gregory შენ მითხარი აწი ის ერთდირკიანი ჯგუფები რამდენი მეტრიდან გავაკეთო და მერე 500-დაც გაიყიდება

ის, ეგ ბალონი, ამ თოფისათვის მართლა მისწრება იქნება...
ხო, დღეს კონდახი მოვხსენი და საინტერსო რამეები ვნახე, კერძოდ:
აქვს სიმძლავრის რეგულატორი, პრუჟინის დაჭიმვას არეგულირებს... მე ჯერ არ მითამაშია ამით, ან რომ ვითამაშო დიდს ვერაფერს გავიგებ ქრონომეტრის გარეშე, მარა მგონი კარგი რამეა და საჭირო:


ყველაფერი ტაოტითაა გასვრილი და არ გამიწმენდია, ისევ ახალმა პატრონმა იწვალოს
აქვს გამშვები მექანიზმის (რომელიც ორეტაპიანია და საკმაოდ მომწონს, ნებისმიერ კროსმანის ზ.დ.პ.-ს მირჩევნია უკვე) რეგილირების დიდი არეალი, სულ სამი ვინტით თამაში შეიზლება, ერთი ექვსკუთხა, რომელიც სვლას არეგულისებს და მის უკან არსებული ორი პატარა ბრტყელთავა ვინტი (რა რას არეგულირებს არც ეგ ვიცი, არ მითამაშია ჯერ)

რეზერვუარი შავადაა შერებილი, და ოდნავ აქვს ლაითიად გახეხილი ქარხნიდან:

ხე შიგნიდან საკმაოდ კარგადაა დამუშავებული, დეფექტების გარეშე:




მე ძალიან მომწონს ჯერ ჯერობით რასაც ვხედავ. შემდეგი ეტაპია მყარი დაფიქსირება და ქაღალდზე ჯგუფების გაკეთება.