ციტატა(ilariona @ 14th March 2012 - 01:30 PM)

საერთოდ უნივერსალურ საბურავებს მე პირადად პატივს არ ვცემ. არ გამოდის ეგ ამბავი, ზაფხულს თავისი სჭირდება და ზამთარს თავისი. როგორც კი ცდილობ, რომ ორივე სეზონს მოარგო საბურავი, ზამთარში ციგაობ და ზაფხულში კიდე მალე ცვითავ.
ნამდვილად. AT და M+S რომ იტყვიან, "ნი რიბა, ნი მიასა"
ნამდვილად სჯობს ჯა_ჯ, იყიდო კარგი HT (ტრასის, Highway Terrain) საბურავები ზაფხულისთვის და ნამდვილი ზამთრისები ზამთრის სეზონისთვის, სადღაც ნოემბრის ბოლოდან აპრილამდეა ხოლმე ჩვენთან საჭირო, როცა დაბალი ტემპერატურები და სიცივეებია.
მე-3 წელია ერთსა და იმავე ზაფხულის და ზამთრის საბურავების კომპლექტს ვიყენებ მე. ზამთრისებს კიდევ საკმაოდ აქვთ პროტექტორი, ზაფხულისას იქით სეზონში მოუწევთ გამოცვლა ალბათ.
მოკლედ, 2 კომპლექტი ზამთრისთვის და ზაფხულისთვის და შენც ესე 3 წელი არ შეგაწუხებს საბურავის პრობლემა

P.S. ისე, თეგეტას გოლდ ბარათს თუ იშოვნი, იმით კარგა დიდი ფასდაკლენები გამოდის მაგათთან და იქაც შეიძლება რამის არჩევა, ბრიჯსტოუნი, გუდრიჩი, მიშლენი... აქვთ მაგათ.