დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კითხვა ფორუმელებთან
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
userman
mamukaaa


ეს კითხვაა ? biggrin.gif

მეც გილოცავთ ყველას !!!
chicho
გაუმარჯოს ბიჭებო

როდესაც გარედან სახლში შემაქვს თოფი (სიცივედან სითბოზე) თოფი მთლიანად იორთქლება და სველდება, რას მირჩევთ რომ არ დაიჟანგოს? ხელი რომ გადავუსვი რამოდენიმე ადგილზე უკვე უხეშობა ვიგრძენი.
ja_ja
მუდმივად თან იქონიე ზეთით დანამული ჩვარი და გადაუსვი ხოლმე.

მეორე ისაა რომ პირდაპირ ცხელ სახლში ნუ შეიტან. ცოტა გრილი შემოსასვლელი ან რამე არ გაქვს? ჯერ იქ გააჩერე ცოტახანი. და ბოლო რჩევა. ცივი რკინა კონდენსატს მაშინ იკიდებს როდესაც ჰაერში ბევრი ნესტია. შედეგად სახლში მიკროკლიმატი ყურადღება მისაქცევუა. ნუ ეს სწავლაში არ ჩამითვალო. მარა ...
chicho
ციტატა(ja_ja @ Apr 17 2018, 02:08 PM) *
მუდმივად თქნ იქონიე ზეთით დანამული ჩვარი და გადაუსვი ხოლმე.

მეორე ისაა რომ პირდაპირ ცხელ სახლში ნუ შეიტან. ცოტა გრილი შემოსასვლეკი ან რამე არ გაქვს? ჯერ იქ გააჩერე ცოტახანი. და ბოლო რჩევა. ცივი რკინა კონდენსატს მაშინ იკიდებს როდესაც ჰაერში ბევრი ნესტია. შედეგად სახლში მიკროკლიმატი ყურადღება მისაქცევუა. ნუ ეს სწავლაში არ ჩამითვალო. მარა ...


მადლობა, მანქანის ზეთი შეიძლება გამოვიყენო ? ან რა ჯობია?
userman
ციტატა(gihap0 @ 17th April 2018 - 02:19 PM) *
მანქანის ზეთი შეიძლება გამოვიყენო ? ან რა ჯობია?


შეიძლება .
chicho
ოკ, ერთი კითხვაც, ზდპს დასაშლელად რა ხელსაწყოებია საჭირო ? შესტიგრანები, ზვიოზდაჩკები და 2 ატვიორკა მაქ მეყოფა ? biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(chicho @ Apr 17 2018, 08:12 PM) *
ოკ, ერთი კითხვაც, ზდპს დასაშლელად რა ხელსაწყოებია საჭირო ? შესტიგრანები, ზვიოზდაჩკები და 2 ატვიორკა მაქ მეყოფა ? biggrin.gif

სტანოკი გჭირდება. შეგიძლია კუსტარულად გააკეთო. აი ესეთი ამ თემაში რომ არის . ქვემოთ ჩამოყევი და ნახავ ცილინდრი რომ არის მაგ სტანოკში მოთავსებული. ზოგ თოფს საერთოდ არ სჭირდება, მაგალითად ბენჟამინ ნიტროს უკანა ხუფი რეზბაზე აქვს, რომ უშვებ შიგნიდან ზამბარა ნელ-ნელა იშლება სიგრძეში და საბოლოოდ როზბას რომ მოხსნი არ გამოისვრის გარეთ არაფერს.
შენ რა თოფზე გაქვს საუბარი? ზოგირთი თოფი კი გამოაგდებს ზამბარის ძალით უკანა ხუფს მაგრამ იმდენად პატარაზე რომ მასაც არ სჭირდება სტანოკი, როგორც დაშლისას ასევე აწყობისას smile.gif
chicho
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Apr 17 2018, 09:00 PM) *
სტანოკი გჭირდება. შეგიძლია კუსტარულად გააკეთო. აი ესეთი ამ თემაში რომ არის . ქვემოთ ჩამოყევი და ნახავ ცილინდრი რომ არის მაგ სტანოკში მოთავსებული. ზოგ თოფს საერთოდ არ სჭირდება, მაგალითად ბენჟამინ ნიტროს უკანა ხუფი რეზბაზე აქვს, რომ უშვებ შიგნიდან ზამბარა ნელ-ნელა იშლება სიგრძეში და საბოლოოდ როზბას რომ მოხსნი არ გამოისვრის გარეთ არაფერს.
შენ რა თოფზე გაქვს საუბარი? ზოგირთი თოფი კი გამოაგდებს ზამბარის ძალით უკანა ხუფს მაგრამ იმდენად პატარაზე რომ მასაც არ სჭირდება სტანოკი, როგორც დაშლისას ასევე აწყობისას smile.gif

Benjamin mayhemზე მაქვს საუბარი, სტანოკის გარდა სხვა არაფერი დამჭირდება ? (აქ ვიღაცას ეწერა სტანოკის მაგივრად დადო წიგნზე , წევიდან მეორე წიგნი დაადო მუხლებზე დადგა და მკერდით დააწვა, მერე შპონკა გამოაგდო და ნელნელა აიწია)
gregory
chicho
მარტო ნამდვილად გაგიჭირდება მაგის გაკეთება.თუ ვინმეს დაიხმარ შეიძლება ეგეთი მეთოდიც ცადო. თუ არ გამოვა, მერე სტანოკი
aleqsa
chicho

მე მაქვს ეგ სტანოკი და გათხოვებ თუ გჭირდება. ხელით ზამბარაზე კიდე ჰო მარა ნიტროზე არამგონია შეძლო მაგ მეთოდით შენ რაც დაწერე.
chicho
ალექს გაიხარე თუ რამეა მოგწერ,
ეჰ არადა ადრე მე ვაკეთებდი ეგეთ სტანოკებს ელმავალმშენებელი რო დაქოქილი იყო biggrin.gif
ja_ja
chicho
ციტატა(gihap0 @ 17th April 2018 - 11:24 PM) *
აქ ვიღაცას ეწერა სტანოკის მაგივრად დადო წიგნზე , წევიდან მეორე წიგნი დაადო მუხლებზე დადგა და მკერდით დააწვა, მერე შპონკა გამოაგდო და ნელნელა აიწია

სწორე გირჩიეს დაივიწყე ეგ მეთოდი თან 1 კაცის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია დაწოლა და შპონკის გაგდება....

უმარტივესი სტანოკია გასაკეთებელია, ალბათ 10-20 ლარი დაჯდება მაქსიმუმ, ან საერთოდ არაფერი... გინდა 2 ცოტა სქელი ფიცარი, თითოეულს დაადე 2-2 ხვრელი გვერდებზე.... ნუ ფიცარს იმედია უფასოდ იშოვი...

დალშე გჭირდება 2 ცალი რეზბიანი ვინტი ღერძი, ეგეთები ყრია ელიავაზე, მგონი მეტრი 5 თუ 10 ლარი ღირს, 1.5 მეტრი ყელში ამოგივა, შეიძლება ვინმე ახლობელს ჰქონდეს უფასოდ და მაშინ კაპიკი არ დაგიჯდება, ჩემი რჩევა იქნება 12 მილიმეტრზე ნაკლები არ იყიდო, უკეთესია 16-18-იანი ზუსტად არ მახსოვს ზომები შენით ნახე, ნუ ახლა ნამეტანი სუპერ სქელიც არ გჭირდება და თხელი კიდევ ვერ გაგიძლებს, იმიტომ რომ ბანძი ლითონისაა როგორც წესი და 10 მილიმეტრაინი მაგალითად მალე გაცვდება...

დალშე გინდა მაგ ღერძების გაყრა ერთ-ერთ ფიცარში და წინიდან და უკნიდან გადაუჭირე ბოლტები რომ მაგ პირველ ფიცარში ეს ღერძები არ დადიოდეს.... ჩამოაცვი მეორე ფიცარი და მხოლოდ გარედან გაუკეტე ბოლტები... ვსიო სტანოკი მზადაა

დალშე დაგრჩა თოფის მოქცევა 2 ფიცარს შორის, და მეორე ფიცარი რაც ჩამოაცვი მაგის გარეთ რომ გაქვს ვინტები იმას ნელნელა მორიგეობით მოუჭერ, ვსიო, სასურველ შეკუმშვას მიიღებ მინიმალური ფიზიკური ძალის დახარჯვით, არც დაძაბვა დაგჭირდება და რავი მოკლედ იოლია გასაკეთებლადაც და გამოსაყენებლადაც smile.gif
chicho
გაიხარე ჯაჯა , არმეგონა ეგრე იაფი თუ ყოფილა ეგ რეზბები
koba1973
chicho
მე უფრო მარტივ მეთოდს ვიყენებ: მანქანის დომკრატს და აივნის რიკულს შუა ვაქცევ, დომკრატით მივაწვები და იქამდე შევკუმშავ სანამ შპონკა არ გამოვა მსუბუქი მიწოლით. შეგიძლია სხვა ნივთები გამოიყენო. მთავარია უსაფრთხოება დაიცვა.
chicho
კიდევ ერთი ჩაინიკური
კითხვა: ოპტიკაში საიდანაც ვიხედებით ეგ ყველა ოპტიკაზე ერთი და იგივე დიამეტრია?
sekurifa
ციტატა(gihap0 @ 19th April 2018 - 12:11 PM) *
ოპტიკაში საიდანაც ვიხედებით ეგ ყველა ოპტიკაზე ერთი და იგივე დიამეტრია?

არა. არის განსხვავებები.
sekurifa
chicho


ესაა ჩემი სტანოკი. 50სმ ია ცალი შტირი და 42სმ რჩება თავისუფალი ადგილი აწყობის მერე. გაზომე შენი ფიშტოს კორპუსი და თუ ყოფნის ერთ მეტრიანი შტირი იყიდე და გაჭრი შუაში.
დიამეტრს შტანგელზე 15.50 მიჩვენებს. ანუ 16იანი გამოდის და მეტი დიდი არ გინდა სავსებით ეყოფა და ზედმეტიცაა კიდე.
chicho
გაიხარეთ მადლობა
momxre
მოგესალმებით,

ესეთი კითხვა მაქვს, ალიექსპრესიდან თუ გამოგიწერიათ ოპტიკა?
აქვს თუ არა აზრი? საბაჟოზე ხო არ გააჩერებენ ან საერთოდ გამოუშვენებ?
MonSoon
momxre
ციტატა(momxre @ 20th April 2018 - 10:55 AM) *
ესეთი კითხვა მაქვს, ალიექსპრესიდან თუ გამოგიწერიათ ოპტიკა?
აქვს თუ არა აზრი? საბაჟოზე ხო არ გააჩერებენ ან საერთოდ გამოუშვენებ?

კი მე გამოვიწერე, ჩამოვიდა ჩვეულებრივად. საქ. ფოსტით.
ja_ja
momxre
ციტატა(momxre @ 20th April 2018 - 11:55 AM) *
საბაჟოზე ხო არ გააჩერებენ ან საერთოდ გამოუშვენებ?

საქართველოს კანონმდებლობას და საბაჟოს არ აქვს არანაირი შეზღუდვა დაწესებული ოპტიკურ სამიზნეებზე, მტავარია სამიზნე არ შეიცავდეს ტაქტიკურ მახასიათებლებს, ანუ არ იყოს კონკრეტულ საბრძოლო ვაზნაზე გათვლილი და სამხედრო მოდელი, არ ჰქონდეს, ცამონტაჟებული ღამის ხედვის ან სითბოს ხედვის რეჟიმი....

წესით ასევე მანძილმზომიანი ვერსიაც არ დაიშვება, მაგრამ ბევრი მებაჟე ვერ ანსხვავებას მაგას და შეიძლება გამოიპაროს smile.gif

დანარჩენის მხრივ, ჩვეულებრივი ოპტიკა, მებისმიერი ჯერადობით და ნებისმიერი ზომის არ წარმოადგენს არააირ შეზღუდვის საგანს, მესმის რომ ჩვენი არეული და უვიცი კანონების გამო შიშები ბევრი წარმოიქმნება, მაგრამ ოპტიკა ერთერთი გარკვეული და პრობლემო საკითხია smile.gif

ამერიკიდან შემოტანაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი საბაჟოს გადასახედიდან, უბრალოდ ჩვენს გადამზიდავებს არ უნდათ იქარ კანონებთან ჩალიჩი, იმიტომ რომ ამერიკაში ბევრი კანონი გართულდა ტერორიზმის გამო. ამიტომაც, შეიძლება მაღაზიამ არ გამოაგზავნოს გადამზიდავის შტატში, და შეიძლება გადამზიდავმა არ წამოიღოს.

მოკლედ:

1) თუ ჩინეთიდან იწერ, არანაირი პრობლემა არაა პირდაპირ აქ ჩამოვა და ჩვენები გამოატარებენ

2) თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან იწერ და პირდაპირ საქართველოში, მოდის , მაშინ თუ გამყიდველს არ აქვს რაიმე იქაური კანონების შეზღუდვა, ოპტიკა უპრობლემოდ ჩმაოვა

3) თუ ამერიკის მაღაზია შეცნომით ან კანონის ტანხმობით გამოგიგზავნით გადამზიდავის მისამარტზე ოპტიკას და გადამზიდავსაც არ აქვს არანაირი პრობლემა იქაუ კანონთან და საბაჟოსთან, მაშIნ ოპტიკა ისევ ცამოვა ჩვენთან და უპრობლემოდ მოგცემენ....

აუ თუ არის შემდეი შეზღუდვები მაშინ ოპტიკას ვერ მიიღებ იქაური კანონების გამო:

1) გამყიდველს ტავის ქვეყნის გარდა სხვაგან გაგზავნის უფლება არ აქვს

2) ამერიკის კონკრეტულ შტატში ოპტიკის გაგზავნა არ შეიძლება

3) ამერიკიდან რაიმე იქაური კანონის გამო არ შეიძლება ოპტიკის გადაადგილება საფოსტო გზავნილით ან თვითმფრინავით გადატანა

4) თუ კონკრეტული მოდელი შტატებში ტაქტიკურად არის მიჩნეული და საზღვარგარეთ გატანას არ ექვემდებარება...

----------------

მოკლედ თუ ჩვენს საზღვრამდე ჩამოვიდა პრობლემა აღარ იარსებებს, ძირიტადი პრობლემა ამერიკაში და ევროპაშია, თუ იქედან იგზავნება, ჩვენთან არ გაჩერდება...
aleqsa
გამარჯობათ ბიჭებო

ამასწინ არმახსოვს ვინ მარა ვიღაც კითხულობდა საქართველოში სად შეიძლებაო სამოყვარულო ტელესკოპების შეძენაო და გუშინ გადავეყარე "შევჩენკოს" 5 ნომერში (რუსთაველის მიმდებარედ,პირველი გიმნაზიის გვერდითა ქუჩის და ბესიკის ქუჩებს შორის გადადის შევჩენკოს ქუჩა) კორპუსის პირველ სართულზე გაყოლებაზე კომპიუტერული მაღაზიის გვრდით იყო. შიგნით არ შევსულვარ მარა გარედან დავინახე რამდენიმე მაღაზიაშივე ედგათ სამფეხაზე და შუშაზეც ეს აბრა ქონდათ გაკრული:

თუ ვინმეს გახსოვთ ვინ კითხულობდა და ჯერ არ უპოვია იქნებ მიაწვდინოთ ხმა?...







giga2010
სალამი მეგობრებო, დასაკეცი კონდახი ვინმეს ხომ არ აქვს ზედმეტი. უკეთესი იქნება თუ მსუბუქი და რამე კომპაქტური იქნება.
MonSoon
უცხოური, მეორადი პნევმატური იარაღი თუ ჩამოგიტანიათ ვინმეს ?
მაგალითად ამ საიტის მსგავსიდან. ეს არის მაიმარკეტის ტიპის საიტი, იარაღების. მაღაზიები და კერძო პირები ყიდიან. გამოწერა ვერ ვნახე, ალბათ არ აქვს. თუმცა შეიძლება ვერც გამოწერო, ალბათ იმიტო რო კერძო პირებიც არიან, არ ვიცი მოკლედ.

ბრიტანული საიტია
https://www.guntrader.uk/Guns-For-Sale/resu...-1045-232e-1262

რაიმე მსგავსი თუ იცით გაგვიზიაროთ
chicho
გამარჯობა ყველას, ამ შურუპს ზუმზე როა



რა დანიშნულება აქვს ხომ ვერ მეტყვით ?


chicho
ტელეფონით ვარ და ლინკი არ ჯდება ნორმალურად
sekurifa
სურათი არ ჩანს მაგრამ თუ ოპტიკის ზუმის რგოლს გულუსხმობ და იმ ვინტს რომელუც ზედ არის ეგ მაგ რგოლის ფიქსაციაა. რგოლს უკავშირებს კორპუსში მოთავსებულ ზუმის დოლურას ასე ჳთქვათ.
giga2010
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება დავბეჭდო 3დ მოდელი?
aleqsa
გამარჯობათ ბიჭებო!!!

რჩევა მჭირდება თქვენი, ქრონის ყიდვას ვაპირებ და შემარჩევინეთ რამე ნორმალური.

მე ვერ ვერკვევი ქრონებში და თქვენი დახმარება მჭირება.

მადლობა წინასწარ... smile.gif
bubusicha
ალექს ეს ქრონი მქონდა 2 წლის წინ და არ ვიცი მე შემხვდა ბრაკი თუ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი რასაც ქვია გამაწამა.
ნახევარ გასროლებს არ ზომავდა ერორებს წერდა.
https://www.amazon.com/Shooting-Chrony-7000...ng+Chrony+Alpha

ეს ქრონი მაქვს ეხლა და ძალიან იაშვათად წერს ერორს, იდეალურად მუშაობს და კომფორტული სახმარია.
https://www.amazon.com/Caldwell-721122-Ball...&dpSrc=srch

ამასაც აქებენ მარა მე პირადად არ გამომიცდია როგორია
https://www.amazon.com/Competition-Electron...&dpSrc=srch
giga2010
aleqsa
ეს ქრონი მაქვს ალექს https://www.amazon.com/Caldwell-721122-Ball...&dpSrc=srch. მუშაობს ნორმალურად. მაგრამ არ აქვს მახსოვრობის ფუნქცია, თუმცა მობილურ აპლიკაციას ვიყენებ და იქ იწერება მონაცემები. ოთახის პირობებში ვერ ზომავს სიჩქარეს, თუმცა ესეც გვარდება განათებების მეშვეობით. მე როგორც გიცნობ, ვერ მოისვენებ, გიყვარს ექსპერიმენტები და ვფიქრობ არც ერთი მათგანი არ გამოგადგება. მოიძიე უფრო კომპაქტური რომელსაც სახლის პირობებში უფრო მარტივად გამოიყენებ.
რაღაც არ აჩვენებს ლინკს, ანუ მიგითითე რაც bubusicha-ს აქვს, ანუ მეორე
ესეთი რამ არ მოგწონს, თუმცა შეხება არ მქონია აი ეს
aleqsa
პირველ რიგში მადლობა ბიჭებო რჩევებისთვის

giga2010

ხოო ბოჭო ქრონის გარეშე უკვე გავიჭედე, მივედი იმ კონდიციამდე რომ უმაგისოთ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ და თხოვებითაც კიი არ დამზარდები ვიცი და მათხოვებ, უთქმელადაცკი შემომთავაზე და მადლობა მაგისთვის ძმაო, მარა ეხლა ამ ეტაპზე სულ მჭირდება და მასე უკვე ნამუსიც კაი საქონელიაო ნათქვამია... smile.gif wink.gif
რადგან ერთი დავარეგულირებ გავტესტავ და გავიგებ რაწნევებზე რა მასის ტყვიებზე რა სიჩქარეებიაქვს მერე უკვე შეიძლება სულ ისე მედოს მარა ამ ეტაპზე მართლა სერიოზული ტესტირებები მაქვს გასაკეთებელი ორივე თოფზე.

ქრონს რაც შეეხება კი მართალიხარ ოთახის პირობებისთვის ეგ იდეალურია მარა მე უფრო "რქებიანისკენ" ვიხრები და რატო, აი მაგალითად მაინტერესებს შორ მანძილძეც, დავუშვათ 60-70 მეტრზე რა სიჩქარეებს ინარჩუნებს ტყვია და მაგ ვარიანტში მაგ ტიპის არ გამომადგება. რქებიანით კიდევ ორივე ვარიანტში ვიხმარ.

bubusicha

მეორე ვარიანტი ანუ შენ რაც გაქვს ამჟამათ მეც მასეთზე მაქვს ჯერჯერობით არჩევანი შეჩერებული, 227ლ. ჯდება ტრანსპორტირების გარეშე ხოლოთ მარტო ქრონი რქებით და თხელი დამჩრდილავებით, სამფეხას გრძელი კაბელის და განათების გარეშე.
მთელი კომპლექტი მინდოდა მარა 400 ლარის ფარგლებშია და განბაჟებაც მოუწევს.
თან განათებას მეთვითონ გავუკეთებ, მეხერხება მასეთები, ფოტო აპარატის სამფეხაც მაქვს და მგონი წავა მაგაზეც და გრძელ კაბელს კიდევ ბოლო-ბოლო აქ თუ ვერ ვიშოვი ცალკე გამოვიწერ.


კიდევ ერთხელ მადლობა მეგობრებო, გაიხარეთ... smile.gif
userman
bubusicha
ციტატა(bubusicha @ 30th April 2018 - 11:45 PM) *
ალექს ეს ქრონი მქონდა 2 წლის წინ და არ ვიცი მე შემხვდა ბრაკი თუ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი რასაც ქვია გამაწამა.
ნახევარ გასროლებს არ ზომავდა ერორებს წერდა.
https://www.amazon.com/Shooting-Chrony-7000...ng+Chrony+Alpha


მერედა რა უქენი გაყიდე ?

მე მასეთი მაქვს და კმაყოფილი ვარ . ერთი ეგაა, კაი განათება უნდა . სხვა ქრონების არ ვიცი , მაგრამ ამას ღრუბლიან ამინდშიც უჭირს დანახვა .
ერთი კიდევ, განათების დაყენება მინდოდა და რაღაც ვერ მოვახერხე ეს თეთრი ფირფიტა სამ ნაწილად იშლება და მაგიტომ , აჯობებდა ერთი მთლიანი იყოს .

aleqsa
სწორ გზაზე დგახარ . იმიტომ , რომ ნათქვამია ,,პცპს მფლობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქრონიო " ! biggrin.gif .
ისევე , როგორც ნადირობის მოყვარულებს მანძილმზომი.
aleqsa
userman

გაიხარე ბესო. მართალიხარ. ქრონის შემდეგ მანძილმზომი მიდგას რიგში და მაგის შემდეგ ჩინურუ პატარა კომპრესორი. ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე ეს თანმიმდევრობამაქვს თუ რამე არ შეიცვალა შემდეგში wink.gif
bubusicha
aleqsa

თუ აქსესუარების გარეშე ვერსია და აქსესუარებით პრემიუმ ვერსიაში ზუსტად ერთიდაიგივე ქრონოგრაფია და აქსესუარების გამოა ფასი გაზრდილი რომელიც შენ არ გჭირდება. გამოწერა შეგიძლია და იაფშიც გამოხვალ.
მე არ მახსოვს http://youtube.com-ზე გადახედე ვიდეობს თვითონ ქრონოგრაფი არ იყოს დაბალი დონის ეკონომ ვერსიაში. პრემიუმ ვერსიაში ძალიან კარგი ქრონოგრაფია.
bubusicha
ციტატა(userman @ 1st May 2018 - 07:00 AM) *
მერედა რა უქენი გაყიდე ?


რაში გაინტერესებს?
კი გავყიდე თითქმის ნახევარ ფასად.
aleqsa
bubusicha

მოიცა ვერ მივხვდი, ეკონომ და პრემიუმ ვერსიები შესაძლოა მარტო კომპლექტაციითკიარადა ფუნქციონალურადაც განსხვავდებოდეს? ანუ დავუშვათ გრძელი კაბელის მიერთების საშუალება არქონდეს ან სმარტფონთან? ან სულაც დავუშვათ მახსოვრობა არქონდეს? მაგას გულისხმობ?
bubusicha
არ მახსოვს, ჯობია მიწერო სელერს და უფრო გაგცემს პასუხს
ხ.მ.ე.ლ.ო
მდაა, არაპნევმატური შეკითხვა მაქვს. ტელეფონს ეხება...

ადრეც მქონდა მსგავსი პრობლემა და დღესაც შემექმნა, მოკლედ ტელეფონს რომელიც არის ანდროიდის ოპერაციულ საისტემაზე, ჩავუდგით მეხსიერების ბარათი, 8 გბ აქვს თავისი და უკვე შევსებულია, გადატენილი. ხო და როდესაც სურათს ვიღებთ ან რაიმე ფაილს ვიწერთ კომპიუტერიდან, ან საერთოდაც პროგრამის გამოყენებას ვცდილობთ, მაგრამ განახლების გარეშე არ უშვებს პროგრამას, თუმცა ადგილი არ გვაქვს გასანახლებლად, არადა 16 გიგაბაიტიანი ჩიპი უდევს, მაგრამ რატომღაც არ ინახავს ჩიპზე არაფერს და როგორ გადავიტანოთ ტელეფონში არსებული ყველა ფაილი ჩიპზე და შესაბამისად როგორ მოვნიშნოთ ის, რომ სხვა ფაილის ჩაწერის ან ფოტოს გადაღების შემთხვევაში ეს ფოტოები ავტომატურად ჩიპზე შეინახოს?
ja_ja
გამოიძახე კამერა და შედი Settings მანდ აქვს Storage Location , ამოირჩიე ეგ პუნქტი და გამოვა შენახვის 2 ვარიანტი

1) Device storage - ანუ ტელეფონის მეხსიერებაში
2) SD CARD-ანუ ჩადებულ SD კარტაზე

ვსიო მაგის მერე ყველა ვიდეო აუდიო გადაღება, გარდა სკრინშოტებისა და მრავალკადრიანი გადაღებისა (ანუ გადაღების ღილაკს რომ დიდხანს დააწვები და ზედიზედ მიყოლებით რომ ბევრ სურათს იღებს) წავა ჩადებულ ფლეშკაზე

რაც შეეხება ძველი ფაილების გადატანას... მიაერთე კომპზე შენი ტელეფონი, შედი ტელეფონში და გამოგიჩნდება 2 დისკი Card და Phone ეს ბოლო ატის ტელეფონის შიდა მეხსიერება შედი მანდ და გამოჩენილ პაპკებიდან ამოირჩიე DCIM პაპკა, როგორც წესი ყველა ანდროიდ ტელეფონზე ეგ პაპკაა სადაც სურათები ინახება... მანდ რომ შეხვალ კიდევ რამდენიმე პაპკა იქნება, ნუ იქ ცალკე სკრინშოტების ცალკე ემოციების, ცალკე ვიდეო ედიტორის და ასე შედმეგ, შენ დაგჭირდება პაპკა Camera აი მაგაში არსებული ვიდეო და ფოტო ფაილები რაც არის, ეგრევე მონიშნე და გადაიტანე იგივე სახელის პაპკაში ოღონდ CARD-ზე რომელიც რეალში ნიშნავს ჩადებულ SD CARD-ს

გამონთავისუფლდება აურაცხელი მოცულობა....

ისე რომ იცოდე გარდა სურათებისა შეიძლება ნაწილი პროგრამებიც გადაიტანო SD ბარათზე, ამისათვის საჭიროა შეხვიდე APPLICATION-ში, მონიშნო საჭიტრო პროგრამა და მერე მენიუდან უნდა ამოირჩიო Move to SD CARD, ნუ ზუსტ მიმდევრობას ვერ გეტყვი იმიტომ რომ ყველა ტელეფონში ეს ფუნქცია სხვადასხვანაირად არის და ყველა პროგრამას ეგრე ვერ გადაიტან, რაც ითვლება სისტემულ პროგრამად იმაზე უბრალოდ არ მოგცემს ტელეფონი უფლებას გადაიტანო ბარათზე, თუმცა დაყენებული ნებისმიერი პროგრამა თუ სისტემყრ ფუნქციებს არ იყენებს (მაგალიტად თამაშები) შეგიძლია უპრობლემოდ მიაბრძანო ბარათზე.

და ბოლოს საერთო ასევე შეგიძლია ტელეფონის პროგრამის ქეშები გაწმინდო, ბევრი პროგრამა იმდენ ქეშს ინახავს რომ ჩემს მტერს smile.gif მაგისთვის ისევ სეტინგებში -> პროგრამებში და შემდეგ ამოირჩევ პროგრამას და მის STORAGE ფუნქციაში შედიხარ, იქ კი აქვს CLEAR CACHE ნახავ რამდელა მოცულობები გამონთავისუფლდება smile.gif

ნუ არის კიდევ დამალული ფუნქცია სადაც თვითონ ოპერაციული სისტემის ქეშის გაწმენდაც შეიძლება, მაგრამ ეგ უკვე ყველა ტელეფონს ტავისებული მენიუ აქვს .... ნუ გუგლის მეშვეობით შეიძLება მაგის მონახვა
chicho
ბიჭებო ზდპზე ოპტიკის განულება რა მანძილზეა მიზანშეწონილი ?
და განულება ნიშნავს რა მანძილზეცაა გასწორებული სამიზნე ხო ? თუ რამე კრიტერიუმები აქვს ?

ყველაზე მეტად მაინტერესებს იდეალური წერტილი ის ხომ არაა რა მანძილიდანაც ტყვიას ვარდნა ეწყება. ?
koknar
chicho
თოფს გააჩნია, თუ 250 მ/წმ მაინც აქვს სიჩქარე მაშინ 50მ ჯობია, მაგრამ ჩათვალე ტყვია მოძრაობს მრუდზე ანუ სწორი ტრაექტორია არც ერთ მონაკვეთზე არა აქვს. თუ ლულის პარალელურია ოპტიკის ღერძი მაშინ ტყვია სულ ვარდება, თუ ოდნავ ზემოთ ესვრის მაშინ ჯერ აღმავალი ტრაექტორია აქვს მერე დაღმავალი
chicho
ანუ ლულიდან გამოსული ტყვია ყოველთვის დაღმავალია ? ოპტიკის ხარჯზე გასაგებია რომ შეიძლება აღმავალი გავაკეთოთ მაგრ მე მაინტერესებს ტყვიის მოძრაობა ლულიდან გამოსვლის დროს მეგონა რომ ჯერ ოდნავ ზევით მიდიოდა სიჩქარის აკრეფის დროს და მერე იწყებდა ვარდნას, ანუ ასე არაა და ეგრევე ვარდნას იწყებს ლულიდან გამოვა თუ არა ?
giorgi555
ტყვია იწყებს ვარდნას მაშინვე, როგორც კი გამოვა ლულიდან.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ May 2 2018, 10:17 AM) *
გამოიძახე კამერა და შედი Settings მანდ აქვს Storage Location , ამოირჩიე ეგ პუნქტი და გამოვა შენახვის 2 ვარიანტი

1) Device storage - ანუ ტელეფონის მეხსიერებაში
2) SD CARD-ანუ ჩადებულ SD კარტაზე

ვსიო მაგის მერე ყველა ვიდეო აუდიო გადაღება, გარდა სკრინშოტებისა და მრავალკადრიანი გადაღებისა (ანუ გადაღების ღილაკს რომ დიდხანს დააწვები და ზედიზედ მიყოლებით რომ ბევრ სურათს იღებს) წავა ჩადებულ ფლეშკაზე

რაც შეეხება ძველი ფაილების გადატანას... მიაერთე კომპზე შენი ტელეფონი, შედი ტელეფონში და გამოგიჩნდება 2 დისკი Card და Phone ეს ბოლო ატის ტელეფონის შიდა მეხსიერება შედი მანდ და გამოჩენილ პაპკებიდან ამოირჩიე DCIM პაპკა, როგორც წესი ყველა ანდროიდ ტელეფონზე ეგ პაპკაა სადაც სურათები ინახება... მანდ რომ შეხვალ კიდევ რამდენიმე პაპკა იქნება, ნუ იქ ცალკე სკრინშოტების ცალკე ემოციების, ცალკე ვიდეო ედიტორის და ასე შედმეგ, შენ დაგჭირდება პაპკა Camera აი მაგაში არსებული ვიდეო და ფოტო ფაილები რაც არის, ეგრევე მონიშნე და გადაიტანე იგივე სახელის პაპკაში ოღონდ CARD-ზე რომელიც რეალში ნიშნავს ჩადებულ SD CARD-ს

გამონთავისუფლდება აურაცხელი მოცულობა....

ისე რომ იცოდე გარდა სურათებისა შეიძლება ნაწილი პროგრამებიც გადაიტანო SD ბარათზე, ამისათვის საჭიროა შეხვიდე APPLICATION-ში, მონიშნო საჭიტრო პროგრამა და მერე მენიუდან უნდა ამოირჩიო Move to SD CARD, ნუ ზუსტ მიმდევრობას ვერ გეტყვი იმიტომ რომ ყველა ტელეფონში ეს ფუნქცია სხვადასხვანაირად არის და ყველა პროგრამას ეგრე ვერ გადაიტან, რაც ითვლება სისტემულ პროგრამად იმაზე უბრალოდ არ მოგცემს ტელეფონი უფლებას გადაიტანო ბარათზე, თუმცა დაყენებული ნებისმიერი პროგრამა თუ სისტემყრ ფუნქციებს არ იყენებს (მაგალიტად თამაშები) შეგიძლია უპრობლემოდ მიაბრძანო ბარათზე.

და ბოლოს საერთო ასევე შეგიძლია ტელეფონის პროგრამის ქეშები გაწმინდო, ბევრი პროგრამა იმდენ ქეშს ინახავს რომ ჩემს მტერს smile.gif მაგისთვის ისევ სეტინგებში -> პროგრამებში და შემდეგ ამოირჩევ პროგრამას და მის STORAGE ფუნქციაში შედიხარ, იქ კი აქვს CLEAR CACHE ნახავ რამდელა მოცულობები გამონთავისუფლდება smile.gif

ნუ არის კიდევ დამალული ფუნქცია სადაც თვითონ ოპერაციული სისტემის ქეშის გაწმენდაც შეიძლება, მაგრამ ეგ უკვე ყველა ტელეფონს ტავისებული მენიუ აქვს .... ნუ გუგლის მეშვეობით შეიძLება მაგის მონახვა


აჰაა, მადლობა. ჯიგარი ხარ.

ქეშის გასუფთავება კი ვიცი, მაგრამ დარტყმულია ეს ტელეფონი, არ ასუფთავებს ქლეარ ქეშს რომ ვაწვები რავიცი : მაგარი გაბერილი აქვს, არადა სულ 1 წლისაა. ხო მართლა, ჩემი არ არის... biggrin.gif მაგრამ ვცდილობ დავეხმარო ახლობელს.

აბა სხვა დანარჩენს გავაკეთებ და შეგეხმიენები თუ გაკეთდება smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ja_ja
გადავიტანე ჩიპზე სურათები დ ავიდეოები, ქეშები არა მარა ცლეარ დეით გავუკეთე ყველა აპლიკაციას მოკლედ და 1 გიგაბაიტი გავანთავისუფლე ჯამში. ერთადერთი ის რასაც ვერ ვაკეთებ პროგრამების გადატანაა ჩიპზე, ვიცი რომ თავის პროგრამებს არ გადაიტანს მაგრამ გადმოწერილიც ვერ გადამაქვს, აპლიკაციებში რო შევდივარ და მერე აპებს აგდებს და ზემოთ მენიუსი რო ვძებნი გადატანის შესაბამის სიტყვას არ მიცვენებს, ვაფშე კიდევ აპს ვერ ვნისნავ, დიდხანს რო ვაწვები აპის ნისნულს არ ნიშნავს. რავიი აბა smile.gif
ja_ja
ხ.მ.ე.ლ.ო

ტელეფონი და ანდროიდის ვერსია რომელია??
chicho
მცოდნეებო ასეთი სიტუაციაა, ლულაში რომ ვიყურები თითქოს მაყუჩი ჩანს და შეიძლება ტყვია მოედოს გასვლის დროს? საიდანაც ტყვია გამოდის 7 მილიმეტრია. საუბარია ბენჯამინ მაიემზე. დიდი გაშლა აქვს 25 მეტრზე და გამორიცხვის მეთოდით მინდა მივყვე, საშინელი ფასკა კი ნახეთ...
გადავზომე 25 მეტრი და კაი დიდად გაშალა ჯგუფი.


ასევე თხოვნა მაქვს ვინმეს თუ გაქვთ ჯსბ 0.67 ან სნიპერ მაგნუმ ან კროსმანები ან რამე სხვა ტყვიები მინდა დავტესტო სხვადასხვა ტყვიაზე და 10-10ცალი რომ მომცეთ თუ შეგიძლიათ?

ფილდ ტარგეტ ტროპები მაქვს და მოგეხსენებათ კაი ძვირი ღირს და კიდე რომ ვიყიდო რამე არ მინდა ტყუილად ყიდვა გამომივიდეს .
aleqsa
chicho

ეგ შესაძლოა მართლაც ტყვიის ბრალი იყოს დაარა თოფის. სწორგზაზეხარ, ჯერ სხვადასხვა ტყვია ცადე და თოფზე ჩალიჩი მაგის მერე დაიწყე.
ტყვიებს რაც შეეხება მე მოგცემ რამდენიმე სხვადასხვა სახის ტყვიებს.
okela84
chicho
Me mogcem wonashi idialurad, gramis meatasedebshi gasworebul jsb-s. 20-30 cals.

Rac sheexeba gafantvas, ai mand getyvi, rom shen modershi 1.25 milimetri gaqvs zapasi faskidan moderis bolomde
da tyviam mag mokle monakvetshi 1.25 mm it ro miuxvios gamodis rom 1 metrze igeb + 6 mm an gafantvas, rac 25 metrze udris 15 santimetrian gafantvas da mahxelaze tu fantavs eseigi edeba.
Nu moderis sigrdze sashualod 20 sm viangarishe
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.