დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დილის მიზანი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70
geojorjika
tengo
გილოცავ, შენ იყავი თურმე , მე დავრეკე უნდა მეყიდა და , ტიპმა მითხრა დადებული არ მქონდა განცხადება ხელიდან წამართვესო smile.gif
tengo
geojorjika
მადლობა. განცხადება რომ ვნახე თვალს არ დაუჯერე 170 რომ ეწერა და ეგრევე გავქანდი.
საკაიფო რაღაცაა ყოფილა, ცოტა ნაფხაჭნი აქვს გარედან მაგრამ რომ დავშალე შიგნით ახალივითა. საერთოდ ვინტებსა შპონკებსაც არ ეტყობოდა არაფერი.
მანჯეტი არის ცოტა დამუშავებული და მორჩა.
bazuka
tengo
გილოცავ


geojorjika
ციტატა(giorgi @ 17th December 2012 - 12:32 AM) *
მე დავრეკე უნდა მეყიდა და

კიდევ კაი შენს პონტში არ გავიჩითე, თორე ვალს ავიღებდი biggrin.gif

უფფ გადავრჩი
tengo
bazuka

გაიხარე.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 17th December 2012 - 12:26 AM) *
ცოტახანი ასე მექნება და მერე ალბათ რეზიკზე დავსვამ.

საინტერესოა და თუ გადაყვანას აღწერ ჰომ კაი რაცხა გასართობი წასაკითხი იქნება... ისე მანამდე ცალკე ტემას თუ გახსნი სადაც მაგ ფიშტოს მინი მიმოხილვას და სურათებს მაინც დაყრი კაი იქნება, მერე მანდვე მიუშვი მაგის მოდიფიკაციის ამბებიც.
shonia
ფანტომის ზამბარა ხომ არ გაკვთ გასაყიდი ვინმეს? გრეგორის არ ქონდა, სხვაგან არ იყიდება?
geojorjika
shonia
მაგნუმში ნახე ჰაცანის ზამბარები უნდა წავიდეს წესით
tengo
ციტატა(ja_ja @ 17th December 2012 - 09:09 AM) *
საინტერესოა და თუ გადაყვანას აღწერ ჰომ კაი რაცხა გასართობი წასაკითხი იქნება

კი ვეცდები, როცა მაგას გადავწყვიტავ. ისე თავიდანვე მინდა ვთქვა ვრომ არ არის მთლად ადვილი საქმე, საბრძოლო კლაპანი სულ სხვა პრინციპით მუშაობს .
პსპ-ის შემთხვევაში კლაპანს დამრტყმელი ხსნის და მერე ზამბარა და წნევა კეტავს. აქ კი პირიქით არის , დამრტყმელი ათავისუფლებს კლაპანს,რომელშიც პატარა ზამბარაა მოთავსებული და ზამბარასა და წნევის მეშვეობით იხსნება საბრძოლო კლაპანი. ესეიგი წარმოიდგინე , გასროლის შემდეგ კლაპანი გახსნილია
მანამ სანამ ხელმეორედ არ გადატენი. ესეიგი რეზიკის დაყენების შემთხვევაში ,პირველი გასროლისას დაიცლება რეზიკი,რადგანაც გასროლის შემდეგ კლაპანი გახსნილი რჩება. გამოდის რომ რეზიკზე გადასაყვანად შესაცვლელი იქნება კლაპნის მუშაობის პრინციპი, დამრტყმელისა და სასხლეტის მექნიზმები.
რთულია,მაგრამ შესაძლებელია.
ციტატა(ja_ja @ 17th December 2012 - 09:09 AM) *
ისე მანამდე ცალკე ტემას თუ გახსნი სადაც მაგ ფიშტოს მინი მიმოხილვას და სურათებს მაინც დაყრი კაი იქნება, მერე მანდვე მიუშვი მაგის მოდიფიკაციის ამბებიც.

სურათებს კი დავყრი, მაგრამ მიმოხილვა...... ხომ იცი ბევრი წერა არ მეხერხება. მაგას შენზე უკეთესად ვერავინ იზამს, თანაც ალბათ შენც და სხვებსაც აინტერესებს რა ხილია, რავიცი თუ არ დაგეზარება მოგაწვდი.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 17th December 2012 - 11:32 AM) *
სურათებს კი დავყრი, მაგრამ მიმოხილვა...... ხომ იცი ბევრი წერა არ მეხერხება.

ეეე კარგით რა smile.gif არ შეიძLება ფორუმზე მხოლოდ ერთი კაცი წერსეს smile.gif ნუ არ გამოდის, რა ყველა იმის ჭკუაზე დადის მერე.... მაგიტომაა ფორუმი რომ რამდენიმე აზრი იყოს და მერე კამათში რაცხა იკვეთება ხოლმე ...


ციტატა(tengo @ 17th December 2012 - 11:32 AM) *
რავიცი თუ არ დაგეზარება მოგაწვდი.

მართალი გიტხრა ახლა 4 ვეებერთელა სტატია მაქვს რიგში, ნუ თუ რაღაც მოიტა გადავუღებ მოვინიშნავ მომენტებს და მოგვიანებით დავწერ სრულ თემას, მაგრამ დამიჯერე უკეთესი იქნება შენ გააკეთო, მაგრამ თუ არ გამოგდის, სხვა გზა არ გვაქვს...


ციტატა(tengo @ 17th December 2012 - 11:32 AM) *
ესეიგი წარმოიდგინე , გასროლის შემდეგ კლაპანი გახსნილია

ნუ აბა კომპრესიული პნევმოა და ერთ გასროლაზე უნდა დაცალოს მთლიანად მთელი დაგროვებული ჰაერი... მაგრამ პრინციპი იგივე იქნება რაც PCP-ში ნიმიმალური გადაკეთება იქნება საჭირო, არამგონია გლობალური გადაკეთება იყოს საჭირო, მაქსიმუმ ზამბარა და დამრტყმელის სვლის გათვლა... დაკეტვაში კლაპანს რეზერვუარში არსებული წნევაც დაეხმარება
tengo
ja_ja
ეხლა გავდივარ სახლიდან და სად იქნები რომ მოგაწოდო.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 17th December 2012 - 12:00 PM) *
ეხლა გავდივარ სახლიდან და სად იქნები რომ მოგაწოდო.

ეხლა ვერ მომაწოდებ თენგოჯან, ახლა სამსახურში ვარ, აქ კიდვ მთელი ვაი ვუი კონტროლია....

საღამოს თუ მოახერხებ 7-ისკენ ვიქნები სახლში, მანამდე არაფერი გამოვა sad.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 17th December 2012 - 11:11 AM) *
საღამოს თუ მოახერხებ 7-ისკენ ვიქნები სახლში, მანამდე არაფერი გამოვა

თუ მოვახერხე დაგირეკავ. ნომერი ხომ არ გაქვს შეცვლილი?
shonia
geojorjika რომელი მოდელის წავა 95?
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 17th December 2012 - 12:13 PM) *
ნომერი ხომ არ გაქვს შეცვლილი?

რაც ჯეოსელი გაიხსნა ეგ ნომერი მაქვს ვეჩნა smile.gif დაჟე კორპორატიული არ მივაბი ახალ სამსახურში, მეთქი ახალი ნომერი მოიტათ ამას ხელი არ ახლოთ ჩემია მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
sekurifa
ციტატა(rudi @ 17th December 2012 - 11:17 AM) *
geojorjika რომელი მოდელის წავა 95?

თუ გატეხილ ზამბარას თან არ წაიღებ ჯობია არ იყიდო ისე. უნდა დააზომო ზამბარები ერთმანეთს სიგრძეში და დიამეტრში.
monadire.
პატივცემულო ჰაერთოფელებო, გილოცავთ ბარაბარობას! მრავალს დაესწარით! biggrin.gif
Davitus
მაგრა გამიტყდა დომენი dazga.ge რომ დაკავებულია უკვე, რას დაამშვენებდა ჩვენს ფორუმს... თან რა მაგრა იკითხება, დაზგა.ჯიიიი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


საით მიექანები აირგან... ნწ ნწ ნწ
CHICO30
სტოგერი X50-ის ზამბარა თუ წავა მე მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორია საქმეში.
kaka8079
რავა ყველა თემაში ან დაზგაზეა საუბარი ან ზამბარაზე,ბუნებაში გასეირნება სა და ქეიფზე ნეტა სადაა საუბარი?დახურულშიც ვერ ვიპოვე,ადმინებო მიმალავთ არა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
kaka8079
შენ რა დახურულის წვდომა გაქვს? biggrin.gif
kaka8079
ilariona
მე მხოლოდ პირველი დონის დახურულში შევდივარ,თქვენა კიდევ რამდენი გაქვთ ეგ დონეები აბა მე საიდან ვიცი biggrin.gif
ilariona
kaka8079
ბევრი biggrin.gif
shonia
CHICO30 შენი ზამბარა ახალია? სიგანეში და სიგრძეში რამდენია სმ ხომ არ იცი?
CHICO30
აუ არ ვიცი და არც მაქ შტანგელი რომ გავზომო ძამი. არც ის ვიცი როგორია საქმეში. უბრალოდ მაჩუქეს და ეგაა.
shonia
CHICO30
კარგი, მემგონი X50-ს დიდი იქნება , X20-ს წავა უფრო
CHICO30
დიდი რა პრობლემაა გადაჭრი და ვსიო
ja_ja
ხალხნო ისე რამე რომ იყოს ერთმანეთს არ დავემშვიდობოთ smile.gif

რავიცი მაინც დღეს 21.12.2012-ია და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კი არ მჯერავს, მარა რაიცი უცებ და... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
კიდევ ერთი აპოკალიფსი გადავაგორეთ biggrin.gif biggrin.gif
ilariona
ja_ja
geojorjika

მშვიდობა იქნება მშვიდობააა biggrin.gif
ja_ja
ilariona
რეპორტი როდის იქნება? სამყაროს დასასრულის მერე? smile.gif
ja_ja
ეეე მგონი ალაგ ალაგ რაცხა ჩამოვადრა ხომ იცი smile.gif კოშმარული სიჩუმეა ფურუმზე smile.gif ეტყობა ყველა "ბომბაუბეჟიშეში" დაიმალა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
CHICO30
გაიღვიძეთ გათენდააა biggrin.gif 22 რიცხვია უკვე გამოდით ბუნკერებიდან. სანადიროდ მინდოდა დილას გასვლა და ისეთი ქარია ტყვია უკან ბრუნდებოდა კლიპში biggrin.gif

ჯაჯა ამ ფორუმზე არის რამე თემა სადაც წერს ხალხი ვინ რას საქმიანობს და რა შეუძლიათ? რომ ერთმანეთს დავეხმაროთ უკეთესად. მესმის რომ ბევრი იცნობთ ერთმანეთს და იცით ერთმანეთის ყველაფერი, მაგრამ მგონი ასეთი თემა გაასწორებდა. ვისაც უნდა დაწერს და ვისაც არ უნდა თავს შეიკავებს. მარტო სამსახურს არ ვგულისხმობ.
ja_ja
CHICO30
მოკელდ რა ამ ახალ თაობას მაგრა გეზარებათ ძებნა რა smile.gif
CHICO30
ეგ თემა მეც ვიცი და საქმიანობაზე მანდ არაფერია ნათქვამი. არც ვინმეს შესაძლებლობებზე. მანდ სახელი გვარი ასაკი და ფოტოა და ვსე biggrin.gif
ja_ja
CHICO30
დანარჩენი საჯარო რეესტრში და შსს-ში smile.gif

პირადად გაიცნობ კაცს და თუ ჩათვლის რომ საჭიროა გეტყვის, არა და არ გეტყვის, სულაც არაა საჭირო, ან აქ ან სხვაგან ადამიანმა გამოამზიუროს თავისი ყველაფერი (ნაცნობისთვსი და უცნობისთვის), შენს და ჩემს გარდა აქ მილიარდი ადამიანი შემოდის, როგორც კარგი ისე ცუდი, პლიუს აურაცხელი ბოტები...

აქანე ბატონი ეგრეთწოდებული სახესიფათის საიტი კი არაა ხალხი ლამის ნახმარ ტრუსიკებს რომ კიდევ თავის გვერდებზე და უხარიათ smile.gif
koknar
ja_ja
რა გინდა დაწეროს ვისაც უნდა რას აკეთებს და რა ხელობა იცის, სასარგებლო ინფორმაციაა
ja_ja
koknar
წესების მიხედვით პირადი მონაცემების მიმოცვლა ხორციელდება PM-ის მეშვეობით....

წესით აქ არის, ჩადებული თვითონ ფორუმის წევრის დაცვის იდეა, მარა თუ არ ადარდებს უსაფრთხოება, ყველა თავისუფალია ის აკეთოს რაც უნდა, მარა....

კაროჩე რთული თემაა რა... აი რაფერ ავხსნა არ ვიცი, შენ ახლა დიდ კომპანიაში არ მუშოაბს და მაგალითად მე კონტრაქტში მინიმუმ 2 ორგანიზაციაში მეწერა რომ არ მაქვს უფელბა გამოვამზიურო ინტერნეტ სივრცეში - ვინ ვარ და რა თანამდებობაზე ვმუშაობ და ვაბშე სად ვმუშაობ...

აქ ბევრი რაღაცის გადაჯაჭვაა, როგროც მომხმარებლის დაცვა, ასევე იმ ორგანიზაციის ზედმეტი არასასურველი კუთხით გამოჩენა სადაც მუშაობ... ნუ მაგალითად ხარ ერთერთ დიდ ფირმაში კომერციული დირექტორი, იმ ფირმის საქმიანობა არის, რაღაც ნუ ისეთი საქმე, რა აი მაღალ წრეებში ტრიალი და თავის ტავზე ვესის დადება.... უცებ შედიხარ და სადღაც წერ მე იქა და იქ ვმუშაობ და კომერციული დირექტორი ვარო... ნუ ის ორგანიზაცია შეურაწყოფილად თვლის თავს ტიპა მე აქ ტავს ვიფასებ სერიოზული სასტავი ვართო შენ კიდევ სადღაც დარბიხარ თურმე და ყვავებს დასდევო...

აგერ ერთი მაგალითი, ახალ მთავრობაში ვიღაც ტუტუცი რაღაც მინისტრის მოადგილეთ დანიშნეს და ის კიდევ თავის ფეისბუქზე რაღაც ტუტუცობებს, წერს, აიწია ერთი ამბავი, რომ არიქა არ ეკადრება და ვაი და ვუი და ეგ როგრო შეიძლება

არის, კიდევ სხვა გადაჯაჭვა... ამის გამოა რომ უმეტესობა ფორუმზე არაა მიღებული წევრების მიერ მათი სტატუსის და თანამდებობის გამომჟღავნება მიღებული, მაგისთვის არსებობს სოციალური ქსელები, იგივე დედა ატირებული და დურაკული ადნაკლასნიკები, ვ-კონტაკტე, ფეისბუქი, მაისპეისი, ტვიტერი და ხრენ ივო ვ პოპკუ და ასე შედმეგ... დაჯე მანდაც კი არ აქვთ ნორმალურ ორგანიზაციებში სასტავს უფლება ღიად დაწერონ დსად რა რაზე მუშაობენ...

ამასობაში ბაზარი არაა არ ვუატრყოფ, არსებობს სასტავი ვისაც პირიქით ამა თუ იმ ფორუმზე უნდა გამოყოს რომ თვითონ ამა და ამ სფეროში მუშაობს და შეუძლია ესა თუ ის დახნმარება გაუწიოს კაცს...

მაგრამ ამით დოფხალი მიიღება, ამიტომაც, ფორუმებზე არ არის მიღებული ის ინფორმაცია იყოს განთავსებული რაც მოთხოვნილი იყო ჩიკოს მიერ...

ნუ დიდი ბოდიშI თუ თქვენთვის მიუღებელია, ან რაღაც ვერ დავასაბუთე, ან ტექსტი რთულად დავწერე, მოკლედ ნორმლაურ ფორუმს მაგალიტად ვერ მომიყვანთ სადაც იქნება ეგეთი თემა და სასტავი ჩამოწერს არიქა მე აქ ვმუშაობ და ეს ვარო და მე კიდევ ისაო... რაც არ არის მსოფლიო პრაქტიკაში... ნუ არის, რაღაც რაც ასაღწერად რთულია, ან შენი გადასახედიდან არ ჩანს ან... ნუ კაროჩე ნემა smile.gif ვაა არ დამაწერინეს ისევ პროსტინა ბლინ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
ვააა ხედავ სად დავიწვი . . . biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Davitus
მართალია ჯაჯა, ფორუმი ისეთი რამეა, მსგავსი თემის გახსნა და მსგავსი ინფორმაციის დადების მოთხოვნა ძალიან ცუდი ტონია, ფორუმის კონტენტის კეშირება გუგლის საძიებო ბოტების მიერ ხდება და ერთი შეხედვით თუ გვგონია რომ ამდენ ასიათასობით პოსტში ვინ უნდა მოქექოს "შენი დაპოსტილი საიდუმლო" ნამეტანი შემცდარა და ზოგჯერ საძიებო სისტემაში ისე უმწიკვლოდ ამოტივტივდება ხოლმე, შეიძლება პირი ღია დაგრჩეს smile.gif
bazuka
რაღაც ვერ ჩავერთე დიკუსიაში sad.gif
tengo
ციტატა(Davitus @ 22nd December 2012 - 09:20 PM) *
თუ გვგონია რომ ამდენ ასიათასობით პოსტში ვინ უნდა მოქექოს "შენი დაპოსტილი საიდუმლო" ნამეტანი შემცდარა და ზოგჯერ საძიებო სისტემაში ისე უმწიკვლოდ ამოტივტივდება ხოლმე, შეიძლება პირი ღია დაგრჩეს

100%-ით გეთანხმებით.

CHICO30
ხალხო ყველასთან ასე აჩვენებს პოსტებს? რაღაც ხესავით. ჩამონათვალია დოსივით ძველებურად არ აჩვენებს.
ja_ja
CHICO30
ამორჩეული გაქვს პოსტის დანახვის რეჟიმი განტოტვილი, უნდაგადაეთო სტანდარტულზე და მორჩება პრობლემა
CHICO30
სად ამოვირჩიო ეგ? არსად შევსულვარ და საიდან შეიცვალა.
CHICO30
ვიპოვეეე დამაგჯა თვალები
ja_ja
CHICO30
სპეციალურად არ გითხარი smile.gif თორემ ისევ დაიწყებდნენ აი პროფესორობსო, პლიუს შენს არ დაიმახსოვრებდი smile.gif ახლა ამდენი წვალების მერე ნებისმიერ დროს იპოვი მაგ ტოჩკას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
CHICO30
ციტატა(ja_ja @ 22nd December 2012 - 06:02 PM) *
წესების მიხედვით პირადი მონაცემების მიმოცვლა ხორციელდება PM-ის მეშვეობით....


მე ხო არ მითქვამს აბეზალოვკაა ყველამ დადოს მეთქი. არ გინდა არ დადო. გეკრძალება კონტრაქტით და არ დადო. არ მიგაჩნია სწორად და არ დადო. ვისაც უნდა რომ დადოს დადებს და ეგაა. გამოვიყენებთ რაც ქვექნება იმას biggrin.gif რავი მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგალითისთვის: ჩემს ოჯახს აქვს მეორადების მაღაზია და შემიძლია ბევრი იშვიათი რამის შოვნა: ციფრული ნაჭერი მეტრობით რომელიც საქართველოში არ იშოვება, სპეც კოსტუმები და კურტკები (მოტოციკლეტის, ბურანის, სნოვბორდის და ა.შ.), კარგი სამუხლეების მონადირეებისთვის და კიდევ ბევრი რამე კარგი შტუკენციები. ასევე როგორც გეოჯორჯიკას ვუთხარი აქვე სახლთან ბიძაჩემს აქვს ავეჯის ცეხი, ხერხები ფრეზები დრელები და რავიცი ბევრი რამ. რაში გამოგადგებათ ხვდებით. ნუ კიდევ ბევრი რამე ეხლა არ განვავრცობ. ეს მაგალითისთვის დავწერე.

ja_ja
CHICO30
ციტატა(CHICO30 @ 23rd December 2012 - 10:46 PM) *
რავი მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

ალკოგოლიკი როდესაც მთვრალი რულთან ჯდება, ისიც ვერაფერ ცუდს თავის საქციელში ვერ ხედავს, აჭერს გაზს და... და რას ნისნავს ეს? იმას რომ ის მთვრალი ადამინია თავისი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავს, თუ იმას ნიშნვს რომ ყველამ აუცილებლად უნდა შევტოპოთ გრადუსში და მხოლოდ ისე ვატაროთ მანქანა?!

ის გარემოება რომ შენ რაღაცას ვერ ხედავს, არ ნიშნავს რომ არ უნდა დაემორჩილო რაღაც გაუგებარ და შენთვის მიუღებელ წესებს. ცივილიზებული და საზოგადოებაში თანაარსებადი ადამიანი მხოლოდ იმით გამოირჩევა ველური ცხოველისგან, რომ გარკვეულ წესებს და პრინციპებს ემორჩილება, ზოგჯერ მისთვსი მიუღებელს და დისკომფორტის შემქმნელსაც კი, მაგრამ თუ იმ წესებს არ დაიცავს საზოგადოების ყველა წევრი მალე ცივილიზებული საზოგადოება იგივე ველური ცხოველების ხროვას დაემსგავზება...

შორს წასვლა არაა საჭირო, სულ არღაც 15-20 წლით უკან გაიხედე და მხედრიონის პერიოდი გაიხსენე... სრულად აღწერს ზემოთ ნახსენებ სიტუაციას!

თუ გააგრძელებ იგივე შემართებით მოგვიწევს უსიამოვნო კამათი. საუბარში სადმე ჩამოვარდება რომ ვიღაცას რაღაც დახმარება უნდა ტანსაცმელში, ან ხის დამუშავებაში იქ მიწერე პასუხი რომ შეგიძლია დაეხმარო (დეტალები PM-ში)... გაიცნობთ ერთმანეთს ლაივში და რაზეც გინდათ იბაასეთ, აქ ღიად არ დამანახო მეორეთ ასეთი რამ...

ძაან ცუდი მოქმედებაა წიპა მე მკიდია ჩემსას გავაჭენებ, მეც შემიძლია გავაჭენო ოღონდ უკვე წესების ფარგლებში და ნუ გეწყინება თუ შემდეგ ჯერზე გამოვიყენებ იმ უფლებებს, რაზეც შენ თანხმობა განაცხადე ფორუმზე რეგისტრირებისას

მწარე და მკვახე პასუხია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვკალი ეს საუბარი.
ReMiNgToN
აუ Crosman Premier ები რა მაგრად ასწორებს ატ44 ზე , 7 ცალი გავუტარე მტრედს და მაინც ცოცხალი დარჩა სახურავზე. biggrin.gif მერე რო ჩამოვიღე და გავპუტე იმენა ნაომარს გავდა .
CHICO30
ja_ja

შენი მონაწერის აზრს ჩავწვდი და ჩუმად ვარ :დ

ReMiNgToN

პრემიერებს სად ესროდი ტაკოში? ჩემი პესტ კონტროლის ვიდეო რომაა პრემიერებითაა სულ ნასროლი და მაგდენი სროლა 1 არსებაზე არ დამჭირვებია ნაღდად. მე პირადად მაღალი სისწრაფის თოფებში დიდი სხვაობა პრემიერსა და მაგალითან ჰოლოვ პოინტს შორის ვერ დავინახე. (ცოტა სხვაობა არის ნამდვილად) 1 კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ 40 მეტრის იქეთ სანადირო ტყვიები არაა გამოსაყენებელი და მე კიდე სულ მაგ დისტანციის იქეთ ვნადირობ. სამაგიეროდ პრემიერები ძალიან ზუსტებია. თუ 40 მეტრზე ახლოს გიწევს ნადირობა სეგიზლია სულ თავში ესროლო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.