თუ ისარი და შუბი, მთავარია 2 ამთვლელს შორის გაიაროს მინიმალური სიჩქარით....
მაგრამ არის მოდელები რომლებიც პირდაპირ ლულაზე ეცმება თოფს, ან ძალიან ახლოსაა ლულის ჭრილთან განთავსებული, ასეთი მოდელები იყენებენ ელექტრომაგნიტური ტალღის წარმოქმნას, რომელიც წარმოიქმნება ლითონის დეტალის გავლისას გარკვეული ფორმის კოჭში, შედეგად იჭერენ ამ ტალღის წარმოქმნას და მაგით განსაზღვრავენ სიჩქარეს... ასეთი ქრონნი იასნია ვერ აღიქვავს სტრაიკბოლს, იმიტომ რომ პლასტიკატის ბურთულა არანაირ ელექტრომაგნიტურ აღშფოთებას არ წარმოქმნის

ასევე ვერ გამოიყენებ ქვაზე, ისარზე და ცეცხლსასროლი მათთვის აკრძალულია, რადგან ლულის ჭრილიდან გამოვარდნილი აალებული მაღალი წნევის აირები, უბრალოდ შუაზე გააპობენ მაგ ქრონოგრაფს

ასე რომ კარგად წაიკითხე ინსტრუქცია რასაც იყიდი, ხოლო სიჩქარის ათვლის კუთხით ყველა ერთი და იგივე საქმეს აკეტებს