ხ.მ.ე.ლ.ო ნუ პირველ რიგში გილოცავ... დააპიპინე ერთხელ როცა მანქანასთან მიხვალ

ახლა რაც შეეხება შენს კითხვებს.....
ციტატა(x.m.e.l.o @ 21st July 2018 - 01:46 PM)

პატრონი მიმტკიცებდა 10-11 ლიტრას ვწვავ ქალაქში და ტრასაზე 9-სო. და რაც მთავარია სამგორში რომ ავაწევინე ხელოსნებმა გინდა თუ არა 10-ზე მეტს არ წვავსო ეს მანქანო. ზეთი გამოსაცვლელი ჰქონდა მანქანას და გამოვუცვალე, მაგრამ გამოცვლამდეც და მის შემდეგაც მანქანა წვავს 15 ლიტრამდე და ვერაფერი გავიგე. ყველა თუ იმას ამტკიცებს 10 წვავსო დ ამითუმეტეს ხელოსნებიც, რომელთაც არავითარი მიკერძოვება არ აქვთ არავის მიმართ, რატო მიწვავს მე 15-ს? მანქანას არაფერი არ უჭირს ერთი შეხედვით და თქვენი აზრით რის ბრალი შეიძლება იყოს 15 ლიტრიანი წვა 10-ის ნაცვლად?
შენ მატორის მოცულობა, ანუ ლირტაჟი არ დაგიწერია, მაგრამ ეხლავე გეტყვი რომ 10 ლიტრი ქალაქში ზოგიერთი სედანი ვერ არის ეგეთი ეკონომი, SUV-ზე საუბარიც არაა თუ რაიმე ჰიბრიდი არაა და თავისებურ ეკონომ ტარებით არ დადიხარ... არ დაიწერო რომ 2 ლიტრიანი მატორი ან ნებისმიერი სხვა დაწვავს ცოტას. ეგ შეიძლება იყოს დიზელზე, მაგრამ ბენზინზე 12-ზე ზემოთ ნებისმიერ შემთხვევაში იქნები.
მაგალითად ჩემი მანქანა ტრასაზე წვავს 9.5 ლიტრს, კაი მაჩვენებელია, მითუმეტეს რომ ML-ია და თან მირტყმული აქვს მარკირება 500 ანუ 5.0 მაქვს მატორი და ტრასაზე 9.5 ლიტრს წვავს... აი ქალაქში თავისი საცობებით უკვე 17-18 ლიტრზე ავდივარ, ეს საშუალოა, თორემ არის დღეები როგორც ეხლა ქალაქში რომ ლამის არავინ არაა და საცობები არაა, მაშინ ვზივარ 13 ლიტრში... თან ეს არის ვირი მანქანა რომელსაც ონდავ გაზზე ფეხის მიჭერა და მოწყვეტილია ადგილიდან დალშე გორაობით მივქრივარ...
შენ კი დარწმუნებული ვარ 5.0 მატორი არ გაქვს, მარა მანქანის წონა ჩემი მანქნაასავით იქნება 2 ტონამდე, შედეგად მატორს ჯანი არ აქვს რომ ამხელა მასა დაძრას ამიტომაც, უფრო დიდხანს გიწევს გაზზე დაჭერა, და წვაც მეტი გაქვს, ასე რომ ეკონომ წცვაზე ნუ იოცნებებ...
აგე ჩვენს ილარიონას ერთი პერიოდი ტოიოტას ჰიბრიდი ყავდა 2.0 მატორით და ელექტრო ბანდურით... პირველი კვირა უხაროდა კაიაო, მარა მერე რომ დააკვირდა თავის ჰიბრიდულობის და 2.0-ის გამო წესით ცოტა უნდა დაეწვა მანქნას მაგრამ 20 ლიტრს უწვავდა საშუალოდ და არა იმიტომ რომ გამართული არ იყო მანქნა, არამედ იმიტომ რომ დინამიურად ტარება უყვარს მანქანის, შედეგად ელექტრო მატორი კი ეხმარებოდა, მაგრამ ვეჩნა ბენზინიც ჩართული იყო და თან 2.0 მატორს ტრაკი არ ყოფნიდა იმსიმძიმე მანქანა ეთრია, შედეგად ქე ადიოტა 20 ლიტრზე და გაქრა ლეგენდა რომ ჰიბრიდი ეკონომიურია

შევაჯამოთ ახლა ყოლიფერი....
1) SUV-ი ვერ იქნება ეკონომიური თუ დიზელზე არაა
2) მძიმე მანქანა და პატარა მატორი ვეჩნა დატვირთულია და წვაც აქვს
3) ეკონომიურად წვას უნდა თავისებური ტარების მანერა, მაგას მე პირადად პენსიონრის რეჟიმს ვეძახი
აი თავისებურ ტარებაში რა იგულისხმება ცოტახანში მიხვდები როდესაც დაიწყებ პარალელების გავლებას, შენ წინ მიმავალ მანქანებში და აღმოაჩენ რომ 90% შემთხვევაში თუ წინ Toyota Prius-ი ჩაგიდგა დედის გინებას დაიწყებ

აი მაგ მანქანას მართლა აქვს სპეც ღილაკი რომელსაც გაპაპსავებული ECO რეჟიმი ჰქვია, მე კიდე ვეძახი
დაყლევებურად ტარების ღილაკს... ყველას მაგი აქვს ჩართული და თბილისში სადაც ყველგან აღმართ დაღმართია იმენნა მანქანა არ დადის, აღმართზე ტრაკი არ აქვს აქაჩოს სიმძიმე იმიტომ რომ მინიმალურიად მუსოაბს, და დაღმართში კიდევ ცდილობს რეკუპერაციით იაროს რომ მუხრუჭებით გამომუშავებული ენერგია აკუმულატორში გაუშვას, შედეგად შენს წინ მიდის ცოცხალი მკვდარი, არც გაგატარებს, არც მიდის, დედას იგინები უსიგნალებ და კიდევ გაკვირვებული თვალებით გიუირებენ რა გინდაო

P.S. დაწერე მანქანის წელი და ზუსტი მოდელი და გიპოვი საერთასორისო კატალოგებში რეალში რამდენი აქვს წვა ტრასაზე, ქალაქში და შერეულში....
ციტატა(x.m.e.l.o @ 22nd July 2018 - 10:00 AM)

ამერიკულ მანქანებზე ამბობენ ცუდი ბენზინი უფრო მოსწონსო და არ ვიცი... ისე თქვენ რომელს ასხამთ და რატო გაქვთ ეგ არჩეული?
თავიდანვე მიეჩვიე დილეტანტურ ტერმინებს არ მიეჩვიო... რას ნიშნავს ცუდი ხარისხის და კარგი ხარისხის??? შენ გინდა მითხრა ან იმათ ვინც მაგას გეუბნება რომ ამერიკაში ეკოლოგიის ჯარიმები არ არსებობს, ბენზინგასამართი სადგურები რაღაც თხამპალას ყიდიან და ხალხიც ბედნიერი დეგენერატია და ნაგავს იტყაპუნებენ?
არ დაიჯერო... ქვეყანა რომელიც აგებულია სასამართლოებით ფულის გამოძალვაზე, იქ ვერავინ ვერ მიქარავს უხარისხოს გაყიდვას და თუ ამას კიდევ სტანდარტები არეგულირებს მაშინ ხომ საერთოდ...
ვინც გეტყვის ცოდი ხარისხის ბევზინი მიდისო, ჯერ გითხრას რა იგულისხმება მაგაში, და თუ დაიწყო რაღაც ლეგენდების და თეორიების მოყოლა, ეგრები გეუშვი მტკვარზე საბამაოდ.... თუ რაიმე იდეის გამოთქმა უნდა ეგეთ კაცს მაქსიმუმ უნდა გითხრას რომ ოქნალური რიცხვი გამოიყენება ამერიკაში ისეთი რომელსაც თვითონ ნაგსვს ეძახის, და ისიც იმიტომ რომ არ იცის რომ ათვლის სისტემები ჩვენტან და ევროპაში ერთია და ამერიკაში კი მეორე....
შედეგად ის რაც ამერიკაში 87 ოქტანობას ითხოვს არ ნიშნავს რომ ნავთი უნდა ჩაასხა მანქანაში, არამედ არსებობს შესაბამისი კალკულატორები და ნახავ რომ ჩვენებური ათვლის სისტემაში ეგ არის 92-92.5 ... შედეგად უნდა ჩაასხა რეგულარი ან ევრო რეგულარი, რომელიც ჩვენტან შესაბამისად აღნIშნავს 92-ს და 93 ოქტანურ რიცხვს... თუ გავითვალისწინებთ რომ |ჩვენთან მართლა ნაგავი ბენზინები იყიდება და ხშირად ეგ 92-93-ც არ არის ხოლმე....

თუ ამერიკულს უწერია პრემიუმი, მაშინ იქვე იგულისხმება რომ ამერიკული გათვლით ეგ არის ამერიკული 92 ოქნატობის ბენზინი, რაც ჩვენთან პრემიუმს, ანუ 95-ს უდრის, ნუ ახლა მეეჭვება სიპერს ითხოვდეს შენი მატორი, თუმცა იაპონურები ბევრი ეგეთები იჩითება ხოლმე...
განსხვავება ისაა რომ ამერიკაში არის AKI (Anti-Knock Index) ათვლის სისტემა, ევროპაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში RON (Research Octane Number) ათვლის სისტემა
უხეშად ცხრილი შემდეგია:
ამერიკაში 87 (General) = ჩვენთან 91–92 (Regular)
ამერიკაში 90–91(Premium) = ჩვენთან 95 (Premium)
ამერიკაში 93-94 (Premium Plus) = ჩვენთან 97-98 (Super)
და ვაბშე რა დაიკიდე ეგ უვიცი რეკომენდატორები, ჩახედე შენი მანქანის მანუალს ან თუ არ მოყვა ინტერში ნახე და ის ჩაასხი, იმის გათვლით რომ ჩვენთან პახოდუ შეიძლება ბანძ ბენზინს გადააწყდე... მაგალიტად ჩემს მატორში მიდის ჩვენებური რეგუარი ანუ 92, მაგრამ ხანდახან ისეთი კლაპნების ხმა მესმის ხოლმე მაგ ბენზინზე რომ მომიწია გადასვლა პრემიუმზე

ერთხელ რეგულარი რომ ცავასხი კლაპნების ხმა ისეთი მომაბეზრებელი იყო რომ მომიწია ნახევარი ბაკი სუპერით გაზავება რომ რაღაც საშუალო მაინს გამოსულიყო...
პატარა თეორიები რაც უნდა იცოდე წესით - საერთოდ გაითვალისწინე რომ ბევრს ჰგონის რაც უფრო მაღალია ოქტანობის ციფრი მით უფრო კაი წვა აქვს საწვავს, ამასობაში კი პირიქითაა, რაც უფრო დიდია ციფრი მით უფრო ეწინააღმდეგება საწვავი აფეთქებას და ჩქარ წვას.. ეგ მოგონილია იმისათვის რომ მატორის მუშაობის ციკლიდან გამომდინარე დგუშს მთელი მოძრაობის მანძილზე ერთგვაროვნად აწვებოდეს ძალა და არა მარტო ერთ მომენტში...
ანუ როდესაც დგუში ზედა პოზიციაშია და საწვავი შეკუმშულია, ხდება მისი აალება... თუ ბენზინი ჩქარა აალდება და დეტონაცია მოხდება, ეგ გამოიწვევს იმას რომ სანამ დგუში ზედა პოზიციაშია, უცებ გამოიწვება საწვავი კამერაში წარმოქმნის დიდ ძალას, ამასობაში ,მკვეთრს იმპულს იღებს დგუში და გიჟივით მირბის ქვევითა მიმართულებით.... თან როდესაც დგუში ქვევით იწყებს მოძრაობას კამერის მოცულობა იზრდება, წნება რომელიც აფეთქებით იყო გამოწვეული კლებულობს და გამოდის რომ მარტო ზედა პოზიციაშI იღებს დგუში მკვეთრ დარტყმას მერე კი ინერციით მიაქანება ძირს... შედეგად გექნება მატორში ბორძიკი, და რეზკი ბაგაბუგი...
ხოლო თუ საწვავი ნელა დაიწყებს წვას როდესაც დგუში ზემოთაა, მაშინ ჯერ მისცემს იმპულსს რომ დგუშმა მოძრაობა დაიწყოს და სანამ დგუში ძირს მიდის და ცილინდრში მოცულობა იზრდება, წვაც გრძელდება და წნევას ერთგვაროვნულად იზრდება, შედეგად ნაკლები ხმაური, ნაკლები ვიბრაცია და რაც არ უნდა იყოს ნაკლები ბენზინის ხარჯი, იმიტომ რომ პლავნად ხდება საწვავის წვა და მთელი ციკლის მანძილზე გაქვს ტორქი ანუ ძალა, მიწოლა, გაწევა... და არა მარტო ზედა პოზიციაში, შედეგად მუდმივი გაწევა აქვს მატორს და არა პორცია პორცია, რის გამოც გიწევს უფრო მეტად გაზზე დაჭერას რომ გაწევაც ჰქონდეს, მანქანას და ბრუნვების რიცხვიც სტაბილური იყოს... მოკლედ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაღალი ოქტანობა ნიშნავს ნელ და სტაბილურ წვას, ეგ იწვევს მატორის სტაბილურ მუშაობს, არ გაქვს მკვეთრი დარტყმები, არ ხდება გადახურება
თორემ ეგრე მატორში საბჭოთა 76-იანი ოქტანობის ბენზინი რომ ჩაასხა მაგაზეც იმუშავებს მატორი, პროსტა აფეთქებების გამო მოშნად ირახრახებს, მოშნად იზაგძაგებს და გადახურებასაც მიიღებ რის გამოც ჩამოგადნება პორშნები და დაგეჩხაპნება ცილინდრები

მერე კი მატორის გამოცვლა ან ძვირადღირებული რემონტი გაქვს ჩახუტებული....