დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კითხვა ფორუმელებთან
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
userman
ციტატა(ja_ja @ 12th March 2020 - 11:17 AM) *
275-ით ისროდა, თან ბევრი გასროლა ჰქონდა, მგონი 4 კლიპს გარანტირებულად ასრულებდა... სადღაც წერდა ადრე გადასარევი ეფექტურობა აქვს 180-იან რეზერვუარზე ამდენი გასროლაო


ჩემი ატ 44 იც 60 გასროლას აკეთებს 180 იანი რეზიკით . 50 სმ ლულით , 270 მ/წმ-ით . 200 დან 100 ბარამდე.
60 სმ ლულით 75 გასროლა მაქვს მაგ სიჩქარეზე .

ციტატა(ja_ja @ 12th March 2020 - 11:17 AM) *
4.5-ში ანუ 0.97-იანი მონსტრები რომაა?


0.87 გრამიანია , მაგის სიზუსტე 50 მეტრამდე დამაკმაყოფილებელია , უფრო შორს 0.67 იანი სჯობნის .
okela84
მაქსიმუმ რეზიკი არ უვარგიდეს. მასე ადვილი მისასპობი არაა ეგ თოფი
ja_ja
name
ციტატა(name @ 12th March 2020 - 03:59 PM) *
თუმცა ისეთები მითხრა მგონი ისეთი გაუბედურებული ექნება შიგნეულობა, 400 ბაღზე ვტენითო ანუ წითელ ზონას ხდებაო ბოლომდეო,

რაცხას ურიკინებს 400-ზე რით ტენიდა? ნასოსით შანსი არაა ბალონით რავიცი სად ვინ უტენიდა 400-ზე...

თოფის მანომეტრს მაგდენი არ აქვს ნასოსნ… ნუ გააჩნია, მარა რომელიღაცა რომ ურევს - ან პტრონი ან ნასოსი ან თოფი ფაქტია smile.gif აი ბათუმს რაც შეეხება და გვიდევსო და არ ვიყენებთო, მაგას ალბათ ჟანგი ექნება უკვე მოდებული, სურათზე არ ჩანს და ეგრე უდიერად თუ ეპყრობოდნენ თოფს რომ წნევაც არ იციან რაზე ტენიდნენ დაზეთვითაც არავინ დაზეთავდა…

gio8118
ციტატა(gio8118 @ 12th March 2020 - 12:20 PM) *
რამოდენიმე კითხვა მაქვს თუ არ დამზარდებით.

1. რა წერტილებში და რა სიხშირით უნდა შეიპოხოს ტუმბო? რამოდენიმე ვიდეო ვნახე იუტუბზე სადაც ტუმბოს შტოკსაც ზეთავენ მაგრამ დაშლას ვერიდები და თქვენი აზრი უფრო მაინეტერსებს,
2. რა წერტილებში უნდა შეიპოხოს და რა ტიპის ზეთით იარაღი?
3. ეფექტურია თუ არა მეტალის ზედაპირის შეპოხვა სილიკონის ზეთით კოროზიისგან დასაცავად, თუ არა რას მირჩევთ. რაღაც პერიოდი მქონდა შენახული ძველი შაშხანა და ცოტა წინკლები დაეტყო.


ნუ ყველაზე გამოუცდელ ვარიანტშI სახელური ამოწიე ზემოთ და გაპრიალებული ღერძი რაც ჩანს იმაზე დაიტანე ზეთიმ ასევე შეიძLება შესასუნთქი ადგილიდან რამდენიმე წვეთი მიაწოდო და მერე თვითონ გადაიტანს შიგნით.

უკეთესია რა თქმა უნდა პერიოდულად დაშლა და გაწმენდა დაზეთვა მთლიანად, იმიტომ რომ რეზინებიც დასაზეთია და არა მარტო რკინის ზედაპირები

აი პერიოდულობა რავი რა გითხრა გააჩნია ჰავას…. დასავლეთიდან სამეგრელოდან რომ ერთს ჩამოჰქონდა ხოლმე თვეში ერთხელ ნასოსი მომსპარი იყო ხოლმე, მარა თუ მშრალ ჰავაში იყენებ და დატენვა ჩახსნის მერე ასე 10 ხალასტოი ბუქნს აკეთებ რომ ჰაერი და ნესტი გამოდევნო, მაშინ შეიძLება 1 წელიც არ დასჭირდეს დაშლა… პლიუს რა თქმა უნდა გააჩნია ინტენსიობას

შაშხანის ზედაპირის დასაცავად სილიკონი დიდ ვერაფერია, ნუ კი წავა ეგეც, მარა ბევრი სილიკონი წყლის ბაზაზეა ასე რომ შეიძLება უარესიც გააკეთო, გააჩნია რა სილიკონის ზეთია.. თოფის ზედაპირის დასაცავად ჯობია ჩვეულებრივი მანქანის ზეთი ან თუ საშუალება გაქვს თოფის მოვლის ზეთი იყიდო, მაგალითად ბალისტოლი და მორჩა საქმე...
gio8118

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის.
ხალასტოიზე კი ვამუშავებ დატუხმვის შემდგომ.
უბრალოდ დაშლისგან თავს ვიკავებ, ნუ ჯერ 2 კოლიფი არ გამისვრია ბოლომდე და ალბათ ჯერ ადრეცაა.

თვითონ თოფის მექანიზმის დაზეთვაზე რას მირჩევთ?
სილიკონის ზეთი მემგონი რომ საკიეტისთვის კარგი იქნება.

NRG
b]name[/b]
ციტატა(name @ 11th March 2020 - 08:51 PM) *
400 ბარზე ვტენიო

შეიძლება მანომეტრი psi ში აჩვენებს და 400 კი არა 4000 ნიშნულს სცდება ანუ psi ს და ამას კიდე 400 ბარი ჰგონია
ja_ja
NRG
ციტატა(nrg123 @ 13th March 2020 - 09:49 PM) *
შეიძლება მანომეტრი psi ში აჩვენებს და 400 კი არა 4000 ნიშნულს სცდება ანუ psi ს და ამას კიდე 400 ბარი ჰგონია

არც ეგაა გამორიცხული…

ნებისმიერ შემთხვევაში ეგ თოფი ნაყიდია, იყო ჩემთან და ჩემს გასაკვირად მართლა კარაბინ ვერსია იყო, ანუ გრძელი ლულა და 105 კუბიანი რეზიკი smile.gif თოფი კარგ დღეში იყო, პროსტა რეზიკია პაწუა, HW-ის რეზერვუარები ი 180-იანი ორიგინალი არაადეკვატური ფასი ღირს.. მოკლედ ვნახოთ რას იზამს პატრონი, ჯერ მოსინჯავს იმას რაც არის და დანარჩენი მერე გადაწყდება

ორიგინალი რავარია დღევანდელი კურსით 235 ფუნტი მისცე მაგაში, პლიუს შIპინგი ჩამოტანა და აქ კიდევ საბაჟო გეტყვია მოკუკე 20%-ი დამატებითო

მაგას მგონი ჯობია ტრუბა იყიდო ახალი და იმაზე გადაიყვანო თოფი, 100-110 ფუნტად დაითრევ ტრუბას და წინა უკანა პრობკებს გადაიტან ძველი რეზერვუარიდან, მაგ ფასში მიიღებ 225-იან, ან 255- კუბიან რეზიკს რაც ქარხნულ 180-იანზე მეტია, შესაბამისად გასროლებიც მეტი იქნება… 200 ფუნტშI უკვე ტიტანია 280 კუბიან რეზიკს დაითრევ კაცი თავისი წინა უკანა პრობკებით…. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ორიგინალი ქარხნული 180 კუბიანის ყიდვას არანაირი აზრი არ აქვს
feeder
ციტატა(ja_ja @ Mar 24 2020, 02:36 PM) *
NRG

ჩემს გასაკვირად მართლა კარაბინ ვერსია იყო, ანუ გრძელი ლულა და 105 კუბიანი რეზიკი smile.gif

კონდახიც არიყო ს-მოდელის იდენტური, როგორც მახსოვს.
name
Baracuda Match 4.51mm 0.69g/10.65gr

ვერ მიშოვნია, ყველგან დაკეტილია, მაგნიუმში 12 ლარად ვყიდულობდი 200 ცალიანს, ვინმეს ზედმეტად ხომ არ გაქვთ გაუხსნელი კოლოფი, რათქმაუნდა ყიდვით,
geojorjika
მეც გასატესტი მაქვს ჩემი ვაირაუხის კარაბინი. გრძელი ვერსია .67 JSB-ის ისვრის კარგად
Mikhail
გამარჯობათ ფორუმელებო ჩემ კითხვას პნევმატიკასთან კი არანაირი საერთო არ აქვს მაგრამ კითხვა მაქვს თქვენთან იქნებ იცოდეთ ვინმემ რამე გლუვლულიანი იარაღის გაფორმების წესები გამარტივდა? სააგენტოს გვერძე მხოლოდ 15 კითხვაა და რამე შეცდომა ხოარაა

იმედია არ მიწყენთ smile.gif)
okela84
Mikhail
მგონი მასეა. თუმცა ხვალ დარეკე მაინც დღეს და 11 ში ისვენებენ
butana
ციტატა(Mikhail @ Apr 9 2020, 11:22 AM) *
გამარჯობათ ფორუმელებო ჩემ კითხვას პნევმატიკასთან კი არანაირი საერთო არ აქვს მაგრამ კითხვა მაქვს თქვენთან იქნებ იცოდეთ ვინმემ რამე გლუვლულიანი იარაღის გაფორმების წესები გამარტივდა? სააგენტოს გვერძე მხოლოდ 15 კითხვაა და რამე შეცდომა ხოარაა

იმედია არ მიწყენთ smile.gif)


გამარჯობა
კი გამოცდები გამარტივდა 15 კითხვაა სულ, აქედან 13 უნდა გასცე სწორი პასუხი.
ბაიკერი
butana
უეჭველი იცი? მე როგორც მითხრეს უბრალოდ იქ გხვდება 15 კითხვა. თრე ისე 150 სასწავლიო
Mikhail
ციტატა(ბაიკერი @ Apr 9 2020, 10:35 PM) *
butana
უეჭველი იცი? მე როგორც მითხრეს უბრალოდ იქ გხვდება 15 კითხვა. თრე ისე 150 სასწავლიო

შსს ს გვერდზე იყო ხოლმე ეგ 150 ბილეთი და ახლა მხოლოდ 15 ია წესით ტექნიკური ხარვეზი არუნდაიყოს დღეს დავრეკავ და გავიგებ
ბაიკერი
აბა რა გაირკვა
ნიკა
სულ 15 კითხვაა და 15-ვე დევს თავისი პასუხებით
vatato
150 კითხვა არის და ალაბათობის პრინციპით გხვდება 15 ბილეთი. 150 ზე უნდა იცოდე პასუხი smile.gif მაქვს ბილეთების ფაილი smile.gif თუ გინდათ გამოგიგზავნით smile.gif როგორც სპორტულზე, ასევე სანადიროზე
ნიკა
აღარ არის 150, 15 გახდა სულ. დაახლოებით 1 თვის წინ ვიყავი და ზუსტად ის 15 კითხვა იყო რაც ბოლოს დადეს
vatato
თუ მართლა ეგრეა, მაგას რა სჯობია, დაველოდოთ როდის გაიხსნებიან smile.gif ჩAბარება რომ დავაპირე, მაშIნ დაკეტეს smile.gif
ნიკა
კი ერთი კვირით მოვასწარი მეც biggrin.gif მარა არც ის 150 კითხვა იყო რთული
vatato
კარგია რომ მოასწარი, მაგის გამოა რომ პნევმატიკა გადავწყვიტე, თორე მცირე კალიბრიანი ჩეზე მინდოდა smile.gif
Nikolo
გამარჯობათ,

მაქვს 2 ცალი პნევმატური იარაღი (პისტოლეტი). წლების წინ შევიძინე პოლონეთში, მაგრამ წამოღება ვერ მოვახერხე, რადგან ბარგში ადგილი აღარ მქონდა. დავუტოვე ჩემს ძმაკაცს. რა გზით შევძლებ მათ ჩამოტანას? (მაგ: ფოსტა?). ამ საკითხში იქნებ დამეხმაროთ.
ორივე იარაღის შეძენის ფურცელი მაქვს თავისი საბუთებით.
მოდელები: პარაბელუმ პ-08 და მაუზერ მ712.
ja_ja
მეგობარს გააგზავნინე პოლონეთიდან გერმანიაში

იქ არის ჩვენი გადამზიდავის ოფისი, Camex.ge წესით ჩამოაქვთ და არ აპრობლემებენ ოღონდ ჩამოაქვთ ამერიკიდან უპრობლემოდ გერმანია არ ვიცი, გადაურეკე და ჰკითხე
Nikolo
ციტატა(ja_ja @ May 2 2020, 06:44 PM) *
მეგობარს გააგზავნინე პოლონეთიდან გერმანიაში

იქ არის ჩვენი გადამზიდავის ოფისი, Camex.ge წესით ჩამოაქვთ და არ აპრობლემებენ ოღონდ ჩამოაქვთ ამერიკიდან უპრობლემოდ გერმანია არ ვიცი, გადაურეკე და ჰკითხე


1კგ 22 ლარი. კაი ძვირია.

ჩვეულებრივი ფოსტით რო გამომიგზავნოს ეგ თუ შეიძლება?
პოლონეთიდან ამანათები გამომიგზავნია, როგორიც არის ტანსაცმელი და წიგნები, მაგრამ პნევმატური ვერ გავრისკე.
vatato
ჩვეულებრივი ფოსტა ჩამოგიტანს, მაგრამ დროში გაწელავს ძალიან, ჩემტან პაკეტი ინგლისიდან თვენახევარი მოდიოდა, ეს მაშინ როდესაც არ იყო დაკეტილი არფერი.
Nikolo
ციტატა(vatato @ May 2 2020, 08:34 PM) *
ჩვეულებრივი ფოსტა ჩამოგიტანს, მაგრამ დროში გაწელავს ძალიან, ჩემტან პაკეტი ინგლისიდან თვენახევარი მოდიოდა, ეს მაშინ როდესაც არ იყო დაკეტილი არფერი.


პაკეტში პნევმატური იარაღი იყო? გამოდის შეიძლება.
პოლონეთიდან უკრაინის გავლით ჩემი გამოგზავნილი ამანათი 8 დღეში უკვე საქართველოს ფოსტის საწყობში იყო.
უნდა ვცადო მაშინ ჩვეულებრივი ფოსტა.
მუხა
ციტატა(Nikolo @ May 2 2020, 09:31 PM) *
პაკეტში პნევმატური იარაღი იყო? გამოდის შეიძლება.
პოლონეთიდან უკრაინის გავლით ჩემი გამოგზავნილი ამანათი 8 დღეში უკვე საქართველოს ფოსტის საწყობში იყო.
უნდა ვცადო მაშინ ჩვეულებრივი ფოსტა.

დიახ, და ფოსტით რა ეღირება კილო?
giga2010
შესაძლოა განბაჟებაც მოგიწიოთ თუ აცდება 300 ლარს
მუხა
ციტატა(giga2010 @ May 19 2020, 11:15 PM) *
შესაძლოა განბაჟებაც მოგიწიოთ თუ აცდება 300 ლარს

განბაჯება ისედაც აუცილებელი არაა?
giga2010
ციტატა(Muxa12 @ 19th May 2020 - 11:34 PM) *
განბაჯება ისედაც აუცილებელი არაა?

აუცილებელი რატომ უნდა იყოს, თუ არ ცდება 300ლარს?
მუხა
ციტატა(giga2010 @ May 19 2020, 11:38 PM) *
აუცილებელი რატომ უნდა იყოს, თუ არ ცდება 300ლარს?

არა, ამ იარაღის გამოწერა ყველა შემთხვევაში ასდცდება 300 ლარს. მე მეგონა რომ ამ იარაღის გამოწერაზე მითხარით.
Nikolo
giga2010

მუხა

ორივეს დიდი მადლობა...
პოლონეთიიდან, როცა იგზავნება საქართველო არის "C" ზონა და ფასიც ოდნავ იზრდება 1 კგ ზე. 300 ლარი ნამდვილად არ იქნება, რადგან ცალ-ცალკე გამოვაგზავნინებ.
P-08 იწონის 834 გრამს, ანუ არც ისე ძვირი დამიჯდება არც გამოგზავნა და არც განბაჟება (მგონი) smile.gif

უბრალოდ ამ პანდემიის ამბების დროს, საინტერესოა რაიმე კანონი ხომ არ შემოიღეს ან ხომ არ გაამკაცრეს რამე.
ja_ja
საქართველოს საბაჟოზე არაფერი შეცვლილა, ნებადართულია ნებისმიერი 4.5 კალიბრის პნევმატურის შემოტანა
mamukaaa
გამარჯობათ.
LR900W ამ იარაღის თემა თუ არის აქ გახსნილი.
იქნებ ლინკი ჩააგდოთ.
pilotina
ციტატა
გამარჯობათ.
LR900W ამ იარაღის თემა თუ არის აქ გახსნილი.
იქნებ ლინკი ჩააგდოთ



http://www.airgun.ge/forums/index.php?act=Search&f=0
name
სალამი,

შეჯიბრებები აღარ ტარდება ?
ბაიკერი
იყო წინა კვირას
mister_io
სალამი მეგობრებო, კითხვა მაქვს, ჟანგბადის ბალონები რამდენ ატმოსფეროზეა გათვლილი ანუ მაინტერესებს პცპ თოფის დასატენად თუ გამოდგება, კისლაროდი აწერია გარედან ლურჯი ბალონებია
mister_io
koba1973
ანუნარ გამოდგება პცპ სისტემაზე? დისქავერზე მინდოდა
userman
mister_io
ციტატა(mister_io @ 22nd July 2020 - 10:48 AM) *
ანუ არ გამოდგება პცპ სისტემაზე? დისქავერზე მინდოდა


არა . არ გამოდგება . დაივიწყე .
mister_io
userman
გაიხარე ეგ მაინტერესებდა
mister_io
ვთქვათ 2 ლიტრიანი ბალონი დისქავერს რამდენჯერ დატენის სრულად და თუ გვაქვს საქართველოსი კომპრესორი რომელიც მაგ ბალონებს შესაბამის წნევაზე ტენის, მახსოვს ადრე პრობლემები ქონდა კომპრესორს და თუ მოგვარდა ეგ პრობლემა
MonSoon
mister_io
ციტატა(mister_io @ 22nd July 2020 - 05:01 PM) *
ვთქვათ 2 ლიტრიანი ბალონი

მაგ ბალონის სამუშაო წნევებს გაჩნია.

ისე კი ამ ფორუმზე უკვე არის არის ბალონით დატენვის კალკულატორი.
http://www.airgun.ge/balon_calc.htm

წერ თოფის სამუშაო წნევებს, მოცულობას და ბალონის სამუშაო წნევებს და მოცულობას. ამის შემდეგ საშუალოდ გითვლის რამდენჯერ დაგიტენის.
ja_ja
ყველას
დიდი თხოვნაა როდესაც ასეთი კონკრეტული კითხვა ისმება ჩვენი ფორუმელისგან შეეცადეთ ხოლმე მაქსიმალურად რაც შეგიძლიათ ამომწურავი პასუხი გასცეთ ხოლმე, თორემ ვაბნევთ ერთმანეთს მოკლე პასუხებით, მაგალითად :
- არა
- კი
- გადააკდე

ეს ყველაფერი ინფორმაციის მაძიებლის მხრიდან უფრო მეტ კითხვას წარმოშობს, რატომ არა, იქნებ და რაიმე ავლის მეთოდი არსებობს და ასე შემდეგ...


mister_io
ციტატა(mister_io @ 22nd July 2020 - 09:55 AM) *
სალამი მეგობრებო, კითხვა მაქვს, ჟანგბადის ბალონები რამდენ ატმოსფეროზეა გათვლილი ანუ მაინტერესებს პცპ თოფის დასატენად თუ გამოდგება, კისლაროდი აწერია გარედან ლურჯი ბალონებია

დავიწყოთ შენი კითხვის განხილვა ნაბიჯებად:

1) ნუ იმედია ის იცი რომ ჟანგბადი არ უნდა გამოიყენო არავითარ შემთხვევაში, კი ვხვდები რომ მხოლოდ ბალონს გულისხმობ და არა თვითონ ჟანგბადის გამოყენებას, მაგრამ მაინც თავს ვიცავ... იდეაში თვითონ ჟანგბადი რაიმე განსაკუთრებული არა, უბრალოდ ზეთთან არ უყვარს კავშირი, თან გაჩერებულ სტატიკურ მდგომარეობაში კიდევ ჯანდაბას, მაგრამ აი მოძრაობის და დინების დროს.... ანუ ჟანგბადი 100 ატმოსფეროს ზემოთ დინებისას (მაგალითად კლაპანში გავლისას), ისეთ ხახუნს წარმოქმნის ზეთთან რომ თვით აალებას იწვევს, ხოლო აალებული ჟანგვადით რომ რელსებს ჭრიან მგონი ქე იცი და რეზერვუარს და თოფს რა მოუვა ....

2) ყველა ბალონს აქვს თავისი გათვლილი მახასიათებლები, ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს რა წნევაზე შეუძლია მუშობა. ჟანგბადი და co2 როგორც წესი ინახება ჭურჭელში რომლის სამუშაო წნევაც არის 150 ატმოსფერო, ხოლო შესამოწმებელი 225 ატმოსფერო, დიდი თხოვნაა ეს ბოლო ციფრი სასიხარულოდ არ მიიჩნიო, სატესტო ნიშნავს 5 წელიწადში ერთხელ 5-10 წუთით ამ წნევაზე შემოწმებას და არა მუდმივად ასეთ სტრესულ წნევაზე ბალონის დატოვებას, შეიძლება შემოგეხვიოს კისერზე.... საერთოდ მაღალი წნევის ჭურჭელს ყველას გააჩნია 2 წნევის მაჩვენებელი, ვთქვათ 150 არის ჟანგმადის შემთხვევაში სამუშაო, ანუ შეგიძლია დატენო და დიდი ხნით დატოვო ამ წნევაზე, არაფერი მოუვა, ხოლო 5 წელიწადში ერთხელ რკინის ბალონი უნდა შეამოწმე სტრესზე, ხომ არ მოსუსტდა. თუ რაღაც ვერაა აქვს საქმე იმ 1.5-ჯერ მეტ წნევაზე გამოიჩენს თავს თუ არა და მომდევნო 5 წელი შეგიძლია ისევ იხმარო.

მაგ ლოგიკით 150 ატმოსფეროს 1.5-ჯერ მეტი წნევა არის 225 ატმოსფერო. სწორედ მაქედან მიიღება ეგ ციფრი და როგორც ავღნიშნე ეგ არის სატესტო წნევა 5-10 წუთით დასატენად.

შესაბამისად 200 ატმოსფეროიანი სამუშაო ბალონისთვის სატესტო წნევაა 300 ატმოსფერო, ხოლო 300 ატმოსფერო სამუშაო წნევის მქონე ბალონისთვის სატესტო წნევაა 450-500 ატმოსფერო.

თუ გავითვალისწინებთ რომ უმეტესობა თოფი სროლისთვის საჭიროებს 200 ატმოსფეროს და მუშაობას ანუ სროლას ვაჩერებთ 110-120 ატმოსფეროზე რომ ხელახლა დავტენოთ, გამოდის რომ ეგ კისლატოდის ბალონი, მაქსიმუმ პირველ დატენვაზე როცა თვითონ იქნება 150 ატმოსფეროზე (ვგულისხმობ თან დიდ სვარშიკების გრძელ ბალონს და არა 1 ან 2 ლიტრიან პაწუა ბალონს) თოფს დაგიტენის სადღაც 148 ატმოსფეროზე, შემდეგ ჯერზე 145-ზე და ასე გაგრძელდება ძირს ვარდნა, მოკლედ ეგეთი პატარა დატენვისთვის თუ მისაღებია ეგ ბალონი კიბატონო, მაგრამ მაგხელა ბალონის თრევა....

პატარა მოცულობა კი უფრო ჩქარა დაიცლება და პირველივე დატენვაზე 150-ზე კი არა ალბათ 140-ზე დაგიტენის თოფს და მერე სულ ძირს წამოვა, მოკლედ არა კომფორტულია

3) კიდევ გასათვალისწინებელი ბალონის ვადა, ბევრი მოსულა ჩემთან და აი ძველი რუსული მაგარი ბალონია და იმენნა ვეშია!!!!... ყველას უარს ვეუბნები დატევვაზე და რატომ:
- ყველა ბალონს აქვს თავისი ცხოვრების ვადა, მაგალითად :

კომპოზიტური ბალონებისთვის ესაა 15 წელი გამოშვების დღიდან , ან 1200 დატენვა დაცლის ციკლი, იმის გამო რომ ვერავინ ახერხებს ბალონის დატენვების რაოდენობის დათვლას და თან 15 წელიწადში 1200 დატენვა ნიშნავს ყოველ 4-5 დღეშI ერთხელ დატენვას, რეალურად კი ეგრე ხშირად არავინ ტენის... მოკლედ ასათვლელი რჩება გამოშვების დღიდან 15 წელი, მერე დაშლას იწყებს კომპოზიტის დამაკავშირებელი წებო და ერთ დრესაც ისე შემოგეხვევა ტანზე ბალონი რომ ... მოკლედ მაგ მხურვალე მომენტს არავინ ელოდება და 15 წლის გასვლის მერე ნორმალურ ქვეყანაში ხვრელს ადებენ ბალონს და მიდის გადამუშავება/უტილიზაციაში


ლითონის ბალონს, იქნება ეს ალუმინი თუ რკინა (აქვე დავძენ - დადის ლეგენდები რომ აი ელიავაზე ვიღაც ტიტანის ბალონს ყიდის, დაივიწყე არასერიოზულია, ტიტანი არის რკინაზე მსუბუქი და ალუმინზე მძიმე, შედეგად თუ ბალონის კეთდება სიმსუბუქის კუთხით ყველა ალუმინისგან გააკეთებს და არა ტიტანისგან, მითუმეტეს ტიტანი ძვირია, ძნელია დამუშავება დაასე შემდეგ, ასე რომ ეგეთი სახელის მქონე ბალონები რეალში ან კომპოზიტური აღმოჩნდება ხოლმე ან ალუმინის)... მოკლედ ლითონის ბალონს ცხოვრების ვადა აქვს 25 წელი ან იგივე 1200 დატენვა დაცლის ციკლი, ოღონდ მთავარი განმახსვავებელი ისაა რომ 25 წელი აითვლება არა გამოშვების დღიდან, არამედ პირველი დატენვის დღიდან, ანუ ლითონის ბალონი შეიძლება გამოშვებული იყოს და საწყობში ტაროზე 50 წელი იდოს, ვადა არ გაუვა თუ შენახვის წესები დაცულია, აი 50 წლის მერე თუ ჩამოიღებენ და დატენიან უკვე დაიწყება მისი ცხოვრების ათვლა

ყველა ბალონს, სჭირდება 3 ან 5 წელიწადში ერთხელ ტესტირება სამუშაო წნევიდან 1.5-ჯერ მეტ წნევაზე, ამ პროცესს ჰქვია რუსულად აპრესოვკა, ჩვენთანაც ეგ სიტყვაა ძირითადად შემორჩენილი, თუ ეს შემოწმება ბალონმა გაიარა შემდგომი 3 ან 5 წელი შეიძება ამუშაო თუ მოხმარების პირობებს არ არღვევ და მთიდან არ ისვრი ხოლმე, მაგალითად კომპოზიტურ ბალონს უწერია რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმება, ეგ ნიშნავს რომ გამოშვების თარიღი თუ არის 2020 წელი, მაშინ შემდგომი შემოწმება უნდა გაიაროს 2025 წელს, მერე 2030 წელს და თავისუფლად გამოიყენება 2035 წლამდე, ხოლო 2035 წელს რომც გაიაროს შემოწმება მისი გამოყენება აღარ შეიძლება რადგან გავიდა მისი სიცოცხლის ციკლი და როგის რას მიქარავს კაცმა არ იცის, ამიტომაც, ნორმალურ ქვეყანაში ეგეთ ბალონს სატესტოდ რომ მიიიტან ან დასატენად, ჩამოგართმევენ და შენს თვალწინ დიდი ხვრელს დაადებენ ან შაუზე გადაჭრიან.

სამწუხაროდ ჩვენთან ამის მაგივრად ვთქვათ იგივე სასწრაფო, ან სამაშველო სამსახური ხელს ითბობს და ან ელიავაზე აბარებს ან ვიღაცას ჩუქნიან ხოლმე და წარმოიშვება ლეგენდა რომ ბალონის შოვნა იაფადაც შეიძლება

ეხლა რაზე დაიყვანება ეს მთელი პოეზია და მოთხრობა - თუ ყიდულობ მეორად ბალონს, აუცილებლად უნდა ნახო რა სამუშაო და რა სატესტო წნევები აწერია, უნდა ნახო გამოშვების თარიღი და რომც ჯდებოდეს ცხოვრების ციკლში, მაინც უნდა გაატარო ტესტირებაზე, ანუ აპრესოვკაზე, იმიტომ რომ ვერავინ გეტყვის როდის ჩაუტარდა ბოლოს შემოწმება. შემოწმება შესაბამის სადგურებში კეთდება და თან წყლით ან რაიმე სითხით და არა ჰაერით, რადგან თუ ხარვეზი აქვს ბალონს და გახეთქვის პირასაა, მაქსიმუმ ფშიკს დაიძახევბს და წყალი შემოგესხმება, ხოლო ჰაერის შემთხვევაში კი ისეთი გაფართოება და გახეთქვა აქვს რომ შეიძლება დიდი ბა-ბახიც კი ქნას. ასე რომ სახლის პირობებში ტესტირება არ ხდება.

მძიმეთაა რკინის შემთხვევაში საქმე, რადგან არ იცი რა სიხშირით იტენებოდა, როდის დაიწყო დატენვა, როდის დაიწყო ათვლა... მოკლედ მაგარი საშაროა, მესმის რომ არაპოპულარულ ვერიანტს გთავაზობ, მაგრამ ყოველთვის ეცადე ახალი ბალონი იყიდო და არა მეორადი და ნახმარი, მიუხედავად იმისა თუ რა საოცარ ლეგენდებს მოგიყვება გამყიდველი

4) რა ბალონები შეგიძლია გამოიყენო:
- ნუ მაშველებისთვის განკუთვნილი ბალონი შეიძლია იყიდო, მაგრამ როგორც წესი სამუშაო წნევა აქვს 200-210 ატმოსფერო
- დაივერების ბალონი, ესეც ძირითადად 200-230 ატმოსფერო აქვს სამუშაო წნევა, თუმცა არის დაივერების მეორე ნაირი ბალონიც, რომელიც მაგალითად ზურგზე კი არ უკეთიათ ყვინთვის დროს, არამედ დამატებით მიათრევენ ხოლმე წყალში იმისათვის რომ ხანგრძლივად იყვნენ წყლის ქვეს, ხშირად ასეთ დამატებით ბალონებს სამუშაო წნევა უკვე 300 ატმოსფერო აქვს ხოლმე

- პეინტბოლის ან PCP-სთვის განკუთვნილი ბალონები, აქ ყურადრება მიაქციე, ხშირად ალუმინის ბალონები 200 ატმოსფეროიანია, ხოლო კომპოზიტური კი 300-იანი, თუმცა გვხვდება სქელკედლიანი ალუმინის რომელიც 300 ატმოსფეროზე მუშაობს

- ეგზოტიკური ბალონები - მაგალითად სამხედრო მფრინავების, მათ ზემოთ ფრენისას ასევე სჭირდებათ სასუნთქი ჰაერი, ამიტომაც, როგორც წესი თვითმფრინავში ჩამონტაჟებულია ხოლმე კომპოზიტური სპეციალურად სქელკედლიანი და მძიმე ბალონი რომ დატვირთვებსაც გაუძლოს და მაღლა ფრენისას ნაკლები წნევისას არაფერი დაემართოს, უმეტესწილად ასეთი ბალონების სამუშაო წნევა არის 300-350 ატმოსფერო, მაგრამ ძვირია და სამოქალაქო ბაზარზე იოლად არ იშოვება, მაქსიმუმ ჩამოწერილს თუ ნახავ იბეიზე, ან ვთქვათ საწყობში ედოთ ვადა გასდის და იცილებენ....

- ასევე არსებობს რკინის მძიმე ბალონები, რომელიც მაშველებისთვისაა განკუთვნილი და სამუშაო წნევა აქვს ხოლმე 300 ატმოსფერო...

- კიდევ ძველი საბჭოთა გაუგებარი სტანდარტის 250 ატმოსფეროაინი 2 ლიტრიანი ბალონები არსებობს, მაგრამ ვადის და მოხმარების პირობების გაუგებრობის გამო ყველანაირად ჯობია რომ მოერიდო ეგეთ ბალონებს

5) და ბოლოს რატომ უნდა იყიდო 300 ატმოსფეროიანი ბალონი და არა 150-იანი 200-იანი ან 230-იანი, და რატომ უნდა მიჰყვე ბალონის ცხოვრების ციკლს

ნუ თუ თოფი პირობითად გაქვს 200 ატმოსფეროანი, მაშინ აზრი არ აქვს ბალონიც გქონდეს 200 ატმოსფეროიანი, ნაკლებ წნევიანი მითუმეტეს, იმიტომ რომ ვერასდროს დატენი თოფს სამუსაო 200 ატმოსფეროზე. თუ ბალონის და თოფიც 200 ატმოსფეროზე მუშაოაბენ, ჩათვალე რომ ხელში ზიარ ჭურჭელი გიჭირავს და გათანაბრებული წნევა ექნებათ ორივეს, შედეგად თუ თოფში გაქვს დარჩენილი 100 ატმოსფერო და მიაერთებ 200 ატმოსფეროიან ბალონს, ნაწილი ჰაერი რეზერვუარში გადადის, ეგ კი იმას ნი ნშავს რომ ბალონს რაღაც მოაკლდა, შედეგად ვერც თოფს დატენი პირველივე დატენაზე მთლად 20--ზე და ბალონსაც მოაკლდება, მეორე დატენისთვის უკვე პირობითად 195 ატმოსფერო გექნება და ასე ვეჩნა კლებით დატენვაზე იქნები.

რა თქმა უნდა უკეთესია 220-230 ატმოსფეროაინ ბალონი, მაგრამ სრულყოფილი დატენვების რაოდენობა ცოტაა, ვიდრე ვთქვქთ 300 ატმოსფეროიან ბალონზე, შესადარებლად შეგიძლია გამოიყენო მაგალითად აი ეს კალკულატორი

ასევე გაითვალისწინე კარბონი რა თქმა უნდა კარგია და მსუბუქია, მაგრამ 15 წელიწადში კაპუტ, რკინა ცოტა მეტსაც გაგიძლებს ანუ 25 წელს, მაგრამ იგივე მოცულობის ალუმინის ბალონი კომპოზიტურზე 2-ჯერ მძიმეა, ხოლო რკინის ლამის 3-4-ჯერ მძიმეა, გამძლეობით ახლა თუ უფსკრულში არ ისვრი ხოლმე და ცეცხლში არ აგდებ ორივეს ერთნაირი გამძლეობა აქვს, გამძლეობა კი აქვს მაგრამ ცხოვრების ვადის გადაცილებას არ გირჩევ, არაერთი შემთხვევა იყო უკვე როდესაც ვადაგასული ან არასწორე მოხმარების გამო ბალონმა ბუთქა.ჯერ რასაც ვუყურებ მგონი ფატალური შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ცეცხლთან თამაში არ ღირს, მითუმეტეს რომ 1-2-ს რუსეთში რომ უბუთქუნა ეგეთმა ბალონმა, მთელი ბინა საომარ პოლიგონად აქცია, ვეღარც თვითონ ცხოვრობს, ვეღარც თავისიანები, პლიუს მეზობელს ზარალი მიაყენა, პოლიცია მილიციის ამბებს ცალკე უნდა სირბილი და....

ძირითადი სულ ესაა, ნუ ჩაშლილად კიდევ ძალიან ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ პირველი ეტაპისთვის საკმარისი და ამომწურავი ინფორმაციაა, მითუმეტეს ვიცი რომ პირველ ჯერზე ამდენი ინფოს აღქმა ხანდახან ძნელი ხოლმე, ას ერომ დეტალები და წვრილმანები როგორაცაა ონკანი, მცველი, მიერთების ტიპი და სხვა რაცხაები მერე იყოს
MonSoon
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th July 2020 - 02:05 PM) *
ყველას
დიდი თხოვნაა როდესაც ასეთი კონკრეტული კითხვა ისმება ჩვენი ფორუმელისგან შეეცადეთ ხოლმე მაქსიმალურად რაც შეგიძლიათ ამომწურავი პასუხი გასცეთ ხოლმე, თორემ ვაბნევთ ერთმანეთს მოკლე პასუხებით, მაგალითად :
- არა
- კი
- გადააკდე

ეს ყველაფერი ინფორმაციის მაძიებლის მხრიდან უფრო მეტ კითხვას წარმოშობს, რატომ არა, იქნებ და რაიმე ავლის მეთოდი არსებობს და ასე შემდეგ...

პირადი გამოცდილებით.

95 % არ კითხულობს დიდ ტექსტებს. ან ტექსტში არსებულ მასალას ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან ან შეხედულების თავზე მოხვევად აღიქვამენ იმიტო რო იმ დიდ ტექსტში შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ეწეროს რომელიც იცის. შედეგად ან არ ჯერათ და მაინც თავისას აწვებიან ან ტექსტში ისევ არსებულ კითხვას სვამენ.

ვის მოწონს წერდე და არ კითხულობდნენ შენ აწერს.

ამიტომაც ესმევა მოკლე და კონკრეტული პასუხი კითხვებს.


აჰა ბატონო მოკლე და კონკრეტული პასუხი იყო და კითხვაც არ გასჩენია პასუხის ადრესატს თორე კი ვაპირებდი ვრცლად დაწერას მაგრამ ბოლოს ვიფიქრე უფრო მარტივია თავად გამოითვალოს მეთქი. მითუმეტეს რო ნაწერებზე მეტად ციფრებში იჭედება ადამიანი.
MonSoon
2-3 გვერდი გავა და სხვაც იგივე კითხვას დასვამს.
ja_ja
ციტატა(bedo @ 27th July 2020 - 05:45 PM) *
2-3 გვერდი გავა და სხვაც იგივე კითხვას დასვამს.

გიოჯან... მაგ შემთხვევისთვის ყველა პოსტს აქვს მარჯვენა მხარეს პოსტის ნომერი, ლინკის სახით შეიძლება დაკოპირდეს და მიეთითოს მსურველს

თუმცა იმდენად შემაწუხებელია უკვე ეს ბალონების თემა რომ ვფიქრობ საერთოდ ცალკე გავიტანო და სრული დიდი პროსტინა დავწერო, აი მერე თუ არ წაიკითხავს დაეზარება, ვერ მოხარშავს ვინმეს ტვინი... ნუ ეგ აღარ ვიცი უკვე რა უნდა ვუშველო მაგ შემთხვევაში
Mikhail
გამარჯობათ ფორუმელებო 5.5 კალიბრის ტყვიებს საიდან იწერთ დამაკვალიანეთ სადაა ყველაზე იაფი და რამდენ ხანში ჩამოდის. ან აქ თუ იყიდება სადმე გრიგოლას გარდა ცპ ები არ მინდა
ხ.მ.ე.ლ.ო
გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ხართ? ^_^
ერთი შეკითხვა მაქვს: ვინმეს umarex octane 1450 fps გააქვთ? დგუშის მანჟეტს ვეძებ და ვერსად ვიშოვე. გამოწერითაც 1-2 გან ვნახე მხოლოდ იბეიზე რო გამოვიწერო, მაგრამ აქ მირჩწვნია ყიდვა და ხომ არ იცით ამის მანჟეტი აქ სადმე თუ იყიდება?
ja_ja
Mikhail
თუ გამოწერაზეა საქმე, ინტერნეტი დიდია,

კონკრეტულს ვერავინ ვერაფერს გეტყვის, ზან ერთ საიტზეა იაფად ხან მეორეგან, ხან საიტზე დევს და გაყიდვაში არაა...

ყველაზე კაია იბეი, ოღონდ უნდა განასხვაო ევროპული და ამერიკული, ანუ ამერიკულ იბეიზე არის იაფად ამერიკული საქონელი, ხოლო ვთქვათ გერმანულზე არის ევროპული იაფად, ევროპული ჩატანილი ამერიკაში ძვირია და პირიქით, ამერიკული ევროპაIშ ძვირია., დაკავშირებულია ეგ ტრანსპორტირების და ბაჟის გადასახადებთან

ხ.მ.ე.ლ.ო
ნუ შენ უკვე ახალბედა არ ხარ და უნდა მოძებნო უმარექსის ჩამომტანი ფირმა ვინცაა, მემგონი ეგეთი არავინ არ გვყავს.... მეორე გზა შენც მოგიძებნია... აქ საერთოდ ყველანაირი ფირმის ნაწილებზე პრობლემაა, მარაგი როგორც წესი არცერთ მაღაზიას არ აქვს ხოლმე

აგერ ერთმა GAMO-ს ზ.დ.პ მომიტანა, ზამბარა იყო გახეთქილი 4 ადგილზე, წესით ჩამოაქვს ერთ მაღაზიას მაგ ფირმის საქონელი და შეიძLება იფიქრო რომ ზამბარები მაინც ექნებათ ზაპასად... აღმოჩნდა რომ ეგენიც არ აქვთ... ასე რომ სამწუხაროდ საქართველოში ვართ და....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2026 Invision Power Services, Inc.