ესეიგი გუშინ დილიდან ელიავაზე გავისეირნე, უკან დაბრუნებისას გზად მეგალაინის უკანა მხარეს ამოვისეირნე და შემთხვევით აღმოვაჩინე მაღაზია რომელიც მანქანებისთვის გაზის ბალონებს ყიდის...
ნუ საკმაოდ დიდი ბალონები იყო, გამიხარდა თან ჩანს რომ კომპოზიტურია და ამიტომაც შევიარე დეტალების დასაზუსტებლად

იქვე მდგომს ვეკითხები რა მოცულობა აქვს მეთქი, ისიც მაჩვენებს მე არა გამყიდველი აგერააო, 1 გოგოშკა ლამის კიკინებით, მეორე ვიღაც ნამეტანი ახალგაზრდა ტიპია, რომელიც ნუ ტიპა მე უფრო მეტი ვიციო რარაც ეგეთი შემართებით იმ გოგოს დაასწრო პასუხი მიუხედავად იმისა რომ თვალებით იმ გოგოს დავუკავშIრდი და იგივე კითხვა იმას დავუსვი... მოკელდ შედგა მიახლოებით ასეთი დიალოგი:
- რა მოცულობისაა ბალონი?
- 80 ლიტრი, ანუ 16 კუბი
- ფასი?
- 670 ლარი
- და სამუშაო წნევა რა აქვს?
- აუ ეგ არ ვიცი, თქვენ რისთვის გინდათ მანქანისთვის?
- არა, სხვა რაღაცისთვის
- გია, გია... მოდი რა ერთი წუთით
- გისმენ
ბრატ! (ეს ჯადოსნური სიტყვა ალბათ უნდა აღნიშნავდეს იმას რომ მე მაგარი კვერცხი ვარ და შენ დოყლაპიას გასწავლია ახლა ჭკუას

... არ მესმის რა ამ დურაკული სიტყვის გამოყენების აუცილებლობა, რომელიც მოსაუბრეს რატომღაც ჩემს თვალში ეგრევე ნაკლებად კომპეტენტურ კლასში აგდებს)
- რა წნევა აქვს სამუშაო
- 300 ატმოსფერო
- და შესამოწმებელი სატესტირო წნევა რამდენია?
- 500-600 ატმოსფერო
- მოიცა კაცო მაგხელა რაზბროსი ვერ ექნება გამორიცხულია, შენ გახეთქვის, ანუ დაშლის წნევას ხომ არ მეუბნები?
- აუ რა ვიცი ბრატ, ამდენი კითხვა კაციშვილს არ დაუსვია, რავი აწერია ზედ რაც საჭიროა
ნუ იასნია მაღიზიანებს არაკომპეტენტურობა, საერთოდ ამ ბოლო დროს, ძალიან მგრძნობიარე გავხდი ეგეთ პასუხებთან, მაღიზიანებს ყველა ეგეთი პასუხი არა აქვს მნიშვნელობა მაღაზიაას იქნება მაცივარი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ბალონი სვერლო... თუ ყიდი უნდა იცოდე რას ყიდი და მყიდველმა არ უნდა გაგჭედოს კითხვებით...
მოკლედ ვხვდები რომ ამ ჯანიან "ბრატ"-ისგან მე ბევრს ვერაფერს ამოვქაჩავ, ამიტომაც მართლა ვაკვირდები ბალონს და ვეძებ რაიმე ინფორმაციულ წარწერებს


ბალონს ნაგლად აწერია 20 მეგაპასკალი, ანუ 200 ატმოსფერო, პლიუს made in china, პროსტა ვერ მოვითბინე და ეგრევე ჩავუტარე "ბრატული" გაგების საუბარი
- მეთქი აწერია ამ შობელძაღლს 200 ატმოსფერო 300 ატმოსფეროს როგორ მეუბნები შემოეხევა ვიღაცას სიფათზე მეთქი!
ესეც აუღელვებლად მპასუხობს სუპერ იდიოტურ რაღაცას
- და ვის შემოხევია რომმ?
- და რა მნიშვნელობა აქვს ვი შემოხევია! განსხვავება იცი 200 და 300 ატტმოსფეროს შორის? სასაკლაოზე მიშვებ და ოდნავ უკანაც არ იხედები
- რავი ყველა 300-ზე ტენის და რა პრობლემაა?
.....
ნუ აქ მინდოდა ამეხსნა რომ ხელყუმბარის აფეთქებისას სულ რაღაც 150 ატმოსფერო წარმოიქმნება 1 მეტრის რადიუსში და ის შობელძაღლი არ ტოვებს 10 მეტრში ცოცხანს არაფერს და 300 ბარზე გახეული 80 ლიტრა რას იზამს....

პროსტა რა აზრი აქვს ელაპარაკო ამისთანა ხეს? სკოლაში ხომ ფიზიკის გაკვეთილზე არ შესულა, გაგებაში არაა რა განსხვავებაა წნევებს შორის, წერა კითხვა არ იცის, უსაფრთხოება ჰკიდია, საქონელს რასაც ყიდის, იმის პარამეტრებს ხომ არ კითხულობს... ბლიაძ რა... ნუ იმენნა ვიღაცამ რაღაცამ არ უნდა მიხედოს ამ სიტუაციას მე ამათი დედა ვატირე?
3-4 წლის წინ ვიღაცას კამაზის პაკრიშკა გაუსკდა და ვიღაც შეიჭირა, ეგრევე გამოყვეს თავი რაღაც ორგანოებმა აი ტკინის გალიაში უნდა იყოს საბურავიო, ისაო ესაო მთელი ალილუია, და ამოდენა ბომბებს რომ ყიდიან და პროსტა ყველა ელოდება პირველი ვინ იქნება და ვინ აიწევა ჰაერში იმას ხოპმ კაციშვილი არ უკვირდება.... თან 80 ლიტრა ბლიაძ ღმერთმა დაიფაროს რომ აიწიოს, ნუ მანქანას და პატრონს ხომ ბილეთი აქვს, ზეცაში გამოწერილი, მურტალი ისაა რომ დარწმუნებული ვარ ირგგვლივ მყოფ არაერში დამნაშავე სასტავსაც იგივე ბილეთს გამოუწერენ....
ასეთ სიტუაციებზე ვეჩნა მახსენდება ანეგდოტი:
ბავშვი შედის მშობლების ოთახში და შეუსწრებს მათ სექსს.... ჩუმათ გამოიხურავს კარებს და თავისთვის ჩაილაპარაკებს
- და ესენი მე მიშლიან ცხვირში თითით ქექვასო?!
ქვეყანაში ოფიციალურად ბომბები იყიდება უკონტროლოდ და თურმე ამასობაში პნევმატიკური იარაღი ყოფილა საშიში და იმდენად რთული საკითხი რომ უკვე 2.5 წელია სტანდარტები ვერ მიუღიათ!