ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)

პირველ რიგში რა დარჩა შენს შაშხანაში დისკოდან და რამდენად უკეთესი გახდა დისკოზე?
დარჩა : რეზიკი, დამტენი პორტი,მანომეტრი,საბრძოლო კლაპანი,სასხლეტის კოლოფი და კონდახი.
ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)

მივედი ტოკართან დავამზადებინე მთელი რიგი ნაწილები, რომლებისგანაც ასევე ვითხოვ ზედაპირის მინიმუმ იმ დონით დამუშავებას
რომ იყოს მინიმუმ დისკოს ხარისხის, რა ფასი დამიჯდება ეს ყველაფერი და ბოლოს რა შედეგი მექნება.
მგონი დავწერე კიდევაც ,სადღაც 100 $-ის ფარგლებში მაქსიმუმი. თუ კარგად მახსოვს 155 ლარი იყო. როდესაც მარტო მოდერზე იხარჯებოდა 50 დან 100 ლარამდე.
შედეგი ისაა რომ ,არის მსუბუქი მასზე რაც იუო, არის კლიპიანი,მოხერხებული , ჩუმი და შედარებით ზუსტითც. გარკვეულ სიტუაციაში სანადიროდ არის ზედგამოჭრილი.
ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)

ანუ გავუწევთუარა კონკურენციას შესაბამისი კალიბრის ძვირფას სპორტულ ან ნახევრადსპორტულ შაშხანებს. ამიტომაც იყო ეგ დასკვნა მისმიერ გაკეთებული
გააჩნია რას გულისხმობ ძვირფასში, სპორტულ 5000 ათასიანს და 10000-ს ვერ გაუწევ, მაგრამ ნახევრადსპორტულ შაშხანებს არაა გამორიცხული რომ გაუწიოს კონკურენცია ,მხოლოდ სიზუსტეში და არავითარ შემთხვევაში დამზადებისა და მასალის ხარისხზე. ხოლო მე იარაღში უპირატესობას ვანიჭებ სიზუსტეს. ესეიგი ვამბობ იმას რომ იაფფასიანმა შეიძლება კონკურენცია გაუწიოს ძვირფასიანს ,მხოლოდ სიზუსტეში.
ციტატა(bazuka @ 23rd February 2011 - 06:02 PM)

რომ მიიღო სპორტული და ამავდროს სტაბილური შედეგი, საჭიროა იარაღის ყოველი კვანძი იყოს ხარისხიანად მოფიქრებული და დამუშავებული.
მაგაში გეთანხმები, სიზუსტეზე ყველაფერი მოქმედებს,მაგრამ ძირითადი დეტალი რომელიც სიზუსტეს განსაზღვრავს არის ლულა. დანარჩენი ყველაფერი კი არის მასზე დამოკიდებული.
თუ ლულა არ ვარგა იქ უკვე აზრი ეკარგება ყველანაირ ხარისხს და აბგრეიდს, ხოლო ლულა თუ კარგია მაშინ ყველაფერს აქვს აზრი.