giorgi-RW1k77X2 ესეიგი შენს შემთხვევაში კლაპნის ამოსაღებად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები:
ნაბიჯი #0, ყველა მოქმედება ნელა დაფიქრებით, აწონ დაწონვით და ნერვების გარეშე. აწყობისას გაითვალისწინე რაიმე ველური ძალა PCP-ში საჭირო არაა. ბევრი წყარო საერთოდ ამბობ საკმარისია ვინტი უბარლოდ მოუჭირო და ძალა არც კი დაატანოო. მოკლედ მოჭერისას ზედმეტ ძალას ნუ გამოიყენებ რომ რეზბა მოწყვიტო ან ვინტი გააფუჭო.
1) მოუშვი და მოაძრე კონდახის ქვეს არსებული ვინტი #32
2) მოხსენი დამტენი პ[ორტის ხუფი, ანუ დეტალი#17
3) ამოაძრე კონდახიდან თოფი, შეგიძლია ჯერ წინა ნაწილი ამოაწევინო, მერე უკანას დაეჯაჯგურე და ამოიღე რკინეულობა მთლიანად.
4) რვიანზე მოაძრე 2 ვინტი # 21 და რვიანი გამოაძრე საერთოდ.
5) გადავდივართ ჩახმახთან, მარცხენა მხარეს ჩახედე და მოაძრე ვინტი # 26 თავისი შაიბიანათ (შაიბის # არის 24)
6) მოხსენი შედეგნილი ვინტი # 7, ოღონდ ფრთხილად ეგ 3 დეტალისგან შედგება და არ დაგეფანტოს.
7) გამოწიე ბოლომდე და ამოაძრე ჩახმახი, დეტალი #9.
8) შედგენილი ვინტი სადაც იყო მოჭერილი ანუ #7, მაგის ხვრელში ჩაიხედე და დაინახავ ვინტს სქემაზე # 31-ია, მოხსენი ეგეც.
9) ახლა მოსაძრობია კიდევ 2 ვინტი #36, გაითვალისწინე ამ 2 ვინტს როდესაც მოხსნილი ლულა, შრაუდერი, და კოლოფი დასცილდება რეზერვუარს. უბრალოდ ფრთხილად იყავი არ გადმოგივარდეს და არ დაგეკარგოს გადამშვები და მისი 2 რეზინა (ნომრები #16 და #29 - 2 ცალი).
10) დაგრჩა ხელში ცარიელი რეზერვუარი, ახლა თავი რომ დავიზღვიო გთხოვ შეურჭე რეზერვუარს უკნიდან ჰაერის დასაგდები ვინტი რომ არის დცალკე და ბოლომდე მოუჭირე რომ რეზერვუარში ჰაერი აღარ დარჩეს. როდესაც დაიცლება ბოლომდე ეგ ვინტი მოაძრე და გადადე ცალკე.
11) ვიწყებთ რეზერვუარის დაშლას. სასხლეტს დააკვირდი 3 ვინტითაა დამაგრებული ქვემოდან რეზერვუარზე მოხსენი სამივე. ვინტების # არის 31, მაგრამ სქემაზე ცუდად ჩანს.
12) სასხლეტის უკანა ვინტის მოძრობის მერე გამონთავისუფლდება დეტალი #13, ანუ რეზერვუარის უკანა ხუფი. მაგაში შიგნით არის ჩახრახნილი დეტალი 33, ეგ არ გადმოვარდება, მაგრამ თვითონ დეტალი #13 ზამბარის ზემოქმედების შედეგად შეიძლება გადმოხტეს, ასე რომ ხელი წააშველე.
13) ამოიღე ზამბარა #28
14) მოხსენი ჩაქუჩს ვინტი #25
15) ამოიღე დამრტყმელი #40. წინიდან ჩახრახნილი იქნება დამრტყმელი, ანუ დეტალი #41. მაგას ნუ მოაძრობ.
16) რეზერვუარს მოაძრე დეტალი# 23, ანუ მანომეტრი რომ არის ექვსკუთხედ შტუკაში ჩახარხნილი აი ეგ ექვსკუთხედი მოაძრე. ფრთხილად შიგნით რეზინაა #11 და ეგ არ დაგეკარგოს.
17) თვითონ რეზერვუარის დაშლას ვიწყებთ, მოხსენი დამტენი პორტი, დეტალი #3, შეგიძლია მოსატრიალებლად დამტენის ექვსკუთხედი ტავის გამოიყენო, რაიმე კლუჩი მოარგე, ან რაზვადნოი თუ გაქვს მთლად უკეთესია, ერთი მოტრიალება უნდა და მერე ხელით მოდის.
18) მოაძრე უკანა მხარეს არსებული 3 ვინტი #45
19) დარჩა რეზერვუარში 2 დეტალი, ორივე უნდა გავიდეს წინ, დამტენი პორტის მიმართულებით, გაითვალისწინე ეგ ტრუბა უკანა მხარისკენ ვიწროვდება, ასე რომ უკან გამოძრობას ნუ შეეცდები, წინ უნდა გაწიო. დაგჭირდება რაიმე ჯოხი, ან რკინა (ხის ჯოხი ჯობია ყველანაირად), და უკნიდან შეყავი რეზერვუარში, კლაპნის შტოკს თუ მიეჭირება ეგ პრობლემა არაა შესაბამისად ერთად გამოაძვრენ რეზერვუარიდან დეტალებს #5 და მთავარი რასაც ვეძებდით დეტალი#2. გამოძრობისას ფრთხილად იყავი, მე5 და მე-2 დეტალს, აქვს რეზინის რგოლები შემორტყმული წელზე, წინ მოძრაობისას ეგენი აუცილებლად გადაივლიან რეზერვუარში არსებულ მანომეტრის ხვრელზე, მიაქციე ყურადღება რომ რეზინებმა თავი არ ამოყონ და არ გადაიკვნიტოს ეგ რეზინა მაგ ხვრელზე გადაცურებისას.
ვსიო ჭირი იქა ლხინი აქა

, აკრეფვა უკუ მიმდევრობით იქნება. პროსტა დეტალი 2 და დეტალი 5-ის ჩადებისას შეეცადე თავიდანვე გაუსწორო ხვრელები სწორ მიმართულებას და ისევე როგოც გამოძრობისას მანომეტრის პორტზე ფრთხილად გადააცურე, ეგრევე ფრთხილად გადააცურე უკან ჩადებისას.