ციტატა(ja_ja @ 16th November 2017 - 10:03 PM)

ელექტროს იდეა კაიხანია მეც მიტრიალებს თავში, მარა მოცულობითი და რომ იტენებოდეს შტეფსელიდან ეგეთი ვერ ვნახე ჯერ
აბა რათ ეგრე უმისამართოდ ჩამოგიყრია ყურები ჰა? რას ქვია შტეფცელიდან არ იტენება?
შევროლე ვოლტი
ევროპული უკვე იგივე ოპელ ამპერა

რომელიც ერთი დატენვით 60-80 კილომეტრს გადის, როცა დაჯდება ბატარეები შემდეგ ირთვება შიდაწვის ძრავა და დანარჩენ მანძილს სანამ საწვავი არ ამოილევა მანამდე არ გაჩერდება, ამ შემთხვევაში ერთი უცნაურობაა, აქსელერატორს რომ აწვები შიდაწვის ძრავის ხმა არ იცვლება, ანუ ამ შემთხვევაში ძრავი ასრულებს გენერატორის როლს, გამწევი მაინც ელეკტრო ძრავია, და იტენება როგორც სწრაფ დამტენზე ასევე სახლის პირობებშიც 220 ვოლტზე, ანუ თუ დღის განმავლობაში გადიხარ 60-80 კილომეტრზე ნაკლებს, შეიძლება საწვავის ხარჯი საერთოდ არ დაგჭირდეს, აქვ 15 kw აკუმულატორი, რომლის სრული დატენვა ჯდება სადღაც 3 ლარამდე, და თუ სამსახურში გაქვს შესაძლებლობა რომ იქ დატენო, ჩათვალე სრულიად უფასოდ დადიხარ, ამერიკაში სადღაც 7000 დოლარში ჩაეტევა კაცი
შემდეგი უკვე ჩვენთან გავრცელებული
ნისან ლიფი

მეორე თაობა, რომელსაც აქვს 24 kw აკუმულატორები როგორც წინა თაობას, მაგრამ გადის 70 კილომეტრით მეტს ვიდრე პირველი თაობა, გამომდინარე იქიდან რომ სულ სხვანაირად აქვს მოწყობილი ელეკტროობა, ფეჩი და კონდიციონერი გაუმჯობესებული და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ასევე ფარები დიოდურები აქვს, და მოკლედ გაუმჯობესებულია წინა თაობასთან შედარებით, ასევე იტენება 220 ვოლტზე, და სრულ დატენვას ჭირდება 5 საათი, და ლარებში სადღაც 6 ლარამდე და 180-190 კმ, რათქმა უნდა ქალაქში სიარულით ბოლომდე ვერ დაცლი, თუ სამსახური სახლი და მაღაზია, ძმაკაცთან გასვლაში იყენებ, მოკლედ თუ ცოტაა გაქვს გავლილი შეიძლება ნახევარ საათზე მეტი არც დაჭირდეს შეერთება შტეფცელში, , თან ასევე თუ გაქვს სამსახურში შანსი რომ იქ შტეფცელში შეაერთო, მთლად მუქთად დადიხარ, ასე რომ ქალაქის პირობებში, სამსახური სახლი, იდეალური ვარიანტია, და ეკო რეჟიმით გადის 180-190 კილომეტრს, ამ შემთხვევაში გააჩნია უკვე ბატარეების მდგომარეობას, რამდენჯერ არის სწრაფ დამტენზე დატენილი და რამდენჯერ 220-ით, ანუ სწრაფი დამტენები მალე ურხევენ ბატარეებს, ძირითადი აქვს 12 ბარი, იგივე კუბიკი, რაც აჩვენებს აკუმულატორების მდგომარეობას, და როცა ბატარეები დეგრადირდება ნელნელა კუბიკებიც აკლდება, შკალაზე აქვს მაგის გრაფაც თუ რა მდგომარეობაშია ბატარეები, შესაბამისად რაც უფრო მეტი ბარი (კუბიკი) აკლდება მით ნაკლებს გადიხარ, და ყიდვის შემთხვევაში არის საყურადღებო თუ რა მდგომარეობაში აქვს ბატარეები, მოკლედ 9 კუბიკიც რომ ქოდეს 100 კილომეტრს მაინც გატარებს, მოკლედ ეს ავტომობილები რაც არსებობს, იმას მიანიშნებს რომ ქალაქის პირობებში სამოძრაოდ, ბენზინში გადახდილი ფული ჰაერში გადაყრილი ფულია

იაპონიაში სადღაც 5000 დოლარში ჩაეტევა კაცი, ამერიკაში სადღაც 2000 დოლარი ზედმეტი უნდა ივარაუდო, თან რაც ყველაზე მთავარია, ეს მანქანები საქართველოში არ ექვემდებარება განბაჟებას, ანუ მოსაკრებელს და რაღაც პატარაგადასახადებს იხდი რეგისტრაციისას და ნომრებისაც სადღაც თავი ბოლო 300 ლარამდე, და პლიუს სითი პარკი მთელი წლის მანძილზე უფასო ,