ganja1981 რა ადგილებში გიწევს თოფით სიარული? ნესტი არის იმ ადგილებში? თუ არის, მაშინ უფრო დიდი შანსია:
პირველი ვარიანტი - მანომეტრი სადაც ჯდება იმ ადგილში აპარებდეს ჰაერს, მოკლედ მანდ დებს ეგრეთწოდებული მანომეტრის პორტი (დურალის ცილინდრი), დააკვირდი ძირს მოყვანილ სურათს

მოკლედ მწვანე ფერის დეტალი რაც არის, მაგაზეა საუბარი, ყვითლად კი შემოხაზულია ის ადგილები რომლევიც პრობლემატურია. საქმე იმაშია რომ ნესტიანი ადგილის გამო ხშირად მანომეტრის შესაერთებელი ადგილიდან ნესტი იპარება რეზერვუარის კედლებსა და მაგ ალუმინის ამოჭრილ ადგილებს შორის. შედეგად ნესტი მანდ ჯდება, ალ;უმინი იჟანგება (თეთრი ფერის ფხვნილი იჩითება, ეგაა ალუმინის ოქსიდი), ამოჭმულ ადგილებზე და საერთოდ მაგ ფხვიერ ოქსიდზე კი რეზინები საჭირო ჰერმეტიზაციას ვერ ახდენენ.
გამოსავალი ერთია დაიშალოს თოფი, ამოიღე ეგ დურალის დეტალი და წრეზე სადაც რეზინებია შემორტყმული დააკვირდი ხომ არ აქვს ნახსენები თეთრი ფხვნილი ან მიკრო ამოჭმული ადგილები, თუ გაქვს მაშინ უნდა ამოწმინდო, გაასუფთავო, უნდა წუსვა ტაოტი (ოღონდ მატორის და მანქანის არა, რაიმე ნაკლებად აალებადი უნდა ნახო) და ხელახლა ჩასვი, მერე პრობლემა გამოსწორდება
არსებობს მეორე პრობლეის პონტიც - თუ ნასოსს ხშირად იყენებ და არ შლი დიდი შანსია იმის რომ შიგნით წყალია დაგროვებული, შედეგად თოფის დატუმბვისას, პირველი ადგილი სადაც წყლის კონდენსატი ხვდება არის თოფის დამტენი პორტი (რეზერვუარს რომ აქვს წინიდან წამოცმული). პრობლემის აღმოჩენა მანდაც იოლად მოახერხებ, პირველი ეტაპი არის, მან პორტში ჩაჭყიტვა და დაკვირვება, თუ კრიალა ლითონის ზედაპირი არ ჩანს და მანადაც ხედავ მოთეთრო ფხვნილს ან რკინის დამახასიათებელი ფერის ჟანგს, მაშინ პრობლემა დამტენ პორტშია, ანუ მანდაც რეზინის შტუკა აწყება ერთ დეტალს რის გამოც ჰაერი უკან ვერ გამოდის, თუ მანდაც ჟანგმა დაიბუდა იასნია რომ ჰერმეტულად დახურვა ვეღარ ხდება.
მოგვარება აქაც იოლია - დაცალე თოფი, მოაცილე დამტენი პორტი, მერე ორი "კლუჩი" გინდა და დაშალე ეგ პორტი და შიგნით დაინახავ ერთ ღერძს, აი მაგაზე წამოცმული რეზინა მოაძრე, ღერძი გააპრიალე და დამტენ შტუკაში სადაც ჯდება უკნიდან ის ადგილის გააპრიალე, მერე ააწყვე (ტაოტი და ზეთი მანდ საჭირო არაა), დამტენი შტუკის ჩასმისას საჭირო იქნება ტეფლონის ფირის გამოყენება (სანტექნიკები რომ იყენებენ ხოლმე წყლის მილების ჰერმეტიზაციისთვსი აი ეგ ლენტაა ცოტაოდენ შემოსახვევი)და მაგრად მოუჭირე, ოღონ არა ისე რომ რეზბები დაწყვიტო

მორჩა, სულ ეგაა პრობლემა, წესით შენც მოერევი, თუ არაფერი გამოგივა მერე უკვე დამიკავშირდი დაგეხმარები, მაგრამ ნუ მიწყენ და უფასოდ მაგას არ გავაკეთებ
გაითვალისწინე აუცილებელი პირობები:1) თოფის დაშლის წინ, აუცილებლად ჯერ დაცალე თოფი ჰაერისგან და მერე შეუდექი დაშლას
2) თუ წინა დამტენი პორტი იქნება დაჟანგული, მაშინ ასევე ნასოსიც სანახავი გაქვს, თუ მუშოაბს, ეგ კაია, მაშინ უბრალოდ დაშალე თავის ტაოტებს ნუ მოაცილებ, თუ დაშლისას დაინახავ წყლის წვეთებს (კაი ზომისაა და თვალით როგორც წესი ჩანს), მაშინ გამოსაშრობია ნასოსი, ამისათვის საკმარისია დაშალო ნასოსი და ცოტახანი დატოვო მზეზე, ან მშრალ ადგილზე. მერე ხელახლა ააწყვე და გააგრძელე ბედნიერად მოხმარება
3) თუ მანომეტრის პორტიდან აპარებს, მაშინ მაგ შტუკას რომ ამოიღებ და გაწმინდავ, მერე სანამ რეზინებს წამოაცმევ, ჯერ ტაოტი წაუსვი მაგ თარებს, მერე რეზინები ჩასვი და მერე ზემოდან კიდევ გადაუსვი ტაოტი რომ შემდეგში ნესტმა ეგრე იოლად არ ამოჭამოს ეგ დეტალი.
P.S. რაც შეეხება ილარიონას მიერ შემოთავაზებულ ბანაობას, ეგეც კაი ვარიანტია პრობლემის აღმოსაჩენად, ოღონდ გაითვალისიწნე რომ ბანაობის მერე, უნდა დაშალო ბოლო ვინტამდე ყველაფერი და გაამშრალო. და რავარც ილარიონამ თქვა, მხოლდო რეზერვუარი უნდა აბანაო, ანუ უნდა მოხსნა კონდახი, შრაუდერი ლულა, კოლოფი, მიმწოდებელი, სასხლეტი.... კაროჩე მხოლოდ ძირა რტუბა უნდა დატოვო, დამტენი პორტით, მანომეტრით და მისი პორტით და რეზერვუარში ჩასმული კლაპნით.