ისე დღეს დილით ბუდილნიკი აღმოვაჩინე 61 მეტრზე. ანტენაზე იყო შემომჯდარი და გაჰკიოდა. მეთქი ჩემი მობილი ურვს რაცხა არ დაურეკია მეთქი, არადა მობილში მაღვიძარა 8 სააათზე მაქვს დაყენებული და ეს მფრინავი მაღვიძარებიც 8-ზე იჩითებიან ხოლმე....
მოკლედ ავდექი, ხელების ფათურით ძლივს ვიპოვე თოფი, ჩამოვჯექი საწოლთან ვიყურები ოპტიკაში მარა რაცხა ვერ ვიყურები, ჯანდაბას მეთქი თუ მოხვდება ხომ კაი თუ არა და წავალ ჩაის დავლევთქვა...
გამოვკარი, დაიძახა ბუდილნიკმა "კ" და ჩამოვარდა ანტენიდან... გასწორებულში წამოვდექი, დავდე თოფი, ამოვიცვი შარვალი და წავედი სამზარეულოში, შევდივარ და ჩაიდნისკენ ვიშვერ ხელს რომ წყალი ავადუღო და რას ვხედავ 5 საათი და 45 წუთია....

აშკარად გაფუჭებული ბუდილნიკი იჯდა ანტენაზე... მივაფსი ამ ცხოვრებას ტვალეტის გავლით, წავედი ჩემს ოთახში, გავიძრე შარვალი და კიდევ 2 საათი ტკვბილად მეძინა

P.S. ისე ლამის 2 თვე უბანი ცარიელი მყავდა ამოცნობილი მფრინავი ობიექტებისგან (ანუ ამო, ან ნმო), მარა ეს ბოლო 3-4 დღეა რაცხა შემომესიენ, ან ახალი გუნდია და ჯერ გამოუცდელია, ანუ დააფიქსირეს ცარიელი აუთვისებელი უბანი და თავისი ჭკუით უხარიათ, ან... არ ვიცი, მარა საათი რომ გაფუჭებული აქვთ ვიცი