GIORGIk5 საღოლ!!! მართლა მომეწონა თქვენი წამოწყება, მონადირეების 10% მაცკი რომ თქვენსავით გამრავლებაზეც იზრუნოს, სულ რამდენიმე წელიწადში შეიცვლება სიტუაცია და ასეთ სავალალო მდგომარეობაში არ იქნება ჩვენი ბუნება!!!
რამდენიმე წლის უკან მეც მქონდა მსგავსი სურვილი, ჩემს 2 ძმაკაცთან ერთან კურრდღელი გვინდოდა გაგვემრავლებინა, კახეთში ალაზნის პირას მამაჩემის შორეულ ნათესავს მივაკითხე კიდეც, იქ ღორების ფერმა აქვს და შევთავაზეთ კურდრლის გალიებსაც ჩვენ აგიშენებთ საჯიშეთ გასამრავლებელ დედებსაც ჩვენ მოგიყვანთ და საკვებსაც მოგაშველებთ შენ მხოლოდ მოუარე და სიტყვაზე 10 ბაჭიას რო გააჩენს და წამოიზრდებიან 5 შენ დაიტოვე და 5 აქვე გაუშვითქო.
არაო, იუარა იმ კაცმა მაშინ. მაგათ ბევრი მოვლა უნდათო, მოკლედ ბევრი ვეხვეწეთ და ვერ დავითანხმეთ ვერაფრით.
მაშინ ეს იდეა კურდღლის მომრავლების სურვილიტ იყო გამოწვეული და ძალიან ჩაღრმავებულად არ ვიცოდი ეს საკითხი. არ ისე მარტივად ყოფილა საქმე როგორც აღმოჩნდა!!!.
საქმე იმაშია გარეული კურდღელი სულ სხვა ჯიში ყოფილა და შინაური კურდრელი (უფროსწორედ ბოცვერი ქვიებია შინაურს) სულ სხვა. ეს ბოცვრები რომც გაგვემრავლებინა სიტყვაზე და გაგვეშვა ძალიან ცოტა შანსი ყოფილა მაგათ ველურ პირობებში გადარჩენის, ძალიან მოწყვლადები არიან მტაცებლისგან და პლიუს დაავადებების მიმარტაცკი უფრო მოწყვლადი არიან. შეჟვარებასკიდევ გარეულთან არ ახდენს და თუ რამე გამონაკლისის სახით მოხდა ეგეც არ ყოფილა კარგი.
მერე ცვენგან სოფელშიც გავიკითხე მონადირეებსი გარეული კურდრელი თუ დაგიჭერიათქო ცოცხლად და ერთან მიმასწავლეა ეგ იჭერდა ადრე კურდრლის ხაფანგებითო (წვრილი ტროსის ყულფით აკეტებს თურმრ სოროების გამოსასვლელებში და ისე იჭერდა როგორც ამიხსნა) ხოდა მაგას მოვიყევი რაც მინდოდა და შევთავაზე გარეულებს თუ დაიწერ ეგენი გავამრავლოთქო, მარა მაგანაც ცივი წყალი გადამავლო. რამდენი დავიჭირე და მოვიყვაანე თავიდავ ვიდრე მეც გავიგებდი მაგათ ზნეს რამდენიმე დამეხოცაო? ტყვეობაში თურმე საჭმელს პირს არ ადებს და საერთოდ არ ჭამს არაფერს!!! კურფღელი უძახეთ თქვენ და როგორი თავისუფლების მოყვარე ყოფილა წარმოიდგინეთ? შიმშილით იკლავს თავს!!!
მოკლედ კაი საგონებელში აღმოვჩნდი და იმ კაცის ერტად ერთ იდეასღა "ვებღაუჭები" როგორც იტყვიან. ესეთი რამ მითხრა იმ მონადირემ, რამენაირად გარეული კურდღლის პატარა ბაჭიებს თუ ჩაიგდებ ხელში იქნებ ისი არ იყვნენს ესეო და მიეცვიონ გალიასო და მაქედან შეძლო გამრავლებაო. მარა როგორ გინდა ბაჭიების შოვნა???
ასერომ გამოეკიდა ჰაერში ჩემი სურვილი!!

პ.ს. გიორგი თქვენ მარტლაც კარგი საქმე წამოგიწყვიათ, ჯობს შინაურ პირობებში რაც მრავლდება მაგას მაინც მიექცეს ყუდღება და ეგ სახეობები მაინც გამრავლდეს. ჟორჟიკამაც შემოგთავაზათ და მეც შეძლებისდაგვარად დაგიდგებით გვერდში რითიც შემეძლება თუ სურვილი გექნებათ რათქმაუნდა?
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას გისურვებთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ კეთილ საქმეში!!!