დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დილის მიზანი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70
gela
ჩარხები ვისაც გაქვთ, ამ ვიდეოს ისეთი ინტერესით ვუყურე თვალი ვერ მოვწყვიტე, მგონი თქვენც დაგაინტერესებთ, თავიდან არაფერი, მერეა, როგორ კარაქივით ამუშავებს ლითონის დეტალებს გადავირიე, და როგორ ლამაზად, უყურეთ გეამებათ
SCORPIONS
gela მაგარია,მაგრამ ჩვენ რაა.? უბრალოდ ყურებთ დავტკებით.
gela
რა ქვია ახლა ამას?

koba1973
gela
ციტატა(gela @ 15th February 2018 - 09:42 AM) *
რა ქვია ახლა ამას?

მაგას რა ქვია არ ვიცი, მაგრამ, მე გული შემიწუხდა. ხელის კანკალით ათიოდე ვაზნას ძლივს ვისვრი და ფასზე ვფიქრობ ხოლმე, ეგ ვაზნებთან ერთად იარაღს ანადგურებს უაზროდ. რა სიამოვნებას ნახულობს ნეტა.
არ მითხრათ გამოცდას უტარებსო.
aleqsa
ციტატა(gela @ Feb 15 2018, 09:42 AM) *
რა ქვია ახლა ამას?




კახეთში ერთი გამოთქმა გვაქვს: "კაცს რო საქმე არაქონდა ყვ....ბში მახათს იყრიდაო" ამის ნახვისას ზუსტად ეგ გამახსენდა. ეს რაღაც, არც ვიცი რა დავარქვა ამ საქციელს არც გამოცდაში, ტყვიის ან იარაღის ჯდება, არანაირ უსაფრთხოების წესებს ეს არ იცავს, მითუმეტეს არც გართობაში!!! ამ საქციელს ჩემი აზრით სახელი არააქვს გარდა ზემოთ რაც დავწერე იმისა!!!
ja_ja
მოჭოჭიკ პროჭიკობს....

მე სხვა კითხვა მაქვს, ფორუმელებს რას გვერჩოდი რომ ეს გაუგებრობა გვაყურებინე? smile.gif
bazuka
აქაც სალამი, სალიამი და დოქტორსკი.

მოკლედ როგორც მოგეხსენებათ ზოგზოგიერთებს, ჩემი არსენალი შეთხელდა და როცა დავიწყებ შესქელებას, მინდა რომ გეგმები და ორიენტირები დალაგებული მქონდეს,

ხოდა თავში ტრიალებს ორი ვარიანტი, იმპაქტი და პულსარი
პლიუსები
იმპაქტი-ფასი, კალიბრის შეცვლის სიმარტივე, წონა
პულსარი- ელექტრონული მართვა (პრაქტიკულად აირვოლფის ბულპაპ ვარიანტია), და მწარმოებელი.
pilotina
ნახეთ რა ხდება? youtube-მა ყველა ცნობილი ბლოგერის არხი დაბლოკა, რომლებიც პნევმატიკაზე და ნადირობაზე იღებდნენ ფილმებს.
რაღაც ახალი რეგულაციები შემოუღიათ, თუ ნადირობის ამსახველი კადრებია, ჯერ აფრთხილებენ და მერე ბლოკავენ.

pilotina
ეს იმ არხების ჩამონათვალია, რომელიც youtube-მა ბოლო ორ კვირაში დახურა

This is the list of channels our industry has lost in the last 14 days;

Airguns of Arizona
Pyramyd Air
American Airgunner
AirgunGearShow
AirgunWeb
Hatsan USA
Umarex USA
Edgun West
Daystate LTD
Airguns Air Rifles & Pistols
Airgun Hunter Extreme Channel
Holdover Vlog
Utah Airguns
UpNorth Airgunner
Andy's Airgun Review
geojorjika
ვახ ეგ ცუდია
aleqsa
pilotina

და ეს მარტო პნევმატურით ნადირობის ვიდეოებზეა პრობლემა თუ ცეცხლსასროლზეც? იმიტო რო გუშინ ვუყურე კაკრას როგორ ნადირობდა ტიპი კოიოტებზე ღამის ხედვის ოპტიკით, წესით მაშინ ესეც ხო უნდა დაებლოკათ?
pilotina
aleqsa
ციტატა(ale @ 26th February 2018 - 04:42 PM) *
და ეს მარტო პნევმატურით ნადირობის ვიდეოებზეა პრობლემა თუ ცეცხლსასროლზეც? იმიტო რო გუშინ ვუყურე კაკრას როგორ ნადირობდა ტიპი კოიოტებზე ღამის ხედვის ოპტიკით, წესით მაშინ ესეც ხო უნდა დაებლოკათ?


ეგ არ ვიცი. ყოველელ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი არხები დაბლოკეს.
aleqsa
pilotina


ესეც მაგას ჩივის wink.gif
ჩემმა ამერიკელმა დილერმა მიწერა და საქმის გარკვევა ცადაო და ბანი დადესო, საერთოდ დაბლოკესო ტიპი. არადა ძალიან ტავაზიანი იყო მიმართვაო, არანაირი უხეშობაო რო მაგას დავაბრალოთო.

https://www.youtube.com/watch?v=B-fVf5CRpE0...viWRtgEqv1phx-6
gregory
ფეისბუქზე უკვე რამდენი ხანია შეზღუდეს. 2 ჯერ დამიბლოკეს iaragi.ge
თან ჯერ გაფრთხილებენ წაშალე იარაღის ფოტოებიო ან გააპროტესტე და განვიხილავთო.
ღილაკი "გაპროტესტება" იჩითება.
მეც გავაშანშალე ორი თაბახი ტექსტი თავისი ლიცენზიებით და მთელი ამბით. მეგონა "გაპროტესტებას" რომ დავაწვები "წერილის მიწერა" ან რაიმე მაგდაგვარი გამოვა და იქ მივწერ თქო.
ნურას უკაცრავად. როგორც კი დავაჭირე , ეგრევე დამიწერა "თქვენი პროტესტი მიღებულიაო" და 2 დღეში კი დამბლოკეს sad.gif
მოკლედ რა ტაკუნების კანკალი აუტყდათ არ ვიცი sad.gif
aleqsa
ციტატა(gregory @ 27th February 2018 - 11:01 AM) *
მოკლედ რა ტაკუნების კანკალი აუტყდათ არ ვიცი


"ტაკუნების კანკალი" მომეწონა smile.gif და კითხვა გამიჩნდა მართლა ვინც ტაკუნებს ათამაშებს უშნოთ იმათ რა ბედი ეწიათ ნეტა? wink.gif არადა რამდენი არიან მაგათი შემქუჩებელიც!!! sad.gif

ბოდიში, თემიდან გადავედი მგონი smile.gif
okela84
ახალი ტყვიაგაუმტარი მატერია, თხის და ობობის გენეტიკური სინთეზით მიღებული, უფრო ზუსტაკ კი ობობის DNM-ი თხისაში ჩააშენეს

https://www.facebook.com/Discovery/videos/2116278095056687/
okela84
ფრინველების აინშტაინია რაა biggrin.gif ბოლომდე უყურეთ


pilotina
მართლა გასაოცარია. ამას ბევრი ადამიანი ვერ მოიფიქრებდა biggrin.gif
Power_VANO
მდაა.. მართლა ადამიანების დიდ ნაწილს არ შეუძლია მაგდენი აზროვნება, ყოჩაღ ყვავებს smile.gif
ochopintre
მეგორებო დიდი დიღმისკენ ვინმეს ხომ არ გაქვთ ნასოსი ცროსნამის ან ჰატსანის დამტენი პორტით , ცოტა რომ დავამატო ჩემ თოფზე, ნასოსო დაჩაზე დამრჩა და ხვალ მივლინებით მივიდვარ კახეთისკენ და მინდა ცოტა გავერთო. 15 წუთით შეგაწუხებთ.
pilotina
ochopintre
ციტატა(koba @ 3rd September 2018 - 04:51 PM) *
მეგორებო დიდი დიღმისკენ ვინმეს ხომ არ გაქვთ ნასოსი ცროსნამის ან ჰატსანის დამტენი პორტით , ცოტა რომ დავამატო ჩემ თოფზე, ნასოსო დაჩაზე დამრჩა და ხვალ მივლინებით მივიდვარ კახეთისკენ და მინდა ცოტა გავერთო. 15 წუთით შეგაწუხებთ.


ბ-ნ გრეგორს მიმართე, დიდ დიღომშია ზუსტად.
gregory
ochopintre
მობრძანდი ბატონო wink.gif

MonSoon
4 ათას დოლარიანი ოპტიკის თვალდათვალ. გავიჭყითოთ.
10 ჯერადობაზე უყენია.

MonSoon
კარგი ვიდეოა. 300 და 400 მეტრზე ისვრის McMillan TAC-50_დან, კალიბრი 12.7 მმ. ოპტიკა აყენია Nightforce BEAST 5-25x56.
იარაღი 8500 დოლარი ოპტიკა კი 4000 დოლარი ღირს.
ოპტიკა არ ვიცი მარა იარაღი ნამდვილი beast არის. 48.6 გრამიან ტყვიას ისვრის 820 მ/წამით. 16300 ჯოული გამოდის. მხეცია აბა რა არის.

mamukaaa
მაგ იარაღიდან სროლა რა სიამოვნება იქნება. smile.gif smile.gif smile.gif
ja_ja
მაგ ოპტიკაში რეალში მაქვს გაჭყიდული…. ლამის თოფს მოვაძრე და გამოვიქეცი….

ნამეტანი კაი ოპტიკაა sad.gif მინდა…. მარა 100$-ად….
mister_io
ციტატა(ja_ja @ 13th November 2018 - 07:57 PM) *
ნამეტანი კაი ოპტიკაა მინდა…. მარა 100$-ად….

მეტსაც გადაიხდიდი მარა სადაა ხო ჩვენრო გვინდა იაფად და კარგი smile.gif თუსადმე გაჩითო 100$ ად ერთი 3 ცალი ჩემთვისაც გადაინახე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
okela84
ja_ja
აქაური ენთუზიასტების თითქმის 80%-ს ვიცნობ და არავისთან მინახავს. NXS-ები ATACR-ები არის გურჯისტანში, მარა BEAST-ზე არც კი მსმენია.

სადმე უცხოურ მაღაზიაში ხომ არ ნახე ?
geojorjika
okela84
26 მაისის გამოფენაზე ვნახე მე პირადად smile.gif
MonSoon
კარგი კომბინაცია. ხელით დატენილი ვაზნები, nightforce beast და sako trg 42 .338 lapua.

საკოს ეს მოდელი არის ბევრი ქვეყნის შეიარაღებული და საპოლიციო ძალების შემადგენლობაში. მათ შორის ჩვენთანაც.

ისვრის 20 გრამიან 300 grain Berger projectiles_ს. სიჩქარე არ ვიცი. სასროლი მანძილი 2000 იარდი ანუ 1800 მეტრზე მეტი.

4:00 დან.
MonSoon
ერთი ამას შეხედეთ რა. ჰელიუმის აირით ისვრის და რას ისვრის არ გაინტერესებთ ? 20 მილიმეტრიან კალიბრს. ტყვიას არ იკითხავთ ? 1150 გრეინიანს ანუ 74.5 გრამიან ტყვიებს.
ბალისტიკურ ჟელს ესვრის. დაიწყო 300 ბარიდან და ჩამოყვა 10 ბარით, 250 ბარამდე. სიჩქარე პრიამატოკივით ნელა ნელა მოემატა და 250 ბარზე 250 მ/წამი შეადგინა. ენერგიას ნუ იტყვით 2330 ჯოული გამოვიდა. თან ჰოლოვ პოინტებს ისვრის და 250 მ/წამზე გადაფურჩქნული იყო ტყვია. უფრო მძიმე ტყვიებიც აქვთ, 1588 გრეინიანი ანუ 103 გრამიანები მაგრამ ამ ვიდეოში მხოლოდ 74.5 გრამიანებს ტესტავს.

ხმა და უკუცემა ცეცხლსასროლივით აქვს მემგონი.

8:50 და 13:20 წუთიდან გასროლი ტყვიები ვიზუალურად, სიჩქარეების მატებასთან ერთად.

aleqsa
MonSoon


და აზრი??? ამხელა ენერგია მხოლოდ სანადიროთ თუ დაგჭირდება კაცს და როგორ წამოგიდგენია ნადირობა მაგიდით, ბალიშებით და ამხელა 7 ლიტრიანი ბალონით "პრიამოიზე მიერთებული?

მაგას პირდაპირ 300 ან 308 კალიბრი იყიდო (ცეცხლსასროლი) არ ჯობია? ენერგიაც გაცილებით მეტიაქვთ და სროლის მანძილიც!!!
geojorjika
ჩვეულებრივი ყლეობაა smile.gif
MonSoon
aleqsa
ცოტა ლაითად შეხედე ალექს. მეც არ ვიქონიებდი მაგრამ ალბათ აქვს აზრი. აბა ყველას ერთი და იგივე ხო არ ეჭირება. ცოტა განსხვავებული ხო შეიძლება.

ციტატა(ale @ 27th November 2018 - 09:59 PM) *
და როგორ წამოგიდგენია ნადირობა მაგიდით, ბალიშებით და ამხელა 7 ლიტრიანი ბალონით "პრიამოიზე მიერთებული?

კაი ეხლა, მაგას მე ნუ მეუბნები.

ციტატა(ale @ 27th November 2018 - 09:59 PM) *
მაგას პირდაპირ 300 ან 308 კალიბრი იყიდო (ცეცხლსასროლი) არ ჯობია? ენერგიაც გაცილებით მეტიაქვთ და სროლის მანძილიც!!!

ეს ხო იცი რა მანქანაა ?? რა აზრი აქვს ამის აწყობას





როცა ამითაც იკაიფებ





დაახლოვებით იგივეა ცეცხლსასროლის და მაგ პნევმატიკის შედარება რაც მითხარი
aleqsa
MonSoon

მეკი ვუყურებ ლაითად კიარადა ძალიან არასერიოზულადაც მარა შენ უყურებ როგორც ჩანს სერიოზულად მარა მართლა ვერ ვხედავ მე მაგ კალიბრის და სიმძლავრის პნევმატურის ქონის ან თუნდაც შექმნის აზრს??? მეტი არაფერი wink.gif
MonSoon
aleqsa
ნწუ.

სერიოზულად არ ვუყურებ. მე უბრალოდ ფაქტი მიკვირს. ამხელა წონის ტყვიები, ამხელა ენერგეტიკა. აი მანდ მისვლას ვამბობ. თორე 100 წელი არ ვიქონიებდი. ყველაფერს გამოყენების კუტხით კი არ უნდა შეხედოს კაცმა. კაიფობს ხალხი თავისთვის.
აბა პნევმატიკის კომპლექტში 2000 ლარს იხდის კაცი და ნებისმიერი ცეცხლსასროლი მოუვა მაგ ფასში ისეტი რო შორსაც გაისვრი და მეტი ენერგეტიკაც ექნება ვიდრე პნევმატიკა. მარა პნევმატიკით კაიფობს ხალხი. ყველა ვერ იგებს ამ კაიფს. არ გიფიქრია პნევმატიკის თანხით რა ცეცხლსასროლები მოგივიდოდა ?? სხვები კიდე ფიქრობენ რაში უნდა გამოიყენოს კისტის თოფი.
aleqsa
MonSoon


ვერ მიმიხვდი გიო, შეიძლება იმაში ხარ მართალი რომ მე ზედმეტად პრაქტიკული ლუთხით ვუყურებ მარა ჩემთვის მთავარი მაინც პრაქტიკულობაა, იარაღი იქნება ეს მანქანა თუ თუნდაც კალოში...

ჩვენს "კისტის" თოფებს რომ ადარებ მაგ ზარბაზანს შენ ერთიკიარადა რამდენიმე მთავარი უპიტარესობა გამოგრჩა მცირე კალიბრების პნევმატიკის!!! ძალიან, ძალიან უხმაუროდ ნადირობა, საკმაოდ დიდი სიზუსტე, თავის კალიბრთან შედარებით მშვენიერი დიაპაზონი ნადავლის მონადირების და ბოლოს სანადირო მანძილი, რაც ამ კალიბრებს თავის ლოგიკურ სანადირო დიაპაზონში საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს იგივე ცეცხლსასროლებთან მიმართებაში და ეს შენც ჩემზე უკეთ იცი...

ხოლო აი მაგ კალიბრს და სიმძლავრის პნევმატურს ყველა ეს უპირატესობა აბსოლიტურად განოლებულიაქვს იგივე ცეცხლსასროლთან მიმართებაში, მაგ სიმძლავრით იხვზე და ქედანზე რომ არავინ ინადირებს შენცხომ კარგად ხვდები? მეორეც ხმა!!! იგივეაქვს რაც ცეცხლსასროლს და ბოლოს სროლის მანძილი (თუგინდა სიმძლავრე) ანუ სიტყვაზე თუ დათვზე და ღორზე მინდა წასვლა სანადიროდ ყველაზე ნაკლებად მასეთი პნევმატურის წაღება მომინდებოდა, როცა ბევრად საიმედო შედეგი შეიძლება მოგცეს ცეცხლასროლმა, მითუმეტეს თუ გასროლის ხმა და უკუცემა ერთიდაიგივე აქვთ და სიზუსტე და სროლის მანძილით კი მერეს აქვს უპირატესობა!!!

და ბოლოს ფასი!!! მაგის ფასად კი იყიდი მართლა მშვენიერ ცეცხლსასროლს!!! და ბოლოს კიდევ ერთხელ ვკითხულობ: აზრი???!!!

იმედია ეხლა მიმიხვდი რაც ვიგულისხმე? smile.gif
ბაიკერი
პნევმატიკა ვიცი მაქსიმუმ 80 ჯოულამდე. იმის მერე პოროხი biggrin.gif
aleqsa
ბაიკერი

+1 smile.gif

MonSoon
ვახ რეებს მიხსნით.

მოკლედ სულ არ დამეპოსტა ის სჯობდა. რა კუტხით უყურებთ გამაგიჟებთ რა. ერთი ფანჯრიდან იყურებით და მხოლოდ იმ ფანჯრით აფასებთ.

ვინმემ დაწერა რო იყიდიდით ან რაში გამოიყენებდითო ?? არა.

რაც გვაქვს თოფები იმას ხო სრულად ვიყენებთ, ხო და მაგ ჰელიუმისასაც არ იცით რაში გამოიყენებთ ხო. ჰმ გამოყენებას არ ვგულისხმობ.



ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 27th November 2018 - 10:55 PM) *
პნევმატიკა ვიცი მაქსიმუმ 80 ჯოულამდე. იმის მერე პოროხი

პოროხის შემდეგ ღრმა ჯიბეც.
aleqsa
MonSoon


მაიცა კაცო ლათა მეჩუბები? ვიტილებ და მელე იციიი მამაჩემს აი ამხელა ხმალი ააააქ კლავატის ქვეშ მაააშ??? biggrin.gif

მართლა ვერ მივხვდი გიო, შენ გულისხმობდი თოფების ჰელიუმით დატენვას და მაგ მეთოდით სიმძლავრეების გაზრდას თუნდაც მცირე კალიბრებში???...
geojorjika
MonSoon
ციტატა(bedo @ 28th November 2018 - 12:09 AM) *
პოროხის შემდეგ ღრმა ჯიბეც.


ჰობი და ჯიბე ეთად ვერ სძოვენ , ჰობი თუ გინდა, ჯერ ჯიბეზე უნდა იზრუნო smile.gif
okela84
ციტატა(bedo @ 27th November 2018 - 10:25 PM) *
300 ბარიდან და ჩამოყვა 10 ბარით, 250 ბარამდე. სიჩქარე პრიამატოკივით ნელა ნელა მოემატა და 250 ბარზე 250 მ/წამი შეადგინა.

კაცი კონკრეტულ მოვლენაზე საუბრობს რას ერჩით. ნუ ჩემი აზრით ნაკლებად სავარაუდოა რომ ეს წამყვან მწარმოებლებს გამორჩენოდათ, თუმცა თუ არის ამაში რამე სიახლე სხვდასხვა მწარმოებლები გამოიყენებენ ამ უპირატესობას უფრო დაბალ კალიბრეშიც.

გიო ცეცხლსასროლს იმიტო შეგიდარეს რო ჯოულებზე ზედმეტად გაამახვილე ყურადღება. ანუ PCP-ის უპირატესობა იქ მთავრდება სადაც ხმა, წონა, გაბარიტები და ხარჯები იწყება. ბაიკერამ სწორი თქვა, დაახლოებით 25 კალიბრიდან მთავრდება ის რაც ყველას მოგვწონს PCP-ში.

აი დაბალ კალიბრებში რა უპირატესობის მომცემია ჰელიუმი მაგაზე თუ მოიტან რამე მასალას ,გაცილებით მეტი ინტერესით წავიკითხავთ
okela84
ზოგადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ გეტყვით რომ მე პირადად მომხრე ვარ რომ ცეცხლსასროლით ნადირობა აიკრძალოს სულ მცირე ძუძუმწოვებზე იმიტომ, რომ თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით მოყვარულ

მსროლელი ნადირობის ნულოვანი ცოდნით და გამოცდილებით, შანსს არ უტოვებს ცხოველს. ანუ ტიპი წავა "სანადიროდ" წამოწვება სადმე უსაფთხო ადგილას და 500-1000 მეტრიდან ან თუნდაც უფრო შორიდან

დაუბათუნებს და ძალიან დიდი ალბათობით გაარტყავს კიდეც ცხოველს, რომელიც ვერ დააჯილდოვა ევოლუციამ კილომეტრის რადიუსში ბუჩქებში ჩამალული კომუფლირებული მონადირის დეტექტორებით.

თან უკვე ოპტიკებში ჩაშენებული ბალისკირური კალკულატორების ეპოქაში შევდივართ და ასეთ პირობებში ხო საერთოდ 1000 მეტრამდე 0%-ს უტოლდება გასროლის შემდეგ ცხოველის გადარჩენის შანსი.

ნუ აი ეხლა ამით რო დაიწყოს ყველამ ნადირობა ხო ძაან უსამართლობა იქნება, თან ეჭვიც არ შეგეპაროთ იმაში რომ მსგავსი ტექნოლოგიები ნებისმიერი ჭ კლასის მწარმოებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.




აი ესაა ყველაზე მაგარი კაცი , 0-დან შეუძლია მშვილდის დამზადება და შემდეგ ამ მშვილდით შედეგიანი ნადირობა.

aleqsa
okela84


ციტატა(aleqsandre @ 28th November 2018 - 03:11 AM) *
300 ბარიდან და ჩამოყვა 10 ბარით, 250 ბარამდე. სიჩქარე პრიამატოკივით ნელა ნელა მოემატა და 250 ბარზე 250 მ/წამი შეადგინა.



ხო მარა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ჰაერი პირდაპირ ბალონიდან ქონდა მიერთებული და არამგონია ნებისმიერმა თუნდაც კოლბიანმა თოფმა მასეთი სიმძლავრის და ჰაერის ხარჯის გათვალისწინებით მაქსიმუმ 5 გასროლაზე (ესეც ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში) მეტი მოგვცეს, ამ ხუთი გასროლიდანაც რა სხვაობები იქნება სიჩქარეებს შორის ხომ წარმოგიდგენია???

და ბოლოს ზუსტად ეგ ვიკითხე მეც, თავიდან ვერ მივხვდი ჰელიუმით დატენვაზე თუ ქონდა აქცენტი გიოს smile.gif
koba1973
okela84
ციტატა(aleqsandre @ 28th November 2018 - 04:11 AM) *
ზოგადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ გეტყვით რომ მე პირადად მომხრე ვარ რომ ცეცხლსასროლით ნადირობა აიკრძალოს სულ მცირე ძუძუმწოვებზე იმიტომ, რომ თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით მოყვარულ

მსროლელი ნადირობის ნულოვანი ცოდნით და გამოცდილებით, შანსს არ უტოვებს ცხოველს

სრულიად მართალი ხართ, მაგრამ არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც: ნაკლები ენერგიის და მომაკვდინებელი ძალის მქონე ტყვია მეტ არასასიკვდილო ჭრილობებს აკეთებს და ცხოველს ტანჯვაში ამოხდება სული. უბდა იყოს გარკვეული ბალანსი და მარტო ხოცვაზე კი არა გამრავლებაზეც უნდა ვიზრუნოთ.
gela
ჰაცნი ზაოდი ტურციაში
vexam
smile.gif უბრალოდ აღნიშნა ადამიანმა- ნახეთ რას აკეთებსო.. კარგია და მაგას გაუმარჯოს გამჩენმაო, ხომ არ უთქვამს?! smile.gif ჯერ, ვინც ჰელიუმის ფასი იცის "ქე" აღნიშნავს მაგ საქმეს რაც ჰქვია. smile.gif) კაცია და გუნება, რსაც უნდა იმას გააკეთებს: უნდა ჰელიუმით დაუტუმბია და უნდა ოქროს ტყვიები უსვრია. არის სხვა ვიდეოებიც, სადაც ზოგი ალუმინს ასხავს საზამთროში და ზოგი აიფონებს ესვრის 0.45 კალიპრის პისტოლეტს.. ეს ვიდეოც დაახლოებით მსგავსია გამოყენებადობის თვალსაზრისით. უბრალოდ ვნახავთ და გავიცინებთ. სახლისო ვიდეოა.
ja_ja
აუ ეგ ჩუხანი რუსები ნანახაი მაქვს რეებსაც არჩევენ მაგ ვიდეოში….\\ტიპი გარტყმაშინ არაა რეებს ბაასობს, სუფთა ჩვენი გამყიდვლებივითაა…


ვააბშე მაგარია, სუპერ იარაღს აწარმოებენო, განსაკუთრებით MOD125-სო და ბოლოს რომ აყოლებს ჩვენი წარმოამდგენელი ჩამოდის ამოსარჩევადო… თუ კარგ და ხარისხიანს აწარმოებენ ამორჩევა რაღათ უნდა smile.gif

პლიუს ტიპი ვაბშე მოხმარების გარტყმაში არაა რომელიღაც მომენტშI მგონი ლულას ვერ ტეხავს smile.gif
MonSoon
.25 კრიკეტი. ძაან ზუსტად ისვრის. ამაზე ნაკლები არ უნდა გქონდეს რა.

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.