Power_VANO ვანოჯან დაწყნარდი ნუ ნერვიულობ, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება

ნუ რაღაც ჩარჩოებში სვავენ პნევმატიკას და ეგაა.
კანონპროექტის და ამ პრესის, ვიდეოს და ტელე გადაცამებიდან გამომდინარე შემიძლია წინასწარ გითხრა, ძირითადი დარტყმა მოვა პისტალეტებზე და 18 წლამდე ასაკის ახალგაზდების მიერ პნევმატიკის შეძენაზე.
ნუ 18 წლამდე ისედაც იყო აქამდე, ახლა უბრალოდ გაამკაცრებენ, ასევე ზოგიერთი დურაკი დაცვის პოლიცია იმის გამო რომ ცეცხლსასროლის ტარების უფლება არ ჰქონდა იყენებდნენ პნევმატიკას Co2-ზე (ჩემამდე არ დადის რომელ იდიოტს მოუვიდა ასეთი იდეა თავში და რა მოხდება კანონდამრღვევს ასეთი დაცვის პოლიცია რომ გაეჩითოს Co2 პნევმატიკით

)
ვაჭრობისთვის საჭირო ხდება ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის ლიცენზია (ანუ დაებლოკა იმ ხალხს სავაჭრო შტუკა ვისაც ამაზონიდან ჩამოჰქონდა და მერე მაი მარკეტზე ძვირად ყიდიდა, ჩვეულებრივ მოქალაქეს ალბათ, ხაზს ვუსვავ, ალბათ პრობლემა არ ექნება თუ თავისთვის უნდა, იმიტომ რომ შემოტანის ნებართვას აიღებს ცეცხლსასროლი იარაღივით და შემოიტანს, ხოლო ვისაც ვაჭრობა უნდა დღეში 5-ცალი იარაღიც უფლებას ვერ აიღებს, ან რომ დაინახავენ ხშირად დადის ტიპი, ბოლოს კომერციას შეტენიან და ლიცენზიის გარეშე ვაჭრობისთვის... ნუ დალშე ხვდები...)
ასევე ტირის მიმართ ყალიბდება სტანდარტები, ნუ აუჩაში რომ პნევმატიკით არ უნდა ვირბინოთ და ჩიხოლით უნდა გადაიტანო ქალაქში იქნება თუ სხვა დასახლებულ პუნქტებში ყველამ ვიცით... ფანჯრიდან სროლაც არ შეიძლება, ეგეც ვიცით, ნუ ერთადერთი რჩება გაუგებარი იარაღის გარდა მისი ძირითადი დეტალის რეგისტრირება (ანუ იარაღი და მისი ძირითადი დეტალი თუ შეიძIნე ისიც დასარეგისტრირებელია, მაგრამ რა არის ეს ძირიტადი დეტალი, ვინტი თუ ლულა უნდა განსაზღვროს შსს-მ).
დალშე ვაჭრობას ჩერეზ მაიმარკეტი მოუწევს ქამრის შემოჭერა, რადგან იარაღის შეძენიდან 10 დღეში აუცილებელია მისი რეგისტრაცია.
რეგისტრაცია იაფი არ გამოდის:
1) თვითონ რეგისტრაცია - 20 ლარი
2) რეგისტრაციის მოწმობა - 15 ლარი (ნუ თუ დაარეგისტრირე იასნია ეს მოწმობაც ასაღები გაქვს

)
3) ცოტა სტრანნი პონტია, ბალისტიკის ხარჯები - 20 ლარი. ამაზე ახლა არ გვინდა კამათი რაის ბალისტიკა რის ბალისტიკა, პნერვმატიკაა და ვაი ვუი, ნუ იავნად ფულის ამოქაჩვის სუნი უდის ამ იდეას, თორემ პნევმო ტყვიის ბალისტიკას რომ ვერჩაატარებენ გასაგებია, არც მასრა გვაქვს და არც კაფსულა, ტყვია კი იმდენად რბილია რომ ტყალშიც კიდ ეფორმირდება, თან მე შენ გეტყვი ძვირიან ტყვიებს გამოიყენებენ, დაიადებენ ოზიტაის და მიდი ახლა და მაგის 1 ცალ 0.5 მილიმეტრიან წრეზე დახაზული და მერე დეფორმირებული ნახატით გაიგე რა ლულაა და სხვა ტყვიაზე რა ნახატს მოგცემდა...

სტანდარტების ორგანიზაციას ჩამოართვეს უფლება და შსს-მ აიღო თავის ტავზე, ნუ ისედაც ვიცოდით ყველამ რომ შსს-ს მიერ იყო შექმნილი პრობლემა შემოტანაზე, ამჯერად დააკანონებენ და სტანდარტებს მაინც შემოიღებენ შედეგად მოიხსნება პრობლემებიც შემოტანაზე, ხოლო ვისაც უნდა იარაღი მოუწევს 55 ლარის ჩუქება სახელმწიფოსთვის, თან ყველა იარაღზე არ იქნება ეგ, სავარაუდოდ პოსტალეტებზე და ძლიერ პნევმატიკაზე.
მოკლედ ერთისმხრივ ცოტა ბიუროკრატული აბდაუბაა, მაგრამ ნუ დიდი რაიმე ტრაგედია, ყოველ შემთXევვაში ამჯერად არ ჩანს.
დანარჩენებსნუ პანიკიორობთ. თუ ვინმე 18 წლამდე ასაკის ხართ, თქვენთვის მოქმედი კანონითაც არ შეიძლებოდა პნებვმატიკის ყიდვა ტარება, ახლა უბრალოდ გაამკაცრებენ, აქედან შესაბამისი პასუხი, უნდა იყიდოს უფროსმა და ის უფროსი უნდა დაგყვებოდეთ რომ თქვენს ნებაზე არ იყოთ და ვისაც რა მოუვა თავში იმას რომ არ ესროლოს.
თუ 18 წელს გადასცდით, ნუ დისკომფორტია 55 ლარის გადახდა მაგრამ გაითვალისიწნეთ რომ ყველას არ ექნება ეს გადასახადი, და ვინც ძლიერ და ძვირიან პნევმოს ყიდულობთ შეეჩვიეთ მაგ ხარჯს, ნუ ტიპა ცეცხლსასროლს რომ ყიდულობს კაცი ხომ იღებს ნებართვას, იგივეა რა, დაიკიდეთ რა კიდევ ერთი პლასტიკატი უნდა ატაროთ ჯიბით და მორჩა საქმე

თუ ვინმე ყიდვა გაყიდვისთვის იყენებდით პნევმატიკას, ჩერეზ მაიმარკეტი და ეგეთი საიტები... ნუ 1.5 წელია ისედაც ვეღარ აკეთებთ მაგას, ასე რომ მოგიწევთ სხვა საქმეზე გადასვლა, ან ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის ლიცენზია უნდა აიღოთ. კერძO პირს კი მაგას არ მისცემენ. ნუ მიწყენთ მაგრამ ნაწილობრივ კარგია, იმიტომ რომ ზოგიერთი ნამეტანი ახალგაზრდა ჩალიჩობდა ამ საქმეს, ხშირად არც კი აანალიზებდა რომ მიუხედავად იმის რომ კისტის თოფს ეძახოდა და ყოველი მეორე ხელს იქნევდა, სინამდვილეშI მაინც იარაღია და სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო.
ერთადერთი ახლა დარჩა გასარკვევი ქვენორმატიულ აქტს როდის მიიღებენ, რომელშიც სტანდარტები იქნება გაწერილი, თუ მიიღეს ჩვენი შეთავაზება შეიძLება ამ სტანდარტების ჩამოყალიბებაში ჩვენც ჩავერთოთ (არ ვგულისხმობ მთელ ფორუმს და ყველა დიდ პატარას, რამდენიმე ადამიანი 2-3 ჩავერთვებით ამ საქმეში, ვინც ტერმინებიც, იცის, გამოცდილებაც აქვს და ნათლად აქვს ყველაფერი აღქმული, პლიუს საერთოდ კითხვა რჩება გაითვალისწინებენ ჩვენს შეთავაზებას და საერთოდ დაგვიძახებენ თუ სტანდარტების ორგანიზაციაზავით ხელს აიქნევენ და წამოიძახებენ ჩვენ უფრო მაგარი სპეციალისტები გვყავსო და შედეგს ქე ვხედავთ...)
მოკლედ დამშვიდდით და დაწყნარდით არაფერი რაიმე კატასტროფული განსაკუთრებით ამ ეტაპზე და განსაკუთრებით კი პნევმატიკაზე არ ხდება. ნუ ეს სიტუაცია მესმის არ მოეწონება აირსოფტის და პეინტბოლის ხალხს, თუმცა სტანდარტებში შეიძლება მათ გარკვეული გვერდისავლები ჰქონდეთ ჯერ არავინ ვიცით რა სტაბნდარტები იქნება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეგრეთწოდებული Hard პნევმატიკა ცოტა განსხვავებულია, ყოველი მეორე მის გაძლიერებას ჩალიჩობთ და ნუ მიეჩვიეთ იმ აზრს რომ რაც პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს ყოველთვის გარკვეულ კონტროლ ქვეშაა.
ბოლო ბოლო FAC აირგანები თუ იცით რა არის? Fire Arm Certificate ანუ ცეცხლსასროლი იარათოს სერთიფიკატია საჭიროო, მაგას ნიშნავს FAC ვერსია, ასე რომ... ნუ წინასწარ ჩვენს კანონმდებლების ტავში ვერ ჩავიხედავ და ვერ ვიტყვი გარანტირებულად რომ უკუღმართს არაფერს მოიფიქრებენ მეთქი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან კოშმარული და კივილ წივილის მოსართობი არაფერი არ ხდება.
Hellados ციტატა(Hellados @ 12th April 2012 - 09:37 PM)

გაფორმება როგორ მოხდება ამ პნევმატიკას ნომერი გააჩნია სერთოდ?
ძველი რუსული "კისტის თოფი" რომ არის იმასაც კი აქვს ნომერი, ლულის ბუდე რომ არის, აი მართხკუთხედი როემლშიც ლულაა ჩამაგრებული და ღერძI რომმაა გაყრილი, აი მაგაზეა ხოლმე უმეტესწილად ზ.დ.პ-ზე ამოტვიფრული ნომერი.
ზოგს რეზერვუარზე აქვს, ზოგს კოლოფზე, ზოგს ლულაზე, პრაქტუკულად ყველა ზ.დ.პ-ზე და PCP-ზე კონკრეტული თოფის ნომერი არის, ეს თვითონ მწარმოებლის ინტერესშიც არის რომ კონკრეტული მოდელის მომსახურება, საგარანტიო მომსახურება და სხვა რაცხა აღწიცხოს, პლიუს ყველა იარაღის მწარმოებელს კანონი ავალდებულებს დანომროს პროდუქცია...