დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კითხვა ფორუმელებთან
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
giga2010
გამარჯობა მეგობრებო.
თურქეთიდან როგორ არის გამოწერა. ვინმეს ხომ არ ქონია შეხება. საკმაოდ მომხიბვლელი ფასებია
MonSoon
giga2010
ამატ ჩამოაქვთ თურქეთიდან. შეიძლება გამოგადგეს.

http://www.novaposhta.ge/home/
giga2010
MonSoon
გიო. შენ გქონია შეხება? ფიშტო რომ შევიძინო თურქულ ინტერნეტ საიტზე ჩამოვა?
MonSoon
giga2010
არა შეხება არა. მეც ვეძებდი ინფორმაციას თურქეთიდან პუტკუნა ტყვიების ჩამოტანაზე. მაგ ძიების პროცესში ვნახე რო თურქეთიდან ჩამოაქვთ ტვირთი მაგ კომპანიას. უკრაინული კომპანიაა. პროსტა თურქულ საიტებს ინგლისური ვერსია არ ჰქონდათ და ვერ გავიგე ვერაფერი, დავანებე თავი.
giga2010
MonSoon
მადლობა გიო
giga2010
სალამი მეგობრებო. ჰატცანის ატ-44 ს მჭიდში რა სიგრძის ტყვია შეიძლება რომ მოთავსდეს?
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 15th November 2018 - 05:32 PM) *
სალამი მეგობრებო. ჰატცანის ატ-44 ს მჭიდში რა სიგრძის ტყვია შეიძლება რომ მოთავსდეს?


1 სანდიმეტრის დაახლოებით. ისე პოლიმაგები, პლასმასის თავიანები ძლივს მიდის .

giga2010
userman
მადლობა. ვიცოდი რომ გამომეხმაურებოდი friends.gif .
შემთხვევით ხომ არ იცით 5,5 კალიბრის ტყვია სიგრძეში იგივეა რაც 4,5
MonSoon
giga2010
ციტატა(giga2010 @ 15th November 2018 - 11:27 PM) *
შემთხვევით ხომ არ იცით 5,5 კალიბრის ტყვია სიგრძეში იგივეა რაც 4,5

4.5 jsb არის სიგრძეში 6.5 მმ.
5.5 პრემიერი 7 მმ ან ოდნავ მეტი.
5.5 jsb 18 გრეინიანი 7.5 მმ ან ოდნავ მეტი. 8 ზე მეტი არ არის.

ციფრული შტანგელი არ მაქვს და მეათედებს ვერ ვზომავ. მაგრამ ადრე ბალისტ. კალკულატორისთვის გავზომე ციფრულით ჯსბ 0.67 და იყო 6.5 მმ. ჩემ სახაზავზეც იგივეა. ანუ ზევით დაწერილი ზომებიც სანდოა იმიტო რო ეგ 5.5_ები სახაზავით არის გაზომილი.
giga2010
MonSoon
მადლობა გიო
aleqsa
giga2010

ხოო გიგა ეხლა რომ ვიყავით კაჭრეთში დათკას წამოუყოლა გრიგოლმა 5.5 პრემიერები 93გ. იანები და გამიკვირდა ისეთი მოკლეები იყო მე ჯიესბიზე მოკლე მეჩვენა ( თვალით რათქმაუნდა)
giga2010
სალამი მეგობრებო. ხომ არ იცით როგორ ჩამოვტვირთო Стрелок-ი აიფონზე
pilotina
giga2010

aple story-ში შედი, აკრიფე strelok pro და ჩამოტვირთე
giga2010
pilotina
ეგ გასაგებია მაგრამ ყველა ფასიანი აპლიკაცია
pilotina
giga2010


კი, პრო ვერსია ფასიანია, მაგრამ მანდ ჩვეულებრივი უფასოც იყო რამდენადაც მახსოვს.
giga2010
pilotina
მადლობა ყურადღებისთვის. უფასო ვერაფერი ვიპოვე
aleqsa
giga2010

აიფონზე არვიცი გიგა მარა ანდროიდზე კი ძალიან ვიწვალეთ ჩვენც, მე და გიომ, სტრელოკი იოლად გადმოიწერა უფასო ვერსია პირდაპირ პლეის სთორსი დევს, აი სტრელოკ პროს კი ძალიან ვეჩალიჩეთ და ბოლოს როგორ ჩამოვტვირთეთ გეტყვი,
ანუ ჯერ შუალედური რაღაც პროგრამა გადმოვქაჩე რომელსაც ტელეფონი ვირუსად აღიქვამდა და მაგის გულიზე დაცვა გავუთიშე შემდეგ მაგ პროგრამის მეშვეობით გადმოვქაჩე ეგ სტრელოკ პრო, მაგის შემდეგ ის შუალედური პროგრამა წავშალეთ, ხოლოთ წაშლა საფუძვლიანად უნდა აპების მმარტველიდან თავის ქეშებიანად უნდა დეინსტალაცია და ამის მერე გადავატარეთ ტელეფონის სკანირება, რაღაცეებს ამოაგდებს წითლად და მაგასაც მიაშლი და აი ამის მერე უკვე შეგიძლია უპრობლემოდ იხმაროოოო...
მოკლედ მოცლით უნდა ყოფნა და ჩალიჩი smile.gif wink.gif

პ.ს. სტრელოკ პროს გაცილებით ზუსტი პარამეტრები ჭირდება სტრელოკისგან განსხვავებით და შედეგიც უფრო ზუსტი აქვს.
geojorjika
ჰოუკის კალკულატორი რითი არ მოგწონთ? smile.gif
giga2010
aleqsa
ეგ ვიცი ალექს, ანდროიდზე მაქვს პროგრამა.

geojorjika
ჰოუკი შევინახე და ისევე ის ძველი ოპტიკა დავაყენე, ამიტომაც მინდოდა გადმოწერა
geojorjika
giga2010
ვაა, გაყიდვა გინდა wink.gif ?
giga2010
geojorjika
არა ბატონო, გამოვაზამთრებ wink.gif ვერ ვიმეტებ ყოველდღიურად მოხმარებისთვის
giga2010
მეგობრებო მოგესალმებით. ამინდების და სამსახურეობრივი პირობებიდან გამომდინარე ჩვენმა ფორუმმა მოიწყინა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ biggrin.gif
ამიტომაც მინდა გარკვეული გამოწვევის(Challenge) მაგვარი რამ მოვიფიქროთ, თუ თქვენ დამეხმარებით და რაღაც საერთო წეს შევიმუშავებთ.
რაღაც ამდაგვარზე ვსაუბრობ და თუ დაგაინტერესებთ ბარემ ჩვენი ფორუმის სახელიც დავარქვათ და ახალი თემაც მივუძღვნათ

MonSoon
giga2010
კაი აზრია გიგა. მე ვუერთდები. ფორუმელები არ მიწყენენ ალბათ, რაღაცას დავწერ.

მე ამ ფორუმზე დიდად ვერ ვხედავ შორს სროლის მოყვარულებს. ეხლა მეტყვით 4.5 რა შორს სროლა, .338 ლაპუა კი არ გიჭირავსო, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, ამ მხრივ ცუდად იცნობთ თქვენს თოფებს.

ვფიქრობ რო პნევმატიკაში შორს სროლის ნიშა თავისუფალია ზოგადად ყველგან. უმრავლესობა სერიოზულად არ უყურებს, არადა პნევმატიკა თავისი ენერგიასთან შედარებით ზუსტი რამეა.

ბოდიში გადახვევისთვის. მე ვუერთდები ამ აზრს.
giga2010
MonSoon
მადლობა გიო თანადგომისთვის. იქნებ სხვებიც შემოგვიერთდნენ და რაღაც საერთო წესი შევიმუშავოთ.
მაგალითად ამას ვგულისხმობ. გოლფის ბურთი შეიძლება არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სხვა რამით შევცვალოთ. ასევე დასტური მანძილის როგორ დაზუსტდეს. ასევე ვიდეო გადაღება.
pilotina
შეიძლება გოლფის ბურთი მაგიდის ჩოგბურთის ბურთით ჩავანაცვლოდ. მარა ჩემი აზრით უნდა გაიხვრიტოს და ფქვილით ან რაიმე მსგავსით აივსოს, რომ მოხვედრა მკაფიოდ დაფიქსირდეს.
მანძილი ალბათ 150, ნუ მაქსიმუმ 170 მეტრი. უფრო შორ მანძილისთვის სპეციალური დახრილი ხიდი დაგვჭირდება და შეიძლება ოპტიკასაც არ ეყოს კლიკები ან დოტები.
ქარი ბუნებრივი ორიენტირებით უნდა განისაზღვროს, ანუ ტოტები ბალახი, და ა.შ. ესე უფრო მიახლოებული იქნება რეალურ შორ მანძილზე ნადირობასთან.

რავი, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. თუ რამეს დაამატებთ ან შეასწორებთ, მით უკეთესი. smile.gif
giga2010
pilotina
თქვენ მადლობა ზურა ბატონო. მეც პინგ-პონგის ბურთი გავიფიქრე, შეიძლება რომ წებოს მეშვეობით დავაფიქსიროთ ლურსმანზე.
მანძილი კი შორია რაც თქვენ დაწერეთ, მაგრამ ყველა დავიწყოთ ვისი რისი შესაზლებლობა გვაქვს, თუნდაც 100 მეტრიდან. შემდგომში მსროლელები მიხვდებიან თავად, რამდენს შესძლებენ .
გასროლების რაოდენობაც კარგი იქნება, თუ დავაფიქსირებთ.
userman
ციტატა(pilotina @ 3rd December 2018 - 09:03 PM) *
შეიძლება გოლფის ბურთი მაგიდის ჩოგბურთის ბურთით ჩავანაცვლოდ.

ციტატა(giga2010 @ 3rd December 2018 - 09:09 PM) *
მეც პინგ-პონგის ბურთი გავიფიქრე,


სანამ გავაფუჭებდეთ მაგ ბურთს , მანამდე პინგ- პონგში ჩავატაროთ შეჯიბრი და შემდეგ სროლაში . smile.gif
aleqsa
დაააააა.... საინტერესო თემა წამოწიე გიგა ძმობილო, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ იმ ერთის გარდა ერთად რო ვისროდით ჩემი თოფები შორ 100+ მანზილებზე არ გამიტესტია და რეალურად არვიცი რისი შნოაქვთ, ასერომ მეც დავინტერესდი და გიერთდებით ახალ წამოწყებაში smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(MonSoon @ Dec 3 2018, 08:19 PM) *
giga2010
კაი აზრია გიგა. მე ვუერთდები. ფორუმელები არ მიწყენენ ალბათ, რაღაცას დავწერ.

მე ამ ფორუმზე დიდად ვერ ვხედავ შორს სროლის მოყვარულებს. ეხლა მეტყვით 4.5 რა შორს სროლა, .338 ლაპუა კი არ გიჭირავსო, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, ამ მხრივ ცუდად იცნობთ თქვენს თოფებს.

ვფიქრობ რო პნევმატიკაში შორს სროლის ნიშა თავისუფალია ზოგადად ყველგან. უმრავლესობა სერიოზულად არ უყურებს, არადა პნევმატიკა თავისი ენერგიასთან შედარებით ზუსტი რამეა.

ბოდიში გადახვევისთვის. მე ვუერთდები ამ აზრს.



მე მბურძგლავს შორ მანძილე სროლაზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ზედეპეთი, რემინგტონ სამიტით 80 მეტრში ზუსტად 2 სროლაში 2 მტრედი მყავს მოხსნილი ჩამოყრდნობილ მდგომარეობაში, რომ მივედი ორივეს ზუსტად ერთ წერტილში ჰქონდა მოხვედრილი smile.gif ეს იყო ჩემი გაკვირვება. (გაკვირვება იმის გამო რომ ზედეპემ ამდენი შეძლო , თუმცაღა ვაღიარებ, ეგ თოფი მთელ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ზუსტი იარაღი იყო)
დთეს ჩემი იარაღიდან გამომდინარე ხელი არ მეწყობა თორემ მეც შემოგიერთდებოდით, ზედეპესთვის 100, 150 -170 მეტრი ნამეტანია smile.gif
okela84
MonSoon
ციტატა(bedo @ 3rd December 2018 - 08:19 PM) *
მე ამ ფორუმზე დიდად ვერ ვხედავ შორს სროლის მოყვარულებს. ეხლა მეტყვით 4.5 რა შორს სროლა, .338 ლაპუა კი არ გიჭირავსო, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, ამ მხრივ ცუდად იცნობთ თქვენს თოფებს.

ვფიქრობ რო პნევმატიკაში შორს სროლის ნიშა თავისუფალია ზოგადად ყველგან. უმრავლესობა სერიოზულად არ უყურებს, არადა პნევმატიკა თავისი ენერგიასთან შედარებით ზუსტი რამეა.

ბოდიში გადახვევისთვის. მე ვუერთდები ამ აზრს.

გიო არავის არაფერი დაუწერია და ჯერ ჩვენ მაგივრად აზრიც გამოთქვი და მერე გვეჩხუბე biggrin.gif აქ კალიბრში არაა საქმე, ჩვენ რეალობაში ნებისმიერი კალიბრის მფლობელს გაუჭირდება მაგხელა მანძილებზე სროლა.
giga2010
ციტატა(giga2010 @ 3rd December 2018 - 08:33 PM) *
მაგალითად ამას ვგულისხმობ. გოლფის ბურთი შეიძლება არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი


მშვენიერი წამოწყებაა გიგა, მაგრამ მანძილი ძაან მებევრება. ნუ როგორც ინიციატორი და მანქანიანი კარგს იზავდი თუ პატარა ექსპერიმენტულ გასვლას გააკეთებდი თუნდაც მანსარნასთან ერთად და ნახავდით რამდენად რეალურია მაგ მანძილზე მაგხელა ზომის სამიზნეზე სროლა.





pilotina
ფქვილით ავსება კაი იდეაა.
ციტატა(giga2010 @ 3rd December 2018 - 09:09 PM) *
სპეციალური დახრილი ხიდი დაგვჭირდება

ჰო მაგ პრობლემასაც წავაწყდებით დიდი ალბათობით.

პ.ს

მთავარი პრობლემა კი ისაა რომ უბრალოდ არასაკმარისი სიზუსტე აქვს ჩვენს პნევმატურებს მაგ მანძილზე და მიზეზსაც მოგახსენებთ.
ჩვენი აგრეგატების საშუალო სიზუსტე 50 მეტრზე არის 12-23 მმ რაც იმას ნიშნავს რომ იდიალური ბალისტიკის (რაც პრაქტიკაში არ არსებობს) პირობებშიც კი ვიღებთ დაახლოებით 4-7 სანტიმეტრიან რასბროსს.

ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა ფაქტორს დავაიგნორებთ პირობითად.
ისე უბრალოდ ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, მაგ მანძილზე მივიღებთ სადღაც 8-20 სანტიმეტრიან გაფანტვას. ზოგ შემთხვევაში მეტსაც.
MonSoon
okela84

ციტატა(aleqsandre @ 3rd December 2018 - 10:12 PM) *
ჩვენი აგრეგატების საშუალო სიზუსტე 50 მეტრზე არის 12-23 მმ რაც იმას ნიშნავს რომ იდიალური ბალისტიკის (რაც პრაქტიკაში არ არსებობს) პირობებშიც კი ვიღებთ დაახლოებით 4-7 სანტიმეტრიან რასბროსს.

ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა ფაქტორს დავაიგნორებთ პირობითად.
ისე უბრალოდ ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, მაგ მანძილზე მივიღებთ სადღაც 8-20 სანტიმეტრიან გაფანტვას. ზოგ შემთხვევაში მეტსაც.

რა მანძილს გულისხმობ ოკელ ?? 100 მეტრი ?
giga2010
მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შევუშინდეთ დისტანციებს. დავიწყოთ რაღაც შუალედურით და გავყვეთ. საბოლოოდ, ფორუმის ისტორიას დარჩება ჩვენი შედეგები.
რაღაცაზე ოღონდ ჩამოვყალიბდეთ. 1.ავიღოთ პინგ-პონგის ბურთი?
2. ვფიქრობ მაგიდიდან უნდა ვისროლოთ?
3. უნდა მოხდეს ვიდეო რეგისტრირება გასროლის( თითქმის ყველას გვაქვს მეტნაკლებად კარგი ტელეფონი)
4. დავაწესოთ რაოდენობა გასროლის. მემგონი 5 ცდა(გასროლა) ნორმალურია
ყველაზე მეტ სირთულეს წარმოადგენს მანძილის დაფიქსირება ისე, რომ უცხო ადამიანი დარწმუნდეს მანძილის სიზუსტეში. ეს გარკვეულწილად ჩვენზე იქნება დამოკიდებულიც. იმედია თავს არ მოვიტყუებთ
aleqsa
okela84


მართალიხარ ოკელ, უმეტესობამ ჯერ წესიერად არვიცით რეალურად ჩვენს ფუშტოებს რისი შნოაქვთ მაგ მანძილებზე, (მარტო გიგას "ლაზერის" შედეგები გვაქვს ასეთუისე მიახლოვებული 100-120 მ. ზე) ხოდა ზუსტადაც მაგის გასაგებათაც კარგი წამოწყებაა, ანუ გვეცოდინება რისი იმედი უნდა გვქონდეს და რისი არა. ერთგვარი "კუტუების" გაზომვის თემაა რააა wink.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif
okela84
MonSoon
ციტატა(bedo @ 3rd December 2018 - 10:18 PM) *
რა მანძილს გულისხმობ ოკელ ?? 100 მეტრი ?

150+ მეტრი

giga2010
ციტატა(ale @ 3rd December 2018 - 11:01 PM) *
ერთგვარი "კუტუების" გაზომვის თემაა რააა

უუუხ ალექს!!! შენ გენცვალე მაგ კახურ დიალექტში biggrin.gif გამოანათებ ხოლმე და მე კიდევ გიჟივით ვიცინივარ, სახლში გაკვირვებული სახით მიყურებენ როცა შენს კომენტარებს ვკითხულობ და მეღიმება
თემას რაც შეეხება, მე მაგალითად ბევრ საინტერესო ფაქტს წავაწყდი ჩემი თოფიდან გამომდინარე. მაგალითად 50 მეტრზე უნდა ვისროლო სხვა სიჩქარით275-278.
ხოლო შორ მანძილზე 260-265-ც არ უნდა ავცდე.
ისე აქვე სულ კითხვა მებადება. მე ვფიქრობ რომ სხვდა სხვა სიჩქარეზე ტყვიას განსხვავებული ბალისტიკური კოეფიციენტი ექნება? და არა ის რასაც მიჩვეული ვართ და ვიცით თვითეული ტყვიის ბალისტიკური კოეფიციენტი. თქვენი აზრიც მაინტერესებს
MonSoon
aleqsa
ნუ უყურებ შეჯიბრის თვალით. ეჯიბრები ვინმეს ? კაი რა. რა დატოლება. დატოლებებს რო ვუყუროთ და იმის შიშს ვაი თუ ვერ ვისროლოვო და არ შევრცხვეო, იმიტო ვერ ავცდით 50 მეტრს. იმის იქით რა ხდება არ გაინტერესებს ? რა დატოლება. დაიწყე 80 მეტრიდან და ნახე რას აკეთებს შენი თოფი.
aleqsa
ციტატა(MonSoon @ Dec 3 2018, 11:16 PM) *
aleqsa
ნუ უყურებ შეჯიბრის თვალით. ეჯიბრები ვინმეს ? კაი რა. რა დატოლება. დატოლებებს რო ვუყუროთ და იმის შიშს ვაი თუ ვერ ვისროლოვო და არ შევრცხვეო, იმიტო ვერ ავცდით 50 მეტრს. იმის იქით რა ხდება არ გაინტერესებს ? რა დატოლება. დაიწყე 80 მეტრიდან და ნახე რას აკეთებს შენი თოფი.



ვახ!!! აბა მე რას ვწერ? ზუსტად იგივე არ დავწერე რასაც შენ მსაყვედურობ ეხლა? კაი დავუშვათ "კუტოების დატოლება" მოგხვდა თვალში ალმაცერად დანაჩენი ხომ იგივე მიწერია? smile.gif
okela84
giga2010
ციტატა(giga2010 @ 3rd December 2018 - 11:13 PM) *
სხვდა სხვა სიჩქარეზე ტყვიას განსხვავებული ბალისტიკური კოეფიციენტი ექნება?

რათქმაუნდა მოქმედებს. ტვისტი სხვადასხვა სიჩქარეზე სხვადასხვა ბრუნს სძენს ტყვიას და შესაბამისად ტყვიის ბალისტიკაც იცვლება.
MonSoon
okela84
ციტატა(aleqsandre @ 3rd December 2018 - 11:07 PM) *
150+ მეტრი

უი რავი ტო, 150 ძაან ბევრია. თუმცა ცდად ღირს რავიცი. ვის ვეჯიბრებით.


ჩემი აზრით, მემგონი სჯობს როგორც ზევით ითქვა რაღაცა მანძილიდან დავიწყოთ და ვისაც როგორ შეუძლია აყვეს ზევით.



--------------------

ჩემს აზრს დავწერ. ნუ შევხედავთ ერთმანეთის შეჯიბრის კუთხით. ეს დაგვაკომპლექსებს, "შერცხვენის შიშს" მოგგვრის. ეგრევე ვიტყვი, სულ არ მაქვს ჩემი რამის იმედი მარა ვცდი მე.
giga2010
ბიჭებო!!! ვჩამოყალიბდეთ რა წესებზე.
პინგ-პონგის ბურთი ავირჩიოთ, მეთანხმებით?

ციტატა(bedo @ 3rd December 2018 - 11:25 PM) *
ჩემს აზრს დავწერ. ნუ შევხედავთ ერთმანეთის შეჯიბრის კუთხით. ეს დაგვაკომპლექსებს, "შერცხვენის შიშს" მოგგვრის. ეგრევე ვიტყვი, სულ არ მაქვს ჩემი რამის იმედი მარა ვცდი მე.

აბა რააა. მართალი ხარ. 150 მეც მეეჭვება, ზაან რთული იქნება. მე ჩემს თოფზე 100-120 მეტრი მგონია
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(giga2010 @ Dec 3 2018, 11:29 PM) *
ბიჭებო!!! ვჩამოყალიბდეთ რა წესებზე.
პინგ-პონგის ბურთი ავირჩიოთ, მეთანხმებით?


აბა რააა. მართალი ხარ. 150 მეც მეეჭვება, ზაან რთული იქნება. მე ჩემს თოფზე 100-120 მეტრი მგონია


ძაან პატარაა პინგ-პონგის ბურთი დამიჯერე. 100 კი არა 80 მეტრისთვისაც კი პატარაა. თან გაიტვალისწინე, იდეალური ამინდი უნდა იყოს ტორემ ოდნავი ნიავი და მაგ 4.5 კალიბრის ტყვიას სად გააქანებს ქარი, ვერ გაარკვევ smile.gif
giga2010
okela84
ციტატა(aleqsandre @ 3rd December 2018 - 11:23 PM) *
რათქმაუნდა მოქმედებს. ტვისტი სხვადასხვა სიჩქარეზე სხვადასხვა ბრუნს სძენს ტყვიას და შესაბამისად ტყვიის ბალისტიკაც იცვლება.

მე კი გეთანხმები. მაგრამ ისიც მაეჭვებს, რომ 50 მეტრზე ხომ ვიღებ უკეთეს ჯგუფს 275მ/წ-ით. მაგრამ შორს არ მიფრინავს ზუსტად.
265-ით კი 50 მეტრზე არ მაქვს ისეთი კარგი ჯგუფი, მაგრამ შორს მიფრინავს სწორხაზოვნად
gela
პინგ-პონგის ბურთი ჯობია, მე მიგდია მგონი სადღაც და ერთიცალი გვეყოფა, 150 მეტრზე მაინც ვერ გავარტყავთ და რამოდენიმე სეზონი გაქაჩავს რა biggrin.gif
giga2010
ციტატა(x.m.e.l.o @ 3rd December 2018 - 11:33 PM) *
ძაან პატარაა პინგ-პონგის ბურთი დამიჯერე. 100 კი არა 80 მეტრისთვისაც კი პატარაა. თან გაიტვალისწინე, იდეალური ამინდი უნდა იყოს ტორემ ოდნავი ნიავი და მაგ 4.5 კალიბრის ტყვიას სად გააქანებს ქარი, ვერ გაარკვევ

არამგონია პატარა ზომის იყოს. ან სხვა რამეზე შევთანხმდეთ მაშინ
aleqsa
MonSoon


ციტატა(bedo @ 3rd December 2018 - 11:25 PM) *
უი რავი ტო, 150 ძაან ბევრია. თუმცა ცდად ღირს რავიცი. ვის ვეჯიბრებით.

ციტატა(bedo @ 3rd December 2018 - 11:25 PM) *
ჩემს აზრს დავწერ. ნუ შევხედავთ ერთმანეთის შეჯიბრის კუთხით. ეს დაგვაკომპლექსებს, "შერცხვენის შიშს" მოგგვრის.


ვახ გამაგიჟებ კაცო, შეჯიბრი რა შუაშია? ან საიდან მოიტანე დაჯიბრება? ეხლა ვიღაცის თოფი ვიღაცას აჯობებს სიტყვაზე 150-170 მანძილზე ეგ ხომ ფაქტია მარა ჩვენ ხომ ჩვენი თოფების მაქსიმუმის გამოწურც=ვაზე ვსაუბრობთ? და საერთოდ არ მაღელვებს დავუშვათ თ ჩემმა 100მ. ზე ზევით ყველაზე ცუდი შედეგი დადო და ამით საერთოდაც არ დავკომპლექსდები, პირიქით ეს ჩემთვის ახალი ფიქრის და განსჯის საბაბი და მიზეზების ძიების საბაბი იქნება!!!! თუნდაც გასული შეჯიბრის შედეგებიდან გამომდინარე მე აშკარად დავინახე ჩემი ყველაზე დიდი მინუსი უხარისხო ოპტიკა იყო და შესაბამისი ზომები მივიღე კიდეც იცი შენ ეს კარგად, ასერომ ეს თემა პირდაპირ ვიტვი ისე ჩანს ჩემს თვალში როგორც ჩემთვის კიდევ ერთი წინ წაწეული ნაბიჯი დააარა რამე დამრთგუნავი და სასირცხვილო!!! (თუნდაც ბოლო ადგილას გავიდე) ხოდა გიგას მადლობა ამ თემის წამოწევითვის და მე ვუერთდები სულითა და გულით... გიგლა მადლობა ძმობილო!!!

პ.ს. გიო აი კუტუების ზომებში რომ გავიდე ბოლო ადგილას მართლა გამიტყდება და დავკომპლექსდები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif wink.gif wink.gif wink.gif

giga2010


გიგა და ოკელ თუ 150 იდან ვიწყებთ და ეგაა საწყისი მანძილი ჩემი აზრით საწყის ეტაბზე პინგ-პონგის ბურთი პატარა ზომააა, მართლა ჩოგბურთის ბურთს ვემხრობი ვიდრე ცოტა მაინც წესიერად გავერკვევოდეთ და გავიგებდეთ ვის რისი იმედი უნდა გვონდეს, აი როცა დავსპეცდებით მაგ მანძილებზე მაშინ კიბატონო, ჩემი თავი გენაცვალოთ შევამციროთ ზომები smile.gif
giga2010
ციტატა(ale @ 3rd December 2018 - 11:38 PM) *
პ.ს. გიო აი კუტუების ზომებში რომ გავიდე ბოლო ადგილას მართლა გამიტყდება და დავკომპლექსდები

ცუდად ვარ lol2.gif
gela
ციტატა(ale @ 3rd December 2018 - 11:42 PM) *
აი კუტუების ზომებში რომ გავიდე ბოლო ადგილას მართლა გამიტყდება და დავკომპლექსდები


შეჯიბრი წარმოვიდგინე biggrin.gif
pilotina
giga2010
ციტატა(giga2010 @ 3rd December 2018 - 11:34 PM) *
მე კი გეთანხმები. მაგრამ ისიც მაეჭვებს, რომ 50 მეტრზე ხომ ვიღებ უკეთეს ჯგუფს 275მ/წ-ით. მაგრამ შორს არ მიფრინავს ზუსტად.265-ით კი 50 მეტრზე არ მაქვს ისეთი კარგი ჯგუფი, მაგრამ შორს მიფრინავს სწორხაზოვნად


Ted Holdover -ს აქვს დატესტილი HW-100 დან სხვადასხვა სიჩქარეზე. 290-320 მ/წმ 50 მეტრამდე მშვენიერ ჯგუფებს აკეთებდა, მარა 100 იარდზე უკვე საშინლად ასპირალებდა ტყვიას, სად მოფრინავდა კაცმა არ იცის.
მერე დაწია სიჩქარე 245 მ/წმ--მდე და 100 იარდზე 35 მმ-იანი ჯგუფი გააკეთა ბარაკუდათი.
ჰო.კალიბრი 4.5 მმ.

თუმცა აგერაა ვიდეო და შეაფასეთ

MonSoon
aleqsa
შენზე არ ვამბობ ბიჯო.

ზოგადად ვწერ, როცა რაიმე სახის შეჯიბრი იმართება ხოლმე, ის სიმპტომები მოდის რარაცეები ემართება ხოლმე კაცს რაც ზევით დავწერე.

კაი მოვრჩი მე. თემიდან ვუხვევ.
giga2010
pilotina
ანუ გამოდის რომ პირველ რიგში, შორ მანძილზე უნდა შეირჩეს სიჩქარე + სიზუტე და მერე უნდა გადმოვინაცვლოთ 25 და 50 მეტრ დისტანციაზე. ეს იქნება სანადირო სიზუტე თითქმის ყველა მანძილზე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.