დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კითხვა ფორუმელებთან
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25
aleqsa
NRG

დავძებნი კიბატონო, თქვენც დამეხმარეთ, თუარადა ბობო-ბოლო როგორც რუსებმა შეარქვეს პირობითი სახელი "კაწიუშა" (ხოლოთ თუ სწორად მახსოვს ეს დასახელება მთელტანიანი ტყვიის მხოლოდ ერთ კონკრეტული ფორმის ტყვიას უნდა ერქვას) ხოდა ჩვენც პირობითი სახელები მოვიფიქროთ ხოლოთ ისევ ქართული??
"ჟაკანი" არაო ზემოთ დაწერეს და "ჭურვი" ან რამე მსგავსი???
ხოლოთ ვიმეორებ ეს იმ შემთხვევაში თუ რაიმე შესატყვისი, ზუსტი ამღნიშვნელი სიტყვა ვერ ვიპოვეთ.
MonSoon
უფრო სპორტული სახელიო და ეწოდოს სახელად
"ბალისტიკური". biggrin.gif

მიზეზი: მეტი ბალისტიკური კოეფიციენტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივებს.
aleqsa
MonSoon

პირდაპირი თარგმანით რაცაა "მთელტანიანის" დარქმევა იმიტომ გადაუფიქრეს დიდი დადსხელებააო და... ბალისტიკურიც არანაკლებ გრძელი სახელია...

მდაა... გასკდა თავი ამ პახმელიაზე, წავალ 3 ჭიკას ჩავკრავ იქნება გონება "გამინათდეს"? wink.gif თუარად გულზე მაინც მომეშვება biggrin.gif

MonSoon
მე სხვა რამეც დავინახე მაგ სიტყვაში.

მთელტანიანი კი გრძელია მარა სამაგიეროდ ორი სიტყვაა, ანუ ტვინში პაუზას აკეთებს კაცი რაღაც მომენტში.
ბალისტიკურიც გრძელია მარა ერთ სიტყვად გამოითქმის და გრძლად არ ისმის და არც გრძელია გასააზრებლად როგორც მთელტანიანი.

მე სლაგსაც განვიხილავდი. მაშინ პნევმატიკასაც უნდა გადავარქვათ სახელი ჩვენში და ვუძახოთ ჰაერის თოფი ან ჰაერის იარაღი. თუ შევხედავთ პნევმატიკაც გრძელი სახელია მაგრამ 2 სიტყვად არ ითქმის და ჩვენც ვხმარობთ როგორც საერთაშორისო სახელი. 2 სიტყვად ითქმის ჰაერის თოფი (air gun) და უფრო მეტად გრძლად გამოითქმის.

ზუსტი შესატყვისი ქართული ნამეტანი რთულია მოუძებნო და მგონია არ გამოვა საბოლოოდ. სჯობს რაიმე სპორტული სახელი მოუფიქროთ ან მიახლოვებული, შინაარსობრივი შესატყვისი ან კიდევ საერთაშორისო სახელი.

მითუმეტეს რო არც airgun-air rifle_ს, არც pallets-пулки_ს ვეძახით ზუსტი შესატყვისით და ზუსტი თარგმანით და მაინცადამაინც slug-полнателние_ს უნდა შეუსაბამო ზუსტი თარგმანი. თავის დაღლააა. თუ მოიფიქრებთ კიბატონო.
aleqsa
MonSoon

გიო სიტყვა პნევმატური საერთაშორისო სიტყვა და არ ითარგმნება, ინგლისურადაც რუსულადა, ქართულადაც და აფრიკულადაც პნევმატიკა პნევმატიკაა, ისევე როგორც მაგალოთად ავტომობილი, მარა აი აირგანს კი ააქვს ქართული შესატყვისი და ითარგმნება ყველა ენაზე, მე ამით იმის თქმა მინდა რომ როცა საშუალება გვაქვს რომ ქართული სიტყვები ვიხმაროთ უცხოურის ნაცვლად არმესმის უცხოურს რატო უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? თუნდაც იოლი წარმოსათქმელი და მოკლე იყოს ის უცხოური დასახელება!!!
მაგალითად ზუსრად მასე ჩაანაცვლა და ამოყარა ქართული დასახელებები ერთდროს რუსულმა სიტყვებმა, სტოლმა, პოლმა, აკოშკამ, პულიმიოტმა და ძაან უამრავი შემიძლია ჩამოვთვალო, ამ ბოლო პერიოდში რუსული დასახელებები ინგლისურმა ჩაანაცვლა და რაქნას ჩვენმა საწყალმა ქართულმა? რამე დააშავა? თუ ჩვენთვითონვე არ ვეცით პატივი ჩვენს ენას სხვა გაუფრთხილდება?

ესააა და ეს მხოლოდ მე რამაც დამაწერინა ზემოთ ქართულიბშესაბამისი მოვნახოთქო, თუ არის რათქმაუნდა, მეტი არაფერი.


პ.ს. ადმინ ბოდიში თუ თემას გადავუხვიე, თუ წესებს ეწინააღმდეგება ჩემი პოსტი წაშალეთ smile.gif
MonSoon
aleqsa
კიბატონო იყოს ეგრე. ნუ მეჩხუბები ბიჯო.

მაშინ მოუძებნე შესაბამისი სახელი. სიამოვნებით ვიხმარ იმ სახელს. მანამდე რითიც მივახვედრებთ ერთმანეთს იმას გამოვიყენებთ. თორე მე უცხოურს არაფერს არ ვხმარობ. მანამდე ვიხმარ სხვასთანაც და ჩემ თავთანაც სლაგს.

პულკა, პალეტი, კისტის თოფი, აბოიმა, მაყუჩი ამოღებულია ჩემი ლექსიკონოდან და slug_ის ქართულ სახელსაც სიამოვნებით გამოვიყენებ.
NRG
aleqsa
ციტატა(ale @ 7th December 2018 - 01:09 PM) *
სიტყვა პნევმატური საერთაშორისო სიტყვა და არ ითარგმნება, ინგლისურადაც რუსულადა, ქართულადაც და აფრიკულადაც პნევმატიკა პნევმატიკაა,

ამასობაში სულაც არ გულისხმობს ეს ტერმინი მაინცდამაინც ჰაერის ძალით ტყვიის მსროლელ თოფს ან შაშხანას, პნევმატური გულისხმობს დაჭირხნულ ნებისმიერ აირზე ან სითხეზე მომუშავე ხელსაწყოს,
სიტყვა სლაგს კი არანაირი პირდაპირი თარგმანი არ აქვს ქართულში თვითონ სიტყვა ტერმინია შეიძლება ჟეტონს უწოდო სლაგი მაგრამ ჩვენ ხომ ჟეტონებს არ ვისვრით smile.gif მხოლოდ სიტყვა ტყვია რომ უწოდო ეგეც მართებულია მაგრამ ტყვია ბევრნაირია და ვერ მივხვდებით რომელზეა საუბარი ამიტომ ყველაზე კომფორტული იქნება ითქვას სლაგი, სიტყვაც ინტონაციითაც კი შეეფერება და მგონი არ საჭიროებს ქართული სიტყვა მოუფიქროთ რუსებივით ან რუსების მოფიქრებული გადმოვთარგმნოთ

პრესვაზნა მოგწონთ? smile.gif
MonSoon
ციტატა(nrg123 @ 7th December 2018 - 01:43 PM) *
ამასობაში სულაც არ გულისხმობს ეს ტერმინი მაინცდამაინც ჰაერის ძალით ტყვიის მსროლელ თოფს ან შაშხანას, პნევმატური გულისხმობს დაჭირხნულ ნებისმიერ აირზე ან სითხეზე მომუშავე ხელსაწყოს,
სიტყვა სლაგს კი არანაირი პირდაპირი თარგმანი არ აქვს ქართულში თვითონ სიტყვა ტერმინია შეიძლება ჟეტონს უწოდო სლაგი მაგრამ ჩვენ ხომ ჟეტონებს არ ვისვრით მხოლოდ სიტყვა ტყვია რომ უწოდო ეგეც მართებულია მაგრამ ტყვია ბევრნაირია და ვერ მივხვდებით რომელზეა საუბარი ამიტომ ყველაზე კომფორტული იქნება ითქვას სლაგი, სიტყვაც ინტონაციითაც კი შეეფერება და მგონი არ საჭიროებს ქართული სიტყვა მოუფიქროთ რუსებივით ან რუსების მოფიქრებული გადმოვთარგმნოთ


ვეთანხმები.

თან ხშირად ვიყენებთ ჩვენ მაგ ტიპის ტყვიას და სახელიც ხომ უნდა გვქონდეს ქართული, ისე როგორ აბა.


ალექს ვრცლად წერა მეზარება თორე კიდე განვმარტავდი რა დავწერე ზევით, მეზარება, აზრს ვერ ვხედავ განმარტების.

მოკლედ მე არ მეჩხუბოთ და მესპარინგოთ, ჩემზე მოწერილ ვრცელ პოსტებს, მხოლოდ ბოლოში ვლითხულობ. მხოლოდ ჩემ აზრს ვაფიქსირებ. ამიტომაც არ ვარ სასპარინგო კაცი.
MonSoon
Slug დაგუგლეთ აბა რა ცხოველი თუ ქვეწარმავალი ყოფილა.

ეს არის აი.



ხო და აქედან გამომდინარე ვიზუალური მიმსგავსებით და ადვილად წარმოთქმისთვის ინგლისურად მოლაპარაკეებმა slug შეარქვეს და რუსებმა პოლნატელები.

ესეიგი სახელი უნდა მოუფიქრო ქართული ისეთი რო პოლნატელებს არ გაცდეს ? ვერ მოუფიქრებ კაცი.

ამიტომაც სანამ მოფიქრდება ვისაც რა უნდა ის იხმაროს რეავივი.
aleqsa
MonSoon

ციტატა(bedo @ 7th December 2018 - 01:52 PM) *
მოკლედ მე არ მეჩხუბოთ და მესპარინგოთ,



ციტატა(bedo @ 7th December 2018 - 01:41 PM) *
ნუ მეჩხუბები ბიჯო


მეტი მანამდე არ აუდგა ჩვენს მტერს გვერდები ვიდრე მე და შენ არ ვიჩხუბებთ smile.gif

კაი მაშინ მივყვები თქვენს ნარატივს და რაც დაგუგლე და სურათი დადე ეგ ლოკოკინაა (ნიჟარის გარეშე) და მაშინ ლოკოკინა ყოფილა...
მეორეც რუსებმა რომ გადათარგმნეს პოლნოწელებიო ეგ მთელ ტანიან ნიშნავს, ანუ წელში გამოყვანილი, "იუბკიანი" ტყვიებისგან განსხვავებით მაგ ტიპის ტყვიებს სავსე გვერდებიაქვთ მთელს ტანზე, თავზე კონუსური წვერით, მაგიტო დაარქვეს მთელ-ტანიანები და არაფერი საერთო არააქვს რუსულ ინტერპრეტაციასთან, აი სახელი "კაწიუშა" კი მართლაც რუსული იტერპრეტაციაა და გადატანით მნიშვნელობით შორს მსროლელ არტილერიის ქვეცნობიერ სინონიმთან გააიგივეს (ამ ტყვიებს რუსები შორს დისტანციაზე სროლისთვის იყენებენ და ეს კაწიუშაც აქედან გამომდინარე შეარქვეს ეტყობა)
აკაკი ამას შენსგასგონატაც ვწერ, რათქმაუნდა სიტყვა პნევმატური მხოლოდ ჰაერით დატუმბულს არანიშნავს და არც მე მიგულისხმია მხოლოდ ეგ, ან საიდან გამოიტანე ესეტი აზრი ვერ მივხვდი? მე არც მქონია კონკრეტიკა მხედველობაში, მე კერძო სახელი სიტყვა პნევმატიკა ვიგულისხმე (ამ შემთხვევაში საერთოდ არააქვს მნიშვნელობა ჰაერის, წყლის თუ ზეთის) და იქვე დავწე ეგ სიტყვა არ ითარგმნებათქო!! აი სიტვა აირგანს კი უკვე ააქვს თარგმანითქო!!! ასერომ შენს მიერ დასახელებულ სლაგსაც ააქვს თავისი თარგმანი სქელი-მთელი სხეული (პოლნო-წელო) და თქვენ თუ გაგიხარდებათ გინდა სლაგი დაუძახეთ გინდა პოლნეწელი და გინდა ჩიხუახუა (ხოლოთ ეხლა კაცურად ეს საიდანღა მოიტანეო და მისტანები არ დამიწყოთ wink.gif ) ეგ უკვე გემოვნების საკითხია... smile.gif

და დავუშვეთ ჩვენებური ინტერპრეტაციით და შემოკლებული მარა იგივე მნიშვნელობის სახელი "სქელო" "მსუქანა" "პუტკუნა" ან რამე მსგავსი არ მოგწონთ?

პ.ს. სხვათაშორის ამერიკამ რომ იაპონიას ორი ატომური ბომბი ჩაუგდო იმათ ერქვათ ერთს სქელო და მეორეს პაწუა თუ წრიპა რაღაც ამის მსგავსი!!! (ბომბების ფირმის და ზომების მიხედვით) ხოდა ჩვენ რაღა გაგვჭირვებია სამაგისო რო ტყვიას ვერ შევარქვათ თუნდა სინონიმი? smile.gif
NRG
aleqsa
რაღაცაში ავცდით ერთმანეთს ან ერთიდაიგივეს ვამტკიცებთ, მე უბრალოდ იმას გეუბნები რომ სიტყვა slug - ს ქართულად ვერ გადათარგმნი და ვერც ზუსტ შესაბამის სიტყვას მოუძებნი როგორც შენი ნათქვამიდან პნევმატიკა-pneumatic ან ჰაერის თოფი-air gun. თუ მოუძებნი მაშინ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში აუცილებლად იქნება ეგ სიტყვა ჩასამატებელი

მაგრამ თუ ამბობ სხვა სახელით შევცვალოთო რაც გინდა უს დავარქვათ როგორც შენი ცაცო ან გიგას ლაზერჯეტი ან ჩემი რავი ტურა ქვია ქარხნიდანვე და რავი კიდე smile.gif

გიოს ხასიეთება 11.gif როცა უნდა 15 მმ აქვს ჯგუფი და როცა უნდა აჩმახებს
giga2010
ბიჭებო, საკამათოდ ეს კითხვა არ დამისვამს. მინდოდა რამეზე თქვენთან ერთად შევთანხმებულიყავით, საერთო სახელწოდება მიგვეცა.
ჩემი აზრით უკეთესი იქნება რამენაირად ავიტანოთ უცხო სიტყვა და ვუწოდოთ-- სლაგი. თუ რამე გამოჩნდა და მოგვაფიქრდა შესატყვის ჩვენც მერე გადავარქვათ
aleqsa
MonSoon
NRG
giga2010

რასაც გადაწყვეტავთ მეც იმას დავუძახებ, მეც საჩხურად არ დამიწერია რაც დავწერე, (გიო ნუ იბრუნჩები smile.gif wink.gif ) საკამათოდ კიბატონო, რატომაც არა? კამათში რომ რამე წესიერი გამოიჩხრიკოს არამგონია თქვენც წინააღმდეგი ყოფილიყავით, არარის ნუარის, რასვიზზვთ? მე ჩემის მხრივ ყოველთვის თქვენს გვერდითავარ რასაც ვიტყვით ისე იყის!!!

სამწუხაროა მარა რა ვუყოთ? ერთ უცხო სიტყვას კიდე აიტანს ჩვენი ენა რამენაირად... wink.gif
ktsetse
გაუმარჯოს კაი ხალხს
მეც ჩავერთვები დისკუსიაში თვენის ნებართვით.
ქართული რაც მახსენდება "მაჭახელა" არის მაგრამ ეს თოფია თქვენც მოგეხსენებათ.
.........
მაჭახელა — ისტორიულ მაჭახელის ხეობაში დამზადებული კაჟიანი თოფის, დამბაჩის სახელწოდება. საქართველოში ცნობილია XVIII საუკუნის II ნახევრიდან. XIX საუკუნეში სხვადასხვა სახი მაჭახელა მზადდებოდა, მათ შორის საუკეთესო იყო ლულახრახნიანი, მოსევადებული. მაჭახელის დასამზადებელი დაზგა დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. Wikipedia

smile.gif
aleqsa
კი მარა "მაჭახელა" "ხირიმი" "ფილთა" "კაჟიანი" და ა.შ. თოფების დასახელებებია და არა ტყვიების, ჩვენს შემთხვევაში ტყვიის ნაირსახეობის სახელწოდებები გვჭირდება, დილას გადავატრიელე გუგლში ძველი ქართული დასახელები მარა ვერაფერი შესატყვისი კიარადა საერთოდ ტყვიების შესახებ არაფერია, თოფებზე იცოცხლე ბლომად დევს ინფოები.... sad.gif
ktsetse
კითხვა მაქვს თქვენთან
სიძლიერით პცპ ჯობს თუ გადასატეხ ლულიანი ?
pilotina
PCP
aleqsa
ktsetse

ზოგიერთი (მცირე რაოდენობის) გადასატეხიანი ზოგიერთ პცპ-ზე ძლიერები, მაგალითად ბენჯამინ 1500, ჰაცან 125-135 მოდელები და კიდევვრამოდენიმე მარა როგორც პრაქტიკამ აჩვენა 16-18 ჯოულზე ზემოთ ზ.დ.პ.ეები ძალიან მოიკოჭლებენ ზიზუსტეში, ამასწინ ფეისბუკის ჯგუფის რამოდენიმე წევრი ატოლებდნენ "ჭუჭუკებს" ერთმანეთს, როგორც ხდება ხოლმე ხომ იცით, ჩემი 80მ. ზე აუცდენლად ყრის ქედნებს ჩემი 90მ. ზე და ა.შ. როგირც ხდებახოლმე და როცა ჯგიფების დადება ვთხოვე ორივეს იქ გაირკვა რომ კროსმანის შოკვეი (1200fps უწერია ქარხნული) აშკარად ჯაბნიდა ჰაცან 135-ს (1500fps) ასერომ მხედველობაში იქონიე ეს.
პცპ სისტემებს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობააქვს კიდევ ზ.დ.პ. სისტემებთან, პცპ ში შეგიძლია ტყვიის სიჩქარეები სასურველ დონეზე დაარეგულირო, როცა ზ.დ.პ. ეს ფიქსირებული აქვს სიმძლავრე და იძულებული ხარ ტყვიის წონის და ფორმის მიხედვით გახვიდე ოპტიმალურ სიზუსტეზე...
okela84
საწყისი სიჩქარით არ იზომება სიმძლავრე. ჩემი ვარაუდით პცპ-ს 100 მეტრზე დაახლოებით 30 მ/წ-ნი ჰადიკაპი აქვს. ანუ 300 მ/წ-ით ზდპ-დან ნასროლი ტყვია გაცილებით მეტ სიჩქარეს კარგავს ვიდრე PCP-დან 270-მ/წ-ით ნასროლი.

ეს რათმქაუნდა დაახლოებითი ციფრებია და ზოგ შემთხვევაში მეტი იქნება სხვაობა და ზოგში ნაკლები.

თუმცა ის მაინც ფაქტია რომ ცუდი ბალისტიკა ტყვიას უფრო მალე აკარგვინებს სიჩქარეს.
okela84
ktsetse
ნუ ნებისმიესმიერი სიმძლავრის PCP-ის შედეგიანობა დადირობაში რო რამდენჯერმე აღემატება ზდპ-ს ეს კიდევ ცალკე თემაა.

საშუალო სიზუსტის PCP-თი 50 მეტრის ზემოთ თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერ ფრინველს გუმკერდის არეში დაუმიზნო და ასევე კარგი ამინდის შემთხვევაში თავშიც შეგიძლია ესროლო 60-80%-ნი შედეგიანობით.

ზდპ-თი კი 50 მეტრის ზემოთ გულმკერდის არეშიც არ გექნება 40-60%-ნი შედეგიანობა. ანუ ტყვია 20-30 მილიმეტრით თითქმის ყოვეთვის გადაიხრება დამიზნებული ადგილიდან რაც უკვე ფრინველს უტოვებს იმის შანსს რომ რამდენიმე ათეული ან ასეული მეტრი კიდევ იფრინოს, ან საერთოდ გადარჩეს.
ktsetse
pilotina
ციტატა(pilotina @ 8th December 2018 - 12:56 AM) *
PCP

მადლობა გაიხარე
aleqsa
ციტატა(ale @ 8th December 2018 - 02:35 PM) *
ktsetse

ზოგიერთი (მცირე რაოდენობის) გადასატეხიანი ზოგიერთ პცპ-ზე ძლიერები, მაგალითად ბენჯამინ 1500, ჰაცან 125-135 მოდელები და კიდევვრამოდენიმე მარა როგორც პრაქტიკამ აჩვენა 16-18 ჯოულზე ზემოთ ზ.დ.პ.ეები ძალიან მოიკოჭლებენ ზიზუსტეში, ამასწინ ფეისბუკის ჯგუფის რამოდენიმე წევრი ატოლებდნენ "ჭუჭუკებს" ერთმანეთს, როგორც ხდება ხოლმე ხომ იცით, ჩემი 80მ. ზე აუცდენლად ყრის ქედნებს ჩემი 90მ. ზე და ა.შ. როგირც ხდებახოლმე და როცა ჯგიფების დადება ვთხოვე ორივეს იქ გაირკვა რომ კროსმანის შოკვეი (1200fps უწერია ქარხნული) აშკარად ჯაბნიდა ჰაცან 135-ს (1500fps) ასერომ მხედველობაში იქონიე ეს.
პცპ სისტემებს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობააქვს კიდევ ზ.დ.პ. სისტემებთან, პცპ ში შეგიძლია ტყვიის სიჩქარეები სასურველ დონეზე დაარეგულირო, როცა ზ.დ.პ. ეს ფიქსირებული აქვს სიმძლავრე და იძულებული ხარ ტყვიის წონის და ფორმის მიხედვით გახვიდე ოპტიმალურ სიზუსტეზე...

გასაგებია მადლობა კარგად მიხსნი.
ეხლა იცი როგორ ვარ არ ვიცი ზუსტად რომელზე გავაკეთო არჩევანი, რადგან იშვიათად გამოვიყენებ დროის უქონლობის გამო.
ამიტომ მირჩევნია თავიდან ზდპ ავიღო 500-600 ლარის ფარგლებში მგონი კარგ ზდპ-ს ვიყიდი ნიტრო ზამბარაზე მინდა.
ასე 50 მეტრამდე რომ მანადიროს კარგად. ღია სამიზნეც მინდა რომ ჰქონდეს აუცილებლად.
თქვენ რომელს მირჩევდით?

პ.ს. http://www.hatsan.com.tr/new_en_speedfire.html
ესეთი თუ არის საქართველოში და ღირს თუ არა ასეთი მოდიფიკაციის ყიდვა?
aleqsa
ktsetse


ჰაცანის ეგ მოდელი თბილისში ჯერ არაა მაგარამ რომც იყოს მაგ მოდელს კლიპიაქვს დამატებული (რაც ჩემი აზრით ზ.დ.პ. ისტვის მაინცადამაინც დიდი პლუისი არაა) და მაგ კლიპის გულიზე ისეთი ფასი ექნება რომ ალბათ ცოტას დამატებიტ პცპ ის ყიდვას შეძლებ.
კროსმანის ვანტაჟს ნიტრო ფისტონით 400-450 ლარის ფარგლებში იყიდი და მაგაზე მეტი სანადიროდ გადასატეხლულიანებში არცა მგონია გადახდა ღირდეს, ( ნუ ტოპ თოფებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა)

გრიგოლს დაუკავშირდი ჩვენს თანაფორუმელს iaragi.ge საიტიდანაც შეგიძლია დაკავშირება. კროსმანის ოფიციალური დილერი ეგაა საქარტველოში და ყველაზე იაფადაც მაგასთან იყიდი.

წარმატებები!!! smile.gif
ktsetse
aleqsa
ციტატა(ale @ 8th December 2018 - 06:14 PM) *
ktsetse


ჰაცანის ეგ მოდელი თბილისში ჯერ არაა მაგარამ რომც იყოს მაგ მოდელს კლიპიაქვს დამატებული (რაც ჩემი აზრით ზ.დ.პ. ისტვის მაინცადამაინც დიდი პლუისი არაა) და მაგ კლიპის გულიზე ისეთი ფასი ექნება რომ ალბათ ცოტას დამატებიტ პცპ ის ყიდვას შეძლებ.
კროსმანის ვანტაჟს ნიტრო ფისტონით 400-450 ლარის ფარგლებში იყიდი და მაგაზე მეტი სანადიროდ გადასატეხლულიანებში არცა მგონია გადახდა ღირდეს, ( ნუ ტოპ თოფებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა)

გრიგოლს დაუკავშირდი ჩვენს თანაფორუმელს iaragi.ge საიტიდანაც შეგიძლია დაკავშირება. კროსმანის ოფიციალური დილერი ეგაა საქარტველოში და ყველაზე იაფადაც მაგასთან იყიდი.

წარმატებები!!!


გაიხარე მადლობა ყურადღებისთვის. რჩევას გავითვალისწინებ
geojorjika
ktsetse
ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 03:25 PM) *
პ.ს. http://www.hatsan.com.tr/new_en_speedfire.html
ესეთი თუ არის საქართველოში და ღირს თუ არა ასეთი მოდიფიკაციის ყიდვა?


ეს იარაღი არის კოშმარი , დიდი, მძიმე, ბალანსი მაგას არ აქვს და ან კლიპი რა ჯანნდაბად უნდა დაკლიჯავს ეგ სისტემა ტყვიებს და ისე შეიტანს ლულაში. მოკლედ არ გიცევ, დანაჩენი შენ იცი . 250-300 ლარად იყიდი ჰაერის ზამბარაზე ჰაცანსაც კროსმანსაც და მისთანებს და იქნები ბედნიერი
ktsetse
geojorjika
ციტატა(giorgi @ 8th December 2018 - 08:14 PM) *
ktsetse
ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 03:25 PM)
პ.ს. http://www.hatsan.com.tr/new_en_speedfire.html
ესეთი თუ არის საქართველოში და ღირს თუ არა ასეთი მოდიფიკაციის ყიდვა?

ეს იარაღი არის კოშმარი , დიდი, მძიმე, ბალანსი მაგას არ აქვს და ან კლიპი რა ჯანნდაბად უნდა დაკლიჯავს ეგ სისტემა ტყვიებს და ისე შეიტანს ლულაში. მოკლედ არ გიცევ, დანაჩენი შენ იცი . 250-300 ლარად იყიდი ჰაერის ზამბარაზე ჰაცანსაც კროსმანსაც და მისთანებს და იქნები ბედნიერი


გაიხარე .

500 - 600 ლარის ფარგლებში მინდა გამოცდილი იარაღი. ისიც არ მინდა სუსტი იყოს.
giga2010
ktsetse
მეც მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, ზამბარდგუშიანს დიდი სიმძლავრით ნუ გამოეკიდებით. 20-30 მეტრის დისტანციაზე მოგცემთ ისე რა სიზუტეს, მაგრამ მეტ შორ მანძილზე გამორიცხული. უნდა შეარჩიოთ საშუალო სიმძლავრის რომელიც, არც უკუცემით მოგაბეზრებთ თავს, ვგულისხმობ ოპტიკის ჩაშლას და უფრო მეტი სიზუტითაც გამოირჩევა. ინადირებთ მშვენივრად 30- 50 მეტრამდე მშვენივრად
ktsetse
giga2010
ციტატა(giga2010 @ 8th December 2018 - 09:12 PM) *
ktsetse
მეც მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, ზამბარდგუშიანს დიდი სიმძლავრით ნუ გამოეკიდებით. 20-30 მეტრის დისტანციაზე მოგცემთ ისე რა სიზუტეს, მაგრამ მეტ შორ მანძილზე გამორიცხული. უნდა შეარჩიოთ საშუალო სიმძლავრის რომელიც, არც უკუცემით მოგაბეზრებთ თავს, ვგულისხმობ ოპტიკის ჩაშლას და უფრო მეტი სიზუტითაც გამოირჩევა. ინადირებთ მშვენივრად 30- 50 მეტრამდე მშვენივრად


კი ბატონო მაქეთ ვიხრები არ მინდა ზამბარ დგუშიანი. ნიტრო უნდა იყოს. სუსტი არ მინდა და აუცილებლად ღია სამიზნით უნდა იყოს.

გაზაფხულისთვის ვაპირებ, ჯერ ამ აზრზე ვარ რომ ზდპ ამ ეტაპზე ჩემთვის საკმარისი იქნება. დანარჩენს გვიჩვენებს დრო
userman
ktsetse
ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 08:39 PM) *
500 - 600 ლარის ფარგლებში მინდა გამოცდილი იარაღი. ისიც არ მინდა სუსტი იყოს.


ზამბარიანზე ( თუნდაც ნიტყო ზამბარაზე ) თუ გააკეთებ შენს არჩევანს , სწორეთაც , რომ სუსტის მხარეს უნდა გააკეთო არჩევანი .
ალბად სიზუსტე უფრო გაინტერესებს . ანუ არჩევანი სიზუსტეზე გააკეთე .

ძლიერი და ზუსტი თითქმის არ არსებობს .

ზემოთ როგორც გირჩიეს კროსმანის , ნიტრო ზამბარიანს გირჩევ მეც 300- 400 ლარის ფარგლებშია მგონი .
ნუ პცპ უკეთესია , მარა 600 ლარზე მეტი დაგიჯდება ნასუსიანად .
aleqsa
ktsetse


ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 08:39 PM) *
500 - 600 ლარის ფარგლებში მინდა გამოცდილი იარაღი. ისიც არ მინდა სუსტი იყოს.


დამწყებისთვის შეიძლება "კლასიკურ" შეცდომას უშვებ, რჩევას მოგცემ და თუ გაითვალისწინებ ხო კაი დაზოგავ დროს, ფულს და ნეევებს smile.gif
პირველი შეცდომა რასაც დამწყებები უშვებენ ესაა ძაააალიან ძააააალიან ძლიერი პნევმატიკის ძებნა-შერჩევა!!! არადა კი არის რამოდენიმე მოდელის მართლა ძლიერი ზ.დ.პ.
სისტემები მრა რადგინდა? მატ აბსოლიტურ უმრავლესობას სიზუსტის პრობლემააქვთ, ძალა ერჩით მარა 50მ. თუ რამეს მოინადირებ ჩათვალე გაგიმართლა დაარა გაარტყი!!! და ტაფების და ძველი ქვაბების გახვრეტა თუ გინდა მაგისთვის დრელი ჯობია biggrin.gif (საკუთარ თავზეც იგივე გადამხდა და გირჩევ პირველ რიგში ეს გაითვალისწინო!!!)
მეორე შეცდომა ფასი!!! ნუ იფიქრებ რადგან სიტყვაზე კროსმან ნიტრო ვენომში 550ლ. გადაიხდი უფრო უკეთეს თოფს ყიდულობ ვიდრე დავუშვათ იგივე კროსმანის ვანტაჟი 400ლარიანი!!! აბსოლიტურად ერთი და იგივე მუშა მექანიზმებიაქვთ, მხოლოდ კონდახებში და დიზაინის სზვაობაა დანარჩენი ერთია (ორივე მაქვს და ვიცი რასაც გწერ) თუ მაინცადამაინც მართლა კაი და ძვირიანი გინდა იყიდო მაშინ ვაირაუხი, დიანა, აირარმსი და ასე შემდეგ ბრენდულები უნდა შეარჩიო და დამიჯერე ამათი ყიდვის შემთხვევაში მართლა არ ინანებ, მარა აქ ერთიი დიდი მინუსია ფასი!!! დაახლოვებით მინიმუმ 1000 ლარიდან ზევით უნდა იანგარიშო ამ ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების ზ.დ.პ. თოფები!!!!
და მესამე ტყვიები!!! რატომღაც ყველა იწყებს იმით რომ ძლიერი თოფი+მძიმე ტყვიები არის იდეალური თანაწყობა, მარა არაა ასე, კიდევ რატომღაც სანადიროთ სხვა ტყვიებს ყიდულობენ საპლიკნკაოთ სხვა და ფურცელზე სასროლად სხვა ტყვიებს!!! ტყვია ეცადე თოფს ისეთი შეურჩიო რომელიც ყველაზე უკეთ მიაქვს ყველაზე შორს და რომელიც ყველაზე კარგ ჯგუფებს მოგცემს ჩათვალე ეგაა შენთვის სანადიროც, საპლინკაოც და სპორტული ტყვიაც!!!

აი სულ ესაა ჯერჯერობით, დანარჩენი თანდათან დალაგდება ყველაფერი!! smile.gif
ktsetse
userman
aleqsa
სიზუსტე მნიშვნელოვანია და ეგ მინდა იარაღისგან.

აი მე მაინტერესებს კროსმანის ვანტაჟი რომელიც მირჩიეთ. შეიძლება მაგ იარაღით (შერჩეული ტყვიებით) 50 მეტრამდე ინადირო?

კიდე ერთი კითხვა მაქვს არსებობს ასეთი "ნიტრო 2" ? ( არ ვიცი რამდენად სწორად დავსვი კითხვა )
aleqsa
ktsetse

კი არის ეგეც, დიდი არაფერი სხვაობა, ნიტრო ზის შებრუნებული მდგომარეობით სულ ეგაა

50მ. მანძილზე ნადირობას რაც შეეხება ლინკს დაგიდებ და ნახე, ზუსტად მაგ მოდელით რა მანძილებზე ისვრის ზუსტად
giga2010
ktsetse
მაგ ფასთა კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩვენ რომ გირჩიოთ რამე პნევმატური იარაღი მაღალი სიზუსტით და სიძლიერით არასწორი იქნება. ყველა თოფი ინდივიდუალურია და რაც ბიჭებმა გირჩიეს მეტნაკლებად გამოცდილია სიზუტითაც და სიძლიერითაც.
geojorjika
ktsetse
https://www.mymarket.ge/ka/product/11733089...2%A0np+1200fps+

ესეთი ნახე აბა გრიგოლთა თU არის

ეს არ არის ცუდი

https://www.mymarket.ge/ka/product/11669893...nt+cat+1250+fps

ეს სუპერ მაგნუმია , ნამეტანი ძალა აქვს

https://www.mymarket.ge/ka/product/12322096/Stoger+x50
ktsetse
aleqsa
ციტატა(ale @ 8th December 2018 - 10:03 PM) *
ktsetse

კი არის ეგეც, დიდი არაფერი სხვაობა, ნიტრო ზის შებრუნებული მდგომარეობით სულ ეგაა

50მ. მანძილზე ნადირობას რაც შეეხება ლინკს დაგიდებ და ნახე, ზუსტად მაგ მოდელით რა მანძილებზე ისვრის ზუსტად


ჩამიგდე აბა ლინკი მაინტერესებს.

giga2010
ციტატა(giga2010 @ 8th December 2018 - 10:04 PM) *
ktsetse
მაგ ფასთა კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩვენ რომ გირჩიოთ რამე პნევმატური იარაღი მაღალი სიზუსტით და სიძლიერით არასწორი იქნება. ყველა თოფი ინდივიდუალურია და რაც ბიჭებმა გირჩიეს მეტნაკლებად გამოცდილია სიზუტითაც და სიძლიერითაც.


საბოლოოდ შევჩერდები ალბათ მაგაზე.

აი "გამო" ს ფირმის იარაღები როგორია?

geojorjika
ციტატა(giorgi @ 8th December 2018 - 10:13 PM) *
ktsetse
https://www.mymarket.ge/ka/product/11733089...2%A0np+1200fps+

ესეთი ნახე აბა გრიგოლთა თU არის


ეს კი მომწონს მაგრამ ღია სამიზნე არ აქვს
geojorjika
ისე კი ეს ყველას ჯობია მაქედა 2 რამე უტეხავს თორემ აქამდე ავაორთქლებდი

https://www.mymarket.ge/ka/product/12209061...83%A4%E1%83%98+

კალიბრი და ის კარბონის სირობა რომ არქვს დატყეპებული , დიდი ალბათობით ქვეშ უკვე ჟანგი იქნება შეპარული, აადა მაგ იარაღის ხიბლი განსაკუთრებული ტიპის ვარანენიაა , ლაპლალებს ლურჯად
ktsetse
geojorjika
ციტატა(giorgi @ 8th December 2018 - 10:16 PM) *


ეს მაინტერესებდა და კიდევ Hatsan AIRTACT როგორია?
geojorjika
ktsetse
ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 10:17 PM) *
ეს კი მომწონს მაგრამ ღია სამიზნე არ აქვს

ღია სამიზნიანი შტოგერი ჩაგიგდე

ktsetse
ლინკი არ მუშაობს
aleqsa
ktsetse



ესაა მაგ ვანტაჟით 55მ. ზე პლინკი ოპტიკის გარეშე, ღია სამიზნით





ეს ქედანი კიდევ მაგ თოფიდან 9 ჯერადი ჩინური ოპტიკითააქვს გადაზომილ 60მ. ზე ჩემს თვალწინ მოხსნილი, მოხსნილი კიარადა ფაქტიურად შუაზე იყო გაწყვეტილი, შემავალ მხარეს ნეკნები იყო დალეწილი, ხერხემალი გაწყვეტილი და გამომავალ მხარესაც ნეკნები გამოიყოლა და ასეთი დაზიანებების მიუხედავად 30-35 მ. კიდევ იფრინა და მერე ჩამოვარდა!!!
ეს ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოგითვალე გააკეთა თოფმა რომელსაც ქარხნულად 1200 fps უწერია მარა რეალურად 0,54გ. ტყვიებს ისროდა 260-263 მ.წმ. ით!!! ასერომ დასკვნა შენთვითონ გამოიტანე რამდენადაა საჭირო უაზროდ მძლავრი "პერელომკები"




ეს ღორიც ზუსტად მაგ მოდელის უკვე სხვა, ჩემი თოფითაა დაგდებული ერთად-ერთი ტყვიით (რათქმაუნდა ახლოდან 1,5-2მ.)


geojorjika
ktsetse
ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 10:25 PM) *
ეს მაინტერესებდა და კიდევ Hatsan AIRTACT როგორია?


დიდი ჯღანია , დააკვირდი რა თოფში მტავარია ერგონომიულობა და ზედმეტი გაბერილი და გადატყლარჭული ფორმების არ არსებობა, რეები აქვს მიბმული მაგ უბედურს , ხელში კომბალივით იქნება

aleqsa
ეს ბოლო სურათი წაშალე თორემ მე ავაორთქლებ smile.gif

აი ასე გამოიყურება ჩემთვის იდეალური თოფი



aleqsa
პ.ს. ვიდეოს ლინკი არმ მუშაობს
aleqsa
geojorjika

არის უმფროსო smile.gif
ორივე თუ მხოლოდ მთლიანი სადაცაა გაჭიმული? wink.gif
geojorjika
ციტატა(aleqsa @ Dec 8 2018, 10:31 PM) *
geojorjika

არის უმფროსო smile.gif
ორივე თუ მხოლოდ მთლიანი სადაცაა გაჭიმული? wink.gif


ჩავასწორე უკვე
aleqsa
geojorjika

გიორგი რას გავუწიე ვარაუდი, ესეიგი იუთუბიდა როცა ვდებ ვიდეოს, ლინკში თუ ორი ტოლობაა ყოველთვის პრობლემააქვს და რამე სხვანაირად უნდა ვქნა თუ როგორაა საქმე???
ktsetse
geojorjika
ციტატა(giorgi @ 8th December 2018 - 10:25 PM) *
ktsetse
ციტატა(ktsetse @ 8th December 2018 - 10:17 PM)
ეს კი მომწონს მაგრამ ღია სამიზნე არ აქვს
ღია სამიზნიანი შტოგერი ჩაგიგდე


კი ვნახე მაგრამ არ მომეწონა ვიზუალით.

ციტატა(giorgi @ 8th December 2018 - 10:25 PM) *
ktsetse
ლინკი არ მუშაობს


თქვენი მოცემული ლინკი დავაციტირე მაგრამ ბოლომდე ვერ დამიციტირებია + გამომრჩა.

aleqsa

გასაგებია ყველაფერი.

ლინკი არ გახსნა.

ღორი რომელი მოდელით მოკალი?
aleqsa
ktsetse

ორივე შემთხვევაში კროსმანის ვანტაჟია, პლინკი და ქედანი ჩვენი ფორუმელი მონსონას თოფითაა და ღორი ჩემი თოფით, იგივე ვანტაჟით smile.gif
geojorjika
, ღორის მოკვლა ჩაქუჩითაც შეიძLება და შურუპავიორტითაც 100-ან სამარეზეს თუ დაუჭერ შუბლზე , პნევმატური იააღI საჭიროა 50-70 მეტრამზე ზე ზუსტი სოლისთვის, ჩუმად და იაფად , ვსიო მანდ მთავრდება პნევმატიკის გამოყენება. ეს ზუსტი ნასროლი კი თუ ცოცხალ სამიზნეს მოვდება ნადირობა და პესტ კონტროლი ქვია და თუ არაცოცხალს მიზაში სროლა და პლნკი. ღორს და კამეცს ნუ აიებთ საზომად. გაზომეთ სიზუსტე, სტაბილურობა, ერგონომიკა, ვიზუალი, წონა, ენერგეტიკა (ნორმის ფარგლებში) და თუ გინდათ ფასიც
aleqsa
geojorjika

ეგ ღორი, როგორც საკმარისი სიმძლავრის ნიმუში მაგიტო დავდე smile.gif

და იუთუბილს ლინკის დადების პრობლემაზე, ზემოთ რაც დავწერე, რახდება? მასწავლე... პრაშუ smile.gif
pilotina
aleqsa
ციტატა(ale @ 8th December 2018 - 10:43 PM) *
და იუთუბილს ლინკის დადების პრობლემაზე, ზემოთ რაც დავწერე, რახდება? მასწავლე... პრაშუ


მე გასწავლი.
ესე იგი რა ხდება.
იუტუბიის კლიპს აქვს ეგეთი ფუნქცუა SHARE, ანუ გაზიარება. მგას ეომ დააწვები გაგიხსნის ლინკს, მაგ ლინკიდან დააკოპირე ყველაფერი რაც მარჯვნიდან მოდის პირველ სლეშამდე, ანუ ამ ნიშნამდე "/" https://youtu.be/J_9TfUOKPu8
აი ამ ლინკიდან უნდა დააკოპირო მარტო ეს J _9TfUOKPu8


მერე ეს დაკოპირებული ჩასვი ამათ შორის [იუთუბი] ________ [/იუთუბი] , ოღონდ ასოები ინგლისურად,





ეგაა და ეგ
aleqsa
pilotina

ეგენი კი ვიცი ზურა მარა უყურე რახდება, ვარაუდი მაქვს გაწეული თუ ლინკში ორი ან სამი ტოლობაა მაშინ აქვს პრობლემა. თუ ერთი ტოლობაა ყველაფერი კარგად გამომდის

პ.ს. სხვათაშორის შენი დადებული ვიდეოც არ იხსნება wink.gif smile.gif
pilotina
ციტატა(ale @ 8th December 2018 - 11:01 PM) *
სხვათაშორის შენი დადებული ვიდეოც არ იხსნება


მე სპეციალირად დავდე ისე, რომ არ გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ლინკს ვერ დაგანახებდი.
aleqsa
pilotina


ანუ პირველ ტოლობამდე რაც წერია იმას ვაკოპირებ მხოლოდ და ვსვავ იუტუბებს შორის?

ააააა გავიგე ზურა ახლა მივხვდი, მე სულ ზემოთ ბრაუზერის ლინკიდან ვაკოპირებდი. ახლა გავიგე როგორც უნდა ვქნა, მადლობა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.