აი დააკვირდი სურათს და ლითონის ნაწილზე რომ არის ამოტვიფრული ეგაა ხოლმე მოდელი

რაც შეეხება, იმ წელში ამ წელში მეორე წელში და იმის წელში..... დაივიწყე ეგეთი კრიტერიუმებით განხილვა. არასწორე მიდგომა გაქვს, მაგალიტად მე მაქვს 2006 წლის მანქანა ML500 და წესით ახალი მატორის სვეჩები უნდა მიდიოდეს ზედ, წვრილი რეზბით, რომელიც შეესაბამება M272 მატორს, მაგრამ იმის გამო რომ ჩემს 5.0-ზე ვერ მოასწრეს ვერც M272-ის გამოჩვება და ვერც M273- მატორის გამოშვება ადგნენ და ლეწეს შიგნით M113 მატორი, რომელიც წესით ყენდებოდა 2000-2005 წლამდე მანქანებში... ანუ პირველი თაობის ML-ები რომაა ოხრად რომ ყრია 3.2 მატორებით, პროსტა ჩემსას 8 ცილინდრი აქვს და 3.2-ს 6 ცილინდრი აქვს, მაგრამ ერთი თაობაა თავიან ფეხებიანად.....
ეგეთი ლოგიკით რომ მიუდგე როგორც შენ განსჯი, გამოდის რომ მე უნდა ვიყიდო ისეთი სვეჩები რომელიც M272 ან M273-ზე მიდის, მაგრამ ამასობაში ჩემს მანქანაში არის ფორსირებული ძველი მატორი და შესაბამისდ ძველი სვეჩები მიდის. ამიტომაც, გეუბნები 2006 წელია თუ 2017 მაგას მნიშვნელობა არ აქვს, გააჩნია რა მატორი და რა მოდიფიკაცია გაქვს.
ამიტომაც, გაქვს მხოლოდ 2 გამოსავალი:
1) სადილერო პროგრამაში ნახო კონკრეტულად შენს მანქანას და მატორს რომელი სვეჩები სჭირდება (ნუ თუ მატორი შეცვლილი არა აქვს წინა მფლობელს, რაც ნაკლებად სავარაუდოა)
2) პროსტა ამოხრახნე სვეჩა ეხლანდელი მატორიდან და სვეჩაზე არსებულ ნომერს დააკვირსი და იმის მიხედვით იყიდე, იქნევა NKJ თუ Bosch-ი თუ ჟიგული მნიშვნელობა არ აქვს, მოდელი აღნიშნავს ძირითად პარამეტრებს, როგორიცაა სიგრძე, რეზბის ზომა, ანთების და ნაპერწკლის ღერძი და ასე შემდეგ...
ნუ დაიწყებ ახალი რაღაც თეორიების შემუშავებას,
- ან მიდი ცენტრში, და ჰკითხე (მაგრამ ხშირად არ ამბობენ, და მალავენ ოფიციალები ინფოს),
- ან იშოვე შესაბამისი პროგრამა და VIN კოდის მეშვეობით იპოვე კონკრეტულად შენსაზე რა მიდის (კსტატე ხშირია ონლაინ კატალოგებიც, ან მწარმეობლებიც თვითონ გარჩევინებენ ხოლმე წლისა და მოდელის მიხედვით)
- ან ამოხრახნე არსებული და წაიკითხე რომელი ნომერია ეგ მამაძაღლი სვეჩა.
სხვა დანარრჩენი მეთოდები არის ყავის ჭიქაზე და ნალექზე მკითხაობა, თუ გჯერავს მკითხაობის შეგიძლია გააგრძელო, მაგრამ გაიხსენე კონკრეტულ ტექნოლოგიურ ნივთთან გაქვს საქმე და არა სულიერ არსებასთან....