მნიშვნელობა არ აქვს მანქანას, იქნება ABS_ით თუ არ იქნება, ყოველთვის მუხრუჭის კონტურები არის ჯვარედინად.
ციტატა(x.m.e.l.o @ 11th January 2019 - 06:45 PM)

გამოვცვალე ჟიტკოსტი და მარტო ერთ საბურავთან დავაჰაერე
ვინმემ გითხრა ეგეთი მეთოდი თუ ეკონომიურობით იყო ეგ პროცესი განპირობებული? იმიტომ გამიჩნდა კითხვა რომ 4-ივე კონტურიდან უნდა გამოუშვა სითხე.
პროცედურა შემდეგია:
1) საჭირო 2 კაცი, ან სპეც ვაკუუმის მოწყობილობა რომელიც სავარაუდოდ არ გაქვს, ამიტომაც ვუბრუნდებით 2 კაცს
2) სამუხრუჭო სითხის ბაჩოკს ხდი ხუფს, თუ თავიდანვე ჩასამატებელია სითხე ამატებ თუ არა და 2-3 პრაკაჩკის მერე უყურებ და ნელ-ნელა ამატებ, მთავარია ბაჩოკი ბოლომდე არ დაიცალოს რომ ჰაერი არ შეიპაროს სისტემაში, თორემ 1 და 2 ლიტრი არ გეყოფა გამოსასწორებლად

3) ერთერთ საბურავს ხსნი ან ნახულობ მოხნის გარეშე ჰიდრავლიკის პიმპოჩკასთან მისასვლელს და ამზადებ კლუჩს, როგორც წესი 10-იანი ხოლმე საჭირო. პიმპოჩკაზე უმჯობესია რაიმე შლანგი ჩამოაცვა ასე 50 სანტიმეტრიანი და ნებისმიერ ბოთლში უკარი მეორე ბოლოს თავი, შლანგი უმჯობესია გამჭირვალე იყოს
4) მეგობარი შენს დაძახებაზე რამდენჯერმე ინტენსიურად აწვება ტორმუზს ნუ 3-4-ჯერ და ბოლო ჯერზე აწვება მთელი ძალით და ფეხს არ უშვებს, შენ ხმაურით ხვდები რომ გაჩერდა და უჭირავს ფეხი ტორმუზზე.
5) როდესაც გაჩერდება მეგობარი, შენ მუხრუჭის პიმპოჩკას კლუჩით ხსნი, ამ დროს მეგობარი ხვდება რომ ტორმუზის პედალი ჩავარდა, მაგრამ ფეხს არ უშვებს, შენ კი ხედავ რომ შლანგში მღვრიე მუქი სითხე წამოვიდა.
6) ხურავ პიმპოჩკა კლაპანს და მეგობარს ხმამაღლა ეუბმები - "მიდი თავიდან" ჩაკეტვა აუცილებელია რომ ჰაერი არ შეიპაროს სისტემაში და რაც მთავარია დაკაჩავდეს სითხე ბაჩოკიდან კონტურში. ბაჩოკში სითხის რაოდენობას პერიოდულად ყურადღება მიაქციე.
7) მეგობარი თავიდან აკაჩავებს პედალს 3-4-ჯერ ინტენსიურად და ასე აგრძელებ მე-4 პუნქტიდან მე-6 პუნქტის ჩათვლით, სანამ შლანგში არ დაინახავ რომ ისეთივე გამჭირვალე კრიალა სითხე გაიჩითა როგორიც გაქვს ნაყიდი. ან თუ სითხე თავიდანვე სუფთაა, მაშინ სისტემაში შენთან რამდენიც მიდის იმის მეოთხედი რაოდენობა უნდა გამოუშვა, პლიუს მინუს პაწა ზედმეტობა. (ნუ უმეტესაც 1 ან 1,1 ლიტრია ხოლმე სისტემაში, ზოგიერთ გამონაკლისში 0,5 ლიტრია ყველაზე დიდი მოცულობა რაც მსმენია 1,5 ლიტრია, შეიძლება მეტიანიცაა, მაგრამ გაარკვიე შენს მანქანში რამდენი მიდის, წესით მანქანის ტექ პასპორტში ან იუზერ მანუალში რომელიც მანქანას მოყვება, უნდა ეწეროს ყველა სითხეების მოცულობა, იქნება ეს რადიატორი, კარობკის ზეთი, მატორის ზეთი, წყლის ბაჩოკი თუ სამუხრუჭო სითხე),
8) გააჩნია მოცულობას და სითხის სიბინძურეს, შეიძლება თითო საბურავზე დაგჭირდეს 3-4 პრაკაჩკა და შეიძლება 10-15-იც არ გეყოს. მეგობარი დაასვენე, ან ჩაენაცვლეთ ხოლმე თორემ ფეხის ძარღვები დააწყდება.
9) როდესაც ერთ საბურავს მორჩები, ვთქვათ წინა მარცხენას, ეხლა გადიდა მეორე საბურავზე, ოღონდ ჯვარედინულად, ანუ თუ მუშაობდი წინა მარცხენაზე ახლა გადადი უკანა მარჯვენაზე და იგივე პროცედურა გაიმეორე. ეს იმიტომაა ასე საჭირო რომ სპეციალურად ყველა მანქანაში სამუხრუჭე სისტემაზე ჯვარედინადაა გაყვანილი მაგისტრალი, შესაბამისად, თუ წინას ორივეს ერთად გააკეთებ და მერე უკანა ორივეს, შესაბამისად თითო კონტურში დარჩება ძველი ზეთი და სანამ შენ მეორე საბურავს აკაჩავებდი ზოტა ჭუჭყიანი ძველი სითხე იმ კონტურში ერთმანეთში აიმღვრევა....
10) მესამე საბურავზე უკვე გადადიხარ ვთქვათ წინა მარჯვენაზე, აკეთებ პროცედურას და მერე ჯვარედინულად, უკანა მარცხენა.
აი ეგაა სწორი პრაკაჩკა და ნუ გგონია რომ ერთერთი საბურავიდან გამოუშვებ სითხეს და დანარჩენ 3-ის მაგისტრალში თვითონ გამოიცვლება სითხე, გაითვალისწინე სამუხრუჭე მილები ერთი მიმარულებით მიდის მხოლოდ საბურავისკენ და უკან ცირკულაცია არ აქვს, ABS-ის სისტემა ცირკულაცის უკეთებს მხოლოდ ბაჩოკიდან ABS-ის სისტემას შორის, ანუ პერიოდულად გითიშავს წნევას და თავიდან აძლევს წნევას, ხოლო საბურავამდე რაც მიდიოდა სითხე ის რჩება და ძალიან ძალიან დიდი ხნის მერე შეიძლება რომელიღაც რაოდენობა მოლეკულების შემთხვევით მოხვდეს უკან ბაჩოკში
ასე რომ თუ ისე გააკეთე როგორც შენ აღწერე, გილოცავ თავიდან გაქვს ყველაფერი გასაკეთებელი, გამჭირვალე შლანგი თან იმითაა კარგი რომ შეცვლისას თუ სისტემაში ბუშტულებია, აუცილებლად დაინახავ შლანგში, ისე კი პროსტა იწუწავებ რაცხას გამოუშვებ და ვერ გაიგებ ბუშტულები არის სისტემაში თუ არა, თუ ბუშტულები არის, მაშინ მათ გამოდევნამდე უნდა აკაჩაო სისტემა და რომ გამოვა ბოლო ბუშტუკა კიდევ 1-2 პრაკაჩკა უნდა გააკეთო რომ დარწმუნდე აღარაფერი დარჩა სისტემაში.