ამ თემაში კი დავიწყეთ ჩემი მარადას პრობლემის განხილვა და აგერ გავაგრძელებ

მოკლედ,ჯერ დიდი მადლობა ჯაჯას რომ არ დაიზარა (ან როდის დაუზარებია რო

) და ჩემი გულისთვის იმ გარაჟში გაიყინა

მივედი სახლში,დავტენე ეს ჩემი მრავალწამებული მარადა და ჩავაყურყუმელავე ეგრევე წყალში,
გაუშვა მაინც ბუშტუკები,ოღონდ მაინცდამაინც დიდი სიხშირით არა..
ნუ ცოტა რომ დავწყნარდი,ვიფიქრე ასე თუ ისე ხო გაისვრის თქო და შევუდექი ეხლა დარეგულირებას,
ავაწყვე ქრონი,გადავტენე,გამოვკარი და..იმენა ტFუი გააკეთა

მოკლედ აშკარად ვერ გახსნა კლაპანი დამრტყმელმა..
მეთქი ამ დავუჭერრ დამრტყმელსთქო,გადავატრიალე ერთი..ორი..მოკლედ ხუთი ბრუნი გავუკეთე..ხოოდა
ვტენე ტყვია შიგნით, მივედი ქრონთან,გავისროლე...ერორი..
გადავტენე მეორედ ..გავისროლე და...
წამიღო უკან თოფმა..მოკლედ ენით ვერ აღვწერ რა განვიცადე..შიში,გაოცება , გაკვირვება, სიბრაზე ..ერთმანეთში არეული

ჯერ ხო ბუუხ-ო დაიძახა თოფმა და ეგრევე მიაყოლა შშშიი..და..მთელი რეზერვუარი დაიცალა

ქრონს დავხედე და...435 მ/წმ-იო არ დამიწერა

და ეს 10,5 გრანიანი ცპ-ეს ტყვიით

მთელი 64 ჯოული

ნუ სიბრაზემ რომ გადამიარა ,დავშალე რათქმა უნდა ისევ, ეს ჩემი ცოდვით სავსე მარადა..
ამოვიღე კლაპანი და..კლაპანში რომ ღერძია, ეგ არის გაჩხერილი,გაჭედილი კლაპანშივე,
ვერ მოძრაობს..
ნუ ზუსტად ვერ გავიგე რისი ბრალია,ან გაიღუნა(რაც შეუიარაღებელი თვალით ვერ შევამჩნიე)
ან კიდევ დაპალიროვკება უნდა შიგნით (ესეც ჯაჯამ მირჩია

)
მოკლედ ხვალ გავიქცევი ელ-ჯავაზე, წვრილ ზუმფარას ვიყიდი და ვცდი ბედს

ყვლა ვარიანტში ახალი კლაპანი მაქვს საყიდელი,
მაგრამ მანამდე ამას უნდა მივხედო,თორე ხო გავრეკე ისე,თოფის გარეშე..