დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კითხვა ფორუმელებთან
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
giga2010
სალამი მეგობრებო.
სანამ კარგად დათბებოდა, დაახლოვებით 3კვირის წინ, ჩემი ფიშტო გავქრონე და დავაყენე 271-275მ/წ
დღეს მოვინდომე ჯგუფების გაკეთება და რაღაც ისე ვერ გამომივიდა, გავატარე ქრონში და მიჩვენა 287-292მ/წ. თოფი რედუქტორით არის.
მანამდე ყველა რაც მქონდა იყო რედუქტორის გარეშე და ვიცი რომ ზაფხულობით გასროლებიც მატულობს და სიჩქარეც.
მინდა ვიკითხო, ტემპერატურა რედუქტორიან თოფებზეც მოქმედებს თუ სხვა რაიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს?
vexam
გიგა, ეგ იყოს მიზეზი არ მგონია. ტემპერატურის მატება ამ Dღეებში არ იყო რადიკალური და თან რედუქტორის შემდგომი მოცულობა რამდენი აქვს მაგ თოფს რომ 15-20 მ/წმ სხვაობას გაძლევდეს? ალბათ, რამე სხვა მიზეზია.
giga2010
vexam
მაგარ მზეში კი მომიწია სროლა, მანამდე მანქანაში მედო და ადიღებული იყო მანქანა.
შეიძლება რომ რედუქტორი მოჯდა და ამის მიზეზი იყოს? მოკლედ არვიცი
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 28th May 2018 - 01:00 PM) *
მინდა ვიკითხო, ტემპერატურა რედუქტორიან თოფებზეც მოქმედებს თუ სხვა რაიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს?


წესით ტემპერატურის ცვლილება , რედუქტორიან თოფებში სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს, მითუმეტეს ბოლო 20 დღის განმავლობაში .

ჩემი გამოცდილებით : +15 დან +32 გრადუსამდე ჩემს თოფს აქვს 290 მ/წმ სიჩქარე და -5 დან +5 მდე 285 მ/ წმ . .

ერთი ეგაა სიცივეში გასროლების რაოდენობა იკლებს .

ერთს გირჩევ ; ძალიან მაღალ ტემპერატურაზე არასდროს დატოვო , ნურც მზეზე დადებ მითუმეტეს ბოლომდე დატენილ თოფს.

შენი თოფის მიზეზი სავარაუდოდ დამრტყმელის ფიქსაციის ამბავი იქნება .
giga2010
userman
საღამოს კი ისევ მოვსინჯე და იგივე სიჩქარე 285მ/წ, განმერადეობაც კარგი. ისევე დავაკელი სიჩქარე, დამრტყმელი ზამბარა დავასუსტე და ჯგუფებიც გამოსწორდა.
ja_ja
ტემპერატურის ზრდა ეგეთ ცვლილებას არ იწვევს რედუქტორიან თოფებში, ბოლო -ბოლო შეიძლება იფიქრო რომ პირველი გასროლა შეიძლება მოგცეს მაღალი სიჩქარით, რადგან რედუქტორის უკან უკვე იყო რაღაც ჰაერი პირობითაც 100 ატმოსფეროზე და იმის გამო რომ ადურებულ მანქანაში იყო ჰაერი გაფართოვდა ფიზიკის კანონით და იმ გამოყოფილ ზონაIშ წნევაც 100-დან ნუ ვთქვათ 115-მდე აიწია,

იასნია ამ შემთXვევაში პირველი გასროლა მეტი სიჩქარით იქნება, მაგრამ ამის შემდეგ რეგუქტორის გახსნა ჩაკეტვისას უკვე სტანდარტული 100 ატმოსფერო დაყენდება და მეორე გასროლა ვერარ იქნება გადადუღებული მაღალი წნევით მიუხედავად იმისა რომ რეზერვუარშიც ადუღებული ჰაერია, მაგრამ რედუქტორისთვის ეგ ერთი ფეხებია, ეგ ადურებული ჰაერი 100 ატმოსფერომდე გამოუშვა და ჩაკეტა. ვსიო, მეორე მესამე და მე 100-ე გასროლა ნორმალურ სიჩქარეზე წავა, მანამდე სანამ ისევ ადურებულ ჰაერიანი წნევით 100 ბარზე არ დაიკეტება რედუქტორი და მერე რედუქტორის უკან არსებულ გადადუღებულ ჰაერს უცებ სიცივეში არ მოვახვედრებთ, ანუ სიცივეში შევიწროვდება ჰაერი და 100 ატმოსფეროდან 85-ზე ჩამოვა, იასნია გასროლა ნაკლები სიჩქარით იქნება, მაგრამ დალშე შემდეგი გასროლები დაჟე გაყინული რეზერვუარიტაც ისევ 100 ატმოსფეროზე გაგრჩელდება.

შედეგად შენს მიერ აღწერილი სიჩქარის ზრდა ვერ იქნება გამოწვეული რედუქტორის საშტატო მუშოაბით.

ან რედუქტორის შიგნით რაღაც მიიმუსავდა და სხვანაირად მოჯდა, ან დამრტყმელი რაღაცას ახურებს, ან სასხლეტი, მოკლედ ან რედუქტორი არაა ჯანმრთელი ან სხვა კომპონენტები იწვევენ ეგეთ არეულობას. უფრო დიდი ალბათობაა სხვა დეტალებზე ფიქრი...
giga2010
ja_ja
მადლობა განმარტებისთვის. რედუქტორი კარგად მუშაობს, ანუ განმერადობა ნორმალური აქვს. უბრალოდ ისე მოხდა, რომ როცა პირველად მოვსინჯე თოფი, დამრტყმელის მეშვეობით დავაყენე 270-275-ზე. სადღაც გავისროლე ერთი კოლოფი და გუშინ როცა მოვსინჯე უკვე სხვა სიჩქარე მიჩვენა. დღესაც იგივე სიჩქარე აქვს( გუშინ დავაკელი) და განმერადობაც.
gregory
giga2010
ქრონი ხომ არ ურევს სხვადსხვა ტემპერატურებზე?

giga2010
gregory
არა ბატონო გრეგორ, ქრონიც ნორმალურად მუშაობს და თოფიც. უბრალოდ ვერ მივხვდი სიჩქარის ესეთი მატების მიზეზს. როცა წამოვიღე თქვენგან ფიშტო, სახლში გავქრონე და 287მ/წ ქონდა. მერე დავარეგულირე დამრტყმელით და დავაყენე 271-275მ/წ-ზე. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვქრონავდი და სტაბილურად ეგ სიჩქარე ეჭირა. არც ეხლა არ აქვს რაიმე პრობლემა ისევე დავუკელი და კარგ განმერადობას მიჩვენებს. მე უფრო კლაპნის ზამბარა მგონია, ან მოჯდა ან ის არხი სადაც ზამბარა ზის ის გასუფთავდა.
chicho
რას იტყვით უმარექსის პროდუქციაზე? უმარექსი, ვალტერი,ბრაუნინგი,რუგერი...და ა.შ. არვიცოდი თუ კროსმანივით ამდენ ბრენდს უშვებდა უმარექსი. დღეს ვიყავი აღმაშენებელზე მაღაზია "იღბლიან მონადირეში" სადაც უმარექსის პროდუქცია აქვთ მხოლოდ , გერმანელებს თვალი შევავლე ძალიან დახვეწილი ფიშტოებია, გადასატეხ ლულიანებზე საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ მაგრამ ყველა იყო 7ჯოულიანები და ერთი-ორი იყო 16 ჯოულიანები, გამყიდველმა ქალმა მითხრა ყველა იარაღი არის ზამბარიანიო, და ნიტროფისტონზე იმიტომ არაა რომ გერმანელები კარგ ზამბარა აქვთო, ჩინელებს კიდე ზამბარა არ აქვთ და ნიტრო ფისტონზე იმიტოა მაგათი პროდუქციაო... ძალიან საინტერესო ფიშტოებია ძალიან მომეწონა მაგრამ რატომ არის ასეთი სუსტები? გასაგებია ნაკლები სიჩქარე მეტი სიზუსტეა მაგრამ ხომ შეიძლება მაგალითად 250 მ/წ ქონდეს და 20-25 ჯოული ? რას ფიქრობთ ღირს მაგ იარაღების ყიდვა სანადირო ვარიანტში ? გამიკვირდა 400-500 ლარიანებიც იყო და ძაან მიმიწევს გული მაგრამ თავს ვიკავებ 7 ჯოულის გამო და რკინის ზამბაროს გამო და თქვენ რას ფიქრობთ? რამე ინფოები ხომ არ გაქვთ მაგ თოფებზე? ან თუ გაქვთ ვინმეს ?
sekurifa
chicho

7 ჯოულითაც ინადირებ გვრიტის ხელა ფრინველზე 40 მეტრამდე მეტზე ვერ გაქაჩავს სამაგიეროდ იქნება ზუსტი ძალიან, მაგრამ მერე მოგინდება მეტი ძალა და რა აზრი აქვს დაფიქრებას?

16 ჯოულიდან იწყება სანადირო ძალა პნევმატიკის.
ხ.მ.ე.ლ.ო
აი სეკურიფამ სწორად თქვა.

მაგ მაღაზიაში მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ბოლოს რო ვიყავი გაფართოებულან და დაბლა ჩასულან. მანამდე მაგათ მაღლა ქონდათ იარაღები და უმარექსი კი არა ჰატსანიდან დაწყებული ბევრნაირი თოფი ქონდათ, ზოგი ნორმალური და ზოგიც ნაგავი.

გაფართორბის შემდეგ დაიწყეს მხოლოდ გერმანული პროდუქციის შემოტანა ზდპ-ებში და მაგ რუს-ქართველა ქალს სხვა რა გზა აქვს, ის პროდუქცია უნდა აქოს რაც მაღაზიას აქვს. ოღონდ ეგ გერმანული თოფები მართლა უმაღლესი ხარისხია და ჩემი აზრით დამზადების სიზუსტითაც ყველა ბრენდს სჯობს და ზუსტ სროლაშიც. ანუ ეგ ქალი ტყუილად არ აქებს. თუმცა რაღაცეებში არ ვეთანხმები. ჩინელებს ზამბარა კი არა ყველაფერი აქვთ და მხოლოდ ზამბარაში როდია თოფის სიზუსტის საიდუმლო, საიდუმლო სისუსტეშია. სუსტი ზამბარები აქვთ და თოფიც ზუსტია. აი ფასები კი მამდვილად მაღალი აქვს მაგ გერმანულ თოფებს, თუმცა მეორეს მხრივ ალბად ხარისხის შესაბამისია ფასები. აი მაგალითად ვეირაუხები ძალიან მაგრად არის დამზადებული და ზუსტებიც არის და ფასიც დიდი აქვს. ნუ მაგაში ნიტრო არც ყენდება (სიმართლე გითხრა ეს ადრე არ ვიცოდი და მოგვიანებით სეკურიფამ მითხრა) იმიტომ რომ მაგ თოფების დგუშებს სხვა სისტემა აქვთ და ფიზიკურად არ ჯდება ნიტრო ზამბარა. მაგრამ დაბალძალიანი თოფებია და ძალიან ზუსტები.

თუმცა ღიირს 1200-1300 ლარის გადახდა თოფში რომელიც ძალიან ზუსტია, მაგრამ 7 ჯოულზე მეტი სიჩქარე არ აქვს?
პასუხს გეტყვი, ღიირს მოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ ქაღალდზე სასროლად გინდა მხოლოდ იარაღი და არა სანადიროდ, თუ მხოლოდ სიზუსტე გაინტერესებს და მიზანში სროლაა შენი სპორტი. ხოლო თუ ნადირობა გინდა და არ იცი რა მანძილზე დაგიჯდება ეგ ქედანი თუ ყვავი, მაშინ არ ღირს smile.gif
giga2010
მეგობრებო, ნუ შევეხებით ესე მარტივად რომელიმე სახელმწიფოს პროდუქციის შეფასებას. ჩემი აზრით და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენთაგანი ერთ აზრზე ვართ.

ზოგადად ხარისხი და ფასი დამოკიდებულია მოთხოვნა მიწოდებაზე, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ მარტივია, წარმატებული და ძლიერი ქვეყნის ეკონომიკა ქმნის ყველანაირ პროდუქციას ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე. მე პირადად პატივს ვცემ თურქებსაც, ჩინელებსაც, ვიეტნამს ამ ქვეყნებს იმის გამო ვასახელებ რომ ჩვენს მსგავს ქვეყნებში ყველანაირი პროდუქტი შემოდის. ბევრ პროდუქციაზე შემიძლია საუბარი, რომელზეც შეიძლება მხოლოდ ეტიკეტით ვიპოვოთ სხვაობა.

კონკრეტულად ამ ფორუმზე ჩვენ გვიწევს ურთიერთობა პნევმატურ თოფებთან, ოპტიკებთან, კოლიმატორულ სამიზნეებთან, საწმენდ საპოხ საშუალებებთან, სამიზნეებთან(მიშენიებს) ვგულისხმობ, ბიპოდებთან, ოპტიკის სამაგრებთან და მინდა გითხრათ რომ უმეტესობა 70-80% დამზადებულია ჩინეთში.

ვერ დავეთანხმები კიდევ იმ მოსაზრებას როცა საუბრობენ რუსულ პროდუქტზე(კონკრეტულად პნევმატურზე და ცეცხლსასროლზე)ეს ჩემი აზრია და არ შევალ არავისთან კიდევ კამათში.

შეიძლება ბევრი მომივიდა მაგრამ არც ეს მიწყინოთ smile.gif
MonSoon
16 ჯოული ხშირად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ნადირობაში ვიდრე 30 ჯოული.

ოღონდ თუ გაარტყი რათქმაუნდა, ჩემი აზრით არც ისე ცოტაა 16 ჯოული.

ვაირაუხ 97_ს 16 ჯოულიანი ვერსიებიც აქვს. სადამდეც გაურტყიათ ჩემს გარშემო მაგ თოფიდან, უკმაყოფილო არაფერი დარჩენილა, ზოგი მიფრინავს, ზოგიც დარჩენილა ადგილზე. მაგრამ ერთი კი არის, სად მოხვდება მთავარია ჩემი აზრით
chicho
giga2010

შენმა ჩინურმა პცპმ ყველას დაგვანახა თუ რეები შეძლებიათ... ასე რომ არ გეგონოს ცუდად მოვიხსენიეთ ან რამე .
აქ სზვა პრობლემაა უბრალოდ ძნელია ასე გაგიმართლოს და კარგი ნახელავი ჩინური იყიდო, გერმანელებზე იმიტომ მაქვს აქცენტი ამ პოსტში რომ ისინი რასაც აკეთებენ ყველაფერს აკეთებენ ხარისხით. აი ჩინელებიც ხომ აკეთებენ ხარისხით მაგრამ ვიღაც მოიპარავს და წავა თავის გარაჟში გააკეთებს და იმას გაყიდის ამის გამო ჩინელებს გაუტყდათ სახელი ხომ ასეა (ამერიკელებსაც) . ხოდა გერმანული გერმანულია და ვსო ხარისხი და მეტი არაფერი მე ასე მგონია, ეს ჩემი ვარაუდიცაა.

MonSoon

გეთანხმები და კიდევ იცით რა მაინტერესებს იმ ქალმა ძალიან უცნაური ტყვიები გადმოიღო პლასმასებში ჩასმულები უცნაური ფორმებით, ჰაი კლასის ტყვიებიაო,
არადა პირადად მე მაგ პლასმასებს არ ჩავდებ ლულაში.
რეებია ეგენი ვაფშე თან ყველანი მსუბუქები
userman
chicho
ციტატა(gihap0 @ 2nd June 2018 - 11:07 PM) *
მე მაგ პლასმასებს არ ჩავდებ ლულაში.
რეებია ეგენი ვაფშე თან ყველანი მსუბუქები


რატო არ ჩადებ ლულა გაგიფუჭდება თუ რა smile.gif . ისე ცნობისათვის ეგენია სწორედ ტაფებისა და ჟეშტების სახვრეტი ტყვიები biggrin.gif .
chicho
ციტატა(userman @ Jun 2 2018, 11:13 PM) *
chicho


რატო არ ჩადებ ლულა გაგიფუჭდება თუ რა smile.gif . ისე ცნობისათვის ეგენია სწორედ ტაფებისა და ჟეშტების სახვრეტი ტყვიები biggrin.gif .


ესეეგი გამოდის რომ მსხვილ ცხოველს რომ ესროლო ტყვია ღრმად შევა უფრო და მეტად დააზიანებს?

და ახლა რა მაინტერესებს : ერთი და იგივე წონის ტყვიას ხო ერთი და იგივე ჯოულები აქვთ? ამ შემთხვევაში ტყვიის შემადგენლობა რამდენად მნიშვნელოვანია? ტყვია რომელიც მოხვედრისას დეფორმირდება ანუ ექსპანსიური თუ ტყვია რომელიც მყაროა და სხეულში სიღრმეში შედის, ოღონდ იმხელა სხეულში რომ სკვაზნოი არ დაედოს.
giga2010
chicho
ჩემო მეგობარო, ყველაფერს პრაქტიკა გიჩვენებს. ექსპანსიურობა ჩანს მაღალ სიჩქარეზე, ტყვიებს რომელსაც ვიზუალურად აქვს ექსპანსიური თვისება, ხშირ შემთხვევაში ვერ ამართლებს დაბალ სიჩქარეზე. ჩემი პირადი გამოცდილებიდან 25-40 მეტრამდე ექსპანსიური ტყვიები მეტნაკლებად ინარჩუნებენ სიზუტეს, მაგრამ არა ისეთ
სიზუსტეს რასაც ჩვენ ვართ მიჩვეული ქაღალდზე სროლისას, ეს ჩემია აზრია.
ფოლადის გარსიანი ტყვიები კარგია, ისეთ სამიზნეზე როგორიც მაგალითად მძიმე ცხოველები, როცა ახლოს თავში გასროლით გინდა დააგდო. სიმართლე გითხრა, პნევმატიკით მე არ ვარ მომხრე ამგვარი ქმედების.
მე მაინც მიზიდავს ქაღალდზე სიზუსტე და არა რამის მონადირება.
okela84
წვრილკალიბრიანი არც არის მიზანშეწონილი ჰუმანურობის თვალსაზრისით თუნდაც წვრილფეხაზე და მითუმეტეს პნევმატიკით ნადირობა. მიზეზი კი ის არის, რომ საკმაოდ დიდია არასასიკვილო ჭრილობის მიყენების ალბათობა და ასეთ შემთხვევაში ცხოველი დღეებს, თვეებს ან წლებს მუდმივი ტკივილის ქვეშ ატარებს.

კიდევ იმას დავამატებ რომ წვრილფეხა ცხოველს პნევმატიკისთვის სასროლ მანძილზე რო მიუახლოვდე ან მოიტყუო, საკმაოდ ჰაი კლასის მონადირე უდა იყო და მაღალ ნონეზე უნდა გქონდეს ორგანიზებული ყოველი ნადირობა. წინააღდეგ შემთხვევაში ყოველ ნადირობას ჩიტების ხოცვით დაასრულებ wink.gif
ბაიკერი
okela84
დაილოცოს არ15 smile.gif) უნივერსალ
aleqsa
საღამო მშვიდობისა ბიჭებო, ვინმეს კრალის 280 კუბიანი რეზიკი ხომარგაქვთ გასაყიდი? ხოლოთ მანომეტრი აუცილებლად წინა ხუფზე რომ ქონდეს ისეთი?
name
მოდერის ზომის ბიგუდი ვეღარ მიშოვია, ძველმანებშიც დიდიები აქვთ რავი ხან რა ზომის ხან რა, აფთიქებშიც დიდი ზომის არის დიამეტრში, ბიგუდზე უკეთესი საშვალება კიდე რა არის? ვფიქრობ სეტკა მაგრამ ის რა სეტკაც მაქვს არაა ნორმალური სეტკა

როცა გინდა მაშინ ვერაფერს ნახავ, ყველა გაიქრობსხოლმე, როცა არ მჭირდებოდა სულ მხვდებოდა თვალში
ja_ja
name
ციტატა(name @ 5th June 2018 - 11:42 AM) *
მოდერის ზომის ბიგუდი ვეღარ მიშოვია,

იქნებ ჯერ ის თქვა რა მოდერი რა ზომისაა smile.gif
vexam
ციტატა(name @ Jun 5 2018, 11:42 AM) *
მოდერის ზომის ბიგუდი ვეღარ მიშოვია, ძველმანებშიც დიდიები აქვთ რავი ხან რა ზომის ხან რა, აფთიქებშიც დიდი ზომის არის დიამეტრში, ბიგუდზე უკეთესი საშვალება კიდე რა არის? ვფიქრობ სეტკა მაგრამ ის რა სეტკაც მაქვს არაა ნორმალური სეტკა

როცა გინდა მაშინ ვერაფერს ნახავ, ყველა გაიქრობსხოლმე, როცა არ მჭირდებოდა სულ მხვდებოდა თვალში

რა პრობლემა არის მერე? იყოს განიერი, რამდენითაც განიერია მოაჭერი. ანუ გაჭრი სიგრძეზე და მერე რამდენი სანტიმეტრითაც არის განიერი იმდენი ჩამოაჭერი სიგრძეზე, 1 სმ არის, 07 სმ თუ რამედნიც.
sekurifa
name

პლასმასის ცოცხის ტარიც კარგია მაგისთვის. დაჭრი ზომებად და მერე დახვრეტ დრელით.

mamukaaa
მშრალ ხიდზე ნახე.
aleqsa
სალამი ბიჭებო. სასროლი მაგიდის ზომები თუ იცით ვინმემ?
მადლობა წინასწარ.
vexam
მოგესალმებით ყველას. ცალკე პოსტი გავხსენი, მაგრამ რატომ არ გამოჩნდა არ ვიცი, ამიტომ აქ დავწერ.
შემთხვევით, ვინმეს იქნებ გაქვთ haenel 311 დგუშის მანჟეტი? წინა მფლობელი, სავარაუდოდ ტყვიებს დებდა გადატენვამდე და გადატენვისას ტყვიებს შიგნით იწოვდა დგუშის ცილინდრში. თოფი გარეგნულად კარგად და შენახულად გამოიყურება, მაგრამ საშინელება დამხვდა ცილინდრში: დაჭ*ლეტილი ტყვიები, განადგურებული მანჟეტი.
aleqsa
giga2010

მადლობა გიგა
chicho
vexam

მოიცა რას ამბობ , ესეგი ჯერ ოდნავ გადატეხავდა ლულას, მერე დებდა ტყვიას, მერე ლულას საწყის პოზიციაზე აბრუნებდა და მერე ისევ ტეხავდა ლულას და ამდროს ტყვია ცილინდრში ვარდებოდა მანჟეტის წინ ?
sekurifa
chicho

არა. ზულებს გადასატეხი ლულები არააქვს. ტყვია ზემოდან იდება ლულის დასაწყისში, შარავოი ვენტილის პრინციპი აქ. ტყვიის ჩასადები ბუდე ტრიალებს ლულაზე. პატარა რიჩაგი აქვს, მოზიდავ და ტყვიის ბუდე ამოტრიალდება და ზემოდან დადგება ხვრელი. მერე იმ ხვრელში ტყვია იდება და რიჩაგს ისევ თავის ადგილზე აბრუნებ. ამით ტყვიის ბუდე უკვე ლულის ნარეზებს უსწორდება.

დგუშის მოსაზიდად ცალკე აქვს ზატვორი კარაბინივით. თუ ტყვიას ბუდეში მანამდე ჩადებ და ნარეზებს გაუსწორებ სანამ დგუშს მოზიდავ, მაშინ დგუში შეისრუტავს ტყვიას ცილინდრში შპრიცივით. ან თავიდან უნდა გადატენო დგუში ან მაშინ სანაბ ტყვიის ბუდეს ნარეზებს გაუსწორებ, სანამ ტყვია ვერტიკალურადაა.

chicho
sekurifa

ვაფშე რა თოფზეა საუბარი , ვერ მივხვდი ასეთი სირთულე რა საჭიროა, საერთოდაც მხოლოდ ბოლო წინადადება გავიგე ტყვიის შეწოვის პრინციპი, მაგრამ ტყვია სად როგორ იდება ვაფშე ვერ გავიგე , არის სადმე პოსტი მაგნაირ მექანიზმიან პნევმატიკაზე ?
sekurifa
chicho

ეგ არის გასული საუკუნის გერმანული სპორტული დანიშნულების ზდპ. ჩემპიონატებზე ტყვიის სროლაში პნევმატურებიდან ეგ თოფები იყო სანამ პცპ ეზე გადავიდოდნენ. არის დაბალსუჩქარიანი და გათვლილია სპორტულ დისტანციაზე 10 მეტრზე ქაღალდზე სასროლად.

არის ძალიან ზუსტი და 20-25 მეტრზე ისევე ისვრის როგორც პცპ. თუ მაგიდიდან საყრდენით ისვრი საერთოდ ტყვია-ტყვიაში ჯდება. იუთუბზე მოიძიე და ნახავ Zuhl 311
vexam
ციტატა(chicho @ Jun 8 2018, 11:16 AM) *
sekurifa

ვაფშე რა თოფზეა საუბარი , ვერ მივხვდი ასეთი სირთულე რა საჭიროა, საერთოდაც მხოლოდ ბოლო წინადადება გავიგე ტყვიის შეწოვის პრინციპი, მაგრამ ტყვია სად როგორ იდება ვაფშე ვერ გავიგე , არის სადმე პოსტი მაგნაირ მექანიზმიან პნევმატიკაზე ?

ეგრეა ზუსტად, როგორც "სეკურიფა"-მ ახსნა. თავიდანვე უნდა გადატენო, რომ ლულის ხვრელიდან-ტყვიის ჩასადების გავლით ჰაერი შეიწოვოს-თორემ ვაკუმის პრინციპით, გაჭირდება გადატენვა და მერე იდება ტყვია. არის უთუბზეც მაგის ტყავის მანჟეტი როგორ კეთდება. ძალიან მარტივი ამბავია, მაგრამ მილი ვერ ვნახე 26მმ+ რომ გავაკეთო ჩემით და იქნებ ვინმეს აქვს ეს მანჟეტი ან ამ პატიოსან კაცს, ალბათ ჩვენი ფორუმელი უნდა იყოს და სადმე ხომ არ უგდია უფუნქციოდთქო. https://www.youtube.com/watch?v=Z5qx2mcc_wM
vexam
რამოდენიმე წელია მაქვს და ეხლა მოვიცალე რომ მივხედო. ძველი პატრონი ალბათ ფიქრობდა ავაცილეო "ცილინდრში გადყლაპული" ტყვიით რომ ისროდა. smile.gif
vexam
დგუშის ცილინდრს და ტყვიის ჩასადებს შორის "გადამშვები" არ გამიზომია. თუ 4,5 მმ-ზე ნაკლებია, მშინ შეიძლება საერთოდაც ალუმინის ან სვინეცის-კალას მავთულის ფრაგმენტებს დებდა წინა მფლობელი. ფაქტია მეტალის დაჭ*ლეტილი ფრაგმენტები იყო ცილინდრშI, ბევრი. sad.gif
sekurifa
vexam

3,5მმ უნდა ქონდეს მაგ თოფს გადამშვები. იმედია ფოლადის მავთულებს არ ისროდა პატრონი და ნარეზები საღია. მაგ თოფის გაუბედურება შეიძლება? სანთლუთაა საძებნი. მეც მაგრად მინდა სამომავლიდ ზულის დათრევა მარა გადავაწყდები კიი? ძან მაგარი ზდპეა, გაუფრთხილდი თვალის ჩინივით)
name
სნოდირენას სად აკეთებენ რო შევღებო მოდერი, რაღაცით შემიღებეს 200 გრადუსისნ ფეჩში მოათავსეს, კი კი მიღებსო, არრ მიღო, მერე რაღაც ვიურდის კრასკით შევღებე ეს უეჭველი მიღებსო, რა ჯანდაბა უყო , ეს ანოფირება ჩემით არ შეილება გავაკეთო დახლის პირობებში?
vexam
ციტატა(name @ Jun 9 2018, 01:14 PM) *
სნოდირენას სად აკეთებენ რო შევღებო მოდერი, რაღაცით შემიღებეს 200 გრადუსისნ ფეჩში მოათავსეს, კი კი მიღებსო, არრ მიღო, მერე რაღაც ვიურდის კრასკით შევღებე ეს უეჭველი მიღებსო, რა ჯანდაბა უყო , ეს ანოფირება ჩემით არ შეილება გავაკეთო დახლის პირობებში?

კუსტარულად თუ შესაძლებელია გაკეთება უთუბზე იქნება. მაინცდამაინც შეღებვა გინდა? მაგის დიამეტრის "თერმოუსადკა" რომ ნახო და ჩააცვა არ გინდა? თან ნაკაწრებისგანაც იქნება დაცული.
name
vexam

ხო შეღებვა მინდა, ეს ჩამოცმები არ მინდა მე ვერ ვმახე იუთუბზე კუსტარული ანოდირების ვიდეო, დადე აბა ლინკი თუ მოგეპოვება
name
მადლობა

აბა გადავხედო ერთი
chicho
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11856368/

ეს მართალია ? თუ პოსტი გადავამისამართო კურიოზებში ?
aleqsa
ციტატა(chicho @ Jun 9 2018, 09:25 PM) *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11856368/

ეს მართალია ? თუ პოსტი გადავამისამართო კურიოზებში ?


მაგ ტიპს მე დავურეკე (ფეისბუკზეცააქვს გვერდი გახსნილი "პნევმატური იაღაღები"-ის ადმინია) და ვკითხე რააქვს ესეთი განსაკუთრებული რომ "მთელს მსოფლიოში მხოლოდ 18 ცალია ასეთი"-თქო და რა მოპასუხა იცით??? ნიტრო 2 უზისო!!!! smile.gif
და ნიტრო 2 რა ახალი და იშვიათობა ნახე მეთქი რო ვკითხე და ამ მოდელებს არ უზის საერთოდ ნიტრო ფისტონიო, მარტო ზამბარებზეაო და მამაჩემმა "სპეც ზაკაზით" ჩაასმევინაო და ლულაც სხვააქო. (ხოო დააყოლა მამაჩემი "იქ" ამერიკაშიაო)
კაი დაგიჯერე ნიტროზე და ლულაზე რაღას მეტყვითქო და დაიბნა, კიდევ კითხე რააქ განსხვავებულიმეთქი და აიო თუ ერკვევიო ტირის თოფებშიო (ჯერ "ტირის თოფები" როგორ მოგწონთ? smile.gif wink.gif ) საერთოდო ლულაშიო შიგნითო ღარებიაქო და ეგ ღარებიო ამისიო "სპეცზაკაზითაქოო"!!!
და ეგ რას ნიშნავს რამდენი "ნარეზიაქ"-მეთქი ან ტვისტიაქმეთქი შეცვლილითქო თუ რითია განსაკუთრებულითქო? რო ვკითხე სულ დაიბნა ბრინჯივით!!! smile.gif

ჩიჩო
მოკლედ გადაუშვი თამამად "იუმოროთხის" გვერდში ნაღდი კანდიტატია!!! thsmiley_deadhorse.gif
chicho
aleqsa

ვაააჰაა ვაიმე ალექსსსს ნამდვილად არ ველოდი ასეთ პასუხს biggrin.gif:D:D:D:D:D:D გავიგუდეეეეე, სკამიდან ავყირავდი biggrin.gif ერთი უნდა ვკითხო ლულა გახვრეტილი ხოარაააქ ? biggrin.gif
ადმინს ვთხოვ პოსტი გადაიტანოს შესაბამის თემაში
aleqsa
გამარჯობათ ბიჭებო!

კითხვა მაქვს თქვენთან: პცპ სისტემებზე რეზიკის ნემსაზე რო დამრტყტმელი ეცემა, აი მაგ დამრტყმელის სვლის მანძილს რამე მნიშვნელობააქვს სიზუსტეზე?

ჩემს კრუგერზე მირჩიეს სვლის მანძილის შემოკლება, სიზუსტეს აუმჯობესებსო. რო შევადარე კრალთან (კრალს 29მმ აქვს) კრუგერს აშკარად მოკლე სვლააქვს (23,5მმ) არადა მითხრეს 10მმ-ზე ქვემოთ 7-8 მმ ზე დაიყვანეო.
მაგ სვლის დაყვანა 8მმ ზე როგორ უნდა ვქნა კი მოვიფიქრე (ახალი დამრტყმელია საჭირო) მარა მაინტერესებს თუ ვინმემ იცით ააქვს აზრი საერთოდ ამ "ჩალიჩს"?

და კიდევ 4,5 კალიბრისთვის შრაუდერის ჭექებს რამდენი მმ.-ი უნდა ქონდეს ცენტრალური ხვრელი სადაც ტყვია გადის? ჩემი შრაუდერის გარე დიამეტრი 25მმ-ია, სიგრძე 52სმ. (ლულის სიგრძე 45სმ, დიამეტრი 13მმ) და ეგ ჭიქების ცენტრის ხვრელი 6მმ-ი აქვს
sekurifa
ციტატა(ale @ 13th June 2018 - 04:20 PM) *
აი მაგ დამრტყმელის სვლის მანძილს რამე მნიშვნელობააქვს სიზუსტეზე?

ინდივიდუალურია ეგ. სხვის შემთხვევას ვერ დაეყრდნობი. თუ გაინტერესებს უნდა ცადო. მეც თეორიულად ვიცი რომ კრუგერკებზე იჟის პლათმორმაზე 20მმ იან სვლას ირჩევენ მარა მაქ დამრტყმელის წონას აქვს კიდე მნიშვნელობა ასე რომ ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემს. ექსპერიმენტი უნდა მაგ საქმეს.


ციტატა(ale @ 13th June 2018 - 04:20 PM) *
და კიდევ 4,5 კალიბრისთვის შრაუდერის ჭექებს რამდენი მმ.-ი უნდა ქონდეს ცენტრალური ხვრელი სადაც ტყვია გადის?

თუ ხმა გინდა მეტად დაუხშო მაშინ შეამცირე 5,5 ამდე. შეგიძლია ცადო 5მმ იც რადგან შრაუდერში ძან მოკლე მანძილის გავლა უწევს ტყვიას. შენს შემთხვევაში სადღაც 10სმ ალბათ, მაგრამ ძაან ზუსტი ცენტროვკა უნდა. 5,5 კარგია.
aleqsa
sekurifa


ციტატა(sekurifa @ 13th June 2018 - 04:55 PM) *
თუ ხმა გინდა მეტად დაუხშო მაშინ შეამცირე 5,5 ამდე. შეგიძლია ცადო 5მმ იც რადგან შრაუდერში ძან მოკლე მანძილის გავლა უწევს ტყვიას.


არა გაჩუმება არაა მიზანი, ასეთუისე დამაკმაყოფილებელი ხმააქვს. აგ კითხვის მიზანიც სიზუსტესთანაა დაკავშირებული. მოკლედ "გიჟუა" (კრიგერს დავარქვი ესე) 5 ტყვიის ჯგუფებს რო ვაკეთებ 2 ტყვიას დაატყუპებს რვიანივით შემდეგ გადახტება 1,5-2სმ-ით იქაც ტყუპს გააკეთებს შემდეგ ისევ გადხტება. და ესე გააკეთა ბევრჯერ. ეს რო მოვუყევი ბიჭებს რამდენიმემ ერთიდაიგივე მითხრეს, შრაუდერი მოხსენი და ისე ესროლეო. ნუ როცა გავალკი პირველ რიგში მაგას ვიზავ, მარა მანამდის მაინტერესებდა რამე სტანდარტი თუა მაგ ხვრელის ზომის?
giga2010
ციტატა(sekurifa @ 13th June 2018 - 04:55 PM) *
თუ ხმა გინდა მეტად დაუხშო მაშინ შეამცირე 5,5 ამდე. შეგიძლია ცადო 5მმ იც რადგან შრაუდერში ძან მოკლე მანძილის გავლა უწევს ტყვიას.

ხმაზე არ ვდაობ, უკეთესად მოგუდავს. მაგრამ სიზუსტეზე როგორ იმოქმედებს?
ეხლა პირადად ჩემს მოსაზრებას გეტყვით. მაყუჩი რათქმაუნდა კარგია, მაგრამ ცოცხალ სამიზნეს მაინც დააფრთხობს ჰაერის ნაკადი და ხმა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.